santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • უსართულო ამერიკა
    ავტორი: დავით ჩიხლაძე სერია: იკითხე ქართული XXI   დავით ჩიხლაძის "უსართულო ამერიკა" ამერიკაზე მოთხრობილი ისეთი შთაბეჭდილებებია, რომელთა გაცნობა მკითხველს ამ ქვეყანაზე კიდეც შეუქმნის და კიდეც შეუცვლის. გულწრფელი ინტერესი კი ის მოტივატორია, ავტორს მაღალსართულიან შენობათა ოთახებში, სართულთშორის სივრცეებში, სახურავებსა თუ სარდაფებში შესაღწევად და იქიდან ამბის გამოსატანად რომ უბიძგებს. ამდენად, თქვენ წინაშე ერთგვარი თხრობითი კალეიდოსკოპია, გამოგონილს კი არა, ნამდვილ, უეჭველ ამბებს რომ ირეკლავს.
    12.95
    უქარქაშო ხმლები ტ1
    ავტორი: ლევან სანიკიძე     ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო
    25
    უქარქაშო ხმლები ტ2
    ავტორი: ლევან სანიკიძე   ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო.
    25
    უცნობი ქარჩხაძე
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე გამომცემლობა: გია ქარჩხაძის გამომცემლობა ყდა: მაგარი  
    19.9
    სიახლე
    უხილავი თამაში
    ავტორი: მარი ბექაური როგორაა შესაძლებელი, ერთი ადამიანის გამონაგონი მეორე ადამიანის ცხოვრებაში რეალურად მოხდეს? დირექტორი და რედაქტორი სწორედ ამის გაგებას ცდილობენ და ამ მცდელობის პროცესში ეხებიან საიდუმლო ცოდნას, რაც ირაციონალურს რეალობად აქცევს, აუხსნელს კი – ჭეშმარიტებად. იქნებ „უხილავი თამაშის“ წესებიც ასეთია?
    11.9
    ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
    აკა მორჩილაძე დაიბადა თბილისში 1966 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა საქართველოს ისტორიას, მუშაობდა ჟურნალისტად რამდენიმე გაზეთში. გამოცემული აქვს 20-ზე მეტი წიგნი. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის 2003, 2005, 2006, 2008, 2012 წლებში პრემია „საბა” წლის საუკეთესო რომანისთვის. 2010 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მამლუქი”.
    10.9
    ფარშავანგი (ვითომ ისტორიული ამბავი)
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ფელინის ლოყა
    ავტორი: ირაკლი კვირიკაძე  ცნობილი კინორეჟისორის, გახმაურებული ფილმების – „ქვევრი“, „ქალაქი ანარა“, „მოცურავე“ – ავტორის, ირაკლი კვირიკაძის ავტობიოგრაფიული წიგნი „ფელი­ნის ლოყა“ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნოველებს აერთიანებს. კინოამბის­თვის დამა­ხასიათებელი ჟანრთა სხვადასხვაობა წიგნის დინამიკას კიდევ უფრო აძლიერებს – კომედია, დრამა, თრილერი, ტრაგიკომედია ერთმანეთს ენაცვლება...
    24.95
    ფერადი ქოლგები
    ავტორი: ამირან ფაჩუაშვილი     „ამირან ფაჩუაშვილი საკუთარ და, ამავე დროს, შენს ამბავს წერს. ეს წიგნი ჩვენი ამბავია, ჩვენი ქვეყნის – მისი აწმყოსა და მომავლის, მისი ბედის და უბედობის ამბავი. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ამბავი, მათი ტკივილისა და სიხარულის, კონფორმიზმისა და პროტესტის, შემგუებლობისა და ბრძოლის, სიძულვილისა და სიყვარულის, ნგრევისა და შენების ამბავი...   ამირან ფაჩუაშვილი წარმატებული იურისტია. არის სამოქალაქო აქტივისტი და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შესაძლოა რამდენიმე აქ გადმოცემულ სიუჟეტს რეალური საფუძველიც აქვს. ასე რომ არ იყოს, აქ მოთხრობილი ამბები ავტორს ისეთი ემოციით და სიზუსტით აქვს გააზრებული, იმგვარ პიროვნულ და სამოქალაქო პრიზმაში გატარებული და მერე უკვე ლიტერატურად ისე გარდაქმნილი, რომ ეს მხატვრული ტექსტები დოკუმენტური გგონია. თითოეული მათგანი ისეთი ცხადი და ნათელი, ისეთი ნამდვილი და ხელშესახებია, რომ ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ისინი ჩემს თვალწინ თამაშდება, აქ და ახლა ხდება. ხდება ქუჩაში, სასამართლოში, კლინიკაში, სახლში... ეს რეალური პროზაა, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, ნამდვილი „სამოქალაქო პროზა“.   ამირან ფაჩუაშვილის სამწერლო ენაც, ერთი შეხედვით, მარტივია, სახალხო და ყველასთვის გასაგები. ის არ საჭიროებს ზედმეტ სამკაულს, შელამაზებას და დატვირთვას. აქ არაფერია მეტაფორული და ორაზროვანი. ცხოვრებისეული სიმართლე მისი ლიტერატურული ენის მთავარი ღირსებაა, რაც დებიუტანტი ავტორის გულიდან მოდის და ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანის გულამდე მივა, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავენ“, – თეონა დოლენჯაშვილი.
