santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • რკინიგზის ბავშვები
    ავტორი: ედიტ ნესბტი მთარგმნელი: ანა აბულაშვი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   რთ საღამოს რობერტას, პიტერისა და ფილისის მამა ორ უცხოს მიჰყავს სადღაც, ბავშვებს კი დედასთან ერთად ლონდონიდან სოფელში, რკინიგზასთან ახლოს მდებარე სამსაკვამურიან სახლში უწევთ გადასვლა. მათი ცხოვრება თავდაყირა დგება, თუმცა იწყება თავგადასავლებით სავსე დღეები. მალე კეთილი ბავშვები მეგობრებს შეიძენენ, ნამდვილ გმირობებს ჩაიდენენ და ბოლოს მამას გაუჩინარების ამბავსაც ახდიან ფარდას. წაიკითხეთ ედიტ ნესბიტის, კლასიკოსი ინგლისელი საბავშვო მწერლის, პოპულარული წიგნი. ნესბიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერალია, „რკინიგზის ბავშვები“ – მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები. წიგნს უკვე ათწლეულებია, მთელ მსოფლიოში გატაცებით კითხულობენ. „რკინიგზის ბავშვები“ 9-11 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ედიტ ნებსიტის წიგნები სხვა ასაკის მოზარდებშიც დიდ ინტერესს იწვევს. „რკინიგზის ბავშვების“ ქართული თარგმანი პირველად 2021 წელს გამოიცა „საბავშვო ბიბლიოთეკის“ სერიის ფარგლებში. მისი განახლებული გამოცემა ამავე სერიას ეკუთვნის. 
    12.9
    რობინ ჰუდი
    მთარგმნელი: ვალენტინა ტატიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი შერვუდის ტყის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. იქ ლეგენდარული რობინ ჰუდი ცხოვრობს, რომელიც თავის მეგობარ ჯონთან ერთად მდიდარ, გაზულუქებულ დიდგვაროვნებს ძარცვავს და ღარიბ, ჩაგრულ ხალხს მფარველობს, რითაც მათ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. რობინ ჰუდი სათავეში უდგება „კანონგარეშე“ გამოცხადებულ ადამიანებს, რათა ინგლისში გამეფებულ საყოველთაო უსამართლობას შეებრძოლოს. როდესაც ნოთინგჰემის მხდალმა შერიფმა რობინის მამა მოკლა, უძლეველმა მშვილდოსანმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. მისიის შესასრულებლად ის სანდომიან ქალიშვილ მერიენს, ასევე  განდევნილ თანასოფლელებს შეეკვრება და მათთან ერთად იბრძვის ბოროტი შერიფის წინააღმდეგ.
    8.9
    რობინზონ კრუზო
    ავტორი: დანიელ დეფო მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს სახელგანთქმული რომანის, „რობინზონ კრუზოს“ სიუჟეტი ეფუძნება რეალური პიროვნების, შოტლანდიელი მეზღვაურის, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელიც გემის კაპიტანმა ურჩობისთვის დასაჯა და უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკი ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს სხვა გემის მეზღვაურებმა. მას ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა. თავისი პროტოტიპისგან განსხვავებით, მოხერხებული, გამჭრიახი და შრომისმოყვარე რონბინზონ კრუზო უჩვეულო შემართებას და სულიერ სიმტკიცეს ავლენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე მშვენივრად მოეწყობა, აქ სხვებსაც კი დაასახლებს და თავს კუნძულის გუბერნატორად გამოაცხადებს.  
    9.9
    რობინზონ კრუზო (11-12)
    ავტორი: დანიელ დეფო  მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    როგორ გავხდეთ დრაკონივით ზრდილობიანი?
