santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მძიმეა დღის ბოლო
    ავტორი: მარიკე ლუკას რეინეველდი მთარგმნელი: დავით ღოლიჯაშვილი სერია: ლიტერე ინვენტე   ნიდერლანდელი პოეტის პირველი გახმაურებული რომანი, რომელმაც 2020 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია დაიმსახურა. ამ რომანში ტრავმასთან გამკლავების მექანიზმი უცნაური, შემზარავი და იმდენად წარმოუდგენელია, რომ მას მხოლოდ ბავშვური, ცხოველური ფანტაზიით თუ ავხსნით. მკაცრ ქრისტიანულ გარემოში, ფერმაში გაზრდილი ათი წლის იასი ოჯახის ტრაგედიას საკუთარ თავს აბრალებს. ერთხელ ძმაზე გაბრაზებულმა ღმერთს სთხოვა, მისი საყვარელი კურდღლის ნაცვლად, თავისთან იასის უფროსი ძმა წაეყვანა. ასეც მოხდა და ამის შემდეგ ოჯახის წევრებს შორის სიკვდილი ჩასახლდა, თუმცა მათ სახლში ამაზე არავინ ლაპარაკობს. მაგრამ იასს არსად სურს წასვლა, მხოლოდ საკუთარ თავში მოგზაურობა უნდა და ამის ნიშნად ჭიპში ჭიკარტს ჩაისობს. ეს მისი საიდუმლოა - ოჯახში არ უნდა იცოდნენ, ღმერთის ნაცვლად საკუთარი თავისკენ მიმავალი გზა რომ აირჩია. ამიტომ აღარ იხდის წითელ ქურთუკს, რომელიც ფარავს მის სანუკვარ სურვილს, ერთდროულად მოახერხოს საკუთარი თავის პოვნა, გაცნობა და გაქრობა.
    16.95
    მწერალი და თვითმკვლელობა
    ავტორი: ბორის აკუნინი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე   ამ წიგნის სათაურმა შესაძლოა ბევრი შეცდომაში შეიყვანოს. პირველ ადგილზე დგას „მწერალი“, „თვითმკვლელობა“ კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი. ხოლო ამ ფენომენს სწორედ მწერალთა ბედისწერის თვალით განიხილავს. წიგნი თვითმკვლელი მწერლის კი არა, თვითმკვლელი ადამიანის შესახებაა დაწერილი. წიგნის მთავარი არქიტექტურული უპირატესობა ის გახლავთ, რომ სრულებით არაა აუცილებელი, ის თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ. ყოველი განყოფილება და თავი დამოუკიდებელ ესეს წარმოადგენს, რომელიც სურვილისამებრ შეიძლება წაიკითხო ან გამოტოვო. ახლავს დანართები ნოველების სახით.
    30.5
    მწერლები და საყვარლები
    ავტორი: ლილი კინგი დედის უეცარი სიკვდილით შეძრული და ბოლოდროინდელი სასიყვარულო ურთიერთობების გამო არეული ქეისი 1997 წლის ზაფხულში ჩადის მასაჩუსეტსში  ყოველგვარი გეგმის გარეშე. სწორედ აქედან იწყება ქეისის თავბრუდამხვევი ისტორია, მოთხრობილი უჩვეულო იუმორითა და საოცარი პერსონაჟებით. კინგი გვიხატავს სასოწარკვეთამდე მისული ახალგაზრდა მწერალი ქალის სურათს, რომელიც გარშემო დატრიალებული ქაოსის მიუხედავად, შინაგან მოწოდებასა და ინსტინქტს ენდობა, რათა საკუთარი თავი არ დაკარგოს.
