santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ნუ მოკლავ დაღლილ ანგელოზს
    სოლომონ ნერგაძე, არის პავიას უნივერსიტეტის მოლეუკური ბიოლოგიის ასისტენტ პროფესორი, რომელიც ქართულ-იტალიურ საზოგადებაში ცნობილია, არა მხოლოდ, როგორც პროფესიონალი ფიზიკოსი, ასევე ბრწყინვალე ლიტერატორი. გამოქვეყნებული აქვს: 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია ინგლისურენოვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; 100-ზე მეტი ბეჭდური წარდგენა საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების გამოცემაში...
    14
    ოდისევსის სინდრომი
    ავტორი: ნანი მანველიშვილი   სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L
    12.95
    ოკრიბის ღმერთი
    ავტორი: სოფიო კუბლაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი
    14.95
    ომობანა
    ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი   "ბასა ჯანიკაშვილის რომან ""ომობანას"" 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომი გასდევს მთავარ თემად. სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, სოფელში დასასვენებლად წასული ერთი ჩვეულებრივი ოჯახიც ფრონტის ხაზს ემსგავსება, სადაც ომს ცოლ–ქმარი – ვერა კეკელიძე და გურამ დარჩია წარმართავენ. მათი შვილი ნასროლი კენჭით რუსულ ავიაგამანადგურებლებს აფეთქებს, ხოლო ჩამოცვენილ რუს მფრინავებს ოჯახი დახვრეტას უპირებს, თუმცა მანამდე ქართული სტუმართმოყვარეობითა და გულთბილი მასპინძლობით აკვირვებს. რომანის სიუჟეტში ხშირად იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. მკითხველი თავად აირჩევს, რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები გახდებიან თუ – კომპიუტერული თამაშის გმირები."
    6
    ომს - მშვიდობა
    ავტორი: ბესო ხვედელიძე   ,,აფხაზეთის ომში კალმით ხელში ვარ ნამყოფი და კრებულსაც ერთ-ერთი მოთხრობის სათაური დაერქვა - ,,ომს - მშვიდობა“ ბესო ხვედელიძე მოთხრობების ახალ კრებულს თავის გარდაცვლილ მეგობარს, ირმა კახურაშვილს უძღვნის. წიგნში შესული ექვსივე მოთხრობა საუკეთესო მეგობრების გახსენებაა.
    21
    ომში, როგორც ომში
    ავტორი: მამუკა ხერხეულიძე   მამუკა ხერხეულიძის ლიტერატურული ტექსტები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, გამოცემულია კრებულიც – „კავკასიური ქრონიკა“. „ომში, როგორც ომში“ მისი პირველი წიგნია, რომელშიც მოთხრობებთან ერთად პუბლიცისტური ესეებიც შევიდა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბები XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში ხდება. საქართველოს უახლესი ისტორია, პრობლემები, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას და უცხო არავისთვისაა, შეულამაზებლად არის აღწერილი. ავტორი არც მწვავე შეფასებებსა და დასკვნებს ერიდება; ომში ისე იქცევიან, როგორც ომში, ანუ – ბრძოლა გრძელდება.
    7.9
    ორ ზღვას შუა
    ავტორი: მარი ბექაური   ორ ზღვას შუა იყო ერთი პატარა ქვეყანა, სადაც დიდსა თუ პატარას ერთმანეთთან კამათს და ლაზღანდარობას არაფერი ერჩივნა. კამათობდნენ და ოხუნჯობდნენ ყველაფერზე, მათ შორის, მათთვის სრულიად უცნობ საკითხებზეც. ხშირად ისე გაცხარდებოდნენ, საქმე ერთმანეთის ლანძღვა-გინებამდეც მიდიოდა. მოკლედ, ამ ქვეყანაში დიდად ტაშფანდურა ხალხი ცხოვრობდა. ცხადია, ასეთ უცნაურ ხალხს ამბებიც საარაკო გადახდებოდა ხოლმე. ზოგი თავად იყო ამ ამბების შემოქმედი, ზოგიც მათში უნებურად ეხვეოდა
    11.9
    ორი ლაზარეს ამბავი
    ავტორი: ირაკლი უგულავა ფეოდალურ ხანაში მეფის ძალაუფლების და სიმდიდრის ჩასაგდებად ბევრი ინტრიგა იხლართებოდა სამეფო კარზე, ამის გამო კი შეიძლება სამეფო ოჯახიც კი გაემეტებინათ სასიკვდილოდ. ასე მოექცა მანუჩარ ერისთავი სამეფო ოჯახს, მაგრამ ამ დროს უფლისწული სიკვდილს გადაურჩა. ალბათ, საინტერესოა, როგორ? ჯერაც ჩვილი უფლისწული მკვლელებს შეთხვევით დაუსხლტა ხელთ. სიჩქარითა თუ დაუდევრობით ბავშვი ცოცხალი დარჩა. პატარა ბიჭის დანახვამ მანუჩარის ერთგულ ლაზარეში თანაგრძნობა გააღვიძა, მან ბატონის ერთგულებაზე უარი თქვა, მოვალეობაზე მაღლა მორალი დააყენა და უფლისწული უსაფრთხო ადგილას განარიდა. გადარჩენილ ბავშვს თავისი სახელი დაარქვა და აქედან დაიწყო ორი ლაზარეს ამბავიც. შეიტყობს თუ არა პატარა ლაზარე სიმართლეს? დაიწყებს თუ არა სამეფო ტახტისთვის ბრძოლას? ამას მკითხველი თავად ნახავს.
