santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ჰერმესის დახლიდარები
    ავტორი: ქარდა ქარდუხი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი  
    11.95
    ჰოლივუდი ვაგონის კედელზე
    ავტორი: ეკა ქევანიშვილი   სურათის აღწერა – იყო ასეთ დავალება ჩვენს ბავშვობაში: სურათისთვის თვალი უნდა გაგვეშტერებინა და მასზე, რაც შეიძლება მეტი რამ დაგვენახა. ამ წიგნს თითქმის თვალდახუჭული ვწერდი – ძველი ალბომების შთაგონებით. თან ვფიქრობდი, რას ვხედავთ, როცა ბავშვობის ფოტოებს ვუყურებთ? განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბავშვობა სხვა საუკუნეში, სხვა წყობის ქვეყანაში დარჩა?   ნოსტალგიას, რადგან ჩვენი თავები გვენატრება? სინანულს, რომ თავისუფლება და სილაღე გვაკლდა? სევდას, რომ მთელი ეს წლები ოცნებებში გავიდა? როგორ შეიძლება სკოლის საკლასო ოთახად ქცეული ვაგონის კედელზე ჰოლივუდი გაჩნდეს? როგორ ვიყოთ განსხვავებულები, როცა ყველას ერთნაირად გვაცვია? როგორ დავიცვათ სიყვარული, რომელიც აკრძალულია?   ეს წიგნი, რომელშიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გიყვებით, მხატვრულიც არის და დოკუმენტურიც: არ შემეძლო დამევიწყებინა ის, რაც მოხდა. არ შემეძლო არ გამომეგონებინა, ის, რაც არ მოხდა.
    12.95
    „ბიჭო გოგიას“ შაშვი გალობს
    ავტორი: ნოდარ წულეისკირი   კრებულში შესული ნოველები წარმოადგენს მწერლის შემოქმედების კიდევ ერთ თემატიკას. ეს არის თანამედროვე სოფელი თავისი მცხოვრებლებითა და პრობლემებით. შეიძლება თავისებურად ჩაითვალოს ისიც, რომ ანტურაჟი შეცვლილია: კოლხურ-დასავლური გარემოს ნაცვლად თითქმის ყველა ნოველაში ჩვენ წინაშეა ქართლურ-აღმოსავლური მხარე. სოფელი დანახულია შიგნიდან, სიღრმიდან, გულისგულიდან. ნაჩვენებია ისე და ისეთად, როგორიც არის ამჟამად და, შესაძლოა, როგორიც იყო ყოველთვის: უშუალო, მოუხეშავი, მკაცრი და უაღრესად მიწიერი, ადამიანური.
    7.95
    „გოგლიმოგლი“ აფხაზურად
    ავტორი: გიორგი შერვაშიძე გამომცემლობა: ინტელექტი
    14.95