santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მოთხრობები
    ავტორი: რიუნოსკე აკუტაგავა მთარგმნელი: სერია: იკითხე კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
    13.95
    მოთხრობები- ფიოდორ დოსტოევსკი
    ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: ზურაბ კიკნაძე; თენგიზ ჩხაიძე; პაატა ჩხეიძე   "ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრეი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.პიროვნების გაორება,ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან,სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა გამოჩენის საოცარი უნარი,სიყვარულის ძალა,რომელიც ზოგჯერ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს - ეს თემები და პრობლემები რუსი კლასიკოსის ნაწარმოებებში მისთვის ჩვეული ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის მეშვეობითაა გადმოცემული.  
    14.95
    მოკალი ევა
    ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.  
    13.95
    მოკალი ევა
    ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.
    13.95
    მონტოკი
    ავტორი: მაქს ფრიში  მთრგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    მორავული ღამე
    მწერალი, რომელსაც წერა მიუტოვებია და თავს გადამდგარ ავტორს უწოდებს, შვიდ მეგობარს – თავისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის მოწმეებსა და მონაწილეებს ეპატიჟება ბალკანეთში, დუნაის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე მორავაზე ღუზაჩაშვებულ გემზე, რომელიც უკვე კარგა ხანია მის სახლად ქცეულა. მასპინძელთან ერთად უცნობი ქალის დახვედრით გაოცებული სტუმრები მთელი ღამის განმავლობაში ისმენენ ავტორის თხრობას ევროპის გარშემო მოგზაურობის შესახებ, რომელიც დაკარგული იდენტობის ძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე მოხეტიალე მგზავრის შთაბეჭდილებებს.   2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე, ცნობილი თავისი წინააღმდეგობრივი პოზიციით ბალკანეთის მიმართ, სათაურშივე მიანიშნებს, თუ რა წარმოადგენს მისი ნაწარმოების მთავარ თემას, თუმცა, განსხვავებით სხვა ტექსტებისგან, 2008 წელს დაწერილ ამ ვრცელ, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულ მოთხრობას, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჰანდკეს უმაღლეს მწერლურ ოსტატობაში, შემრიგებლური ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე დაპირისპირების პოტენციალი.   გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
    21.95
    მორელის გამოგონება
    ავტორია: ადოლფო ბიოი კასარესი მთარგმნელი: ნინო ფიფია   XX საუკუნის არგენტინულმა ლიტერატურამ მსოფლიოს სამი დიდი მწერალი შესძინა – ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი და ადოლფო ბიოი კასარესი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბიოი კასარესს მათგან გამორჩევს: ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ესპანურენოვან ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს ამკვიდრებს. მორელის გამოგონება (1940) მოგვითხრობს ვენესუელელ მწერალზე, რომელიც მართლმსაჯულებისგან გარბის და თავს უკაცრიელ კუნძულს აფარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რაღაც უცნაური, გაურკვევლი დაავადების კერაა, მწერალი მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უსაფრთხოდ იქნება. მთავარი გმირი მალე აღმოაჩენს, რომ მარტო არაა. ვინ არის ეს ხალხი? რა საიდუმლოს მალავს კუნძული? კასარესი ახერხებს, გაზვიადებისა და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე დაინტერესოს მკითხველი მთავარი გმირის ბედით, დააფიქროს ისეთ თემებზე, როგორიცაა უკვდავება, სიცოცხლის შექმნა, ადამიანის გონების შესაძლებლობების ზღვარი...