    14.95
    ფერფლი
    ავტორი: თამარ ბართაია სერიის დასახელება ET CETERA თამარ ბართაიას მკითხველი იცნობს, როგორც წარმატებულ დრამატურგს. მისი პიესები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და დადგმულია მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე, მათ შორის, აშშ-ში (ნიუ-იორკი, ბროდვეი), დიდ ბრიტანეთში (ლონდონი, ედინბურგი) და სხვ.  გამოცემული აქვს პიესების რამდენიმე კრებული. არის დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემია, მათ შორის, ლიტერატურული პრემია „საბა“.      თავსდამტყდარი უბედურების გამო ახალგაზრდა ქალს ზურგს შეაქცევენ. მისი ოჯახის ტრაგედიის მიზეზიც ეს ინციდენტი ხდება. ქალი ცდილობს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას და თითქოს ახერხებს კიდეც, მაგრამ იმედგაცრუებების სერია არ მთავრდება, საბოლოოდ კი საკუთარ ქვეყნაზე განაწყენებული ემიგრაციაში მიემგზავრება, ეუფლება ახალ პროფესიას და საკმაოდ წარმატებული ხდება. მიუხედავად არაერთი მამაკაცისა მის ცხოვრებაში, გულში მხოლოდ ერთის სიყვარულს ატარებს. მისი ყოფა სავსეა მოულოდნელობებით, ბოლოს კი კვლავ არჩევანის წინაშე დგება...
    15.95
    ფეხბურთის მოთამაშე
    ავტორი: არჩილ ფირიაშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L  
    11.95
    ფოსტალიონი
    ავტორი: ბესო პაპასქუა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი სერია: რჩეული მოთხრობები სულაკაურის გამომცემლობა
    13.9
    ფსკერზე
    ავტორი: ანი ბალიაშვილი   "ფსკერზე" - ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავია _ მძიმე, ამაღელვებელი, დამაფიქრებელი. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც _ ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს _ და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?.. როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს.
    11.95
    ფსკერის სახარება
    ავტორი: ივა ფეზუაშვილი   „ფსკერის სახარება“, ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი, ბიბლიური სლენგით მოთხრობილი ჩვენი რეალობის ან ჩვენი შესაძლო რეალობის ანარეკლია – ამბავი, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავზე ფიქრს ყველაზე არაკორექტული კითხვით იწყებენ, რომელშიც სიმართლის ნახევარს ან ნახევრად სიმართლეებს ამბობენ, რომელშიც თბილისის მიწისქვეშეთს ქვემოთ კიდევ ერთი თბილისია – ფსკერი, საიდანაც ამოსვლა შეიძლება, გაქცევა კი არასდროს, რადგან მიწისქვეშეთიდან ამოსულებს პოლიციის მაღალჩინოსნები კიდევ უფრო ღრმა და უძირო ფსკერისკენ მიაქანებენ. „ფსკერის სახარება“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის პირველი წიგნია; რომანებისთვის „ბუნკერი“ და „მასკარაფონე“, 2022 და 2023 წელს ავტორმა პრემია „საბა“ მოიპოვა ნომინაციებში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ და წლის საუკეთესო რომანი.
