santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ქარავანი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   ქარავანი მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს უზომოდ სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და უზარმაზარ მასალას იძლევა ანალიზისთვის.
    27
    ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ
    ავტორი: ზაზა აბზიანიძე ჩემს ახალგაზრდობაში ერთი სახლი იყო – მხოლოდღა მწერალთა ოჯახებით „დაკომპლექტებული“. ხუმრობით გამიფიქრებია ამ იდეს განვრცობაზე: სართულები ჟანრების მიხედვით რომ გადნაწილებულიყო... სწორედ მაგ სახლს ვგულისხმობ, როდესაც ვწერ „ლიტერატურულ ბობოლებზე“, რომელთაც თავისი პირველი პოეტისათვის უფრო იოლად გაიმეტეს საფლავი აკაკის გვერდით, ვიდრე ბინა თავის სამეზობლოში, სწორედ მთაწმინდის სიახლოვეს...“. ცხადია, „ბობოლების“ გარდა, იქ, უბრალოდ, კარგი მწერლებიც ცხოვრებდნენ, რომელთაც ვახსენებ კიდეც ჩემს წიგნში...     ოღონდ, გარეკანზე გამოსახული შენობა – „ის“ სახლი არ არის! თუმცა, მთლადვ ჩვეულებრივი სახლიც არაა: აქ მკითხველებიც ცხოვრობენ, მწერლებიც და მათი პერსონაჟებიც: „და განა ვინგინდავინ ან ყველავინმე? – არა, სულ ნარჩევი, დარბაისელი ხალხი!“ („ნატვრის ხიდან“ „ვისესხე“ ეს დაუვიწყარი დახასიათება).     და კიდევ – „ჩვენი“ სახლის სახურავიდან, კარგ ამინდში, მყინვარწვერიც მოჩანს, კავკასიონიც – მის კალთას შეფარებული ჩარგალითა და სტეფანწმინდით და, რაღა თქმა უნდა – ქართული ოლიმპიც, იმ მითოლოგიური ნისლის გარეშე, ასე საგულდაგულოდ რომ გვიმალავს ხოლმე იქაურ ბინადართა ფიგურებს...
    12.95
    ქართული ალტერნატიული პროზა
    ავტორი: სოსო პაიჭაძე   სოსო პაიჭაძის მოთხრობების კითხვისას ისეთი შთა­ბეჭდილება იქმნება, თითქოს დანისლულ ტყეში მიაბი­ჯებდე. ეს ნისლი ხანდახან შეთხელდება, მაგრამ არ იფანტება და სასიამოვნო სიგრილით ავსებს სხეულს... ამ არაჩვეულებრივი მწერლის პროზა მრავალი თვალსაზრისით არის გამორჩეული, უწინარეს ყოვლისა კი არაორდინარული ზნეობრივი პრობლემების წამოჭრა-­დამუშავებით, რაც ორიგინალური მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით ხდება. სოსო პაიჭაძე მოცულობითი სინტაქსური კონსტრუქ­ციების არქიტექტორია, ინფორმაციით მეტისმეტად გაჯერებული ვრცელი სინტაქსური პერიოდებით მოგვითხრობს იგი თავისი პერსონაჟების უცნაურ თავგადასავლებს. ასე აღწევს ის რამდენიმე თანადროული მოვლენისა თუ განცდის, და მათთან ერთად ზოგჯერ, როცა საჭიროა, ადრე მომხდარისა თუ აწი მოსახდენის, ადრე განცდილისა თუ აწი განსაცდელის, ლამის სინქრონულად შეგზავნას მკითხ­ველის ცნობიერებაში. თხრობის ამ მანერის მიზანი ის უნდა იყოს, რომ სამყარო შეძლებისდაგვარად აღვიქვათ როგორც ცალკეულ მოვლენებად დაუყოფელი, წარსულად და აწმყოდ დაუნა­წევრებელი მთლიანობა. დაუყოფელი, დაუნაწევრებელი და... ბურუსით მოცული. ეს ბურუსი მაგიური ძალის მქონე ბურუსია _ ცნობიერების დამბინდველი და სამაგიეროდ არაცნობიერის გამომაფხიზლებელი, მაკურნებელი თვისებით აღჭურვილი, კათარსისის ერთობ ხელშემწყობი ­გრილი, გრძნეული ბურუსი. ამ განწყობილების შექმნას წარმატებით ემსახურება აგრეთვე სოსო