santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • სილვერი
    ავტორი: ლადო კილასონია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    სიმშვიდის იმიტაცია
    ავტორი: ლიკა ჭელიძე   „ლიკა ჭელიძის „სიმშვიდის იმიტაცია“ ძალზე შთამბეჭდავი მინირომანია. ტექსტი კი შთაბეჭდილებას უპირველესად იმით ახდენს, რომ ავტორს არ ეშინია, იყოს სერიოზული ჩვენს ყოვლად არასერიოზულ ეპოქაში. ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ნიშანი  ხომ ისიცაა, რომ სენტიმანტალიზმის დამტვერილ აბლაბუდაში გახვევის შიშით, სერიოზულ გრძნობებზე სერიოზულად წერას ვერიდებით და ვცდილობთ, ამ ყველაფერზე სარკაზმით თუ არა, ირონიით მაინც ვისაუბროთ, თითქოს ვებოდიშებოდეთ მკითხველს: უი, არა! სინამდვილეში სულაც არ განგვიცდია ის, რაც განვიცადეთ! ნერვი სადღა შეგვრჩა, რომ ახლა ჩვენს დაწერილ თხზულებებში იგრძნოთ იმისი ფართქალი?!    ლიკა ჭელიძე ამის საპირისპიროდ იქცევა და თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ თავისი ცხოვრების მთავარ წიგნს წერს და ამ წიგნის ავტორს სულაც არ ეშინია ნაოჭების, რადგან ერთადერთ კატასაც კი, თავად წიგნის დასაწერად გაქცეული, მეზობელს უტოვებს.   ჩემთვის ძნელია იმის განსაზღვრა არის თუ არა „სიმშვიდის იმიტაცია“ ლიკა ჭელიძის მართლაც ცხოვრების წიგნი. უფრო მეჩვენება რომ ამ წიგნში ჯერ მხოლოდ იწყება ის მთავარი მოტივები, რაც შემდეგ მართლა დიდ ნაწარმოებში უნდა გადამუშავდეს საბოლოო ფორმის მიცემამდე. ის კი არა, წიგნის ჟანრის განსაზღვრაც ძნელია, რადგან ეს გამორჩეული თხზულება, რომელიც ამ მცირე ოპუსის დასაწყისში მინირომანად მოვიხსენიე, სინამდვილეში, პატარ-პატარა ესკიზებისა და ჩანაწერების, მშვენიერი ნოველებისა და მოთხრობების კრებულია, ოღონდ რახან ამ ყველაფერს კრავს მკაფიოდ გამოკვეთილი იდეურ-ემოციური ხერხემალი, მთელი ტექსტი ურღვევ მთლიანობად აღიქმება და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩანაწერიდან ჩანაწერში გადადის ერთი და იგივე თემა, მოტივი თუ საფიქრალი.   ყოველ შემთხვევაში, ამ წიგნით ლიკა ჭელიძე უკვე მხატვრული ფსიქოლოგიზმის ნამდვილ ოსტატად გვევლინება და ხშირად ყოვლად ბანალურ ცხოვრებისეულ განცდებსა და სიტუაციებშიც კი ახერხებს მწერალი, სრულიად ახლებურად განგვაცდევინოს ეს შეგრძნებები და დაგვანახოს აღნიშნული სიტუაციები. ეს კი იმის გამო ხდება, რომ, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, მას არც განცდებისა ეშინია და არც ამ განცდათა გამო გაჩენილი ნაოჭების. სხვათა შორის არც იმისა, რომ ეს ნაოჭების არად ჩაგდება, საკუთარი ნაოჭების არშეშინება სულ სხვა ეპოქისა და ხელოვნების სხვა სფეროს, სხვა ქვეყნის ყველაზე კაშკაშა ქალბატონსაც გაგვახსენებს – ანა მანიანის, რომელიც ასევე არ მალავდა თავის ნაოჭებს, რადგან ძალიან ძვირად, მთელ ცხოვრებად უღირდა ისინი. და იქნებ, არც მწერლის ეს მინიშნება იყოს შემთხვევითი. ლიკა ჭელიძის ამ წიგნში აშკარად არის რაღაც მანიანსეული თუ იტალიური კინოს კრიტიკული რეალიზმისათვის დამახასიათებელი. მე უკვე ვიცი, რაც: სინამდვილისა და პერსონაჟების, საერთოდ, ადამიანებისა და გარემოს დიდი სიყვარული“, – გიორგი ლობჟანიძე. 
