santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მედეა
    ავტორი: ლევან ბერძენიშვილი   მედეა, ცნობილი მითოლოგიური გმირი, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე უფრო შთამბეჭდავ მხატვრულ სახედაა აღიარებული. ის დღესაც აგრძელებს თავის ლიტერატურულ სიცოცხლეს და მართლაც, რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული მხატვრული კულტურის სხვადასხვა სფეროში მსოფლიოს მასშტაბით მედეას არაერთი გამორჩეული სახე იქმნება.   ფართოდ გაზიარებული მოსაზრებით, მედეას ასეთი ყავლგაუსვლელი პოპულარობა განპირობებულია მისი მითოსური ფიგურის კომპლექსურობით, ფიგურისა, რომელიც თავის თავში ურთიერთგამომრიცხავ თვისებებს შეიცავს. მედეას ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული რეპრეზენტაცია, როგორც წესი, კოლხი ასულის პოლარიზებულ ხასიათს წარმოგვიდგენს, რომელიც ისეთ დიამეტრულად საპირისპირო კატეგორიათა შორის ირყევა, როგორებიცაა შვილების მოყვარული და შვილთამკვლელი დედა, „კარგი“ და „ცუდი“ ქალი, ძლევამოსილი ჯადოქარი და ე. წ. პუელლა სიმპლიცა და ა. შ.   მედეას მხატვრულ ფენომენში ჩასაწვდომად, აწმყოსა და მომავლის მედეათა გასაგებად, დაგვეხმარება ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი და ერთ კრებულში წარმოდგენილი ავტორების პიესები – ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე.   წიგნში შესულია მედეასა და არგონავტების მითისადმი მიძღვნილი ტრაგედიები, პოემები, ოდები და ფრაგმენტები (ჰომეროსი, ჰესიოდოსი, პინდაროსი, ჰეროდოტოსი, ევრიპიდე, ნეოფრონი, პუბლიუს ოვიდიუს ნასო, ლუკიუს ანეუს სენეკა, პიერ კორნელი, ჟან ანუი).   ძველი ბერძნული, ლათინური და ფრანგული ენებიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა
    24.95
    მედროშე სტოლის ნაამბობი
    ავტორი: იოჰან ლუდვიგ რუნებერგი მთარგმნელი: ნათია მერებაშვილი „მედროშე სტოლის ნაამბობი “ პირველად ითარგმნა შვედურიდან ქართულ ენაზე. ნაწარმოები, რომელშიც მწერალმა ლიტერატურული პერსონაჟების საინტერესო პორტრეტები დახატა, სავსეა პატრიოტული გზნებითა და იუმორით. მასში ძირითადად ასახულია 1808-1809 წლების შვედეთის ომი რუსეთთან. ნაწარმოებში მრავალფეროვნადაა გადმოცემული გამარჯვებებისა და გმირობების ისტორია და შვედეთის აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია. ნაწარმოები ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია.
    19.95
    მეთხუთმეტე უბნიდან
    ავტორი: მეივის გალანტი მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძე    ზაზა ჭილაძე სერიის დასახელება: დიოგენეს ბიბლიოთეკა   „მეთხუთმეტე უბნიდან“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. მოთხრობებში აღწერილი ამბები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში ხდება, თუმცა მათ უმრავლესობას მაინც ერთი საერთო თემა აქვს - მეორე მსოფლიო ომი. პერსონაჟებიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ შორისაც იკვეთება საერთო ხაზი: ისინი ან სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი ადგილი ვერ უპოვიათ ცხოვრებაში, ან ქალები და კაცები, რომელთა ცოლქმრული ცხოვრების სიმტკიცე საეჭვო გამხდარა, ან ხალხი, ვისაც უჭირს ილუზორული და ნამდვილი ცხოვრების ერთმანეთისაგან გარჩევა.  