    18
    ორი მთვარის ამბავი
    ავტორ: ბექა ქურხული   რომანი „ორი მთვარის ამბავი“ წარმოადგენს ერთი გვარის ამბავს, რომელიც ლეგენდის თანახმად ტბაში ბინადარი ალისაგან წარმოიშვა. რომანის ნარატივი ისეთივე არეული და წყვეტადია, როგორც საქართველოს ისტორია საერთოდ: რომანი ეპიზოდებად ვითარდება, სადაც მამა-პაპათა და შვილთაშვილთა ამბავი, დიალექტი და თბილისური სლენგი ერთმანეთში გადადის. ეს არის საგა, რომელშიც გასაბჭოებამდელ, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდების აბსურდულ კარუსელში ძველი და ახალი თაობები კარგავენ და ხელახლა პოულობენ ერთმანეთს და ყველაფერი თავიდან იწყება.
    16.7
    ორპირი თბილისი სტოკჰოლმი
    ავტორი: ზურა ოდილავაძე
    9.9
    ოსტატთან შეხვედრა
    ავტორი: ზაალ სამადაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი
    9.95
    პატარა ქვეყანა
    ავტორი: ლაშა ბუღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    15.9
    პენელოპე. მგზავრი
    ავტორი: შორენა ლებანიძე გამომცემლობა: არტანუჯი
    11.7
    პეპი სამხრეთის ზღვაში (7-8 წლიდან)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    8.9
    პერსონალური ქრისტე
    ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი  
    15
    პიესები, ლექსები, წერილები ტ4
    ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი  
    25
    პირველად იყო... ლაქა
    ავტორი: ია ანთაძე   „როდის გადაიქცევა ხოლმე ადამიანი დრაკონად? გადრაკონების ერთი გზა ზუსტად ვიცი – როცა ადამიანი ბოროტად სარგებლობს სხვა ადამიანების ნდობით. ეს არცთუ იშვიათად ხდება. ეს ბევრჯერ მოხდა ჩვენ თვალწინ. ასე მგონია, მიზეზიც ვიცი: გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად ადამიანებს აღვიქვამთ, როგორც საკუთარი გარემოს ნაწილს. ცენტრში ჩვენ ვართ, ისინი კი ჩვენ ირგვლივ მიდი-მოდიან. ზოგი სიმპათიურია (ჩვენთვის!), ზოგი უსიმპათიო (ისევ ჩვენთვის!); ერთი მათგანისგან უსიამოვნებებს უნდა ველოდეთ, მეორისგან – არა; ერთი ჩვენს თანამოაზრედ მიგვაჩნია, მეორე – არა. ეს არის ხშირად შეფასების კრიტერიუმი – ჩვენი პირადი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. შესაბამისად, მეორე ადამიანი არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ მას ვხედავთ; საჭიროა, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება, ან მავნეა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვისაა მავნე.   ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ადვილია გადრაკონების გზაზე შედგომა, თუკი მუდმივად ფხიზლად არ იქნები და მუდმივად საკუთარ თავს არ შეახსენებ, რომ ადამიანები არსებობენ თავისთავად, ჩვენგან და ბლოგისგან დამოუკიდებლად. მათ უფლება აქვთ, იცხოვრონ ჩვენ მიღმა ან ჩვენ წინააღმდეგ.“ (ავტორის წინასიტყვაობიდან)
    9.9
    პირველი ორი წრე
    ავტორი:ნაირა გელაშვილი სერია: იკითხე ქართული რა ხდება მაშინ, როცა ვინმე იმისაგან განსხვავებულად აღწერს სინამდვილეს, როგორც ჩვენ ის წარმოგვიდგენია? ვბრაზდებით თუ ვცდილობთ, განსხვავებულში სიმართლის მარცვალი მაინც დავინახოთ და მერე ეს ყველაფერი ისევ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ? რომანიდან ჩანს, რომ სინამდვილის ამა თუ იმ ინტერპრეტაციაზე გაბრაზებაც კი უკვე სინამდვილის გააზრებაა. და ეს უკვე კარგია, რადგან რეალურად კატასტროფა სინამდვილეზე ურეაქციობას, სინამდვილის გაუაზრებლობას და მის აუთვისებლობას მოსდევს და ისტორიაში თუ თანამედროვეობაში, ასე, გაუაზრებლად დატოვებული ნებისმიერი მოვლენა მერე სასტიკად იძიებს შურს ჩვენსავე მომავალზე. ამიტომაც, სხვა ყველა ღირსებასთან ერთად, ნაირა გელაშვილის „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ იმით არის უმნიშვნელოვანესი რომანი, რომ საქართველოს უახლესი წარსულის სიღრმისეული გააზრების მცდელობას წარმოადგენს. გიორგი ლობჟანიძე