    14.95
    სისულელის ტრაქტატი
    ავტორი: გაგა ნახუცრიშვილი   რა არის ეს დღიურები? ჩანაწერები? მემუარები ხომ არა და არა... ალბათ, უფრო იმ წუთების, დღეების, იმ დროის მოხელთება, რომელმაც ცხოვრება, თავისი სირთულეების მიუხედავად, მაინც სამუდამოდ დაამშვენა და რომელსაც ახლა წარსული ჰქვია. ამ კრებულში იმ დროის ამბავია, რომელშიც, როგორც თავად ავტორი ამბობს: სამუდამოდ დამთავრდა რაღაც 90-იანების მცხუნვარე სევდა თავისი განუმეორებელი ადამიანებით, მოვლენებით, ისტორიებით; ბავშვობის მძაფრი შთაბეჭდილებები მომდევნო წლების მსაჯულები; სიყვარულის ამბები ყველაზე კაცური საქციელებითა და დიდი ნაღველით ამ ყველაფერს, არ დაგავიწყდეთ პოეტი ყვება, ვისი ცხოვრებაც წარმოუდგენლად ჰგავს თავისივე პოეზიას და, პირიქით. ეს მსგავსება წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
    6.7
    სისხლში მოცეკვავე
    ავტორი: ქეთი იმერლიშვილი; ვახტანგ ხარაშვილი "სისხლში მოცეკვავე"დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია, რომელშიც იძიებენ ახალგაზრდა ქართველი ბალერინის, ლიზა მეტრეველის მკვლელობას. მოქმედება ორ ქვეყანაში -აშშ-ში და საქართველოში ხდება.გამოძიებას ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი და პარალელურად, სტუდენტები, ნიკა ხურცილავა და ფაბიანა ვერდინო ატარებენ. იდუმალებით მოცული მკვლელობა საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ დასრულდება გამოძიება.
    10
    სიცოცხლის ამბავი
    ავტორი: დავით ხარატიშვილი   ერთ-ერთი თამამი ნაშრომია ქართულ მწერლობაში. აღმოსავლეთში მას, ახალ ბუდას, ან უფრო მოკრძალებით გასხივოსნებულსაც კი უწოდებდნენ. ნაწარმოები იმდენად ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეიცავს, რომ მკითხველს დაამუნჯებს, უამრავ საფიქრალს გაუჩენს და თავიდან დააფიქრებს სიკვდილ-სიცოცხლის რაობაზე. წაიკითხავთ ამ წიგნს და იტყვით, რომ სიცოცხლე, ისევე როგორც სიკვდილი - მშვენიერია. უბრალოდ, უნდა მიხვდეთ, რომ ეს მუდმივი წრებრუნვაა, სამყაროს მარადისობის კანონი.
    46.9
    სკანდარა და სხვა მოთხრობები
    ავტორი: ბექა ქურხული მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო – სხვა საქართველო – ესაა ბექა ქურხულის მოთხრობების მთავარი ღირსება. ის, რაც მაშინვე, ზედაპირზევე ჩანს.კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თვისება ამ წიგნისა ის არის, რომ შიგნით ბევრი მოძრაობაა, მიწყდომ-მოწყდომა, კაცის გულისა და ბედის აფეთქებები, დინამიკა და „დრაივი“. ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია...