    25.95
    მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში
      წარსულში მეკარე, ამჟამად კი მონტიორი იოზეფ ბლოხი მკვლელობას სჩადის და პოლიციის მოლოდინში საზღვრისპირა სოფელს აფარებს თავს. ნაწარმოები დეტექტივივით იწყება და ფსიქოლოგიურ დრამად ვითარდება – ვინც დადგენილ წესრიგს არღვევს, ის სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. ბლოხის შინაგანი განცდები, მისი გაუცხოების პროცესი, განსაკუთრებით კი ენის, საგნების და მათი აღმნიშვნელი სიტყვების მიმართ უცნაური დამოკიდებულება, სამყაროს აღქმისა და მისი ვერბალური გამოხატვის კრიზისი არის ნაწარმოების მთავარი თემა.     ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა ვიმ ვენდერსმა 1972 წელს გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი – რეჟისორისა და მწერლის მეორე ერთობლივი ნამუშევარი „ბერლინის ცის“ შემდეგ, რომლის სცენარის ავტორი ასევე პეტერ ჰანდკეა.     „მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში“ 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის პეტერ ჰანდკეს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.     გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
    12.9
    მენსფილდ-პარკი
    ავტორი: ჯეინ ოსტინი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი მორცხვი, სუსტი ფანი პრაისი „ღარიბი ნათესავის“ სრულქმნილი სახეა.ათი წლის ფანი მამისეული, ღარიბული სახლიდან მდიდარი ბიძის ოჯახში, მენსფილდ-პარკის უსულგულო ფუფუნებაში საცხოვრებლად მიჰყავთ.გოგონას გაზულუქებული,თავკერძა ნათესავები უპირისპირდებიან და მას დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევს იმ გარემოში, სადაც ფულისა და ქორწინების თემა ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ფანის თავისი დეიდაშვილი ედმუნდი უყვარდა. მენსფილდ-პარკის ტრადიციული,მშვიდი, სოფლური ცხოვრება იცვლება და უჩვეულოდ მშფოთვარე ხდება ლონდონელი და-ძმის, დახვეწილი და ბრწყინვალე კროუფორდების გამოჩენის შემდეგ. აქაურობისთვის მანამდე უცხო ქიშპობა, ეჭვიანობა და სასიყვარულო ინტრიგები მკვეთრ გავლენას ახდენს რომანის გმირთა შორის ურთიერთობებზე. „მენსფილდ-პარკი“ჯეინ ოსტინის რიგით მესამე ნაწარმოებია.
    12.95
    მერვე სიცოცხლე (ბრილკას)
    ავტორი: ნინო ხარატიშვილი მთარგმნელი: ნინო ბურდული საქართველო, 1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება...   გერმანია 2006: ბერლინის კედლის დამხობისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში არეულობაა. სტასიას უნიჭიერესი შვილთაშვილი ნიცა საცხოვრებლად ბერლინში გადადის. როდესაც ნიცას თორმეტი წლის დისშვილი ბრილკა დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს, ნიცა მას მოძებნის. სწორედ ბრილკას უამბობს ჯაშების ოჯახის მთელ ისტორიას – უყვება რვა ცხოვრებისა და იმ წითელი საუკუნის შესახებ, რომელშიც ყველანი ისე არიან ჩაქსოვილნი, როგორც ძაფები ხალიჩაში.   „წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს. 31 წლის ავტორის ხმა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია დღევანდელ გერმანულ ლიტერატურაში: ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რეოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისაგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება“. ნორბერტ კრონი, „სათაურები, თეზისები, ტემპერამენტები“.   „ნინო ხარატიშვილმა ევროპის ისტორია ოჯახის ისტორიის სახით ხელახლა მოგვითხრო. წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“ ფოლკერ ვაიდერმანი    
    49.95
    მერძევე
    ავტორი: ანა ბერნსი   მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი ანა ბერნსი ირლანდიელი მწერალია, რომელიც 1962 წელს ბელფასტში დაიბადა, 1987 წელს კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. პირველი რომანი No Bones 2001 წელს გამოაქვეყნა, რაშიც უინიფრედ ჰოლტბის მემორიალური პრიზი მიიღო, 2018 წელს კი მისი ყველაზე ცნობილი რომანი „მერძევე” გამოვიდა, რომელმაც ოთხი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ბუკერის პრემია დაიმსახურა. ნაწარმოების სიუჟეტი ერთ უსახელო ქალაქში ვითარდება, სადაც უსაფრთხოდ რომ იყო, არაფრით უნდა გამოირჩეოდე. რომანის მთავარი გმირი 18 წლის გოგონაა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება და სწორედ აქედან იწყება მისი პრობლემები. როდესაც საინტერესო ხარ, ესე იგი გამჩნევენ და თუ გამჩნევენ, შენი ცხოვრება იცვლება.