    14.95
    მორჩილება
    ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მიშელ უელბეკის რომანი „მორჩილება“, რომელიც პარიზში მოდელირებულ „არაბულ გაზაფხულს“ ასახავს,  მაღაზიების თაროებზე  2015 წლის 7 იანვარს  გამოჩნდა.  იმავე დილით სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ნომერში რამდენიმე სტრიქონი უელბეკს მიეძღვნა და მისი კარიკატურაც დაიბეჭდა. თუმცა, ეს ყველაფერი „შარლი ებდოზე“ მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გადაფარა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა. რომანმა-ანტიუტოპიამ ცხარე კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მოგვიანებით მაინც გამოიწვია: „ჯერ კიდევ „ელემენტარული ნაწილაკების“ პერსონაჟმა დასვა შეკითხვა: „რამდენ ხანს იარსებებს დასავლური საზოგადოება რელიგიის გარეშე?“ ვეღარ იარსებებს, ასეთია უელბეკის  პასუხი 2015 წელს. დასავლეთევროპელმა ადამიანმა, რომელიც რამდენიმე ათწლეული ღმერთისა და მბრძანებლის გარეშე ცხოვრობდა, თავისუფლება ვერ მოიპოვა. ამის სანაცვლოდ უფლება აქვს, მიიღოს მორჩილება უკიდურესი ფორმით – როგორც განკურნების საშუალება და ასევე, როგორც სასჯელი. გაუმართლებელია უელბეკის ლანძღვა იმ პრინციპების ღალატისთვის, რომლებსაც არასაკმარისად იცავდნენ თავად მემარცხენეები. მისთვის პასუხის გაცემა მხოლოდ მოჩვენებით ჰუმანისტობაზე უარის თქმით შეიძლება. მანამდე კი, უელბეკის დროა“.
    12.9
    მოსამართი ჩიტის ქრონიკები
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ჰარუკი მურაკამის რომანი „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ ჭეშმარიტად ვირტუოზული ნაწარმოებია. მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი და ჩვენი თანამედროვის ბედი იაპონიაში, მეტაფორული აზრების მთელი წყება, თხრობის განსხვავებული ფენები, წერილები, მისტიკური სიზმრები, მოგონებები, საჟურნალო სტატიები, კოდირებული ფაილები – წარმოუდგენელი მოვლენებისგან ნაქსოვი ერთიანი, მთლიანი ტილო. დახვეწილი ირონია და ჰარუკი მურაკამის შეუდარებელი ინტონაციები, რომელმაც თვითონვე თქვა საკუთარ ნაშრომზე: „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ – ეს არის აბსოლუტური რომანის დაწერის მცდელობა“. და მაინც, იაპონელებს სამყაროს აღქმის საკმაოდ უცნაური უნარი აქვთ. სწორედ აღქმის ამ თავისებური სტილით იაპონელ მწერლებს ადვილად გამოვარჩევთ დასავლელი მწერლებისგან. თუ ფიქრობთ, რომ წიგნის ბოლოს ვიღაც უსახელო ღმერთი ყველაფერში გაგარკვევთ, იმედი სრულიად გაგიცრუვდებათ. არავინ არაფერს არ აგიხსნით. არავინ არაფერში არ გაგარკვევთ. თვითონ უნდა გაერკვეთ მთელ ამ სიმბოლიკაში, ყველა ამ გმირის როლში.