    12.9
    სოლომონ ისააკ მეჯღანუაშვილი
    ავტორი: ლავრენტი არდაზიანი   ეს პატარა წიგნი პირველ რიგში მთხრობელის გამო არ მა- ვიწყდება არასდროს. მისი განსაკუთრებული ხმა, ინტონაცია და დაუჯერებელი სიზუსტე თუ თანმიმდევრულობა ყველასგან გამოირჩევა. ჩვენში იშვიათად წერენ და ჰყვებიან ამბავს ასე. კვაჭიც კარგი მთხრობელია, გივი შადურიც, ბევრი სხვაც, მაგ- რამ ასეთი გამოკვეთილი, არტისტული, გულახდილი და დრა- მატული ხმა იშვიათია, თან ის ერთ-ერთი პირველია, ყველა დანარჩენი კი ქართულ პროზაში მისგან მოედინება. ჩემი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ წლების მანძილზე თხრობის ხერხებს (სხვანაირად რომ ვთქვათ, ნარატოლოგიას) ვუტრიალებდი, არამედ ისიც, რომ ეს გარდამავალი პერიოდის ენა და მეტყველება, გადმოცე- მული ამბავი, საზოგადოება, სიტუაცია ყოველთვის მიტაცებდა და აქ ჩემი სხვა ინტერესიც იჩენს თავს – ქალაქური, გნებავთ, ზოგადად, ურბანული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი თბი- ლისური, რომელიც იოანე საბანისძიდან და აბო თბილელი- დან იწყება და დღემდე ივსება აქტუალური ტექსტებით. „სო- ლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ ერთ-ერთი ასეთი ცოცხალი, ეპოქის, დროის ნიშნებით სავსე ტექსტია, უფრო სწორად, გარდამტეხი ტექსტი, ტექსტი-სამანი.
    22
    სიახლე
    სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის
    ავტორი: კოკა ქამუშაძე   კოკა ქამუშაძის მეორე რომანი „ვეფხისტყაოსნის“ უკუწერის პოსტმოდერნისტული მცდელობაა. აქ ყველაფერია, რაც პირველწყაროში მკითხველს იზიდავს – დიდი სიყვარული, ერთგული მეგობრობა, თავდადებული ბრძოლა და უჩვეულო თავგადასავალი. თუმცა, რამდენად შესაძლებელია თანამედროვე ადამიანი მიუწვდომელ მაგალითად დარჩეს? უყვარდეს, მაგრამ არ უღალატოს; ემეგობროს, მაგრამ არ აწყენინოს; გასცეს, მაგრამ არ  წაართვას. კოკა ქამუშაძე ამ კითხვებზე პასუხების საძებნელად მკითხველს პერსონაჟებთან ერთად ფანტასტიკურ სამყაროში ამოგზაურებს.
    16.9
    სპაზმები ჩვენი უცედველობა, მამავ...
    ავტორი: ზურა მესხი   24 წლის წინ თბილისის ლიტერატურულ სივრცეში მეტეორივით გაიელვა ზ უ რ ა  მ ე ს ხ ი ს სახელმა და გაქრა: 1998 წელს გაზეთ „ალტერნატივაში“ გამოქვეყნებულმა, სწრაფად გახმაურებულმა მოთხრობამ „სპაზმები“ საზოგადოებას სახეში სილა გააწნა: დაუნდობლად დაუყენა თვალწინ არა მხოლოდ სიბნელესა და სიცივეში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იდეალების სასაფლაოზე უპატრონოდ დაყრილი მოზარდების განწირულება. ამაო გამოდგა უცნობი ავტორის ძებნა: მისი ვინაობის დადგენის მცდელობები კვალს უარესად აბუნდოვანებდა. ზოგნი მოთხრობას ერთ-ორ ცნობილ მწერალს მიაწერდნენ, ზოგი ირწმუნებოდა, რომ ავტორი მკვდარი იყო. და აი, 6 წლის შემდეგ, 2004 წელს, ისევ გაიელვა უკვე მითურმა ზურა მესხმა მცირე ზომის რომანით „... ჩვენი უცოდველობა, მამავ...“ და აქ უკვე გაწყდა ერისა და ბერის მოთმინების ძაფი: მავანნი ავტორის ანათემაზე გადაცემასაც კი მოითხოვდნენ, ზოგი მედიაც მუქარით იქნევდა თითს. მაგრამ ავტორი არ ჩანდა... რადგანაც დღემდე არც ერთ მწერალს არ განუცხადებია საჯაროდ, რომ „ზურა მესხი“ მისი ფსევდონიმია, გამომცემლობაც, რომელიც მის ორივე ნაწარმოებს ერთად გთავაზობთ, საიდუმლოს საიდუმლოდ ტოვებს. წიგნს დართული განხილვები და რეცენზიები კარგად აჩვენებს ორივე ნაწარმოების ღრმა სიმბოლურობას, რაც მათ მკვეთრად განასხვავებს დღეს მომძლავრებული ლიტერატურული ნატურალიზმისა თუ დამთრგუნველი სოციალური რეალიზმის ფორმებისაგან.