    17.9
    მესამე გოგონა
    ავტორი:  აგათა კრისტი ლონდონში,ნაქირავებ ბინაში სამი გოგონა ცხოვრობს.ერთი მდივანია,მეორე მხატვარი,მესამე კი,ნორმა რესტარიკი,ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს.სწორედ ის მიმართავს პუაროს დახმარებისათვის - ამ,ერთი შეხედვით,ნერვიულ,გონებადაფანტულ გოგონას ჰგონია,რომ ადამიანი მოკლა,მაგრამ არ იცის,ვინ,როდის,სად.და ასპარეზზე კვლავ პატარა ბელგიელი,სახელგანთქმული მაძებარი გამოდის.ამჯერად მეტისმეტად ჩახლართული საქმე უნდა გამოიძიოს - მართლა მოხდა თუ არა მკვლელობა და ვინ არის ნამდვილი მკვლელი - მესამე გოგონა თუ ვიღაც სხვა, რომელსაც..
    11.95
    მეტეოროლოგი
    ავტორი: ოლივიე როლენი მთარგმნელი: ცისანა ბიბილეიშვილი
    11.7
    მეფის დაბრუნება - ბეჭდების მბრძანებელი #3
    ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: ნიკა სამუშია ბნელი მეუფის ლაშქარი იზრდება, მისი ავი ჩრდილი უფრო ფართოვდება. ადამიანები, ჯუჯები, ელფები და ენტები წყვდიადთან საბრძოლველად ერთიანდებიან. ამასობაში, ფროდო და სემი უფრო ღრმად შედიან მორდორში თავიანთი გმირულოი მისიის შესასრულებლად - ძალაუფლების ბეჭდის გასანადგურებლად. ,,მეფის დაბრუნება'' ,,ბეჭდის საძმოსა" და ,,ორ ციხე-კოშკში" დაწყებული ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბის ბრწყინვალე დასასრულია.
    25
    სიახლე
    მეფისტოფელი
    ავტორი: კლაუს მანი მთარგმნელი: დავით კაკაბაძე სერია: 10 რომანი დიქტატურაზე მეფისტოფელი, ანუ ერთი კარიერის ამბავი“ კლაუს მანის მეექვსე რომანი და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. იგი ემიგრაციაში დაიწერა და 1936 წელს გამოქვეყნდა ამსტერდამის გამომცემლობა „კერიდოში“, რომელიც აქტიურად გამოსცემდა გერმანულენოვანი ემიგრანტების ნაწერებს. თავად გერმანიაში რომანმა დღის სინათლე პირველად მხოლოდ 1956 წელს იხილა, და ისიც მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
    34.9
    მეფუტკრეობა სემუელ ბეკეტის მიხედვით
    ავტორი: მარტენ პაჟი ფრანგულიდან თარგმნა: გიორგი ანთელავამ ეს არის წიგნი-ავანტიურა იმაზე, თუ როგორ შეხვდა ანთროპოლოგიის ახალგაზრდა დოქტორანტი სემუელ ბეკეტს პარიზში, რათა დახმარებოდა მას არქივების მოწესრიგებაში. დაუჯერებელი შეხვედრა შთააგონებს დოქტორანტს, ყოველი დღე დღიურში აღწეროს. ისინი შექმნიან საარქივო ყუთებს გამოგონილი საგნებითა და დოკუმენტებით, მკვლევარები რომ საგონებელში ჩააგდონ და შეცდომაში შეიყვანონ. ამ ჩანაფიქრის შესრულებისას კი მათ არაერთი თავგადასავალი ელით წინ. მარტენ პაჟმა საყვარელი მწერალი პერსონაჟად აქცია იმისთვის, რომ უფრო მიახლოვებოდა მას. იგი დასცინის იმ პატივსა და დიდებას, რომელსაც მხოლოდ დიდ ხელოვანებს მიაგებენ ხოლმე და რაც ხშირად აფერმკრთალებს მთავარს – ბიძგს მათი შემოქმედებისა.