    ავტორი: სტეფანკა სეკანინოვა  მარტინ შოიდრი   ანცი კონკია რომ მშვენიერ და დახვეწილ პრინცესად გადააქციო, რამდენიმე ჯადოსნურ თაგვზე მეტია საჭირო. სამეფო ეტიკეტის გაკვეთილები გვჭირდება. საბედნიეროდ, კონკია სწრაფად სწავლობს და მზად არის, ალუბლის კურკების პირიდან სროლაც შეწყვიტოს. ისწავლე კონკიასთან ერთად თავის მოვლა, მისალმების წესები, სპაგეტის ჭამა და შეიტყვე, რისთვის არის საჭირო ყველა ეს კოვზი, ჩანგალი და ბევრი სხვა რამ. პატარა საყვარელი დრაკონი სიამოვნებით დაგეხმარება. ვინ იცის, იქნებ პრინცმა და მკაცრმა დედოფალმაც ისწავლონ მხიარული კონკიასაგან რაღაც მნიშვნელოვანი... მოიცადე და ნახავ!   მხატვარი: მარტინ შოიდრი მთარგმნელი: ანა აბელიანი
    29.95
    როგორ დავხატოთ 101 სასაცილო ადამიანი
    ისწავლე ადამიანების ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
    7.9
    სიახლე
    როგორ დავხატოთ 101 სახეობის ტრანსპორტი
    ისწავლე ტრანსპორტის ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
    7.9
    როგორ დავხატოთ 101 ცხოველი
    ისწავლე ცხოველების ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
    7.9
    როგორ მოვარჯულოთ დრაკონი
    ავტორი: კრესიდა კოუელი სერია: ლიბერკიდსი   კ. კოულის ნაწარმოები,რომელიც მსოფლიოს მასშტაბით,მილიონობით იყიდება,ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ბოყინა საზარელი ვირთევზა III მართლაც გამორჩეული ვიკინგი გმირია.მას ვიკინგების მთელ საბრძანისში "დრაკონთმოჩურჩულეს" სახელით იცნობენ...მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო.ეს ძლევამოსილი მეომარი ერთ დროს ბანჯგვლიანი ხულიგნების ტომის ბელადის წყნარი,ფიქრებსა და ოცნებებში გართული ვაჟი იყო.გაინტერესებთ როგორ მოახერხა ბოყინამ დრაკონის დაჭრა და ისე გაწვრთნა,რომ არ დასახიჩრდა?...
    11.95
    როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ გავხდეთ მეკობრე (2)
    ავტორი: კრესიდა კოუელი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   როდესაც ბოყინა ზღვაში კუბოს აღმოაჩენს და გახსნის, იპოვის გამოცანას, რომელსაც საბოლოოდ შემზარავი ჯიქურწვერას ერთად - მისი წინაპრისა და მსოფლიოში უდიდესი მეკობრის - საგანძურისკენ მივყავართ. ბოყინა და მისი მეგობრები საგანძურის საძებნელად მიეშურებიან და მტკიცედ აქვთ განზრახული, ხმლის ტრიალის ხელოვნებას ბოლომდე დაეუფლონ. სხვაგვარად როგორ გადაურჩებიან საზარელი დრაკონების სასიკვდილო კუნძულს, მეკობრე-ვიკინგებსა და ყველა იმ განსაცდელს, რომელსაც მათ ეს მოგზაურობა უქადის?
    11.95
    როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე (3)
    ავტორი: კრესიდა კოუელი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი ბოყინა საზარელ ვირთევზა მესამეს თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და ფათერაკებით სავსე ეპიზოდის გადალახვა მოუწევს. ბოყინას დრაკონის, უკბილოს აზრით, ვიკინგებს სკუმბრიაზე მეტი ტვინი არა აქვთ, თუმცა მალე პატარა დრაკონს მათი დახმარება დასჭირდება. რადგან როდესაც უკბილოს რომაელები იჭერენ, მისი გადარჩენა მხოლოდ ბოყინასა და მის მეგობარს, თევზისფეხას შეუძლიათ. მაგრამ მდგომარეობა უარესდება, როდესაც რომაელები ბოყინას უძვირფასეს წიგნს, „როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე“ ართმევენ და მას და მის მეგობარ თევზისფეხას ავბედით ციხესიმაგრეში გამოამწყვდევენ. ბოყინამ და თევზისფეხამ არა მხოლოდ უკბილო უნდა გადაარჩინონ, არამედ საკუთარი თავიც უნდა იხსნან. საკითხავი კი ის არის, ამას როგორ მოახერხებენ?