    14.9
    მხევლის წიგნი
    ავტორი: მარგარეტ ეტვუდი მთარგმნელი: ანა კოპალიანი სერია: 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ ერთ დღეს ვცდი რაღაც ასეთის დაწერას, ოღონდ ქალი მთხრობელით. რა თქმა უნდა, , ის სრულიად განსხვავებული იქნება“, – უთხრა საკუთარ თავს, როცა ჯორჯ ორუელის „1984“ წაიკითხა. და მარგარეტ ეტვუდმა დაწერა „მხევლის წიგნი“ – წიგნი მომავალზე, რომელიც ახლოს არის, იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ გამუდმებით თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, შევუშინდებით პრობლემების დანახვას, ჩავიკეტებით და არ შევიმჩნევთ, როგორ იკრებენ ძალებს რელიგიური ექსტრემისტები და აფართოებენ თავიანთ გავლენას. ხელისუფლების სათავეში მყოფი ძალები კი ამას იყენებენ იარაღად და იწყებენ ცენზურას, დევნას, ქალებისთვის ქონებისა და ყველანაირი უფლების ჩამორთმევას. ეს ყველაფერი ხდება „მხევლის წიგნში“ და მკითხველი თვალს ადევნებს, როგორ იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი ქალი მხევლად – უუფლებო არსებად, რომელსაც საკუთარი ფიქრებისა და გრძნობებისაც კი ეშინია. მას აღარ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი სახელი, ეკრძალება სიყვარული, საუბარი, მუშაობა, წერა-კითხვა, თავისუფლად სიარული... نام მხოლოდ რეპროდუქციული უნარის მქონე ცოცხალი არსებაა და ესღაა მისი დანიშნულება. და ეს არის ყველა ქალის ხვედრი გალაადში, ქვეყანაში, რომლადაც გადაიქცა დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან მისმა მოქალაქეებმა დაკარგეს სიფხიზლე, მოქალაქეობრივი ინტერესი და ამ პასიურობით ძალმომრეობის ნორმად დამკვიდრება დაუშვეს. არის თუ არა შესაძლებელი ამგვარი მომავლის თავიდან არიდება? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში არ არის. პასუხი მკითხველშია.
    16.95
    მხოლოდ ერთი დღე
    ავტორი: გეილ ფორმანი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს     ელისონ ჰილის ცხოვრება მისსავე ჩემოდანს ჰგავს – მოწესრიგებულს, დალაგებულსა და წინასწარ დაგეგმილს. შემდეგ კი, როდესაც უეცრად, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი სამკვირიანი ევროპული ტურის ბოლო დღეს უილემს გაიცნობს – თავისუფალ სულსა და მოხეტიალე მსახიობს, ყველაფერი თავდაყირა დგება. უილემი ელისონისგან სრულიად განსხვავდება. იგი გოგონას სთავაზობს, ყველა საქმე გვერდზე გადადოს და მასთან ერთად პარიზში გაემგზავროს. ელისონიც თანხმდება.
    13.95
    მხოლოდ ჩვენ ორნი
    ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი ლევან ინასარიძე სერია წლის ბესტსელერი   რასელ გრინს თავი უბედნიერესი კაცი ეგონა – ჰყავდა საყვარელი ოჯახი, ჰქონდა საყვარელი საქმე, მყუდრო სახლი... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრება ქვიშის კოშკივით დაეშალა. ახლა ის მარტოხელა მამაა და ცდილობს, ბიზნესი ნულიდან დაიწყოს. ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თავისი პატარა გოგონა დაიცვას მათ ცხოვრებაში წამოჭრილი სერიოზული ცვლილებების გავლენისგან... მაგრამ გადის ხანი და ხვდება ქალს, რომელსაც შეუძლია ისეთი სიყვარული აჩუქოს, როგორზეც ვერც კი იოცნებებდა. ეს არის ამბავი უსაზღვრო სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის... დასასრული ზოგჯერ დასაწყისია.
    15
    ნ თუ მ?
    ავტორი:  აგათა კრისტი   "დიდ ბრიტანეთს ტომას და ტაპენს ბერესფორდების სამსახური ისევ დასჭირდა - ამჯერად მათ გაცილებით სახიფათო მისია აქვთ: მეორე მსოფლიო ომია, გერმანია ბრიტანეთის მთავარსარდლობაში თავისი აგენტის ჩანერგვას ცდილობს, მაგრამ ვინ არის ის? ინგლისელმა აგენტმა, რომელმაც ის აღმოაჩინა და ამას შეეწირა კიდეც, სიკვდილის წინ დაშიფრული შეტყობინება დატოვა: ”ნ თუ მ?“ - ორივე გერმანიის აგენტია და თურმე ორივე, ან ერთ-ერთი მაინც, პროვინციული ქალაქის პატარა სასტუმროში ცხოვრობს..."