პაიჭაძისთვის დამახასიათებელი ვრცელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეპიკური შედარებები, უაღრესად თავისებური და მახვილგონივრული, რთულად გადმოსაცემი განცდების მაქსიმალური სიზუსტით მიმტანი მკითხველამდე, _ ამ მოთხრობათა ავტორის დიდი მწერლური ­ოსტატობის უტყუარი დასტური. სოსო პაიჭაძის პროზა სამყაროს იდუმალების ლიტე­რატურული ანარეკლია, იდუმალებისა, რომლის შეგრძნე­ბის უნარი მასობრივად დაუჩლუნგდათ ადამიანებს თანა­მედროვე მერკანტილურ მსოფლიოში, რის შედეგადაც მათი ცხოვრება უფერული და უღიმღამო გახდა. ეს მოთხრობები შეეცდებიან გაგვიმძაფრონ სამყაროს იდუმალე- ბის განცდა, რათა მეტი ინტერესით შევხედოთ ქვეყნიე­რებასაც და ­საკუთარ თავსაც. ლევან ბრეგაძე
    14.9
    ფასდაკლება
    ქართული მწერლობა I ტომი
    სასკოლო გამოცემა I ტომი შემდგენლები: დიანა ანფიმიადი ლეილა ბერიაშვილი გია ქარჩხაძე   „ძველი ქართული მწერლობა” წარმოადგენს სასკოლო სამტომეულის, „ქართული მწერლობის“, პირველ ტომს. წიგნი აერთიანებს ჰაგიოგრაფიული, ისტორიული და მხატვრული პროზის, ჰიმნოგრაფიის, საერო პოეზიის ნაწარმოებებსა და მონაკვეთებს. ძველი ქართული მწერლობა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე: იაკობ ხუცესიდან ბესიკამდე, სულხან-საბა ორბელიანი და გურამიშვილი, მოსე ხონელი, ჩახრუხაძე და სხვანი. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული ნაწარმოებები – შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დავითიანი, აბდულმესიანი, თამარიანი, მოგზაურობა ევროპაში, ამბავი რვათა ძმათა და სხვ. პროზაული ნაწარმოებები თანამედროვე ქართულითაა გადმოცემული. წინამდებარე გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას ძველი ქართული ტექსტების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.  
    16.2 24.9
    ქართულის რვეულები
    ავტორი: აკა მორჩილაძე   ეს წიგნი XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. აქ ვერ შეხვდებით ფაქტების დეტალურ აღწერას, ზუსტ თარიღებს, წყაროების მიხედვით დამოწმებულ ინფორმაციას.
    18.9
    ქარი ამწევი ფარდისა
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი   „ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა (ან თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე), შემდეგ კი მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა მათ. ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური, მსოფლიო მასშტაბის ისტორიული მოვლენებისა, რომლებიც საქართველოს ქალაქებსა თუ პატარა სოფლებსაც სწვდებოდა. აქ მეტ-ნაკლები სიძლიერითაა ნაჩვენები მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები, რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები, მეორე მსოფლიო ომი თუ ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ. და, რაც მთავარია, ამ ამბების მთავარი გმირები არიან ადამიანები, თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. აქ მონაცვლეობს ღრმა ადამიანური სევდა და ხალასი იუმორი. ყოველივე ეს დაწერილია ზაირა არსენიშვილისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი მდიდარი ქართული ენით.
