santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ძახილი
    ავტორი: სერგო წურწუმია   „სერგო წურწუმიას მეხსიერებაში აღბეჭდილი ამბები, ადამიანები, წიგნები, ფიქრები ლამაზ წნულად ლაგდება, ერთმანეთს უკავშირდება, ერთი მეორეს ავსებს თავისებურად ან აგრძელებს და ასე, ფაზლის პრინციპით იწყობა, იქსოვება, მეტად საყურადღებო გრეხილი, რომლის თვალის მიდევნება შემეცნების თვალსაზრისით სასარგებლოა და ემოციურად სასიამოვნო.   სერგო წურწუმია უფაქიზეს განცდათა, ლირიკულ განწყობილებათა, სხვათა და სხვათა უმშვენიერეს მთხრობელად გვევლინება. ავტორი, როგორც ნამდვილი მწერალი, ჰუმანისტია.   უამრავ მახვილგონივრულ დაკვირვებას გვიზიარებს მწერალი. იგი კარგად იცნობს ადამიანის შინაგან სამყაროს, წვდება ფსიქოლოგიურ ნიუანსებს...   მძაფრი, დრამატული, დინამიური, საინტერესო სიუჟეტების შექმნის ოსტატია სერგო წურწუმია. თუმცა მიმზიდველად თხრობა, ამბის მძაფრად მოყოლა, მკითხველის ჩათრევა მაშინაც ძალუძს მესიტყვეს, როცა სიუჟეტი მკრთალია, როცა, ერთი შეხედვით, არაფერი ხდება მნიშვნელოვანი.   ავტორს ხელეწიფება პერსონაჟთა მრავალფეროვანი გალერეის შექმნა ისე, რომ არცერთი მათგანი არ ჰგავს, არ იმეორებს, ასე ვთქვათ, არ ფარავს ერთმანეთს. ცოცხლად, დასამახსოვრებლად არიან აღწერილნი ადამიანები ხშირად მოკლე ფრაზებით, სულაც ერთი-ორი წინადადებით რომ შემოიფარგლება მათი დახასიათება.   ეს მაღალი რანგის ხელოვნებაა.   სერგო წურწუმია აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს. ასე რომ, მკითხველი მისგან კიდევ ბევრ სასიამოვნო ლექსს, მოთხრობას, რომანს, თარგმანს, წერილს, ინტერვიუს... ნახატს ელოდება.“ – ნინო ვახანიაა
    14.95
    ძველი ფურცლიდან
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი   მე მინდა ჩემი მკითხველი შევაჩერო წამით მაინც. მე მინდა მას ვუთხრა: ეს ბალახია, ეს ხე, ეს წყალი, ეს მთა, ეს ფრინველი, ეს კი ადამიანი. და მანაც დაინახოს: ბალახი, ხე, წყალი, მთა, ფრინველი, ადამიანი. ეს კრებული კიდევ ერთხელ შეგაჩერებთ და დაგანახვებთ არა მხოლოდ ბალახს, ხეს, წყალს, მთას, ფრინველს და ადამიანს; გაგრძნობინებთ ქვებისა და ომის ნამდვილს სუნს და ადამიანური სიკეთის ძალას, რომლითაც აღსავსეა რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება.   კრებულში გაერთიანებულია რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიული მოთხრობები და ჩანაწერები, აქვე ნახავთ მის ჩანახატებსაც, რომლებიც პირველად ქვეყნდება და კიდევ უფრო სრულყოფს მწერლის მიზანს: „ხელი შევუწყო სიკეთის დამკვიდრებას ქვეყანაზე. სიკეთე ისეთი ფენომენია, რომელიც სამყაროში ადამიანის მოვლინებას ყველაზე დიდ ფუნქციად მოჰყვა.“  
    13.9
    ძვლების წიგნი
    ავტორი: თამარ ფოლადაშვილი წიგნის მთავარ გმირს გამზრდელი ბებია უკვდება. ანდერძის თანახმად, ბებიას სოფელში მიასვენებს, თუმცა გარემოებათა გამო გოგონას მარტოს მოუწევს ბებიის ცხედრის სასაფლაომდე მიტანა, საიდანაც გვამი უგზო-უკვლოდ ქრება.   გვამის ძებნა მთავარ გმირს არჩევანის წინაშე აყენებს: დაივიწყოს ყველაფერი და სოფლისგან შორს, მშვიდად ცხოვრება განაგრძოს, თუ დაიწყოს ბებიის ძებნა და მიძინებული ურჩხულები გააღვიძოს.   „ძვლების წიგნი“ თამარ ფოლადაშვილის მეორე რომანია, რომელშიც სოფლის მშვიდ გარემოში ძილის წინ მოყოლილი ზღაპრები შემზარავ ამბებად ცოცხლდება. წიგნი დაწერილია ჯადოსნურ ქალაქ ლა კორუნიაში, „მწერალთა სახლისა“ და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში“.