    11.95
    როგორ მოიპარა მზე დედაბერმა
    ავტორი: თეა თოფურია   მე მზე მქვია. საუკუნეებია ცას ვარ გამოკიდებული, ვკაშკაშებ, ვზრდი მცენარეებს, ვათბობ ადამიანებს, ზოგჯერ ვწვავ კიდეც, მაგრამ უჩემოდ მაინც ვერ ძლებენ. ღრუბლებს მოვეფარები თუ არა, ჩემს გამოჩენას ნატრობენ, თაყვანს მცემენ და მაღმერთებენ. ათასგვარ ხელსაწყოს იგონებენ, რომ დამათვალიერონ.   ჩემს ამოსვლას აისი, ჩასვლას კი დაისი დაარქვეს. რვა პლანეტა დამტრიალებს თავს. ზოგი მიახლოვდება, ზოგიც მშორდება. გარშემო ყველაფერი იცვლება, მე კი მაინც მუდამ ამოვდივარ ცაზე და დაგცქერით, თუმცა...   ერთ დღეს დედამიწიდან ერთი დედაბერი მომწვდა, ჩამომხსნა და შინ წამიყვანა. ქალაქში დაბნელდა და აცივდა...   სონია ელიაშვილის ილუსტრაციებით
    29.9
    როსი
    მთარგმნელი: შოთა ფუტკარაძე 12 წლის როსს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდეს – უბრალოდ, ნორმალური ბავშვი იყოს, მაგრამ უეცრად აღმოჩენილი იშვიათი დაავადება ამის საშუალებას არ აძლევს. ბიჭი იძულებულია, გაუმკლავდეს ერთბაშად თავსდატეხილ ყველა პრობლემას – უჩვეულო თერაპიას, მეგობრების დაკარგვასა და სკოლაში დაცინვასაც. როცა როსს თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლება, სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ მუსიკასა და ნამდვილ მეგობრებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.
    12.9
    რჩეული საბავშვო მოთხრობები
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი ილუსტრატორი: სალომე სხირტლაძე კრებულში “რჩეული საბავშვო მოთხრობები” რევაზ ინანიშვილის ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მოთხრობებს ახალი, ფერადი ილუსტრაციებით გთავაზობთ. თითქოს არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ამ მოთხრობებში ასახული ამბები მოხდა, მაგრამ სამყარო, რომელშიც ბავშვები ახლა იზრდებიან და სამყარო, რომელშიც მოთხრობების გმირები ცხოვრობდნენ, აშკარად განსხვავებულია ერთმანეთისგან. სწორედ ამის გამოც უნდა იყოს თანამედროვე მკითხველისთვის ძალიან საინტერესო ამბები ბავშვებისა, რომლებსაც არც ინტერნეტი აქვთ გასართობად და არც ათასნაირი სათამაშო; ბავშვებისა, რომლებიც ფეხით სიარულისას ბალახებში გაყუჩებულ კალიებსა და მოჭიდავე თაგუნიებს აკვირდებიან; გოგონასი, ღამე და ტყე რომ შეუყვარდა; პატარა მელასი, რომელიც როგორღაც ძალიან დიდ ქალაქში მოხვდა და მისადმი საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანები აღმოაჩინა… სწორედ ასეთია რევაზ ინანიშვილის მოთხრობებში ასახული სამყარო და ის თანამედროვე მკითხველს ელის.
