santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მუჭში დამალული კენჭები
    ავტორი: ზაზა ხალვაში „ეს წიგნი ზაზა ხალვაშის ავტოპორტრეტია – თავისუფალი, ყოველდღიური, სახელდახელო ფუნჯით მოხაზული ავტოპორტრეტი. ტეხილ შტრიხებში ვხედავთ ზაზას ისეთს, როგორსაც გარედან ვერ ვამჩნევდით, მაგრამ  ვგრძნობდით, წარმოვიდგენდით, ვვარაუდობდით. და, ამავე დროს, აქ ზაზა არის ისეთიც, როგორიც უდავოდ იყო, როგორსაც ვხედავდით. ამიტომ ორმაგი რაკურსით ვხედავთ მის სახეს: ერთი მხრივ, დაეჭვებული, სკეპტიკური, ფრთხილი; მეორე მხრივ, პირდაპირი, მართალი, უშუალო. ამ ორერთიან ჭრილში ვხედავთ საინტერესო შემოქმედს, ღირსეულ პიროვნებას, ნამდვილ მოქალაქეს, რომლის შინაგანი სამყარო შენ თვალწინ იხსნება თანმიმდევრული დინამიკით – ფაქტი, მოვლენა, განცდა, განსჯა, თხრობა, დაფიქრება – დაბოლოს, ხვდები, რომ კითხულობ ზაზა ხალვაშის ავტობიოგრაფიულ პროზას.“ – ივანე ამირხანაშვილი
    19.95
    მცველნი გრალისა
    ავტორი: გრიგოლ რობაქიძე   გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ   გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრაალისა“ 1937 წელს გერმანულ ენაზე იენში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის – „გრაალის მცველნი“ – სახით, რომელიც  მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა.   „მცველნი გრალისა“ მოდერნისტული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. რომანი სავსეა მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებით. მოქმედება ვითარდება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თუმცა სამშობლოს ბედის უღრმესი განცდითა და შთაგონებით განმსჭვალული პერსონაჟის, ლევან ორბელის ხილვებში წარმოგვიდგება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა, ცოცხლდება ქვეყნისა და ხალხისთვის სანუკვარი თქმულებები და მისტერიები.   შენარჩუნებულია ნაწარმოების ავტორისეული დასათაურება, რომელიც დასტურდება გრიგოლ რობაქიძის არაერთი პირადი წერილითა და თანამედროვეთა მოგონებებით. 
    16.95
    ნადგომი წყალი
    ავტორი: მიშა ანდღულაძე გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: მაგარი  
    14.95
    ნათლისქრობა
    ავტორი: გურამ გეგეშიძე   წვდომა, ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად ადამიანის წინაშე მდგარი პრობლემების პირუთვნელი ანალიზი, აურაცხელი, მეტისმეტად საინტერესო პერსონაჟები, სისხლსავსე ხასიათები, მრავალფეროვნება სამყაროსი, რაც საერთოდ ახასიათებს გურამ გეგეშიძის შემოქმედებას; იდეათა სიმდიდრე, თვალსაწიერის სიფართოვე, სულის შემძვრელი დრამატიზმით აღსავსე ისტორიები ბევრ საფიქრალს უჩენს განათლებულ, ლიტერატურის გამგებ და მცოდნე მკითხველს, რომელთა შორის უამრავი პატივისმცემელი და დამფასებელი ჰყავს. „ხოცვა ნადირთა მცირეთა“, ანუ წვრილმანი თემებით გატაცება მას არ ახასიათებს, ამ მხრივ ეს წიგნი გამოირჩევა და გურამ გეგეშიძის სხვა რომანებთან და ბრწყინვალე მოთხრობებთან ერთად, ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს წარმოადგენს.   ნათლისქრობა დამაგვირგვინებელი თხზულებაა გურამ გეგეშიძის მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ვფიქრობ, კიდევ ერთი სიახლეც, რომელიც ამ დიდ მწერალს ყოველი ახალი ნაწარმოებით შემოაქვს ჩვენს ლიტერატურულ ცნობიერებაში. (ნუგზარ წერეთელი)