    20.95
    სურამის ციხე
    ავტორი: დანიელ ჭონქაძე მოთხრობას საფუძვლად დაედო თქმულება სურამის ციხის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სურამის ციხის კედელში ჩაყოლებულია დედისერთა ვაჟი ზურაბი.ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი. პირველი 1922 წელს გადაიღო რეჟისორმა ივანე პერესტიანმა, მეორე 1984 წელს გადაიღო სერგო ფარაჯანოვმა.
    22
    სუფთა ფურცელი
    ავტორი: ნანა აბულაძე; ნინი ტაბლიაშვილი; ოლანი ბიწაძე; ერეკლე გოგიშვილი; გვანცა გუბელაძე; ნანი მანველიშვილი; მარიამ სამხარაძე; ნათია შაორშაძე; სალომე ჭიჭინაძე ადამიანები, რომლებმაც მხატვრული ტექსტები აფხაზეთის თემაზე შექმნეს, ომის შემდეგ არიან დაბადებულნი. დაბადების თარიღით ისინი იმთავითვე უსწრებენ ტრამვებით, წყენით, ბრაზით ჩაკირულ წარსულს და ფლობენ თანდაყოლილ შესაძლებლობას, გაარღვიონ ძველი უნდობლობით ჩაკეტილი წრე. დღეს მათ შეუძლიათ ილაპარაკონ თავისუფლად, ლაღად, თავსმოხვეული სტერეოტიპების, პოლიტიკისა და ლოზუნგებად ქცეული ფრაზების გარეშე. მათ ხელეწიფებათ თქვან ის, რისი თქმაც უჭირს ომგამოვლილ, მწარე მეხსიერებით დაღდასმულ, დანაღმულ და დამძიმებულ ადამიანს. ავტორებში, რომლებიც ახალ თაობას წარმოადგენენ, წარსული და მომავალი ხომ ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი წონასწორობით თანაარსებობს. ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორია აფხაზეთი მათ ცნობიერებაში, სად არის, რა ადგილი უჭირავს ახალი აზროვნების სივრცეში, გონებისა და გულის რუკაზე. ეკატერინე ტოგონიძე
    9.9
    სცენარები 1988-2014
    ავტორი: ზაზა ხალვაში   „ის, რასაც ეკრანებზე ვხედავთ – სიცოცხლის, ბუნების, ადამიანის არსებობისა და გზებზე სვლის მარადიული წრებრუნვა და ქალაქების სოფლების, მტვრიანი ქუჩებისა და კამკამა ჰაერის სურნელი და შეგრძნება, მტკიცე პოზიცია, მახვილი მზერა და თავისუფალი აზროვნება, პირველ რიგში, სცენარებიდან, მათი წყობიდან, სიუჟეტის განვითარების სისტემიდან და ზიგზაგებიდან, ტემპო-რიტმიდან მოდის. პერსონაჟების დახასიათებებიც და ხასიათებიც, ატმოსფეროც და სხვადასხვა შეგრძნებაც, გარემოს თავისებურებები და დროთა კავშირის უწყვეტობა – სცენარებშივეა ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი.   