    18.9
    ქარის გამორჩევა
    ავტორი: ნოდარ ლადარია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    ქარიშხალი მარგო
    ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    ქარიშხლის ფრთებზე
    ავტორი: საფო მგელაძე კრებულში შესულია 3 რომანი: „ლიანა ლორდია“,„გზადაგზა“ და „ქარიშხლის ფრთებზე“.„ლიანა ლორდია“ საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია.იგი ახალგაზრდა მხატვარი ქალის შესახებ გვიყვება,რომელსაც ხელოვნებისა დასიყვარულის ამაღელვებელი იდეების სჯერა დარეალურ ცხოვრებაში მათ პოვნას ცდილობს. მეორე რომანში ავტორი სიყვარულისაა და ურთიერთობების არსზე წერს.აქ ორი განსხვავებული წყვილის ისტორია ერთმანეთს მკითხველის თვალწინ უპირისპირდება.მესამე რომანის პერსონაჟები კი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
    14.95
    ქრისტინე
    ავტორი: ეგნატე ნინოშვილი   ეგნატე ნინოშვილი „ქრისტინეში მხოლოდ ერთი ტიპის ქალს არ აღწერს, რითაც თავს არიდებს მათ თუნდაც დადებით კლიშეებში მოქცევას. თუკი ქრისტინე ხალასი, მორალური, მგრძნობიარე ადამიანია, მის გვერდით არიან პერსონაჟები, რომელთათვისაც ეს თვისებები უცხოა. ასევე სიმპტომატურია სახე დედისა, რომელიც ძალადობს ქრისტინეზე და, როგორც ძირითადად სახლში, ქრისტინეს გვერდით მყოფი პერსონაჟი, ერთ-ერთი უმთავრესი დამნაშავეა მისი ამ სახლიდან გაქცე- ვისა. თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ, მეორე მხრივ, დედა თავადაა პატრიარქალური ძალადობის მსხვერპლი [...]. მო- თხრობაში კარგად იკვეთება მთელი ის ძალადობრივი ჯაჭვი, რომელსაც პატრიარქატი ქმნის და რომელიც თავის მსხვერ- პლად თუ იარაღად აქცევს ირგვლივ ყველას.
    22
    ქრონიკული დაღლილობის სურნელი
    ავტორი: ალეკო შუღლაძე გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
    11.95
    ქუჩის მოჩხუბრის ჩანაწერები
    ავტორი: გიგა ნასარიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    ღმერთი სამსახურშია
    ავტორი: დათო გორგილაძე გმომცემლობა: ინტელექტი   დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია – უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.    როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე – წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.   დროსაც რომ თავი გავანებოთ, დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ.
    11.95
    ყაზბეგი – ქართულის რვეულები
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ყვავილები სახლთან ახლოს
    ავტორი: თამარ გოდერიძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L
    11.95
    ყვავილი
    ავტორი: ია კარგარეთელი   "შენ ის მითხარი ადამინი როგორ გექცევა, თორემ ლამაზად ლაპარაკი ყველას შეუძლია..."
    17
    ყვითელი ცდომილის მსახური
    ავტორი: პაატა ბერიკაშვილი   „ყვითელი ცდომილის მსახური“ ფანტასმაგორიული რომანია, რომლის ტექსტში გარეგნული აკადემიზმი შერწყმულია შინაგან ავანგარდიზმთან. ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სინტაქსს, თითოეული სიტყვის სიზუსტეს. ნაწარმოების გმირები მძიმე დროების რუხ ტონებში შეფერილ ლანდებს ჰგვანან. ცვალებადი და უიმედოა მათი გუნება-განწყობაც. პერსონაჟების ეგოიზმი და გაბოროტება ეპოქის დამახასიათებელ სოციალურ ავადმყოფობას ჰგავს, თუმცა განკურნებისთვის თავს მაინცდამაინც არ იკლავენ. მათი სამყარო საზოგადოების ფსკერია, რომელიც ხანდახან ისე შეერევა ხოლმე სხვა სოციალური ფენების ყოფას, რომ ჭირს, გაარჩიო, საიდან მოხვდა ესა თუ ის გმირი ამ გროტესკულ რეალობაში. გროტესკული სახეები გროტესკულ რეალობაში მკაცრი ნეგატივია, მაგრამ ერთია მთავარი – მათ შეუძლიათ, იცინონ როგორც საკუთარ პერსონაზე, ისე დანარჩენ სამყაროზე. სიცილი კი გადარჩენის ერთგვარი შანსია.