    27.9
    მოსამსახურე
    ავტორი: ქეთრინ სთოქეთი ქეთრინ სთოქეთი ამერიკის სამხრეთში, მისისიპის შტატში, ქალაქ ჯექსონში დაიბადა. სწორედ ჯექსონში ვითარდება მოქმედება მის რომანში „მოსამსახურე“. ალაბამის უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლის შემდეგ ოცდახუთი წლის ქეთრინ სთოქეთი ნიუ-იორკში გადავიდა და თექვსმეტი წლის განმავლობაში საგამომცემლო მარკეტინგსა და ჟურნალისტიკაში მუშაობდა. ამჟამად მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ატლანტაში ცხოვრობს. „მოსამსახურე“ მისი პირველი რომანია, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში წერდა და მერე დიდხანს სთავაზობდა ლიტერატურულ აგენტებს, მაგრამ ამაოდ, მიაჩნდათ, რომ ავტორი, რომელიც ასეთ ფაქიზ თემაზე ესოდენ უკომპრომისოდ წერს, განწირული იყო კრახისთვის. საბედნიეროდ, რომანის გამოცემა ერთმა პატარა გამომცემლობამ ითავა და წიგნი გამოსვლისთანავე, 2009 წლის მარტში, ბესტსელერად იქცა. 2009 წელს „მოსამსახურე“ მკითხველებმა „წლის წიგნად“ აღიარეს. 2011 წელს წიგნის 5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. დღეს ის 40 ენაზეა თარგმნილი და მათ რიცხვს, ორმოცდამეერთედ, ქართული თარგმანიც შეემატება. 2011 წელს ქეთრინ სთოქეთის რომანის ეკრანიზაციამ რეჟისორ თეით ტეილორსა და მინის როლის შემსრულებელ ოქტავია სპენსერს არაერთი ჯილდო მოუტანა: 2012 წელს დრამა „მოსამსახურე“ - როგორც საუკეთესო ფილმი, ხოლო მეორეხარისხოვანი ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოქტავია სპენსერი „ოქროს გლობუსით“ დააჯილდოეს, იმავე წელს მსახიობი იმავე ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელიც გახდა.
    12
    მოსკოვი-პეტუშკი
    ავტორი: ვენედიქტ ეროფეევი სერია: აკრძალული წიგნების თარო რუსულიდან თარგმნა დავით ცინცაძემ   „მოსკოვი-პეტუშკი“, შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა – საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. მთელი თავისი ჟარგონებით, კალკებით, სახარებისეული ალუზიებითა და ფინალით (რომელიც დღესაც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს ლიტერატურისმცოდნეებში), მატარებელის ბორბლების რიტმში მოგყვება ეს ბლუზი – მოსკოვიდან პეტუშკიმდე, და მის შემდეგაც.   „მოსკოვი-პეტუშკი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში. საბჭოთა სისტემისა და ზოგადად რუსული ყოფის სარკასტულად, იმ დროისათვის ზედმეტად მძაფრ, გროტესკულ ფერებში დახატვისა და ტექსტში ბიბლიური მოტივების უხვად გამოყენების გამო საბჭოთა ცენზურამ წიგნი აკრძალა. რომანი პირველად ისრაელში, 1973 წელს, ხოლო შემდგომ პარიზში, 1977 წელს გამოიცა.
    15.95
    მოსკოვიადა
    ავტორი: იური ანდრუხოვიჩი მთარგმნელი:რაულ ჩილაჩავა სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკარუის გამომცემლობა მთარგმნელი: რაულ ჩალიჩავა „მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ.  გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის.
    14.9
    მოუთმენლობა გულისა
    ავტორი: ანტონ ჩეხოვი მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე სერია: იკითხე კლასიკა   ჩეხოვი წერდა: „დაე, სცენაზეც ყველაფერი ისეთივე უბრალო და, ამასთან, ისეთი რთული იყოს, როგორიც ცხოვრებაშია“. მისი პიესების მთავარი თემა პროვინციის ინტელიგენციის ბედია, იმ ადამიანების, რომლებიც ნათელ, სიხარულიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, მაგრამ აღარაფრის შეცვლა აღარ ძალუძთ.ანტონ ჩეხოვის პიესებში ვერ ნახავთ მძაფრ კონფლიქტებს, მკვლელობისა და თავდავიწყებული სიყვარულის სცენებს. კონფლიქტი გმირების მონოტონურ, მშვიდ ცხოვრებაშია ჩამალული. მათ ისეთივე საფიქრალი და პრობლემები აქვთ, როგორიც ჩვენ...