    21
    ნინოშვილის 25
    ავტორი:  ილია ჭანტურია     „ნინოშვილის 25“ ილია ჭანტურიას სადებიუტო პროზაული კრებულია. მოთხრობების უმეტესობაში სიუჟეტი ავტორის მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში ვითარდება. წიგნის მთხრობელები ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან – ეს ის თაობაა, რომელმაც აგვისტოს ომი გადაიტანა, მათმა მშობლებმა და უფროსმა და-ძმებმა კი სამოქალაქო ომი და დევნილობა გამოიარეს.   ქალაქი უმოძრაობაშია, პერსონაჟებს კი სურთ გაარღვიონ მოჯადოებული წრე. მათ ორი გზა აქვთ: განაგრძონ ბრძოლა ან შეეგუონ ამ უმოძრაობას. ავტორი ძირითადად საზოგადოების სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფ, მარგინალიზებულ და ჩაგრულ ნაწილს გვაჩვენებს, რომლებიც ხშირად თვითონვე ხდებიან მჩაგვრელები.   რაც ყველაზე საგულისხმოა, წიგნში მოცემული სოციალური თუ საზოგადოებრივი პრობლემები მხოლოდ ავტორის მშობლიურ ქალაქს არ მოიცავს, ის ბუნებრივად განზოგადდება და მთელ ქვეყანაში მიმდინარე რეალურ მდგომარეობას აირეკლავს.“ – ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბოლოსიტყვაობიდან
    10.95
    ოთარაანთ ქვიარი
    ავტორი: ირაკლი დეისაძე გამომცელობა: ინტელექტი
    11.9
    ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
    ავტორი:ნატო დავითაშვილი   „ნატო დავითაშვილი წლების წინ გავიცანი, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თავად ოდესმე რამეს თუ დავწერდი. გამოსაცემად ვნახე, როგორ ამზადებდა წიგნს – ფუსფუსებდა, ზრუნავდა, სიტყვებს უფრთხილდებოდა. იმის შემდეგ ლილე იროელის, მისი ფრთოსანი ლომების, მითოლოგიური თუ ჯადოსნური პერსონაჟებისა და თავგადასავლების გულშემატკივარი ვარ, რადგან ვხვდები, რამხელა ძალა, ნებისყოფა და ფანტაზია სჭირდება ერთი პერსონაჟის ისე განვითარებას, რომ მასზე რამდენიმე წიგნი დაწერო, შეუნარჩუნო მკითხველის ინტერესი და დატოვო ის ძალიან მამაც, კეთილშობილ და სამართლიან გმირად, რომელიც ხშირად ახალგაზრდა მკითველისთვის მაგალითის მიმცემი ხდება.   ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქართულ სალიტერატურო სივრცეში არსებობს წიგნი (წიგნები), სავსე მითოლოგიური, ზღაპრული, მაგიური გამონაგონით. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რეალობით დაღლილმა მკითხველმა მას თავი შეაფაროს, გამოგონილი სამყაროს მშვენიერებით დატკბეს და შეუერთდეს მთავარი პერსონაჟის მარადიულ რბოლას მზისკენ“, – თამარ გეგეშიძე.
