santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • რასაც ყველა ვერ ხედავს
    ავტორი: ზაალ სამადაშვილი    „საღამოობით თუ ცნობისმოყვარეობით აღვსილი რომელიმე ბიჭუნა ჩემი ოთახის კარს არის აკრული, საკეტის ჭუჭრუტანაში იჭყიტება და ხედავს, ვინ მეცხადება სტუმრად ნავახშმევს, თამამად შეუძლია, იფიქროს, რომ მწერლად არის დაბადებული...“ – ზაალ სამადაშვილის ახალი კრებულის ერთი მოთხრობა სწორედ ასე სრულდება და თავადაც ცნობისმოყვარეობას გვიჩენს, ვინ ეცხადება მთხრობელს ისეთი, მისი დანახვა მწერლად დაბადებას რომ ნიშნავს?   პასუხისთვის კი მთელ კრებულს შემოგვაკითხებს, რადგან ის იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში გადმოცემული ამბებითა თუ ზღაპრებით ანდა შთაბეჭდილებებით წიგნების, კინოსა თუ ნახატების შესახებ მოულოდნელი, თუმცა კარგად ნაცნობი სტუმრების მთელ გვერდებს გვახვედრებს და მათი ახლიდან გაცნობის „მარადიულ დღესასწაულს“ გვაზიარებს.   შეყვარებული ბიჭუნა იქნება ეს, სატრფო წყალდიდობისას ნავით რომ მიაცილა სადარბაზომდე, თუ ანდრეი  ტარკოვსკი, რომლის ფილმმაც ორი ქუჩის ბიჭი დააძმობილა – კრებულის ყველა სახე ნამდვილია და იქნებ შეხვედრიხარ კიდეც, მაგრამ წიგნის გვერდებზე ისე ცოცხლდებიან, თითქოს იმთავითვე კარგი ნაამბობის პერსონაჟები ყოფილიყვნენ. და მართალია, კრებულის ყველა წამკითხველი ვერ იფიქრებს, მწერლად დავიბადეო, მაგრამ უთუოდ მიხვდებიან და ცხოვლადაც განიცდიან, რა არის ის, „რასაც ყველა ვერ ხედავს“.
    17.95
    რაღა დროს ტექნოა
    ავტორი: დავით ქაშიაშვილი     სიყვარულით აღარაფერს ვაკეთებთ...
    14.95
    რეკვიემი
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ ზაირა არსენიშვილის (1933-2015 წწ.) პირველი რომანია. მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საშინელი სტალინური რეპრესიებიდან თითქმის 25 წელია გასული. დადგა ე. წ. „ოტტეპელი“. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს, დაინახოს, როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება მეოთხედი საუკუნით ადრე, დიდი ტერორის დროს. იგი თვითმხილველთა მონაყოლით აღადგენს სურათს, რით სუნთქავდნენ ისინი, რა იმედებით ცოცხლობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უყვარდათ, როგორ სძულდათ…
    17.9
    რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე
    ავტორი:გოდე გორგილაძე   „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ ახალგაზრდა ავტორის, გოდე გორგილაძის პირველი კრებულია. კრებულში შვიდი მოთხრობაა გაერთი ანებული.   რა შეიძლება „გითხრას“ საკუთარმა სარეცხის მანქანამ, ციფრული ეკრანის საშუალებით რომ „გელაპარაკება“; როგორი „ცხოვრების აწყობას“ შეიძლება შეგპირდეს ტაქსის მძღოლი უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე; როგორ უნდა ვებრძოლოთ არაქნოფობიას, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მეზობელს, რომელიც ხმაურის გამო მუდმივად, და ხშირ შემთხვევაში, უსამართლოდ გვიჩივის; როგორია მშობლებისგან მოშორებით გატარებული სტუდენტური წლები და კიდევ რა განსაცდელი შეიძლება მოგევლინოს მაშინ, როცა საშინლად გეშინია მიცვალებულების, არადა, ღამით, ზამთრის თოვლიანი გზით გიწევს მეგობრის ბაბუისთვის განკუთვნილი კუბოს მიტანა – ამ და სხვა ამბებს ავტორი ლაღი, იუმორით გაჯერებული თხრობით გვიყვება.   თუმცა წიგნში მოთხრობილი ამბები მხოლოდ სახალისო არაა, მათში სევდაცაა გემოვნებით შეზავებული და ის სოციალური თუ კერძო პრობლემებიც კარგად ჩანს, რომელიც დღეს ახალგაზრდებს, სტუდენტებს აწუხებთ.