    13
    მოხედე შენს სახლს, ანგელოზო
    ავტორი: თომას ვულფი მთარგმნელი: ნინო ქაჯაია   ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის – თომას ვულფის რომანი „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ გვიამბობს ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქში მცხოვრები განტების ოჯახის ამბავს და აღწერს მთავარი გმირის, იუჯინ განტის ცხოვრებას დაბადებიდან 20 წლამდე. მწერალი განსაკუთრებულად მძაფრად და ემოციურად აღწერს მორცხვი, მდიდარი წარმოსახვის, გამორჩეული ბიჭის ცხოვრებას პატარა ქალაქში, მის განცდებსა და ტკივილებს, მარტოობასა და სწრაფვას, გაექცეს სინამდვილეს, საკუთარ ოჯახს და სადღაც შორს ჰპოვოს ბედნიერება. „მწერალი იმიტომ წერს წიგნს, რომ დაივიწყოს, მკითხველი იმიტომ კითხულობს, რომ დაიმახსოვროს“ – თომას ვულფი. ეს წიგნი მკითხველს არასდროს დაავიწყდება. ვულფის გამაოგნებლად მოზღვავებული გრძნობები, გულისშემძვრელი ეპიზოდები, პოეტური პასაჟები, უაღრესად მეტყველი ენა განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მის რომანებს.
    29.95
    მოხეტიალე ვარსკვლავი
    ავტორი: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო სერია: ომებსა და ადამიანებზე თარგმანი: ვალერი ოთხოზორია   სანამ დედამიწაზე ადამიანები ომობენ, ნეჯმა და ესტერი მოხეტიალე ვარსკვლავებად რჩებიან. ვინ არიან ნეჯმა და ესტერი? არაბი და ებრაელი გოგონები, მეორე მსოფლიო ომის მძევლები, ომისგან დევნილები, რომლებიც ერთადერთხელ, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში შეხვდებიან, მაგრამ ვეღარასდროს დაივიწყებენ ერთმანეთს. ესტერი დედასთან ერთად საფრანგეთიდან გამოექცა ომის საშინელებას და ახალშექმნილი სახელმწიფო ისრაელისკენ მიემართება. სწორედ იმ ბანაკში გადაიკვეთება საბედისწეროდ დაპირისპირებული და იმავდროულად მშვიდობას მოწყურებული არაბი და ებრაელი დევნილების გზა. ორივე გოგონა გადარჩება, მშვიდობას გაუგებენ გემოს, თუმცა სანამ დედამიწაზე ომებია, ვარსკვლავები მშვიდობიანი ზეცის ძიებაში აგრძელებენ ხეტიალს.
    16
    მოხილვა დილის ქვეყნისა
    ავტორი: ჰესე ჰერმან     ჰერმან ჰესე (1877-1962) მე-20 საუკუნის გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში აისახა დასავლეთ-ევროპული ინტელიგენციის რამდენიმე თაობის სულიერი ცხოვრება. მწერლის ნაწარმოებები აგრძელებენ გერმანული ლიტერატურის ჰუმანისტურ ტრადიციებს.1932 წელს გამოქვეყნებული "მოხილვა დილის ქვეყნისა" მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო ტექსტი ბოლო 39 წლის განმავლობაში საქართველოში დავიწყებული იყო.
    10
    მრისხანების მტევნები
    ავტორი: ჯონ სტაინბეკი მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი სერია: აკრძალული წიგნების თარო გამომცემლობა: ინლტელექტი ყდა: რბილი
    24.95
    მრუდე სახლი
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: გია ბერაძე ერთ უცნაურ, "მრუდე სახლში" უცნაური, მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსი რესტორნებისა და სასტუმროების დიდი ქსელის მფლობელია და ერთ მშვენიერ დღეს.ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მოწამლეს.ამ დიდი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა საფუძველი, რომ მოხუცი მოეკლა...დიდი მემკვიდრეობა, ჩანს, დიდი ცდუნებაც არის...მაგრამ მის მკვლელს თურმე მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდება, მას, უბრალოდ, დეტექტივები და... შურისძიება უყვარს.