    13.95
    ნადირობა ცხვარზე
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „ნადირობა ცხვარზე“ „ვირთხას ტრილოგიის“ ბოლო წიგნია, მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით გაჯერებული. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა, განსაკუთრებული არაფერი… ეს ყველაფერი როგორღაც თავისთავად, იოლად აღიქმება, მაგრამ აი, სულ ორიოდე გვერდზე აღწერილი ფინალი, და… უცებ ქრება ყოველგვარი სიმარტივეც და უბრალოებაც. ფინალი მართლაც ბევრ კითხვას ბადებს, რომლებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. წიგნი ყოველგვარი განმარტების გარეშე, ერთბაშად მთავრდება, რაც გამოუცდელ მკითხველს ლამის გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, თუ ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიუჟეტური ხაზის იმედად დარჩება. მაშველი რგოლის მაგივრობას ფსიქოანალიზი თუ გაგიწევთ, რის წყალობითაც, საბოლოოდ ყველაზე თუ არა, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს.
    14.9
    ნაზი თოვა
    ავტორი: ჯუნიჩირო ტანიძაკი მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი გამომცემლობა: დიოგენე იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის (1886-1965) რომანი „ნაზი თოვა“ 1946-1948 წლებში, სამ ნაწილად გამოიცა და ის მაშინვე აღიარეს მეიჯის რევოლუციის შემდეგ შექმნილ ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად. ახალი ეპოქა და დასავლეთის გავლენა თანდათან დევნის იაპონურ ტრადიციებს, თუმცა მაკიოკების ძირძველი ოჯახი ძნელად ეგუება სიახლეებს და გულმოდგინედ ცდილობს წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას. რომანი ოთხი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დის ცხოვრებაზე, მათ განცდებზე, ფიქრებსა და შიშებზე მოგვითხრობს. „ნაზი თოვა“ ოჯახური საგაა, რომელიც XX საუკუნის პირველი ნახევრის იაპონიის გზამკვლევადაც შეიძლება მივიჩნიოთ. რომანში შთამბეჭდავ ლირიზმს მკრთალ ფონად გასდევს ქვეყანაში მილიტარიზმისა და აგრესიის აღზევება.  აღსანიშნავია, რომ ჯუნიჩირო ტანიძაკი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.
    34.95
    ნაზია ღამე
    ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მთარგმნელი: მალიკო ხელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდების სიყვარული შეშლილად აღიქვა იმდროინდელმა ბომონდმა.სწორედაც შეშლილი სიყვარულის,ღალატის,ანგარებისა და არაორდნიალური ცხოვრების სტილი დაედო საფუძვლად ამერიკელი მწერლის სკანდალურ ამ რომანს.მოქმედება ვითარდება გასული საუკუნის ოციან წლებში.ეს ის პერიოდია,როცა ამერიკა ჯაზის ეპოქას მოუცავს;როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს შვებას.ახალი,თავბრუდამხვევი ურთიერთობების ძიებაში კი მთავარს-ადამიანურ ღირებულებებს-ივიწყებენ.რომანში თითქმის შეუძლებელია,იპოვო...