    10.95
    ქალაქი და წმინდანები
    ავტორი: ცოტნე ცხვედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ქალაქი თოვლში
    ავტორი: ბექა ქურხული   ბექა ქურხულის ახალი პროზაული კრებული “ქალაქი თოვლში” ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ხუთ მოთხრობას აერთიანებს. პირველ მოთხრობაში “მკვლელი” ავტორი აფხაზეთის ომსა და ომის შემდგომ ქართველი მებრძოლებისა და პარტიზანების ცხოვრებასა და ბრძოლაზე მოგვითხრობს. მოთხრობაში აღწერილი რეალური ამბები იმ ზეგავლენას ასახავს, რომელსაც ომი ახდენს უბრალო ადამიანებზე, ქართველებსა და აფხაზებზე. ადამიანებზე, რომლებიც ომამდე ერთ მიწაზე ცხოვრობდნენ და საუკუნეების განმავლობაში საერთო სამშობლო და უახლოესი სისხლით ნათესაობა აკავშირებდათ. მოთხრობა “ქალაქი თოვლში” ახალგაზრდა ბიჭისა და გოგონას სიყვარულზეა, რომლებსაც 90-იანი წლების უშუქობისა და სიცივის მიუხედავად ათბობთ გრძნობა, რომელიც სამუდამო კვალს ტოვებს მათ ცხოვრებაში. მოთხრობის “სიზმრად ვნახე” გმირი უსინათლო ადამიანია. ასეთი ადამიანი ჩვენ გარშემო უამრავია, მაგრამ ჩვენ გვიჭირს მათი შემჩნევა. უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვუწვდით ხელს. მწერალი ცდილობს ჩაწვდეს იმ ადამიანის გრძნობებს, რომელიც დღის სინათლეს ვერ ხედავს. მოთხრობაში “საღამო” ავტორი იხსენებს სკოლის წლებს, მაშინდელ კოლორიტულ და მრავალეთნიკურ თბილისსა და მეგობრებს, რომელთა უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. დაბოლოს, მეხუთე მოთხრობა “მუსაქალი” ავღანეთში ნატოს მისიით წარგზავნილ ქართველ სამხედროებსა და მიმდინარე წელს განვითარებულ უახლეს მოვლენებზე მოგვითხრობს.
    15
    ქალაქი წყალზე
    ავტორი:  სალომე ბენიძე     "ქალაქი წყალზე" არის წიგნი ქალებზე, რომლებიც ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ და მაინც უამრავი საერთო აქვთ. შვიდი ქალი - ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა, მარია და, ბოლოს, ანა-ულრიკე - შვიდი დაუვიწყარი და შთამაგონებელი ამბავია სიყვარულზე, იმედზე, გამძლეობასა და გამბედაობაზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც აძლევს მათ ძალას, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გააგრძელონ გზა და იარონ მასზე კვლავ სიყვარულით, თავდაჯერებულად და, რაც მთავარია, საკუთარი განუმეორებლობის შეგრძნებით.
    17
    ქალაქურები. სოფლურები
    ავტორი: ბესო ხვედელიძე   "„სოფლურები“ და „ქალაქურები“ ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულია. ავტორი ჩვენზე, ჩვენს ყოფაზე - თანამედროვე და ოდნავ ადრეული პერიოდის ჩვენეულ ამბებს - გვიამბობს. სათაურიდანაც ჩანს, რომ მოქმედებები სოფლად და ქალაქად ხდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ამ ორი სივრცის კონტრასტულობას, პირიქით, ჩვენი რეალობა ერთიან პრიზმაში წარმოჩინდება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანებს ყველაგან - ქალაქად თუ სოფლად - მძაფრი ვნებები, ამბიციები, მისწრაფებები, სისუსტეები თუ სიღრმეები აქვთ... აი, გარემო კი, თუნდაც გეოგრაფიული, ამ ყველაფერს თავისებურ კოლორიტსა და სიმძაფრეს სძენს. ბესო ხვედელიძის მოთხრობების ეს კრებული ჩვენი რეალობის ანარეკლია, ოღონდ სრულიად განსხვავებული რაკურსით, თამამი, სარკაზმული მინიშნებებითა და დამაფიქრებელი პასაჟებით."