    13.95
    მშვენიერ და ულმობელ წუთისოფელში- რჩეული მოთხრობები
    ავტორი: ანდრეი პლატონოვი   მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს, ანდრეი პლატონოვს (1899-1951) „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც შეიძლება ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო. კრებულში პლატონოვის მოთხრობებია თავმოყრილი. ერთ-ერთ მათგანის – „ქვაბულის“ – პერსონაჟ კომუნისტებს კომუნიზმი უზარმაზარ საერთო სახლად წარმოუსახავთ. ისინი ხრამში ქვაბულს თხრიან და უსასრულოდ აფართოებენ, რათა იქ აშენებულმა სახლმა მთელი პროლეტარიატი დაიტიოს. მწერალმა ამ მოთხრობაში საბჭოთა კავშირის აღსასრული 65 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წიგნები ჯერ უცხოეთში დაიბეჭდა და ავტორს კლასიკოსის სახელი მოუპოვა.
    29.9
    მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ
    ავტორი: სალი რუნი მთარგმნელი: გურამ ღონღაძე ელისი და აილინი, კოლეჯის საუკეთესო მეგობრები, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს ერთმანეთისგან მოშორებით ატარებენ. ელისი ცნობილი მწერალია, რომელმაც პირველი ორი რომანით გაითქვა სახელი, აილინი კი დუბლინის ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში რედაქტორის ასისტენტად მუშაობს. მეგობრები ელექტრონული ფოსტით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს, ჰყვებიან რომანტიკულ ურთიერთობებზე. ნერვული შეტევის შემდეგ ელისი ნიუ-იორკს ტოვებს და ირლანდიის ერთ-ერთ სოფელში გადადის საცხოვრებლად. იქ ახლად გაცნობილ კაცს, ფელიქსს, წიგნის პრეზენტაციებზე დასასწრებად, რომში სამოგზაუროდ წასვლას სთავაზობს. აილინი კი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ თავის ბავშვობის მეგობარს, საიმონს ეარშიყება, რომელიც თინეიჯერობის ასაკიდან მოსწონს. თანამედროვე ახალგაზრდა პოპულარული ირლანდიელი მწერლის, სალი რუნის მესამე რომანში „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“ გმირები ცდილობენ, მოერგონ ამ სამყაროს, იპოვონ საკუთარი თავი. ესაა სიყვარულის, ვნების, სურვილების, ტკივილისა და შიშის დაუსრულებელი ციკლი. იპოვიან კი ეს პერსონაჟები ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდიან და დაანახვებენ მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას?
    13.9
    მშვიდობით გარი კუპერ
    ავტორი: რომენ გარი მთარგმნელი: მზია გომელაური   რომენ გარი (1914-1980), რომლის ნამდვილი გვარია კაცევი, დაიბადა ვილნოში (ახლანდელ ვილნიუსში). ბავშვობაშივე დედასთან ერთად ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაეწერა გენერალ დე გოლის არმიაში და მონაწილეობდა საფრანგეთის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. იგი იბრძოდა ინგლისში, აფრიკაში, აბისინიაში და ლიბიაშიც, მონაწილეობდა ნორმანდიის ცნობილ ბრძოლებში. მიღებული აქვს საპატიო ლეგიონის კომანდორის წოდება, განმათავისუფლებელი ბრძოლის კომპანიონის ორდენი, საბრძოლო მამაცობის ჯვარი ორჯერ, წინააღმდეგობის მოძრაობის მედალი და დაჭრილთა მედალი. ომის შემდეგ რომენ გარი დიპლომატიურ კარიერას გაჰყვა. მოღვაწეობდა სოფიაში, ბერნში, გაეროში, ბოლოვიაში; ბოლოს, იყო კონსული ლოს-ანჯელესში. რომენ გარი რამდენჯერმე დაქორწინდა. მისი ერთ-ერთი მეუღლე, „ახალი ტალღის“ სახელგანთქმული მსახიობი ჯინ სებერგი საეჭვო წრეში აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ჯინ სებერგმა თავი მოიკლა. ერთი წლის თავზე, რომენ გარიმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რომენ გარის კალამს ეკუთვნის ოცზე მეტი რომანი, პიესა, მოთხრობების კრებული, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა – რომენ გარი, ემილ აჟარი, ფოსკო სინიბალდი, შატან ბოგატი. იგი ერთადერთი მწერალია, რომელსაც ორჯერ აქვს მიღებული საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია – გონკურის პრემია – წიგნებისთვის „ცის ფესვები“ და „ცხოვრება წინაა“. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ სხვადასხვა ფსევდონიმით გამოქვეყნებული ეს ორი ნაწარმოები ერთსა და იმავე ავტორს ეკუთვნოდა.