    14.9
    რომელი ხარ სარდაფსა შინა
    ავტორი: ლუკა ბაქანიძე სერია: იკითხე ქართული XXI   ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. "რომელი ხარ სარდაფსა შინა" მისი მეორე პროზაული კრებულია. ბაქანიძე დეტალების ავტორის - ის იმას ხედავს, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია; ის იმიტომ გიყვება, რომ უხილავი დაგანახოს. თან ამას სიყვარულით აკეთებს.. აქ გრძნობ იასამნის სურნელს, რომელიც სახლს გაგონებს, აქ ისევ სულს გიხუთავს პანდემიის შეზღუდვები, რომელიც თითქოს დაივიწყე. აქ შენც ისე ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს . აქ შენც ხვდები ბავშვობის მეგობრებს, თავად ბავშვებს, ბავშვივით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს, მეთევზეებს,მეთევზეებს _ ბავშვებს, ზრდასრულებს, მოხუცებს... არ ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში _ სევდის, სიყვარულის, პაწია დეტალების _ საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად. თამთა მელაშვილი
    12.95
    რომეო იცინოდა
    ავტორი: რატი რატიანი „რომეო იცინოდა“ ერთი უცნაური და დაუჯერებელი ბედის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე გვიყვება. განა რამდენ ტანჯვას გაუძლებს ადამიანი, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც სიცოცხლის გაგრძელება შეუძლებელია? მოთხრობების ორი კრებულის ავტორი, რატი რატიანი ამჯერად რომანით წარდგება მკითხველის წინაშე. „რომეო იცინოდა“ სასტიკი ტექსტია, რომელიც მკითხველს მზერას ისეთი რაღაცისკენ მიაპყრობინებს, რისი დავიწყება ან არდანახვა უნდა.
    11.95
    როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
    17.9
    სად ხარ ლაზარე
    ავტორი: ლუკა ბაქანიძე   როცა რუსული გვარი გაქვს და რუსის არაფერი გცხია,თანაკლასელები კი გემტერებიან,თითქოს შენ ბომბავდი მათ მიწას;როცა პირველად დათვრები და ვერც მიხვდები,კატას კუდზე დანას ისე დაუსვამ; გოგო,რომელიც გიყვარს,სულ ტყუილად გგონია პლანეტაზე ყველაზე მაგარი გოგო;როცა უცნობი ქალის გამო,ძლიერ ქარში ზღვის ნაპირას რომ ზის,ტალღებს ეძგერები შენი ნავიანად და როცა კიდევ ბევრი რამ ხდება შენ თავს ისეთი,შენი ბრალი რომ არის და თან არ არის,-მაშინ იწყებ ლაზარეს ძებნას და უხმობ:"სად ხარ,ლაზარე.აღსდექი მკვდრეთით,თორემ დამერხა"
    9.95
    სამი ქართული ამბავი
    ავტორი: გიორგი კალანდია სერია: იკითხე ქართული   ამ წიგნში მოთხრობილია ამბები სხვადასხვა სფეროში თავდადებით და უანგაროდ მოღვაწე ამ სამი გულმხურვალე ქართველისა, რომელთა კვალი ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
    12
    სამოთხიდან გაქცეულები
    ავტორი: ბექა ქურხული "სამოთხიდან გაქცეულები" ჩვენი ქვეყნის უახსელი წარსულის მხატვრული რეტროსპექტივაა. სამი მეგობრის ოდისეა სულისშემძვრელი ამბებით, სევდიანი, ზოგჯერ ტრაგიკული შინაარსით, იმ ეპოქის ფონზე იშლება, რომელიც ბოლომდე ჯერაც ვერ წაიკითხა და გაიაზრა ჩვენმა საზოგადოებამ
    24.9
    სამხრეთის უბანი
    ავტორი: მარი ბექაური   “ჩვენ არც დასავლეთი ვართ და არც აღმოსავლეთი. ვართ სამხრეთი. ხალხი არის სამხრეთელი…“ აქ, სამხრეთის უბანში, დენთის და პოეზიის სუნი ტრიალებს. როცა თბილისში ბავშვები ასფალტზე ცუდად დახაზულ კლასობანას თამაშობენ, მათი მამები აფხაზეთში, გაყიდულ ომში იბრძვიან.