ეს ზაზა ხალვაშის სამყაროა მსოფლიო ცივილიზაციებისა და უკიდურესი ავთენტურობის საოცარი, დაუჯერებელი სინთეზით აწყობილი. თეთრი ნაკერის/ბლანდების გარეშე. ეს შეგრძნებები, ეს განწყობა, სამყაროსა და ადამიანების ასეთი ვიზუალური ხატები, ცხადი და „ხელმისაწვდომი“ სცენარებში, როგორც ეკრანზე, რა თქმა უნდა, არაა, არამედ გულისა და გრძნობებისთვის არიან განკუთვნილი. ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებითა და აღწერილობებით გადმოიცემიან. შემდეგ ზღაპრულ სურათებად ეწყობიან გამომსახველი ტექსტის მეტყველ გამოსახულებად - ცხოვრებისა და ადამიანების ყოველდღიურობისა თუ სიცოცხლის წარმავალობა-მარადიულობის შესახებ. ამ სცენარებში არაფერი გიკვირს და გაბნევს. ყველაფერს იღებ, როგორც გიყვებიან და გაჩვენებენ და შენც – მკითხველი – ცოცხლად და ნათლად წარმოიდგენ ამ შთამბეჭდავ სურათებს“, – ლელა ოჩიაური.
    14.95
    სწრაფი, ღამისიერი
    ავტორი: ზურა ჟიშკარიანი სულაკაურის გამომცემლობა როგორი იქნებოდა დეკარტი, ციფრულ პერსონაჟად რომ დაბადებულიყო? ვინ და როგორ იპარავს ვიდეოთამაშების პერსონაჟებს და რატომ არის შავ ბაზარზე ასეთი მოთხოვნა მათზე? შეიძლება თუ არა, რომ ერთხელაც სამყარო უბრალოდ გაითიშოს ტელევიზორივით? კიბერპანკ რომანი „სწრაფი, ღამისიერი“ ექსპერიმენტული პროზის ნიმუშია, რომელშიც  მოვლენები ვითარდება მომავლის თბილისსა და ფაზისში. მწერალი, პოეტი, გეიმდიზაინერი და ბლოგერი ზურა ჯიშკარიანი დაიბადა სოხუმში 1985 წელს. იგი აწყობდა პერფორმანსებს, გამოფენებს,  ქმნიდა ციფრულ ინტერაქტიულ საფლავებს. იგი ავტორია პირველი ქართული ჩეტბოტისა „კიბერგალაკტიონი“. გარდა ამისა, მას ეკუთვნის სტარტაპი, სადაც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე. ზურა ჯიშკარიანის პირველმა რომანმა „საღეჭი განთიადები“ მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის (2017) და ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“(2018).