    12.95
    ქალი სხვა სამყაროდან
    ავტორი: თიკა-სვანიძე ვენკო   ერთი შეხედვით, შეუძლებელია, ყველაფერი ის, რაც მე შემემთხვა, ერთ – სიცოცხლეში ჩაეტიოს. დრო წუთებით, საათებით და წლებით კი არ იზომება, არამედ იმ გამოცდილებებით, შეგრძნებებით, შთაბეჭდილებე– ბითა და ამბებით, რომლებიც თავს გადაგხდა. ჩემ თვალწინ მსოფლიო ისტორიის, პოლიტიკის დიდი მოვლენები გათამაშდა. ვიცნობ და ვმეგობრობ იმ ადამიანებთან, რომლებიც თანამედროვე სამყაროს ქმნიან. გამოვიარე წლები, რომლებსაც ბევრი ვერ გაუ- ძლებდა, განსაცდელები, რომლებიც ადამიანების დიდ ნაწილს, დარწმუნებული ვარ, დანებებას აიძულებდა. საფრთხეს და გამოწვევებს არასდროს შევუშინებივარ. პირიქით, ყველა წინააღმდეგობა, რომლებსაც გადა- ძალას მმატებდა. ახლა ვხვდები, რომ ყველა- ფერი ეს უნდა მომხდარიყო, რომ, საბოლოოდ, ის ვყოფილიყავი, ვინც ახლა ვარ. ეს ჩემი ბედისწერა იყო ჩემი ბედისწერა იყო, რომ თიკა სვანიძე-ვენკო გავმხდარიყავი. თიკა სვანიძე–ვენკო
    17.95
    ქამელეონის ფერი
    ავტორი: მალხაზ ასლამაზიშვილი სერია: იკითხე ქართლი   საქართველოს სამხედრო გზაზე, თერგის პირას, დუქანში შეჩერებულ საფოსტო კარეტას საიდუმლო ტვირთი პეტერბურგიდან თბილისში მოაქვს. ასე იწყება წიგნი, რომელიც საუკუნის დასაწყისის თბილისში მომხდარ იდუმალებით მოცულ ამბებს გვიყვება. ""ქამელეონის ფერი"" რეჟისორისა და სცენარისტის, მალხაზ ასლამაზაშვილის სადებიუტო რომანია. ამ წიგნში ყველაფერია, რაც მას გატაცებით საკითხავად აქცევს - სიყვარული, ღალატი, მკვლელობები, მოხდენილი გამომძიებელი და არანაკლებ მოხდენილი დამნაშავეები.
    14.95
    ქამუშაძის გაჭირვება, პიესები ტ 2
    ავტორი: დავით კლდიაშვილი   დავით კლდიაშვილი არის ქართველი სახალხო მწერალი. იგი დაიბადა იმერეთში, გაღარიბებულ აზნაურთა ოჯახში. თავის ნაწარმოებებში ასახავდა იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრებას.
    25
    ქანაანის შვილები
    ავტორი: გაბრიელ ტანიე „თუ ამ წიგნის მომავალ მკითხველს დასაწყისიდანვე მოეჩვენება, რომ აშკარად უჩვეულო, უცნაური და განსხვავებული წიგნი აღმოაჩინა, სიამოვნებით დავეთანხმები და იმასაც სიამოვნებით გავიხსენებ, თუ როგორ გამახარა რამდენიმე წლის წინ თავად ამ წიგნის ავტორის აღმოჩენამ.  პირველად ადრე, ახალგაზრდობაში შევხვდით, როცა საქართველოში ჩვენსავით არეული დრო იყო. მაშინ მას სოსო გაჩავა ერქვა და ჯერ არავინ იცოდა, თუ როდის და როგორ დავლაგდებოდით და ისე დავწყნარდებოდით, რომ ნებისმიერ ჩვენგანს თვითონ გაეკეთებინა არჩევანი. მან თვითონ გააკეთა არჩევანი და სასულიერო პირი გახდა. წლების შემდეგ უკვე ფშავში ვნახე, ჩარგალში მოღვაწეობდა.   ხევსურეთში იმ ზაფხულს ისეთი სიტყვები მოვისმინე ხევსურებისგან (მისი სიყვარულის შესახებ), სულაც არ მიკვირს ამ წიგნის ყდაზე მისი ხევსურული ფსევდონიმი. ტანიე პატარა ტბის სახელია პირიქითა ხევსურეთში, რომელსაც გულის ფორმა აქვს. მამა იოსებს გულით უნდოდა, რომ არხოტამდე სამანქანე გზა გაეყვანათ (ბოლოს და ბოლოს) და XXI საუკუნეში მაინც არ დაგვეკარგა არხოტი და არხოტიონი – სწორედ ის თემი, ვინც საქართველოს ამდენი საუკუნის განმავლობაში, ასეთი სიყვარულით იცავდა.  მამა იოსების ეს წიგნიც, სინამდვილეში, სიყვარულის გამო, სიყვარულისთვის დაწერილი რომანია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის არა მარტო მწერალი, მხატვარიც არის და მგონი, ჩვენი ბებიებიც მართლებიც იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია და ამ წიგნის მკითხველებსაც, გაკვირვებასთან ერთად, დიდი სიამოვნებაც ელით“. (დათო ტურაშვილი) მართლმადიდებელი მღვდელი ჯდება და წერს რომანს, სადაც ნაჩვენებია მიანმარში ეთნიკური უმცირესობების დევნის ამბები. ეს იმისთვის, რომ ქართული ლიტერატურული პროცესიც დავინახოთ ამ კონტექსტში, და მგონი ძალიან საინტერესო ავტორია გაბრიელ ტანიე. (ზურაბ ქარუმიძე)
    26.95
    ქარავანი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   ქარავანი მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს უზომოდ სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და უზარმაზარ მასალას იძლევა ანალიზისთვის.
    27