    9.9
    სამხრეთული სპილო
    ავტორი: არჩილ ქიქოძე „სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია. მასში მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი თავის ბინას მეგობარს უთმობს. მეგობარი იქ საყვარელ ქალს უნდა შეხვდეს. თავად კი დროის გასაყვანად თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა. წიგნში კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია. ის მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია. ამასთანავე, პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება. არჩილ ქიქოძე რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორია. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები მიენიჭა. „სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის პირველი რომანია.
    15.9
    სანავარდო (დიდი უჟმური)
    ავტორი: დემნა შენგელია სერია: იკითხე ქართული   #იკითხექართული ეს სერია მრავალფეროვან, მდიდარ, ნოვატორულ ქართულ მწერლობას აერთიანებს. აქ შეხვდებით ავტორებს, რომელთა შემოქმედებაც დამსახურებულად იკავებს ადგილს ყველა წიგნის თაროზე, და იმ მწერ- ლებსაც, რომლებმაც შესანიშნავი ლიტერატურა შექმნეს, მაგრამ უსამართლოდ ჩაიკარგნენ დიდძალ თარგმანებსა თუ სხვადასხვა დროის აქტუალურ მიმდინარეობებში. ეს სერია მშობლიურ, ძვირფას, ძლიერ და შეუდარებელ ლიტერატურას შეკრებს და მკითხველსაც მის გარშემო გააერთიანებს – ის ხომ მათთვისაა, ვინც კარგად იცნობს ახალ და უახლეს ქართულ პროზას, და მათთვისაც, ვისთვისაც ქართული მწერლობა ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. #იკითხექართული და აღმოაჩინე ლიტერატურა, რომელიც ძვირფასია!
    16.95
    სანტა ესპერანსა
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    26.9
    სასაუზმე ,,ბუდაპეშტი"
    ავტორი: მიშა ბახსოლიანი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში  
    12.9
    სიახლე
    საქართველოს მოქალაქე
    ავტორი: დეისაძე ერეკლე რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს პოლიციელს მაშინ, როცა პოეტი ქუჩიდან განყოფილებაში მიჰყავს? რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ პოლიციის ამ განყოფილების უფროსი ამავე პოეტს სიკვდილამდე სცემს? იქნებ, პოეტს ის ქალი უყვარს, ვინც არ უნდა უყვარდეს? იქნებ ისე არ აცვია, როგორც საჭიროა? იქნებ ვინმე ისეთზე თქვა აუგი, ვისზე ხმის ამოღების უფლებაც არ ჰქონდა? იქნებ რაიმე ისეთზე დაწერა, რაზე წერაც არ შეიძლება?
    11.95
    საქართველოს სახელით
    ავტორი: ლაშა ბუღაძე   ლაშა ბუღაძის რომანი „საქართველოს სახელით“ 80-90-იანი წლების საქართველოს ავტობიოგრაფიაა. მთხრობელი ერთდროულად ავტორის პროტოტიპიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის საქართველოსიც. ის გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც როგორც ქვეყნის, ისე პირადად მის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა.  ავტორის ბავშვობას ემთხვევა თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული საქმე და ქვეყნის „ინტელიგენციის“ არაერთგვაროვანი რეაქცია ამ ამბებზე; რის შეეშინდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სიკვდილმისჯილების შეწყალებას ხელმოწერებით ითხოვდა; რა ხდებოდა ცენტრალური კომიტეტის მდივნის კაბინეტში 1989 წლის 9 აპრილის წინ; რის გამო შეიძულეს ხმათა უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი – ბავშვის მოგონებების პარალელურად, ამ ეპოქის ბობოქარ, ტრაგიკულ, ხმაურიან თუ მიჩქმალულ მოვლენებს სხვა პერსონაჟების პერსპექტივიდანაც ვხედავთ.  