    17.9
    ორი დაბადება
    ავტორი: სოფიო კუბლაშვილი   რაც უფრო ღრმად შეჰყვები რომანის მდინარებას, მით უფრო რწმუნდები, რომ სიზმრებს მიჰყვები – აფორიაქებულს, დანოტიოვებულს ალაგ ცრემლით, ალაგ ჟინიანი ვნებით. ცივი პრაგმატული გოლდე, გაბახებული ბახა, ქალაბიჭა რონინა, კალთამადლიანი მადლია, მასავით ადრე დაქალებული ეთერი, მძვინვარე ასანა... ერთმანეთში ირევიან მათი ლანდები, დაუსრულებლად მოგზაურობენ დროში და მერე ილექებიან კელის არეულ გონებაში.   მკითხველი განუწყვეტლივ ცდილობს თხრობის ლოგიკის გაშიფვრას, გმირებს შორის კავშირების მოძებნას, რომლებიც თითქოს აშკარაა, მაგრამ ამავე დროს ოსტატურადაა შენიღბული. კარგი დეტექტივიცაა ამიტომ ეს რომანი, ფილოსოფიური წიაღსვლებიც არ აკლია, სასიყვარულო ინტრიგებიც; თითქოს საქართველოში ხდება მოქმედება, მაგრამ დანამდვილებით ვერც იტყვი; ჰიბრიდული გარემოა, ისეთივე უცნაური, როგორიც თავად პერსონაჟების სახელები.   დარწმუნებული ვარ, მკითხველი დიდ სიამოვნებას მიიღებს და დაუფიქრებლად გაჰყვება კელის ზმანებებს. თუმცა იყო კი ეს სიზმარი?! იქნებ რეალურად მოხდა?! ვინ იცის...“, – ზურაბ გურული.
    19.95
    ორსის ორდენის სამხეცე
    ავტორი: ნატო დავითაშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
    12.9
    პულოვერში
    ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძის „პულოვერში“ იმ წიგნებს მიეკუთვნება, რომელსაც ხშირად უნდა მიუბრუნდე, კარგად რომ გაიაზრო ყველა ის თემა და პრობლემა, რაზეც ავტორი წერს და გაფიქრებს.   სხვადასხვა მედიუმისთვის მომზადებულ, ასევე, ონლაინ-გამოცემებში დაბეჭდილ ესეიებსა და პუბლიცისტურ წერილებში თითქმის ყველაფერია, რაც თანამედროვე სამყაროში პატარა და დროში გამოცდილი ქვეყნის შვილებს გადასარჩენად გვჭირდება. ისე, რომ საუკუნეების განმავლობაში გათავისებული ღირებულებებიც არ დავკარგოთ და უწყვეტი ცვლილებების ეპოქაშიც შევინარჩუნოთ სიცოცხლისუნარიანობა.   ამბებს ამბები ცვლის, ავტობიოგრაფიულ თხრობაში ლაღად და ორიგინალურად შემოდის ყველასთვის ნაცნობი პროფილები, მათი ცი ტატები, მათი სივრცე; მთავარი აქცენტები მკვეთრდება, ზოგან მინიშნებულია, ერთმანეთს ავსებს რეტრო და „საუკუნე უახლესი“, თავისი აუცილებელი ნიშნებით. ავტორი ცდილობს, გულსა და გონებაში გაატაროს ყველაფერი, რაც მის მეხსიერებას და ყოველწუთიერ შეგრძნებებს შემორჩენია. ცდილობს, თავისუფალ ადამიანზე დაწეროს და იმ გარემოზე, რომელიც ამ თავისუფლებას აფერხებს და აგულიანებს კიდეც...
    14.95
    რკინის თეატრი
    ავტორი: ოთარ ჭილაძე  
    25
    სალამია
    ავტორი: გურამ ოდიშარია სალამია კუნძული-სახელმწიფოა, და თუ რატომ გადაწყვიტა მისმა მეფემ თავისი ქვეყნის გალავანში მოქცევა, ამას მკითხველი თანდათანობით შეიტყობს. სალამიას მეფეს მთელი მისი მმართველობის განმავლობაში ებრძვის გუია, რომელსაც ბევრი თანამემამულისაგან განსხვავებით, სჯერა, რომ შესაძლებელია შეუძლებლის მიღწევა – ვთქვათ, ცაში მოგზაურობა, ან სულაც – ხელმწიფის ჩამოგდება. მეფესაც და გუიასაც უყვართ თავიანთი სამშობლო და, ამავე დროს ერთი მშვენიერი სალამიელი ქალიშვილიც, სახელად ანონა.