    12.95
    ნათება
    ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელი: ლალი გოგაძე გამომცემლობა: პალიტრა ლ "ჯეკ ტორანსი ახალ სამსახურს იწყებს სასტუმრო „ოვერლუკში“ - ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის შანსია ახალი ცხოვრების დასაწყებად და ასეც არის: ეს შესანიშნავი ადგილია... იდილიური გერემო მომავლის საინტერესო პერსპექტივით. მაგრამ იქნებ ეს იდილია მოჩვენებითია? იქნებ სასტუმროს კედლების მიღმა რაღაც იდუმალება იმალება? ასეც არის: იდილია ირღვევა; ნელ-ნელა რაღაც ხდება... ჯერ რაღაც გაურკვევლობა ჩნდება; მერე - გაუცხოება. ყველაფერი იცვლება... ჯეკიც იცვლება... ოჯახური ურთიერთობები საშიშ ზღვარს უახლოვდება... ახლა „ოვერლუკს“ უცნაური უფრო ეთქმის. ასეც არის: სასტუმროში ვიღაცები არიან. აქ ოდესღაც ბოროტი ძალა არსებობდა. ეს უკვე იყო. ახლა კი ყველაფერი მეორდება. მთავარ გმირებს წარსულის პერსონაჟები ეცხადებიან და... იწყება ნათება! "
    23.95
    ნათელი, რომელიც თან გვდევს
    ავტორი: მიშელ ობამა სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი ცხოვრებამ მასწავლა, რომ ღირსების შეგრძნება დაუცველობის საბურველით მოდის და რომ ჩვენ, დედამიწის ბინადართ, ერთი საერთო იმპულსი გვაქვს – უკეთესობისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლა ყველგან და ყოველთვის! თქვენ თქვენი ნათელი გათამამებთ. საკუთარი ამბავი გულწრფელად და შეულამაზებლად მხოლოდ თავად იცით, მაგრამ როდესაც ამ ნათელსაც შეიცნობთ, საკუთარ თავს უკეთ გაიცნობთ. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ საკუთარი თავის შეცნობით თავდაჯერებულნი ვხდებით, ეს კი გვამშვიდებს და სიმტკიცეს გვმატებს, რის შემდეგაც სხვებთან მნიშვნელოვან და შინაარსიან ურთიერთობას ვამყარებთ. ერთი ნათელი მეორეს ასაზრდოებს; ერთი ძლიერი ოჯახი მეორეს აძლიერებს; ერთი საერთო სულისკვეთების თემი სხვებს - გარშემო მყოფთ - ნაპერწკალს გადასცემს და აანთებს. ეს იმ ნათელის ძალაა, რომელსაც თან დავატარებთ - მიშელ ობამა
    24.95
    ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ
    ავტორი: ენტონი დოერი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ომებსა და ადამიანებზე     მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. მარი-ლორა, ბრმა გოგონა ქალაქიდან მამასთან ერთად გარბის. მარის მამა - მუზეუმის გასაღებების მცველი, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს ნაცისტური გერმანია და ჰიტლერიუგენდია. ობოლი ვერნერი. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე. და რადიო. ტალღებით, ბგერებით გაცოცხლებული ახალი ამბები. ტყუილი. იმედი. შიში. მოლოდინი. ენტონი დოერი ომზე ყვება, ომის ადამიანებზე გვიამბობს. ყველაზე ერთად და ცალ-ცალკე... თუმცა ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან. „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, 2014 წლის Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული ნაწარმოებია, რომლისთვისაც ამერიკელმა მწერალმა ენდონი დოერმა 2015 წელს პულიცერის პრემია მიიღო.
    16
    ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ
    ავტორი: ენტონი დოერი მთარგმნელი გია ბერაძე სერია: ენტონი დოერი   მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. ქალაქიდან მარი-ლორა, ბრმა გოგონა მამასთან ერთად გარბის. მარის მამა – მუზეუმის გასაღებების მცველი. სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ – გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს. ნაცისტური გერმანია. ჰიტლერიუგენდი. ობოლი ვერნერი. გზის გასაყარზე. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი. ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე. და რადიო. ჰაერში. ტალღებით ბგერებით გაცოცხლებული. ახალი ამბები. ტყუილი. იმედი. შიში. მოლოდინი. ენტონი დოერი ომზე ყვება. ომის ადამიანებზე გვიამბობს. ყველაზე ერთად. და ცალკე. თუმცა ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან.  
    15
    ნათლია
    ავტორი: მარიო პიუზო მთარგმნელი: ირაკლი ლომოური ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი „ნათლია“ გადაიღეს, ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ მარიო პიუზოს ეკუთვნის.მისი პირველი წიგნი „არენა ამერიკა“ 1955 წელს გამოიცა. ამას კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „ნათლია“, რომელიც იტალიური მაფიის საფუძვლებზე და კანონებზე, კორუფციაზე, ძალადობასა და კეთილშობილ განგსტერ დონ კორლეონეზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.