    10
    მშვიდობით, ჩემო საყვარელო
    ავტორი: რეიმონდ ჩენდლერი სერია: ჯიბის დეტექტივი   "ფილიპ მარლოუ კერძო დეტექტივის სრულიად ახალი ტიპია: რომანტიკოსი, სენტიმენტალური რაინდი, ზოგჯერ ცინიკოსიც, მაგრამ ღირსების კოდექსს არასოდეს ღალატობს. სხვათა შორის, თავგადასავლებს სულაც არ ეძებს, ხიფათი თავად პოულობს. ასე ხდება მარტის ერთ დღესაც, როცა ერთ ახმახს შეახსენებს, სასმელში ფული უნდა გადაიხადოო... მათი გზები ისევ გადაიკვეთება, რადგან ორივე ერთსა და იმავე ქალს ეძებს..."
    6
    მშფოთვარე ადამიანები
    ავტორი: ფრედერიკ ბაკმანი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე სერია: წლის ბესტსელერი "ერთ პატარა შვედურ ქალაქში ახალი წლის წინადღეს ხელმოცარული ბანკის მძარცველი აიყვანს რვა მძევალს, რომლებიც გასაყიდი ბინის დასათვალიერებლად შეკრებილან. სხვათა შორის, ყველა მათგანი როდია ნამდვილი მყიდველი. ბინის ჩვენებაზე თითოეული მათგანი თავისმა ინტერესმა ან სასოწარკვეთილებამ მიიყვანა. ვითარება თანდათან ისე იძაბება, რომ მძარცველს ურჩევნია პოლიციას ჩაჰბარდეს, ოღონდ კი თავი დააღწიოს ამ მშფოთვარე ადამიანებს. ამ რომანის გმირებიც ფრედრიკ ბაკმანის საყვარელი „პატარა ადამიანები“ არიან, თავიანთი სადარდებლითა და აუწყობელი ურთიერთობებით, რასაც მწერალი მსუბუქი იუმორით, სევდიანი სარკაზმით, გროტესკულობითა და იმავდროულად, გმირებისადმი გულის ამაჩუყებელი თანაგრძნობით გვიამბობს. მწერლის სხვა რომანებისგან განსხვავებით, აქ თხრობას ხშირად წარსულიდან აწმყოში გადავყავართ. ბაკმანი მკითხველს თავსატეხსაც უჩენს — ბოლოს და ბოლოს, ბანკის მძარცველი ქალია თუ მამაკაცი? "  
    16.95
    მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი
    ავტორი: ფრანსუა ვიიონი მთარგმნელი: დავით წერედიანი XV საუკუნის ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის (1431 – 1463) შემოქმედებამ ჩვენამდე მისი ხელნაწერებისა და გამოცემული წიგნების ფრაგმენტების წყალობით მოაღწია. ვიიონის ძირითად ნაწარმოებებად მისი მცირე და დიდი ანდერძები მიიჩნევა. ამ კრებულში ანდერძების გარდა ვიიონის ჩართული ლექსები – ბალადებიცაა მოცემული.
    16.9