    13.9
    სხვა ამსტერდამი
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    სხვა გურული დღიურები
    ავტორი: კეკელიძე გიორგი გამომცემლობა: პალიტრა L  
    6.95
    სხვა სკოლა
    ავტორი: ნათია როსტიაშვილი სერია: გაკვეთილების მერე საკითხავი   როგორია ბავშვებისთვის საოცნებო სკოლა? იქნებ ისეთი, სადაც სახელმძღვანელოები არ არის საჭირო და ბევრი დავალების შესრულების გარეშე ასწავლიან ცხოვრებას, წარმატების მიღწევის გზებს, საფრთხის მოგერიებასა და სწორი არჩევანის გაკეთებას?   „უკვე შეგვიძლია, ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში გადაგიყვანოთ, წარმოგიდგენია?! ის სუულ სხვანაირი სკოლაა, იქ სუულ სხვანაირ საგნებს ასწავლიან. უწიგნებოდ“, – ეუბნება გახარებული დედა წიგნის მთავარ გმირს, ლეოს, რომელსაც თავისი სოფლის სკოლა, სოფი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი – ნიკო არ ეთმობა, მაგრამ ისიც იცის, რომ მშობლებს მისთვის საუკეთესო უნდათ და ახალ სკოლა-პანსიონში ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრებას იწყებს.   ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის გაკვეთილი, თანასწორობის გაკვეთილი, თავდაცვის გაკვეთილი, სწორი არჩევანის გაკეთების გაკვეთილი – ასეთ საგნებს ასწავლიან „სხვა სკოლაში“ – სასარგებლოდ და საინტერესოდ ჟღერს, არა? თუმცა, ნათია როსტიაშვილის ეს იუმორითა და სევდით შეზავებული წიგნი, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც დაიწერა, პირველ რიგში იმას შეგვახსენებს, რისი დავიწყებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ცხოვრების სწავლების“ გზაზე – სიყვარულის, მეგობრობის, თანაგრძნობისა და თანადგომის აუცილებლობას.   რომანი სერიის მე-9 წიგნია
    14.9
    სხვისი კინო
    ავტორი: ბესო სოლომანაშვილი სულაკაურის გამომცემლობა „სხვისი კინო“ ბესო სოლომანაშვილის მოთხრობების კრებულია და მასში სამი ახალი და ერთი რედაქტირებული მოთხრობაა შესული. ავტორი არ ღალატობს თავს და სულ ძალადობაზე ჰყვება – ძალადობის საფუძვლებსა და მის მძიმე შედეგებზე – ხან ტრაგიზმით, ხან გროტესკით და ხანაც სევდით. თუ ერთ მოთხრობაში ტელევიზიის მუშაობაზე ლაპარაკობს ირონიულად, მეორეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მამისა და მისი ვაჟების ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი, მესამეში სულაც სატელეფონო სექსის თანამშრომლის ვნებებია… მოკლედ, ეს ისტორიები არის ადამიანებზე, რომლებიც მოხვედრილან „სხვის კინოში“, სადაც მათ არავინ ელოდება და არც თვითონ სურთ იქ ყოფნა…
    13.9
    ტბის სანაპიროს სიმღერები
    ავტორი: დათო ბარბაქაძე   „ტბის სანაპიროს სიმღერებს“ დათო ბარბაქაძის პოეტურ შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია. წიგნი სამ ნაწილად იყოფა და თითოეული მათგანი ერთი ფუნდამენტური ფილოსოფიური თემის ირგვლივ მთლიანდება. ეს არის ლირიკული ცნობიერების ოდისეა საკუთარი დანიშნულების არა შესაცნობად, არამედ - გასახსენებლად. შესაბამისად, ამ რთული გზის გავლა ავტორს წარმოუდგენია არა როგორც ლაბირინთიდან გამოსასვლელის, არამედ - როგორც ლაბირინთში შესასვლელის ძიების პროცესი. წიგნი ისეა სტრუქტურირებული, რომ მისი თითოეული კომპონენტი (ანუ თითოეული ლექსი) ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული, ერთმანეთს განაგრძობს, ერთმანეთს ავსებს ან ერთმანეთს გამიზნულად გამორიცხავს. ასე მიიღება ერთიანი პოეტური კორპუსი, რომელშიც სამი ცენტრალური თემის - მეტაფიზიკურის, სოციალურის და მითოლოგიურის - ურთიერთგადაკვეთის ადგილები პოეტური ანალიზის მეთოდებით არის გამოკვლეული. წიგნის ენობრივი და რიტმული პოეტიკა ამოზრდილია, ერთი მხრივ, ძველი ქართული სასულიერო პოეზიიდან, ქართული ხალხური სიმღერებიდან და საეკლესიო საგალობლებიდან, მეორე მხრივ კი - ოლივერ მესიანის ვოკალურ-სიმფონიური და საორკესტრო მუსიკიდან.