    25
    ნამსხვრევები
    ავტორი: ენ მაიკლსი მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე სერია: წლის ბესტსელერი ჩვენი მოგონებები ხშირად ნამსხვრევებს ჰგავს ერთხელ თუ გაიფანტა, გაიბნა, მათი თავმოყრა, ხელახლა შეერთება ძალიან ძნელია. არადა, დგება დღე, როდესაც ხვდები, წარსულს თუ ვერ გაამთლიანებ, სამშვიდობო ზავს თუ არ დადებ მასთან, მომავალიც არ გექნება... მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი ბიჭუნა იაკობ ბერი ნაცისტებს ჭურჭლის კარადაში გამოკრული შპალერის უკან ემალებოდა. სწორედ სამალავიდან დაინახა პატარა იაკობმა, როგორ გაუსწორდნენ მის ოჯახს, მერე კი ძალა მოიკრიბა და ტყეს შეაფარა თავი, სადაც ბერძენმა მეცნიერმა იპოვა და თავის სამშობლოში, კუნძულ ზაკინთოსზე წაიყვანა. დიდხანს ტანჯავდა იაკობ ბერს ღამეული კოშმარები, დიდხანს არ აძლევდა გონებაში ჩარჩენილი სურათები საკუთარი ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში მოქცევის საშუალებას. ენ მაიკლსის გასაოცარი სილამაზისა და სიბრძნის რომანი „ნამსხვრევები“ ღრმა ნააზრევია ადამიანის სულის სიმტკიცესა და სიყვარულზე, რომელსაც გატეხილი გულის განკურნება ხელეწიფება...  
    12
    ნაპერწკალი ფერფლში
    ავტორი: საბა ტაჰირი სერიალი: ბერთინს მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე     ლაია მონაა. ელიასი ჯარისკაცი. არც ერთი არ არის თავისუფალი. მეომართა იმპერია დაუმორჩილებლობას არავის აპატიებს. ვინც იმპერატორს არ უერთგულებს, მას სიკვდილი ელის. სამხეცეთში, რომელიც ძველი რომის ანარეკლია, ლაია ბებიასთან, პაპასა და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. მის ძმას სახელმწიფო ღალატისთვის აპატიმრებენ, ბებია-პაპას კი თვალწინ უკლავენ. ძმის გადარჩენის სურვილი დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლაიას, მაგრამ სხვა გზა არ არის, გადაწყვეტილება მიღებულია - დახმარების სანაცვლოდ ის იმპერიის უდიდეს სამხედრო აკადემიაში ჯაშუშობას იწყებს! ელიასი აკადემიის ყველაზე წარჩინებული მებრძოლი და უსასტიკესი კომენდატის შვილია. მაგრამ იმავე დროს, ის მეამბოხეა და წარმატებების მიუხედავად, სურს, თავი დააღწიოს ტირანიას. ელიასისა და ლაიას შეხვედრა ნამდვილი ბედისწერაა. რა ელოდება მათ კავშირს, რა წინააღმდეგობები შეხვდებათ და დააღწევენ თუ არა თავს იმპერიას? იოლი არ არის გადაურჩე ტირანიას მაშინ, როცა თვით იმპერატორიც კი მისი მსხვერპლი
    14
    ნარინჯისფერი ბიჭი
    ავტორი: პატრის ლორენსი სერია: ლიბერთინსი   ”არც მაგარი ბიჭი ვიყავი, არც დიდად ნიჭიერი, არც ქუჩის ბიჭი, რომ ვინმეს ყურადღება მიმექცია. ჩემს არსებობას ვერავინ ამჩნევდა. მაგრამ მისტერ ნარინჯისფერმა ყველაფერი შეცვალა“. თექვსმეტი წლის მარლონმა დედას პირობა მისცა, რომ ძმის, ანდრეს არჩეულ მცდარ გზას არ დაადგებოდა. პირობას იოლად ასრულებს, სანამ პაემანზე ტრაგედია არ მოხდება და მარლონზე ნადირობას არ დაიწყებენ. უცნობები იდუმალებით მოცულ მისტერ ნარინჯისფერს ეძებენ და მის საპოვნელად მარლონის გამოყენებას აპირებენ. მარლონს არჩევანი აღარ აქვს, მაგრამ გადადგამს არასასურველ ნაბიჯს საყვარელი ადამიანების დასაცავად?