    8.95
    მეხუთე სეზონი
    ავტორი: ნ. კ. ჯემისინი ასერია: პორტალი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე ეს სამყაროს დასასრულია. კიდევ ერთი დასასრული. ერთი დღე სამ საზარელ ამბავს იტევს: პატარა, წყნარ ქალაქში მცხოვრები ესუნი აღმოაჩენს, რომ მისმა ქმარმა მათი ერთადერთი ვაჟი მოკლა და ქალიშვილი გაიტაცა. ამასობაში, ყოვლისშემძლე სანზის იმპერია ერთი ხელის მოსმით ნადგურდება.და უარესი - დედამიწის ერთადერთი კონტინენტის - სიმშვიდის - შუაგულში გაჩენილი დიდი ნაპრალი ფერფლს აფრქვევს და ცას მრავალი წლით სრულად აბნელებს. ამან შესაძლოა, საუკუნეებს გასტანოს. ესუნმა ოჯახისთვის უნდა იბრძოლოს განწირულ მიწაზე...
    17.95
    მეხუთე ტალღა
    ავტორი: რიკ იანსი მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე სერია: ლიბერთინს პირველი ტალღის შემდეგ დედამიწაზე წყვდიადმა დაისადგურა მეორეს მხოლოდ იღბლიანები გაექცნენ მესამეს მხოლოდ უიღბლონი გადაურჩნენ მეოთხემ კი ერთადერთი წესი დატოვა: არავის ენდო! ახლა მეხუთე ტალღის განთიადია! რას მოიტანს ის? მარტო დარჩენილმა კესიმ უკვე იცის, რომ ისინი ‒ უცხოპლანეტელები ‒ ჩვენ შორის არიან და გადარჩენილებს ხოცავენ. რომ გადარჩეს, მარტო უნდა იყოს! მარტოობა! ‒ იქნებ უკანასკნელი ადამიანი ვარ დედამიწაზე? ‒ ასეც ფიქრობს, მაგრამ გადარჩენის იმედს არ კარგავს! იმედი! იმედი ის იარაღია, რომლის წინააღმდეგ უცხოპლანეტელებს ხუთივე ტალღა არ ეყოფათ! თუმცა, ვინ იცის?!. აგერ მაცდური და იდუმალი ევან უოკერი გამოჩნდება და კესი არღვევს წესს: არავის ენდო! ... და, გოგონა ევანს ენდობა! არჩევანი! კესიმ არჩევანი უნდა გააკეთოს ნდობასა და სასოწარკვეთილებას, დაუმორჩილებლობასა და დანებებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. დიახ, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის!