    10
    ტერცო მონდო
    ავტორი: აკა მორჩილაძე სერია: რჩეული მოთხრობა სულაკაურის გამომცემლობა დიალექტებით თამაში, ენობრივი ექსპერიმენტების სიუხვე და სიუჟეტების მრავალფეროვნებაა ის მთავარი მახასიათებლები, რითაც აკა მორჩილაძე ყველასგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ ლიტერატურულ სამყაროს ქმნის. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი დამაჯერებელი თხრობის მანერით „აიძულებს“ მკითხველს, ყოველ ჯერზე დაეჭვების გარეშე, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს მთელი ქვეყნისა თუ ერთი კონკრეტული პიროვნების თავგადასავალი. მოთხრობებს, რომლებიც ამ კრებულშია თავმოყრილი, ერთმანეთისგან განასხვავებს დაწერის თარიღიც, ფორმაც და სტილიც, რითაც ახალბედა მკითხველები უკეთ გაიცნობენ, ხოლო აკა მორჩილაძის ერთგული მკითხველები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან მის მრავალმხრივ გამორჩეულ პროზას.
    13.9
    ტიბეტი არ არის შორს
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    ტოპო-ლინა ჯიუტობს
    ქართული ტექსტი: ლუკა გრიგოლია, თამარ გავაშელიშვილი მთარგმნელი: ლუკა გრიგოლია     – არა! არა! არა! – ჯიუტობს თაგუნა ტოპო-ლინა, თუმცა, დედიკომ, მამიკომ და უფროსმა ძამიკომ ტოპო-ტიპმა მისი გახალისების ერთი ჯადოსნური ხერხი იციან. ეს ხერხი ყოველთვის ამართლებს…
    14.9
    ტრამვაი, სახელად წარსული
    ავტორი: ანდრო ბუაჩიძე „ტრამვაი, სახელად წარსული“ პოეტისა და კრიტიკოსის, ანდრო ბუაჩიძის პროზაული კრებულია, რომელიც მოთხრობებს და ლიტერატურულ პორტრეტებს აერთიანებს. თვალსაჩინოა კრებულის მთლიანობა, რომელიც თემატური და ემოციური მონოლითურობით მიიღწევა; ყველა ტექსტს საერთო წიაღი კრავს – ავტორის მეხსიერება, ხსოვნის უფსკრული.   სწორედ ამ მეხსიერების აჩრდილები ცოცხლდებიან ლიტერატურულ პერსონაჟებად და მოვლენებად, ავტორი მათ შესახებ ვირტუოზულად ყვება. იქმნება ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის შთამბეჭდავი ეპოქალური სურათი, სავსე დრამატიზმით, ბევრი სიკვდილით და აღდგომით...საინტერესოა ასევე ამ ეპოქალური სამზერიდან გამოკვეთილი დანარჩენი კულტურული მსოფლიოს პანორამაც – ქვეყნები და ქალაქები, სადაც ავტორს სხვადასხვა დროს ყოფნა მოუწია და შესაბამისად, პარალელებზე რეფლექსიის შესაძლებლობაც მიეცა.   ქართული ესეისტიკის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ის პორტრეტებიც, რომლებიც ამ კრებულიდან ამოშუქდებიან – პაოლო იაშვილის, ოტია პაჭკორიას, თამაზ ბაძაღუას, ზაზა თვარაძის და სხვათა ლიტერატურული ეტიუდები/ პორტრეტები.   ეგზისტენციალური ღიმილი უმთავრესი განწყობაა, რომლითაც ანდრო ბუაჩიძის მხატვრული სამყაროა განმსჭვალული. ღიმილის მიზეზი წარმავალის პირისპირ მდგომი წამის მოხელთებაა – თანაბრად საშიშიც, სევდიანიც და საზეიმოც...“ – ნინო სადღობელაშვილი  
    19.95
    ტრანსმუტაცია
    ავტორი: იაგო თვალაბეიშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა L
    11.95
    ტურისტის საუზმე
    ავტორი: ზაზა ბურჭულაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    17.9