    22.9
    რწყილი და ჭიანჭველა
    მე და ჭიანჭველა დავძმობილდით და გზას გავუდექით. რა მოხდა შემდეგ? – ხიფათიანი თავგადასავალი გადაგვხდა. გადავწყვიტე, ჭიანჭველა გადამერჩინა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერაფერს გავაწყობდი, თუკი მსუნაგი ღორი, ხელგაშლილი მუხა, მჩხავანა ყვავი, ბრაზიანი კრუხი, დიდი ორმო, ცელქი თაგვი, მოდარაჯე კატა და ზმუილა ძროხა არ დამეხმარებოდნენ.   როგორ გგონია დამეხმარნენ? თუ ზღაპარს წაიკითხავ, გაიგებ, მორიგდნენ თუ არა კატა და თაგვი, ყვავი და კრუხი, დამეხმარა თუ არა ყველა და რა ბედი ეწია ჭიანჭველას. დამატებითი ინფორმაცია
    26.95
    საბავშვო ბიბლია
    ცნობილია, რომ ბიბლია 1600 წლის განმავლობაში იწერებოდა სამ, ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენაზე. მას სხვადასხვა ადგილასა და სხვადასხვა დროში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ფენიდან გამოსული ორმოცზე მეტი ავტორი ჰყავს. ბიბლია ქრისტიანების წმინდა წიგნია, მას წმინდა წერილსაც უწოდებენ. შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ძველ აღთქმაში მოთხრობილია სამყაროს შექმნა და ადამიანთა ცხოვრება მაცხოვრის დაბადებამდე, ხოლო ახალი აღთქმა მოგვითხრობს მაცხოვრის – იესო ქრისტეს ცხოვრებას, ჯვარ­ცმასა და ამაღლებას. ძველი აღთქმა 65, ხოლო ახალი აღთქმა 27 წიგნისაგან შედგება. ცნობილია, რომ წიგნებს შორის ბიბლიას ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს და ყველაზე მეტ ენაზეა თარგმნილი. საუკუნეების განმავლობაში, სანამ ადამიანი საბეჭდ მანქანას გამოიგონებდა, ბიბლიის ტექსტს ხელით წერდნენ. ყველა გადამწერი დიდ დაკვირვებასა და გულმოდგინებას იჩენდა, რათა ტექსტი, მისი ყოველი აბზაცი და ყოველი ასოც კი ზუსტად ყოფილიყო გადაწერილი. ამისათვის საგანგებო წესებიც კი იყო დადგენილი… მას შემდეგ, რაც პირველი სტამბა დაარსდ­ა, პირველი წიგნი, რომელიც იქ დაიბეჭდა, სწო­რედ ბიბლია იყო. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა… პირველ დღეს უფალმა ბრძანა: იქმნას ნათელი! და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი… უფალმა ბრძანა: გაჩნდეს ცა! და თვალის დახამხამებაში დედამიწას მოლურჯო გუმბათივით გადაეკრა ცა… უფალმა გააჩინა ცის მნათობები: მზე, მთვარე და ვარსკვლავები… ყველა სხვა ქმნილება ღმერთმა გააჩინა სიტყვით, ანუ ბრძანებით. ადამიანის შექმნა კი სხვაგვარად ინება… ამ წიგნში მოთხრობილი ძველი და ახალი აღთქმის მოკლე ისტორია შედგენილია იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორიისა“ და არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის „ძველი აღთქმის საღვთო ისტორიისა“ და „ახალი აღთქმის მოკლე
    29.9
    საგზაო წესები
    ავტორი: კოტე იანტბელიძე   საგზაო მოძრაობის წესების ყუთი ბავშვებისთვის. 24 სახალისო ბარათი, რითიც ბავშვები შეძლებენ საგზაო მოძრაობის წესების სწავლას მათივე უსაფრთხოებისთვის.ავითარებს შემდეგ უნარებს: სამოქალაქო ცნობიერებას, სოციალურ პასუხისმგებლობას, ლოგიკას და ანალიზის უნარს.