    24.95
    ყოველი ამბის დასასრული
    ავტორი: მინდია არაბული სერიის დასახელება ET CETERA „მინდია არაბულის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი ტექსტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ნაწარმოებებია; თითოეულ მათგანში მოქმედება, თხრობა რადიკალურად განსხვავებულ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ამბებს რაღაც არსებითი აკავშირებს, ამთლიანებს.  მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს; პერსონაჟები, რომლებიც აქ გვხვდებიან, უძველესი ეპოქების ან ძალზე შორეული მომავლის ნაწილნი არიან, მაგრამ დაუძლეველი სიჯიუტით გვგვანან ჩვენ. შიში უცხოსადმი, სხვისადმი, რელიგიურ რელიკვიათა წარმოქმნის კარიკატურულობა, ტექნოლოგიების გავლენის შიშის აბსურდულობა და ა. შ. - ეს ის თემებია, რომლებიც წიგნში ენობრივი ექსპერიმენტებით, სტილიზების მეთოდებით და თხრობის განსაკუთრებული ტექნიკებით არის სიუჟეტებში გაშლილი“. ლექსო დორეული, ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი
    14.95
    ყოველმან ჩემმან მოპვნელმან...
    ავტორი: ოთარ ჭილაძე გამომცემლობა: არეტე ყდა: მაგარი
    25
    ყორნალი
    ავტორი:ბრიგოლ აბაშიძე   "მაგრამ საკმარისია ადამიანი რაიმე გამოცდის წინაშე დადგეს და ძლიერი სულიერი რყევა განიცადოს, რომ იგი კვლავ თავისი წარსულის პირისპირ აღმოჩნდეს და იქ დაიწყოს კატასტროფის მიზეზის ძებნა... "
    25
    ყრუთა ქვეყანა
    ავტორი: ნოდარ მამაცაშვილი   კრებული იწყება რომანით ,,ძველი სახლის აჩრდილები".ნაწარმოებში მოთხრობილია ერთი თბილისური სახლის ამბავი მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე.ამ ტიპური ქალაქური შენობის თითოეული მკვიდრი თავისი ეპოქის სულს გამოხატავს,რაც საბოლოოდ ერთ კონტრაპუნქტად ერთიანდება.რომანში ავტორი ცნობილი თბილისური ამბების საკუთარ ვერსიებსაც გვთავაზობს.ფორმის მიხედვით ნაწარმოები თრილერის ჟანრს განეკუთვნება.წიგნში შედის ასევე ნოველები, მცირე ამბები, მინიმალისტური პროზა...
    9
    შაშვი შაშვი მაყვალი
    ავტორი: თამთა მელაშვილი ყდა: რბილი
    12.9
    შეთხზული მე
    ავტორი: მალხაზ ხარბედია   მალხაზ ხარბედია თითქმის სამი წელი იკვლევდა XIX-XX საუკუნეების 300 მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფიებს,სწავლობდა იმ მოაზროვნეთა,მწერალთა თუ მეცნიერთა ტექსტების სტრუქტურას,სტილს,ისტორიულ კონტექსტს,რომლებიც ჩაუღრმავდნენ საკუთარ ,,მე'' - ს და უმნიშვნელოვანესი საკვლევი მასალა შექმნეს.შესაბამისად,წიგნში შთამბეჭდავად აისახა ჟანრის ევოლუცია - ნეტარი ავგუსტინედან დაწყებული და რუსოს,დილთაის,ლეჟენის რეფლექსიებით გაგრძელებული.
    14.95
    სიახლე
    შელოცვა რადიოთი
    ავტორი: ნიკო ლორთქიფანიძე სერია: გადავიკითხოთ
    22