    19.95
    სდექ, კირა, სდექ
    ავტორი: თამარ ფხაკაძე   კირა მთარგმნელობით ბიუროში მუშაობს და იტალიურიდან თარგმნის სერიალებს. ცამეტწლიანი ემიგრაციის შემდეგ მშობლიურ ქალაქში ყველაფერი შეცვლილი დახვდა _ უახლოეს მეგობრებს სხვა საზრუნავები და ინტერესები აქვთ, გარემოც გაუცხოებულია და კირა ხანდახან საკუთარ თავს ეკითხება, ღირდა თუ არა დაბრუნება. ამ ერთფეროვნებაში პაწაწინა სამუშაო ოთახში ახალ თანამშრომელს, სიტყვაძუნწ და ინდიფერენტულ გიორგი პირველს, შემოუსახლებენ. ახალგაზრდა კაცის გამოჩენა კირას რუტინულ ყოფაში სიახლის, სავარაუდოდ, მელოდრამის მომასწავებელია. და მართლაც, იწყება ამბავი, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება სრულიად მოულოდნელი, უცნაური, ზოგჯერ კი სასაცილო და დაუჯერე_ბელი მოვლენები. ერთი შეხედვით, მსუბუქი, სინამდვილეში კი მძაფრ სოციალურ და საზოგადოებრივ მანკიერებებზე მიმანიშნებელი გროტესკული რომანი ცოცხალი, დინამიკური, იუმორითა და ირონიით გაჯერებული თხრობით მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.
    12.95
    სუნთქვის შემგროვებელი
    ავტორი: ნათია როსტიაშვილი   „სუნთქვის შემგროვებელი“ ნათია როსტიაშვილის მეორე კრებულია, რომელშიც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში დაბეჭდილი და აქამდე დაუბეჭდავი მოთხრობებია თავმოყრილი.  „შემგროვებლობა“ მწერლის უმთავრესი გატაცებაა, მეტიც – ჯანსაღი ვნება, რომელიც ახალ თავგადასავლებს წარმოშობს. გროვდება არა მხოლოდ ამბები, არამედ შეგრძნებები – შიშები, ტკივილები, სიხარულები, ნეტარებები(ც); რაც მთავარია, მრავალფეროვანია ვარიაციებიც იმ საკითხზე, თუ რისთვის გროვდება ეს ყველაფერი – თამაშისთვის? ცხოვრებისთვის? გადარჩენისთვის?.. მკითხველი მისთვის სასურველ და საინტერესო პასუხებს აუცილებლად იპოვის, თამაშის წესებშიც იოლად ჩაებმევა, რადგან ნათია როსტიაშვილის შემოქმედებითი გარემოს მთავარი მოცემულობა – სიკეთეა და ატმოსფერო კი იუმორით, ხშირად სათქმელის სიმძაფრის მიუხედავად, მაინც (გასაძლები) სიმსუბუქით გაჯერებული. მრავალფეროვანი სიტუაციები კი წარმოსახვის თავბრუდამხვევ ჯადოსნობას შეგაგრძნობინებთ. ამ სამყაროს ნდობა ძნელი არაა – აქ ბედნიერებაც შესაძლებელია. ხოლო, თუ როგორ – ეს თავად უნდა წაიკითხოთ. ▪რედაქტორი: ნინო სადღობელაშვილი
    12
    ტრიქსტერი და სიმულაკრი
    ავტორი: თავდგირიძე ხათუნა ოთხი ესეი პოლიტიკურ მითოლოგიაზე. მწერალი, მითიოლოგი, ფოლკლორისტი,, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი. ჰარვარდის უნივერსიტეტის „კომპარატივისტული მითოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IACM) წევრი. არის სამი მონოგრაფიისა და ოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
    20
    უკვდავების ათინათი
    ავტორი: თამაზ ჭილაძე სერია: ინტელექტი სკოლას     აღებული, ვაჟა-ფშაველას რომ ეძღვნება. შეიძლება ითქვას, სწორედ უკვდავების, მარადიულობის ნიშნით არიან აქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ის მწერლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართულ ლიტერატურაში.   თამაზ ჭილაძე ორიგინალურად, სრულიად განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას, გვიყვება მათ შესახებ. ეს წერილები და ესეები იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული ნაწარმოებები განხილულია, გააზრებულია არაორდინარულად, რაც მასწავლებელს და მოსწავლეს თავისუფალი აზროვნების საშუალებას აძლევს.