    14
    მზის დაბნელება
    ავტორი: არტურ კოესტლერი მთარგმნელი: გიორგი შატბერაშვილი სერია: აკრძალული წიგნების თარო ძნელად თუ მოიძებნება მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში მწერალი, რომელსაც არტურ კოესტლერივით ხიფათებით აღსავსე ცხოვრებით ეცხოვროს. სრულიად ახალგაზრდა პალესტინაში წავიდა სიონისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად; 1931 წელს, ბერლინში ცხოვრებისას გახდა კომუნისტური პარტიის წევრი და წლების განმავლობაში იზიარებდა კომუნიზმის ილუზიებს; როგორც რეპორტიორი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ფრანკისტებს, რომელთაც სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ წლებში შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული იყო საფრანგეთსა და ინგლისში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჰოლოკოსტის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიოდა. ყველა განსაცდელს უვნებლად გადაურჩა და 1983 წელს მეუღლესთან ერთად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.  არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი „მზის დაბნელება“ გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი კლასიკური დისტოპიის ჟანრშია დაწერილი, სადაც არც ქვეყანა, სადაც რომანის მოქმედება ხდება და არც ისტორიული პირები დასახელებულნი არ არიან, თუმცა ის მაინც გამოკვეთილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. კერძოდ  იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლების „დიდ წმენდას“ - იმას, თუ როგორ სჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც  ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსახვავებული შეხედულება აქვთ. ეს არის ფსიქოგრამა ტოტალიტარიზმისა, რომელიც ადამიანს აიძულებს მის მიერ ჩაუდენელი, გამოგონილი ბრალდებები აღიაროს და საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწეროს ხელი.  ისევე როგორც ავტორს, იმ ეპოქის პოლიტიკური კატასტროფების შედეგად, „მზის დაბნელებასაც“, რომელიც ავტორმა 1940 წელს დაწერა, საოცარი ბედი ხვდა წილად. კოესტლერი ნაცისტებისაგან გაქცევისას იძულებული გახდა მთელი თავისი არქივი და მათ შორის ამ რომანის ხელნაწერიც პარიზში დაეტოვებინა, რომლის კონფისკაციაც საფრანგეთის ჟანდარმერიამ მოახდინა, რის მერეც ეს ხელნაწერი უკვალოდ გაქრა. გადარჩა მხოლოდ წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანი, საიდანაც ითარგმნა და გავრცელდა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ავტორისეული უკუთარგმნით გერმანულ ენაზეც. წიგნმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ბევრ ქვეყანაში ბესტსელერადაც იქცა. რომანის უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ავტორისეული ვარიანტი მხოლოდ 2015 წელს აღმოაჩინეს ციურიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ქართული თარგმანი სწორედ ამ თავდაპირველი, ორიგინალური ტექსტიდან არის შესრულებული.
    19.95
    მზის იმპერია
    ავტორი: ჯეიმს ბალარდი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე   ჯეიმი გრემი თერთმეტი წლის ბიჭია, მშობლებთან ერთად უზრუნველად ცხოვრობს ჩინეთში, შანხაის მდიდრულ უბანში და პირადი მძღოლი დაატარებს კინოთეატრებში.  მაგრამ 1941 წელს იაპონელები თავს ესხმიან ჩინეთს და იწყება საშინელი ომი.  ქუჩის არეულობაში ხალხის ტალღა  ჯეიმის გაიტაცებს და დედას დააშორებს. პატარა ბიჭი მარტოდმარტო აღმოჩნდება მრავალმილიონიან ქალაქში… შემდეგ კი ის სამ წელს ატარებს იაპონელების სამოქალაქო პირთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მეფობს შიმშილი, წყურვილი, სიკვდილი, სისხლი… და იქ, სადაც უფროსები არ ინდობენ ერთმანეთს, ეს პატარა ბიჭი, რომელმაც თავის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს, არ კარგავს საუკეთესო თვისებებს: ადამიანობას, თანალმობას, მოყვასის სიყვარულს…
    27.9
    მთებმა მთებს უთხრეს
    ავტორი: ხალიდ ჰოსეინი მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი გამომცემლობა: არტანუჯი
    21.95
    მთელი ჩემი რისხვა
    ავტორი: საბა ტაჰირი სერია:ლიბერთნსი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე     ლაჰორი, პაკისტანი, მაშინ მისმა, მეოცნებე და გონიერი გოგონა, რომელიც გარიგებით გათხოვდა, ახალ ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ აიძულა ქმართან ერთად ამერიკაში გადახვეწილიყო, სადაც მოტელი გახსნეს იმის იმედით, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდნენ, მაგრამ სამშობლოს მოწყვეტილ ოჯახს თურმე უფრო დიდი უბედურება ელოდა. ჯუნიპერი, კალიფორნია, ახლა სალაჰუდინი და ნური მეგობრებზე მეტი არიან - კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქში, სადაც თანატოლები აბუჩად იგდებენ ეროვნებისა და მრწამსის გამო, იმდედა მხოლოდ ერთმანეთი ჰყავთ... სანამ მოულოდნელად ბიჭის სასოწარკვეთილების გამო ჩადებილი დანაშაული არ დააშორებთ. და დადგა დღე, როცა ერთმანეთს უნდა ჰკითხონ, რამდენად ღირს მათი მეგობრობა და სიყვარული, რათა წარსულის ყველა უბედურება, გულისტკივილი წარსულსვე ჩააბარონ და წინ წავიდნენ, მომავლისკენ.