    18.9
    საღეჭი განთიადები. უშაქროდ
    ავტორი: ზურა ჯიშკარიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    13.9
    საღმრთო ისტორია, მოთხრობები 1ტ
    ავტორი; იაკობ გოგებაშვილი  
    25
    სახლი არ შეიყვარო
    ეს წიგნი სახლებზეა, სადაც იატაკი ჭრაჭუნობს და ქარის დაბერვაზე ერთმანეთში იხლართებიან მოიისფრო ფარდები. სახლები დგანან და დგანან. ჩვენ კი გვგონია, რომ გავიქცევით, გადავიკარგებით და აღარასდროს დავბრუნდებით. გადავეჩვევით სახლებს, რომლებიც ხმებისა და მოგონებების მძევლებად გვაქცევს.   ამ სახლებშია ჩვენი სიცილი და გულისაჩუყება. აქ ნაწილებად ვიშლებით და მერე ისევ ვმთლიანდებით. ხან სულმოუთქმელად ავირბენთ კიბეს, ხან საბრალოდ მივჩანჩალებთ, რომ ქურთუკე- ბი მოვისროლოთ და ჩვენივე საკუთარ თავებად ვიქცეთ.   სახლის შეყვარება – ვეღარგადაყვარებაზე თანხმობას ნიშნავს.   და ჩვენ მაინც ყველას გვინდა სახლი, რომელსაც შევიყვარებთ.
    9.95
    სიზმრიდან გადმოსულები
    ავტორი: ბექა გელაშვილი „სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. როდესაც ჩვენი გეგმები სხვანაირად წარიმართება ხოლმე და იმედი გაგვიცრუვდება, ჩვენ ვიცვლებით. ვიცვლებით უარესობისკენ. ასეთ დროს, ჩვენი უარყოფითი თვისებები ჩვენს დადებით თვისებებს შთაქნთქავს. როცა ჩვენს თავსა და ცხოვრებაში ქაოსი იწყება, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებთ. ჩვენ ვეცემით, წამოდგომა ძალიან გვიჭირს, ვბოროტდებით და სხვას ვაყენებთ ზიანს. მაშინ, როდესაც ჩვენი იმედი ყინულივით ცივია და ჩვენი ღმერთი სხვა ენაზე საუბრობს, მაშინ, როცა ჩვენი რეალური სახე გამოგონილი სახის უკან იმალება, სწორედ მაშინ, ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც თავისი სითბოთი და სიყვარულით ჩვენს გაქვავებულ გულებს პირვანდელ სახეს უბრუნებს.“ - წიგნი მოგვითხრობს ბიჭის შესახებ, რომელიც ბედისწერის თუ უბრალო შემთხვევის შედეგად შეხვდება გოგონას, რომელიც მის რთულ და პრობლემებით სავსე ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს და სიზმარში ამოგზაურებს. გამორჩეული წყვილის სიყვარულს და ბედნიერებას წინ აღუდგებიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს ბედნიერების საშუალებას არ აძლევენ.
    15
    სიკვდილთან დიალოგი
    ავტორი: ვაკო დარჩია გამომცმელობა: წიგნი+ ერი ყდა: რბილი
    15
    სიკვდილის ლურჯი ეკრანი
    ყველაფერი „პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ“ იწყება… ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, „იჭედება“ და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა. დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს. ეს სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც შეცვალოს.
    11.9
    სილვერი
    ავტორი: ლადო კილასონია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9