    22.95
    პოეზია
    ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    18.9
    პოემები
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: მინი წიგნების კოლექცია პოემები: გიგლა; მოხუცის ნათქვამი; გოგოთურ და აფშინა; ალუდა ქეთელაური; კოპალა; ეთერი; დაჭრილი ვეფხვი; ბახტრიონი; ანნა-ბულბული; მეჯლისი ლომისა; სტუმარ-მასპინძელი; ხის ბეჭი; ივანე კოტორაშვილის ამბავი; სისხლის ძიება; ჰაოს და ქართლის; აბუნდი; ნანგრევთა შორის; ბრძენი ვირი; გველის-მჭამელი; ძაღლიკა ხიმიკაური; ღილა და კვირისა; ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი; მანდილი;
    14.95
    პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა
    ავტორი: ლაშა ბუღაძე   „ბუღაძის „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ პირველი ქართული თანამედროვე პიესაა, რომელიც ლონდონის თეატრ „როიალ ქორთში“ დაიდგა. ეს აბსურდული, სატირული კომედია შავი იუმორითაა გაჯერებული და სიმხდალისა და ძალაუფლების შესახებ მოგვითხრობს“
    5.9
    პროზა, პოეზია, წერილები
    ავტორი: გოდერძი ჩოხელი   სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  წიგნში შესულია რომანი ,, ადამიანთა სევდა"; მოთხრობები; ლექსები და წერილები.
    23.95
    პუბლიცისტიკა
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე როდესაც მწარე არჩევანის წინაშე აღმოვჩნდებით (ალბათ აღმოვჩნდებით) – ან კვლავ რუსეთის პოლიტიკური ხელდებული გავხდეთ, ან შიმშილით დავიხოცოთ, ან სამოქალაქო ომმა მოგვიღოს ბოლო – ეჭვი არ მეპარება, უწინარეს ყოვლისა იმას შევაქცევთ ზურგს, ვინც ამ არჩევანამდე მიგვიყვანა. ოღონდ ამას უკანასკნელ წამს ჩავიდენთ, ხოლო მომდევნო წამს ძველებური გულარხეინობით ჩავაბარებთ მართვის სადავეს იმავე მორალის მემკვიდრესა და ახალი ბუტაფორიის მშენებელს, რომელიც ჰორიზონტზე უკვე მოჩანს (სახელიც უკვე ჰქვია); იმიტომ, რომ ჩვენ, ასეთი ამაყი და თავმომწონეები, სინამდვილეში სათამაშო კამათელი გამოვდექით – საითაც გაგვაგორებენ, იქით გავგორდებით და, რამდენ პროცენტსაც შეგვიკვეთავენ, იმდენ პროცენტზე „დავჯდებით". ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მივხვდებით, რომ ჩვენ გაქნილ (თუნდაც ბრძნულ) პოლიტიკაზე უფრო ზნეობრივი მაგალითი გვჭირდება და საარჩევნო აქცენტიც, შესაბამისად, ზნეობრივ მაჩვენებლებზე უნდა ავიღოთ." ჯემალ ქარჩხაძე, 1993 წლის 10 მარტი   წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988-1998 წლებში გამოქვეყნებული იყო ქართულ პრესაში. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, ზოგადად, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ასევე ქართული საზოგადოების კვლევას და, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზს.
    15.9
    ჟაკლინი
    ავტორი: ლელა ლაშხი გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა ჟაკლინმა ცხოვრება თავის სურვილებთან ბრძოლაში გაატარა. წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, საკუთარი თავის ძიება და მიღება – ყოველივე ეს ხანგრძლივი, და ხშირად ძალზე მტკივნეული პროცესია. „ჟაკლინში“ აღწერილი ამბები თითქოს ხელშესახებია, ნამდვილი. მთავარი გმირის მსგავსად, ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც მოუნდომებია საკუთარი თავის გაცნობა, ის კი სრულიად უცხო აღმოჩენილა
    11.9