    14.95
    მთვარე კოცონთა მიღმა
    ავტორი: ჩეზარე პავეზე სერია: ინტელექტი 25 წლისაა მთარგმნელი: მაია დონაძე განხეთქილება ინტელექტუალურსა და რეალურს შორის, მითური და წინაპართა სოფლური სამყაროებით მონუსხულობა, ციხე, გადასახლება, პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან გაქცევა და ამის გამო ტანჯვა, ყოველივე თავს იყრის რომანში და მწერლისავე სიყრმისეული მოგონებების ადგილებში ავტობიოგრაფიული ხასიათით მკაფიოდ აღბეჭდილ პილიგრიმობას ასახავს. „სოფელი საჭიროა, უნდა გქონდეს, მარტო იმისთვის თუნდაც, რომ იქიდან წასვლას გაუგო გემო. სოფელი ნიშნავს, რომ მარტო არა ხარ, რომ იცი, ხალხში, მცენარეებში, მიწაში, რაღაც არის შენი ...  
    22.95
    მთის დედოფალი
    ავტორი: დანიელ ვისერი მთარგმნელი: მზია გალდავაძე სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა დანიელ ვისერი ავსტრიელი მწერალი და მუსიკოსია. მას რომანისთვის „მთის დედოფალი“ 2018 ავსტრიის უმაღლესი ლიტერატურული პრემია მიენიჭა. წიგნის მთავარი გმირი 45 წლის რობერტ ტურინია, რომელსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 27 წლისას დაუდგინდა. ახალმა რეალობამ თავდაყირა დააყენა მისი წარმატებული ბიზნესსაქმიანობაც და მჩქეფარე პირადი ცხოვრებაც, მაგრამ ვერ შეუცვალა ხასიათი: რობერტ ტურინი მზრუნველობის სახლშიც ადრინდელივით მხიარული, თავგადასავლების, სასმელისა და ფლირტის მოყვარული, ენამწარე, მაგრამ საოცრად მომხიბვლელი კაცია. თუმცა, იზოლირებულ გარემოში გატარებულმა წლებმა და სრული ფიზიკური დაუძლურების აშკარა და გარდაუვალმა პერსპექტივამ რობერტ ტურინი ე. წ. „ბედნიერ სიკვდილზე“ დააფიქრა. გეგმის განხორციელებას წინ უამრავი დაბრკოლება ეღობება, მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ევთანაზია ავსტრიაში კანონით იკრძალება. ვინ წაიყვანს ეტლსმიჯაჭვულ ტურინს შვეიცარიაში, სადაც სამედიცინო თანხლებით სიკვდილი ნებადართულია? როგორ გადალახავს ამდენ წინააღმდეგობას, როცა დახმარებაზე ყველა უარს ეუბნება? დანიელ ვისერი ამსხვრევს ტაბუს და გაბედულად წერს ბევრ აქტუალურ თემაზე, რომლებიც ასე აღელვებს თანამედროვე საზოგადოებას. თუმცა, მხოლოდ ავტორის სითამამე და თემების სიმძაფრე არ არის ამ რომანის განსაკუთრებულობის მთავარი მიზეზი. დანიელ ვისერი იყენებს თხრობის ინოვაციურ მეთოდებს, რომელთაც თანამედროვე ლიტერატურაში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება...