    16.95
    სათაგური და სხვა მოთხრობები (9-10)
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები. მწერალი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ სახეებს… მისი მოთხრობების პერსონაჟ ცხოველებს ადამიანების მსგავსად შეუძლიათ ფიქრი, განსჯა თუ ოცნება. მათთვის „უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“. „სათაგური“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, „ქუჩი“, `სვავი“, „პაპას მსოფლიო ფიქრები“… უდავოდ უნიკალური ნიმუშებია ქართული კლასიკური პროზისა. თხრობის სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა ადვილი აღსაქმელია მოზარდი მკითხველისათვის, ხოლო ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციები განსაკუთრებულ ელფერს სძენს ვაჟას გმირებს.  
    9.9
    საიდუმლო ბაღი
    ავტორი: ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „საიდუმლო ბაღი“ საყმაწვილო კლასიკაა, რომელიც პირველად 1911 წელს გამოიცა. მიუხედავად ამისა, მას დღემდე დიდი სიამოვნებით კითხულობენ გოგონებიცა და ბიჭებიც. წიგნის მთავარი გმირი პატარა მერი ლენოქსია. ის მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად ბიძასთან, იორკშირში მდებარე უზარმაზარ სახლში გადადის. ბიძის სახლი იდუმალებითაა მოცული. თითქმის ყველა ოთახის კარი ჩაკეტილია და ღამით გრძელ დერეფნებში უჩვეულო ხმები ისმის. სახლს გარშემო თვალუწვდენელი ტრამალი აკრავს, მახლობლად კი სუროთი დაფარული მაღალი კედლები აღმართულა. სწორედ აქ აღმოაჩენს მერი ჩაკეტილ კარს, რომლის მიღმაც საიდუმლო ბაღი იმალება.    
    9.9
    საიდუმლო კუნძული
    ავტორი: ჟიულ ვერნი მთარგმნელი: ნინო კურდღელაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული, საინტერესო და საოცარი თავგადასავლებით სავსე რომანი „საიდუმლო კუნძული“ მრავალი თაობის მკითხველის უსაყვარლესი საბავშვო წიგნია. შეუძლებელია, გულგრილად წაიკითხო ტყვეობიდან აეროსტატით გამოქცეული, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული მამაცი ინჟინერი სმიტისა და მისი ოთხი მეგობრის ამაღელვებელი ამბავი.
    12.9
    საიდუმლო შვიდეული (წიგნი1)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    საიდუმლო შვიდეული: ყოჩაღ, საიდუმლო შვიდეულო! #6
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე „საიდუმლო შვიდეულს“ წარსული თავგადასავლების შემდეგ უსაქმოდ უწევს ყოფნა. გარდა იმისა, რომ პატარა მაძებრებს გამოსაძიებელი ვერაფერი უნახავთ, ჯეკის უმცროსი და, საძაგელი სუზიც უშლით ნერვებს. თუმცა, მეგობრები გულს არ იტეხენ. ბოლოს და ბოლოს, კოცონის ღამე ახლოვდება და საუკეთესო ფეიერვერკია მოსაწყობი! ერთ დღესაც იდუმალი ამბები მოულოდნელად დაატყდება ბავშვებს თავს, „საიდუმლო შვიდეული“ ახალ თავგადასავალში გადაეშვება და გზად არაერთ სირთულეს წააწყდება. ნეტავ თუ შეძლებენ ბავშვები სირთულეებთან გამკლავებას? ისინი ხომ საუკეთესო საიდუმლო ორგანიზაციის წევრები არიან.
    7.9
    საიდუმლო შვიდეული: შვიდეული დანაშაულის კვალდაკვალ (წიგნი 4)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი:  გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    საიდუმლო შვიდეული: შვიდეულის მორიგი წარმატება (წიგნი 3)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9