    15.5
    უქარქაშო ხმლები 3ტ
    ავტორი: ლევან სანიკიძე   ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო.
    25
    უქარქაშო ხმლები 4ტ
    ავტორი: ლევან სანიკიძე   ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო
    25
    უძებნი შვილი
    ავტორი: ბესიკ ხარანაული   „უძებნი შვილი“ ბესიკ ხარანაულის მეტაპოეტური წიგნია, რომლითაც პოეტი დიდ ოდისეაში გვეპატიჟება. ამ მოგზაურობაში მკითხველს წინამძღოლობას სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი გაუწევს და გასაკვირი არაა, რომ ნაწერიც ჯორის ფლოქვების ხმას მიჰყვება. ეს ენერგია კითხვის პროცესში მკაფიოდ იგრძნობა.   ამ წიგნში გვერდიგვერდ ცხოვრობენ ჰიპერბოლა და მეტაფორა ანუ შეუძლებელი და შესაძლებელი; ღმერთის შვილი, რომელსაც სამყაროს შემოქმედი ძებნის დასასრულს ნაგავსაყარზე პოულობს და არსად სხვაგან, და მთავარი – უძებნი შვილი, რომელიც კონკრეტულობას, ვინმედ ან რამედ ყოფნასა და სინამდვილედ ქცევას გაურბის („ვერაფერი ძლებს, რომ თავი არ აღნიშნოს, უძებნი შვილის გარდა“).   „უძებნი შვილი“ ადამიანისა და სამყაროს თავგადასავალია. მასში ჩატვირთული თითოეული სიტყვა ძიების, მოქმედებისა და გზაზე დადგომისკენ გვიბიძგებს. ამ წიგნში, წინამორბედების მსგავსად, იგრძნობა ბესიკ ხარანაულის დიდი მწერლური ოსტატობა, შექმნას ისეთი ტექსტი, სადაც მკითხველი არ დაიკარგება და რომლის კრიალოსანივით ასხმულ სათაურებში კაცი არა მხოლოდ გზას გაიგნებს, თამაშსაც აჰყვება. ეს კი ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რადგან „მკითხველი რომ კმაყოფილია, ავტორიც იწმინდება“.
    14.95
    ფიროსმანი – ქართულის რვეულები
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ფიჭვები შორს იყო
    ავტორი: დათია ბადალაშვილი    „გამოცდილებით დაჭკვიანებული“ ახალგაზრდა კაცია ამ უპრეტენზიო წიგნის ავტორი; დაჭკვიანებული, დაფიქრებული და ნაადრევად დადინჯებული... იგი დილაუთენია გამოდის „სქელი, შედედებული“ ნისლიდან და ხარბად აკვირდება ცრიატი სინამდვილის სახიერ სურათებს. ეს დანაწევრებული, ფრაგმენტული სურათები უაღრესად ცხოვრებისეულია, „ორიგინალთან“ მიახლოებული, მკაცრი, უშეღავათო და დიდი შინაგანი სიმართლით აღბეჭდილი... „სუფთა ჰაერის და მთის მწვანე ბალახის“ სასიამოვნო სუნი დაჰკრავს მის ფრაზას. საგნობრივი სიცხადით გაგრძნობინებს და უშუალოდ განგაცდევინებს ტკივილს, სიმარტოვის მძაფრი შეგრძნება რომ აჩენს ადამიანში. არ გაურბის „ჭირიანი ცხოვრების“ (ვაჟა) სახამუშო სანახებში ხეტიალს. მისთვის პრინციპულად მიუღებელია რეალობის გაესთეტიურება და ხელოვნური გალამაზება. კითხულობ და ხვდები, რომ არ „ეშმაკობს“, არ გატყუებს. თვითონაც საკუთარი ნაწერებივით წრფელი და სანდოა...     დათია ბადალაშვილი, დარწმუნებული ვარ, არასდროს უგანებს არჩეულ გზა-სავალს და დარჩება ავტორად, ვისაც მუდამ ეყოლება გულშემატკივარი, გამგები და დამფასებელი...” - ამირან არაბული