    15.95
    წარმოდგენა იწყება
    ავტორი: ლევან ლორია   ახალგაზრდები მონაწილეობენ სტუდენტურ სპექტაკლში, რომელსაც უნივერსიტეტში მოწვეული რეჟისორი დგამს. სპექტაკლზე მუშაობის პარალელურად ვითარდება მონაწილეების ცხოვრებაც: მთავარი გმირები სწვლობენ, უყვართ. ავტორი მსუბუქი იუმორით გვიხატავს სტუდენტების, მათი მშობლების, პროფესორ-მასწავლებლების, მეგობრებისა და ნაცნობების ცხოვრებას.
    9.9
    წითელი კლავიშები
    ავტორი: გუგა ჩხიკვაძე     ცნობილი პიანისტის, რევაზ ვაჩნაძის კარიერა 1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს ეწირება. ქარცეცხლიანი, ინტრიგებით სავსე ცხოვრების ახალი ეტაპი კიდევ ერთხელ გამოცდის მის პიროვნულ თვისებებს, მორალსა და ზნეობას.
    9.95
    წმინდა წყვდიადი
    ავტორი: ლევან ბერძენიშვილი   „ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.“
    14.9
    წუთით კოსმოსში
    ავტორი: ანუკი შატაკიშვილი   სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   "წუთით კოსმოსში"-რომანის პერსონაჟები ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში იცნობდნენ ერთმანეთს, მერე მათი გზები გაიყარა და თითოეულს საკმაოდ მძიმე ცხოვრება არგუნა ბედმა.  ოცნებები და მიზნები დროსთან ერთად, ეპოქის შესატყვისად იცვლებიან. მთვარეზე გაფრენაა ნაწარმოების მთავარი გმირების- ლალუნასა და ჰალეის-ბავშვობის დროინდელი სურვილი, რომელიც მშობლებისაგან ესტაფეტად გადმოეცათ.  მაგრამ კოსმოსისაკენ მიმავალი გზა დიდი საიდუმლოებებით, ხიფათებითა და დაბრკოლებებითაა სავსე. როგორ გაუმკლავდება შეყვარებული წყვილი ამ დაბრკოლებებს? რა არის ის, რის წყალობითაც მთვარეზე გაფრენაც კი შესაძლებელი ხდება? 
    12.95
    ხაშურის სევდა/ არის ასეთი ქალაქი ჭიათურა
    ავტორი: დავით ტურაშვილი გამომცმელობა: ინტელექტი ყდა: რბილი  
    9.95
    სიახლე
    ხევისბერი გოჩა
    ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი არ მეგულება სხვა ქართველი მწერალი, რომელიც ასეთი ემოციითა და გატაცებით, სუნთქვის შეკვრითა და მღელ- ვარებით გაკითხებს ამბავს, მჩქეფარე ადამიანების მჩქეფა- რე ამბავს. არ მეგულება სხვა ტექსტი, სადაც ასე იგრძნობა სისხლის მღელვარება, აჩქარებული პულსი, სასოწარკვეთა, ცრემლები, ტემპი, ცვლილება, დარდი, მრისხანება და, რაც ყველაზე მთავარია, ბედისწერა. ყაზბეგთან ბედი ზუსტად ისე- თი მბრძანებელი, ბრმა და სასტიკია, როგორიც ძველ ბერ- ძნულ დრამაში. წამი წყვეტს ყველაფერს, შემთხვევითი წამი, ადამიანი თითქოს ძაფებს გამობმული სათამაშოა, რომელ- საც ალალბედზე ათამაშებენ მოირები.