    15.95
    მიდი, დააყენე დარაჯი
    ავტორი: ჰარპერ ლი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე სულაკაურის გამომცემლობა დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული  “ნუ მოკლავ ჯაფარას” მთავარი გმირი, ნიუ-იორკში განათლებამიღებული ჯინ ლუიზი დროებით უბრუნდება თავის მშობლიურ მეიკომს, ტიპურ სამხრეთულ ქალაქს, სადაც უმწვავეს პრობლემას აწყდება. ეს არის კონფლიქტი პიროვნების სინდისსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზროვნებას შორის; ეს არის კერპების მსხვრევის ხარჯზე საკუთარი „მეს“ აღმოჩენის მტკივნეული ხანა. ახალგაზრდა ქალი დილემის წინაშე დგება – შეეგუოს რასობრივი დისკრიმინაციით გაჯერებულ რეალობას, რომლის ნაწილიც მისი სათაყვანებელი მამა და ახლობლებიც აღმოჩნდნენ, თუ წინ აღუდგეს მას.
    17.9
    მიდლსექსი ორ სქესს შორი
    ავტორი: ჯეფრი იუჯინიდისი მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი კალიოპა სტეფანიდი სხვა გოგონებს არ ჰგავს და ამის მიზეზს მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც თავისი ოჯახის საგულდაგულოდ შენახულ საიდუმლოს ახდის ფარდას. „მიდლსექსი – ორ სქესს შორის“ ჯეფრი იუჯენიდისის მეორე რომანია, რომელიც ამერიკელ ბერძენთა ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლებსა და მთავარი გმირის გენეტიკური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი მშრალი კანონის პერიოდის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ქალაქ დეტროიტში ვითარდება და, გარდა მთავარი პერსონაჟების ცხოვრების საოცრად დელიკატური და ზოგჯერ უხერხულობამდე გულახდილი დეტალებისა, მკითხველი „ავტომობილების ქალაქის“ დიდების დღეებისა და 1967 წლის ცნობილი მოვლენების მოწმეც ხდება. წინამდებარე რომანისთვის ჯეფრი იუჯენიდისი პულიცერის პრემიის მფლობელი გახდა.
    19.9
    მინაუ ბლაის წმინდა ტყუილები
    ავტორი: ოუკსი სტეფანი მთარგმნელი: დათო აკრიანი სერია: ლიბერთინს   ჩვიდმეტი წლის გოგონამ - მინაუ ბლაიმ ცხოვრების დიდი ნაწილი თემში გაატარა. იქაურმა დაუნდობელმა კანონებმა, ახალი რელიგიის ფანატიკოსებმა წაართვეს მას ბავშვობა, თავისუფლება და, როდესაც იგი ამ სიბნელის წინააღმდეგ აღდგა, წაართვეს ხელებიც. სასტიკად დასჯილი და ადამიანებისადმი ნდობადაკარგული მინაუ არასრულწლოვანთა ციხეში ხვდება. გოგონა ცდილობს, დაივიწყოს წარსული ტანჯვა-წამება და მასთან მისულ გამომძიებელს თემში მომხდარი საშინელებები დაუმალოს.
    12.95
    მინოტავრი. დავალება
    აბტორი: ფრიდრიხ დიურენმატი მთარგმნელ(ებ)ი მაია ბადრიძე სერიის დასახელება ET CETERA   შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი (1921-1990),  უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიური დეტექტივის დიდოსტატი. წიგნი დიურენმატის ორ ნაწარმოებს აერთიანებს. დრამატული ბალადა „მინოტავრი“ არის სევდიანი ამბავი ურჩხულზე, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს და რომელიც ცდილობს, გარშემო არეკლილ უთვალავ ორეულთან დაამყაროს ურთიერთობა.     „დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი უცნაური შემთხვევითობებისა და გასაოცარი დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა. აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ცდილობს, ძალადობის, ტყუილის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მექანიზმის ახსნას, ვინც მოვლენების კულისებში იხედება და მათ იდუმალების ნიმბს აშორებს.
    11.95