    14.95
    ნარცისი და გოლდმუნდი
    ავტორი: ჰერმან ჰესე სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: მარიამ ქსოვრელი „ნარცისი და გოლდმუნდი“ ნობელის ლაურეატი მწერლის, ჰერმან ჰესეს, შედარებით გვიანი პერიოდის ნაწარმოებია. ის 1930 წელს გამოიცა. რომანში გადმოცემულია ორი ახალგაზრდა კაცის, ორი სულიერი მეგობრის, ისტორია. გოლდმუნდი, ნაწარმოების მთავარი გმირი, ხელოვანი, მგზნებარე, მაძიებელი და მოხეტიალე ბუნების ადამიანია, რომელმაც წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების გზა უნდა გაიაროს; ნარცისი კი, ასკეტი ბერია, რომელიც ასაზრდოებს გოლდმუნდის ხელოვნებას და მას სულიერ სამყაროსსთან აკავშირებს. რომანში მეგობრები განიხილავენ განსხვავებულ მოგზაურობას ცხოვრებაში, თუ როგორ გააცნობიერეს ჭეშმარიტება არსებობის შესახებ. „ყოფიერება ორად იყო გაყოფილი, წინააღმდეგობებით არსებობდა იგი… ერთის დაკარგვით მუდამ მეორე მიიღწეოდა და მუდამ იყვნენ ერთმანეთისთვის საჭირონი…” ეს არის ყოვლისმომცველი ისტორია სიცოცხლის მნიშვნელობასა და ადამიანობაზე. ჰერმან ჰესეს ნაწარმოებების უმეტესობის მსგავსად, ამ წიგნის მთავარი თემა საკუთარი თავისა და ცხოვრების არსის ძიებაა.
    15.9
    ნაშუაღამევის ოთხი წუთი (1)
    ავტორი: სტივენ კინგი   მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე     ლანგოლიერები ნაშუაღამევის პირველი წუთი „აქ თვითმფრინავში ხარ გამომწყვდეული და ჯოჯოხეთისკენ მიფრინავ“.საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი ნაშუაღამევის მეორე წუთი...
    15
    ნაშუაღამევის ოთხი წუთი (2)
    ვტორი: სტივენ კინგი   მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე ბიბლიოთეკის პოლიციელი ნაშუაღამევის მესამე წუთი „აქ ერთი ისეთი საიდუმლოსთვის ცდილობ ფარდის ახდას, როგორსაც პატარა ქალაქი არასოდეს მოსწრებია“...
    15
    ნაწვიმარზე
    ავტორი: უილიამ ტრევორი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე სერია:ET CETERA გამომცემლობა: დიოგენე ყდა: რბილი  
    17.95
    ნაწყვდიადევს
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი „ნაწყვდიადევს“ ღამის ტოკიოში იდუმალ შეხვედრებზე დაწერილი მცირე მოცულობის ნატიფი რომანია. რომანის ყველა ამბავი ერთ ღამეში ხდება. უზარმაზარ მეგაპოლისში ადამიანები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ, შორდებიან და ისევ ხვდებიან, როცა წყვდიადი უკან იხევს
    11.9
    ნახევარ მეფე
    ავტორი: ჯო აბერკრომბი მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: ლიბერთინსი სწავლულობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ბედისწერამ მეფობა არგუნა; ცოდნა მიაჩნდა საკუთარ სიძლიერედ, მაგრამ ხელში - ერთადერთ ჯანმრთელ ხელში - ფარი და ხმალი მიაჩეჩეს... მერე კი უღალატეს... „დავიფიცე, რომ მამაჩემის სიკვდილის გამო შურს ვიძიებდი. შესაძლოა ნახევარკაცი ვიყო, მაგრამ ფიცი სრულად უნდა შევასრულო!“ შურისძიებამ საზარელ შეთქმულებას ფარდა უნდა ახადოს; შურისძიებამ მოღალატე(ებ)ს უნდა შეახვედროს...
    14.95