    22
    ხევისბერი გოჩა, მოთხრობები
    ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
    25
    ხევსურული მოთხრობები
    ავტორი: გოგი ოჩიაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ხვალაც იგივე იქნება
    ავტორი: ლადო გოგიაშვილი   „ხვალაც იგივე იქნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მწერლის, ლადო გოგიაშვილის მოთხრობების პირველი კრებულია. მოთხრობების დიდ ნაწილს სოციალური ქსელების მეშვეობით იცნობს ქართველი მკითხველი. წინამდებარე კრებულში ის მოთხრობებია თავმოყრილი, რომლებმაც მკითხველთა განსაკუთრებული დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.
    5.9
    ხვლიკი საფლავის ქვაზე
    ავტორი: არჩილ ქიქოძე რომანის მთავარი გმირი წარსულის სურათებით, სევდით, ოცნებებით, სიყვარულითა და მარტოობით სავსე კაცია, რომლის ცხოვრებაც ფაზლის გაბნეულ ნაწილებს ჰგავს. მისი ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში იკვეთება ნაწარმოების ორი მთავარი სიუჟეტური ხაზი: პირველი მთხრობლის მეგობრის, მხატვარი გიგოს ტრაგიკული ცხოვრებისა და გარდაცვალების ამბავზე, მეორე კი მთავარი გმირის დედასთან სტუმრობისა და მათი სულიერი, ღრმა და უაღრესად ნატიფი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ სიმბოლოებითა და ალუზიებით სავსე რომანია, რომელშიც ასახულია წარსულისა და აწმყოს, გახსენებისა და დავიწყების, სიკვდილისა და სიცოცხლის მარად აქტუალური და წინააღმდეგობით სავსე დაპირისპირება. მთხრობელი შეგნებულად ამბობს უარს, დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები და ტკივილები, თუნდაც ამით გაუსაძლისს ხდიდეს საკუთარ ყოფას. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო – ბერლინიდან კავკასიონის პატარა სოფლამდე.
    12.9
    ჯავშანი
    ავტორი: ნინო სამყურაშვილი გამომცმელობა: ინტელექტი ყდა: რბილი
    9.95
    ჯაყოს ხიზნები, გივი შადური
    25
    ჯაყოს ხინზნები
    ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი   – „ჩემო ერთავ! ჩემო წამებულო მარგო! ჩემო ჯვარცმულო ანგელოზო! მე ვერ მივიღებ შენს ბოდიშს, ვინაიდან მე თვითონ ვარ შენგნით შესაწყნარებელი. უსაზღვრო და უძიროა ჩემი ბრალი. გშიოდა და პური ვერ მოგეცი; გწყუროდა და წყალი ვერ დაგალევინე; გციოდა და კარი ვერ გაგიღე. განუზომელია ჩემი ბრალი შენს წინაშე, გოლგოთიდან მომავალო ჩემო მარგუში!შემინდე და დაივიწყე ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი. ძმას გავყევი და ცოლი დავივიწყე, სხვას მივეშველე და მეუღლე გავსწირე. თუ ძალგიძს, ჩემო წამებულო, მივცეთ ყოველივე დავიწყებას და შევუდგეთ ახალ ცხოვრებას. ეს დაობლებული საწოლიც შენ მოგელის... მომიჯექი გვერდით. აი, ჩემი ხელი და ჩემი მკერდი. ჩამოჯექი ამ სავარძელში... აი, ბუხარი და ცეცხლი... გასთბი და დაისვენე“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი
    11.95
    ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების სრული კრებული
    ქარჩხაძეს გამომცემლობა წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე
    29.9
    ჯინსების თაობა
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    ჰაკი აძბა
    ავტორი: ლეო ქიაჩელი ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „შელოცვა რადიოთი“ ემიგრაციის სირთულეებსა და უცხო გარემოში საკუთარი თავის დაკარგვის ტკივილზე გვიამბობს. იმავდროულად, ეს მოთხრობა იმ ქალის ხვედრსა თუ ბედზეა, სიყვარულს რომ ესწრაფვის, მაგრამ იმედგაცრუებას იღებს; ნუგეშს, საკუთარ ადგილს, დასაყრდენს, თავშესაფარს რომ ეძებს, მაგრამ მარტოობას, უნუგეშობასა და უსამშობლობას პოულობს და მერე... ცეკვავს... ცეკვავს გველებთან... ცეკვავს მგზნებარედ... სამშობლოში დაბრუნების იმედით...