    10.95
    ფორმა N100
    ავტორი: ზვიად კვარაცხელია   ზვიად კვარაცხელიას რომანი ფორმა N100, შეიძლება ითქვას, ერთი ცოდვის ისტორიაა. საერთო ცოდვა, რომელიც ნაწარმოების რამდენიმე პერსონაჟს (მათ შორის მთხრობელსაც), აუცხოებს და ამავე დროს აკავშირებს კიდეც ერთმანეთთან, რომანის მთავარი სიუჟეტური ქარგაცაა და ავტორისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის ობიექტიც.   ყმაწვილობაში ჩადენილი ცოდვა – მიზეზი და შედეგი ამ ცოდვისა, აი, ამაზე მოგვითხრობს მწერალი. მოგვითხრობს ტკივილით, საინტერესოდ, რიგ შემთხვევაში დეტექტიური ჟანრის სიმძაფრითაც.   ზვიად კვარაცხელიას ფორმა N100 ლიტერატურული პრემია საბას 2013 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი.
    12
    ქალღმერთის ძახილი
    ავტორი: გრიგოლ რობაქიძე     გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ   გრიგოლ რობაქიძის „ქალღმერთის ძახილი“ 1934 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. „დალი“ – ასე ერქვა რომანს ქართულ ორიგინალში, რომელიც დაკარგულად ითვლება. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები – „ორი ფოთოლი“ და „დიდი დედა“, გამოქვეყნებული ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“.   წიგნი ფრანგულადაც ყოფილა თარგმნილი მათე კერესელიძის მიერ და გამოსაცემად გამზადებული ტექსტი დაკარგულა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე, ასევე მწერლის სიცოცხლეში გამოქვეყნებულ ორიგინალის ფრაგმენტებს. შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულია ავტორის სტილი.
    11.95
    ქართული იგავური პროზის ანთოლოგია
    იგავები შეადგინა თამაზ ვასაძემ   ანთოლოგიაში ტრადიციული ლიტერატურული ჟანრების - იგავის და არაკის ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილია მოთხრობები, რომლებიც მხატვრული ბუნებით, წყობით იგავის ტიპისაა, იგავურია. ევროპულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მათ პარაბოლები უნდა ვუწოდოთ. ამგვარ ნაწარმოებებში გადმოცემული რეალისტური ან ზღაპრულ-ფანტასტიკური (არაკისებური) ამბავი, ისტორია სიმბოლოს ხასიათს იძენს - მასში სიმბოლური სახით არის ფორმულირებული სამყაროში, ადამიანების სულიერ, ზნეობრივ, სოციალურ არსებობაში მოქმედი ზოგადი კანონზომიერება, ინტელექტუალური ხედვით გამოკვეთილი ზოგადი აზრი ამ არსებობის შესახებ.   წიგნში გაერთიანებული ნაწარმოებები ისევე მრავალგვარია, როგორც ადამიანთა ცხოვრება და მისი მხატვრული გააზრების და გამოსახვის შესაძლებლობები.   ანთოლოგიაში შესულია სულხან-საბა ორბელიანის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, გიორგი ლეონიძის, გურამ რჩეულიშვილის, რევაზ ინანიშვილის, ნოდარ წულეისკირის, რეზო ჭეიშვილის, შოთა ჩანტლაძის, ერლომ ახვლედიანისა და ირაკლი სამსონაძის ნაწარმოებები.
    15.6