    22
    ჰემი, ჩემი ნახევარი
    ავტორი: ცირა ტურაშვილი   ჰემი, ჩემი ნახევარი - რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა, მარტოხელა დედის და მისი შშმ შვილის ცხოვრების შესახებ, რომელიც სავსეა ტკივილით, იმედგაცრუებებით და დაუსრულებელი ბრძოლებით. რომანში მთელი სიცხადით არის გადმოცემული ქართული რეალობის სასტიკი ნიუანსები, რომელიც დაუნდობელია უფლის იმედად დარჩენილი ადამიანებისათვის. მთავარი პერსონაჟი ქალი ბევრჯერ ხდება ძალადობის მსხვერპლი, ბევრჯერაც დაეცემა და წამოდგემა, რათა უფრო ძლიერმა გააგრძელოს ცხოვრება შვილის უკეთესი მომავლისათვის. მის ყიველდღიურობას კი უფრო ართულებს გზას აცდენილი მეუღლე, თუმცა მაშინ როცა იგი ფიქრობს, რომ ყველა წვალება ფუჭი და ამაოა, მის ცხოვრებაში დგება ნამდვილი სიყვარულის ხანა, რომელიც ხსნად იქცევა უიღბლო ქორწინების შემდეგ. რომანს, გარდა შშმ ადამიანის მძიმე ხვედრისა, ასევე მეორე ხაზად მიჰყვება ირანელი ცოლ-ქმარის ცხოვრება და მოღვაწეობა თბილისში, რომელთა ბედიც ყველაზე საჭირო დროს დაუკაშირდება მარტოხელა დედის ყოველდღიურობას ;  
    15
    ჰერმესის დახლიდარები
    ავტორი: ქარდა ქარდუხი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი  
    11.95
    ჰოლივუდი ვაგონის კედელზე
    ავტორი: ეკა ქევანიშვილი   სურათის აღწერა – იყო ასეთ დავალება ჩვენს ბავშვობაში: სურათისთვის თვალი უნდა გაგვეშტერებინა და მასზე, რაც შეიძლება მეტი რამ დაგვენახა. ამ წიგნს თითქმის თვალდახუჭული ვწერდი – ძველი ალბომების შთაგონებით. თან ვფიქრობდი, რას ვხედავთ, როცა ბავშვობის ფოტოებს ვუყურებთ? განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბავშვობა სხვა საუკუნეში, სხვა წყობის ქვეყანაში დარჩა?   ნოსტალგიას, რადგან ჩვენი თავები გვენატრება? სინანულს, რომ თავისუფლება და სილაღე გვაკლდა? სევდას, რომ მთელი ეს წლები ოცნებებში გავიდა? როგორ შეიძლება სკოლის საკლასო ოთახად ქცეული ვაგონის კედელზე ჰოლივუდი გაჩნდეს? როგორ ვიყოთ განსხვავებულები, როცა ყველას ერთნაირად გვაცვია? როგორ დავიცვათ სიყვარული, რომელიც აკრძალულია?   ეს წიგნი, რომელშიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გიყვებით, მხატვრულიც არის და დოკუმენტურიც: არ შემეძლო დამევიწყებინა ის, რაც მოხდა. არ შემეძლო არ გამომეგონებინა, ის, რაც არ მოხდა.
    12.95
    „ბიჭო გოგიას“ შაშვი გალობს
    ავტორი: ნოდარ წულეისკირი   კრებულში შესული ნოველები წარმოადგენს მწერლის შემოქმედების კიდევ ერთ თემატიკას. ეს არის თანამედროვე სოფელი თავისი მცხოვრებლებითა და პრობლემებით. შეიძლება თავისებურად ჩაითვალოს ისიც, რომ ანტურაჟი შეცვლილია: კოლხურ-დასავლური გარემოს ნაცვლად თითქმის ყველა ნოველაში ჩვენ წინაშეა ქართლურ-აღმოსავლური მხარე. სოფელი დანახულია შიგნიდან, სიღრმიდან, გულისგულიდან. ნაჩვენებია ისე და ისეთად, როგორიც არის ამჟამად და, შესაძლოა, როგორიც იყო ყოველთვის: უშუალო, მოუხეშავი, მკაცრი და უაღრესად მიწიერი, ადამიანური.
    7.95
    „გოგლიმოგლი“ აფხაზურად
    ავტორი: გიორგი შერვაშიძე გამომცემლობა: ინტელექტი
    14.95