santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • შემოვალ ეტლით
    ავტორი: შორენა ხუხუა გამომცემლობა: პალიტრა L სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   ლაკონიური აბზაცები, აჩქარებულრიტმიანი, ზუსტი თხრობა, უჩვეულოდ მძაფრი ამბის საპირისპიროდ – ირონიული სტილი, სიმსუბუქითა და სისხარტით შეზავებული დრამატიზმი. მკითხველს უსაგნო სენტიმენტალიზმი კი არ ეძალება, მთავარი გმირის განსაცდელი კი არ თრგუნავს, პირიქით, გულშემატკივრობს ენერგიულ და მშფოთვარე ბორგვას, შემართებასა და ვნებებს ქალისა, რომელიც „შემოდის ეტლით”, თუმცა არა - ზღაპრულით. უფრო ზუსტად, მკითხველი უგულშემატკივრებს გმირს, რომლის ყოველი ნაბიჯი არის შეუპოვარი ბრძოლა სიცოცხლისთვის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის და რომელიც, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ცდილობს სრულად შეიგრძნოს ცხოვრება... თუმცა, ბრძოლიდან გამოსული, ერთი შეხედვით, დამცირებული და უარყოფილი, უკვე სხვა თვალით შეხედავს რეალობას, თავისი გზით რომ მიედინება, მას კი ყოველდღიურობასთან ჭიდილში ბევრი რამ ასწავლა და ღირსებით აღავსო.  
    12.95
    შენთან უშენოდ
    ავტორი: გურამ ოდიშარია გამომცემლობა: ინტელექტი
    19.95
    შეცდომა
    ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი   რომანი გვეყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია. ჩვენც მივადევნოთ თვალი მათ თანაცხოვრებას, ვნახოთ როგორ გაგრძელდება მათი თავგადასავალი. ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: იყო თუ არა შეცდომა მთავარი გმირის გადამწყვეტი ნაბიჯი?
    14.95
    შვიდი კარი
    ავტორი: ქეთევან ირემშვილი სერია: იკითხე ქართული თუ ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა გწყურია და გულწრფელად გაინტერესებს, რა გაფერხებს, ეს წიგნი შენთვისაა. ინტერვიუზე მიმავალ ქეით როს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ თავის რესპონდენტთან შეხვედრით საკუთარ თავს შეხვდებოდა. ოფელია რეარი თითოეული ჩვენგანის შინაგან ბრძენს განასახიერებს. მას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი და მოთმინებით გველოდება. ქეითი და ოფელია თავიანთ დიალოგში გეპატიჟებიან და გპირდებიან, რომ შენთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე პასუხისკენ მისასვლელ გზას გაჩვენებენ, გამბედაობითა და მადლიერების შთაგონებით აგავსებენ, ცოტა ჯაზშიც გამეცადინებენ და სიყვარულით ჩაგიკრავენ გულში. ასე გაიარეს თავად შვიდი კარი. ასე გაივლი შენც.
    14.95
    შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა
    ავტორი: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი (2018) გამომცემლობა: პალიტრა L
    12.95
    შინ-შენ
    ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე სულაკაურის გამომცემლობა რომანის “შინ – შენ” ლაბირინთში მკითხველი ნიას აჩქარებული სუნთქვისა და მაჯისცემის რიტმით მოგზაურობს, არიადნეს გორგალივით უჭირავს უკან დასაბრუნებელი ძაფი, თითქოს ამ ძაფით აღადგენს კავშირს დაკარგულ წარსულთან და ხედავს იმას, რასაც თავად ნიაც ვერ ხედავდა – სხვათა სიმართლეს.  
    14.9
    შინისაკენ
    ავტორი: სოლომონ ნერგაძე   სოლომონ ნერგაძე, არის პავიას უნივერსიტეტის მოლეუკური ბიოლოგიის ასისტენტ პროფესორი, რომელიც ქართულ-იტალიურ საზოგადებაში ცნობილია, არა მხოლოდ, როგორც პროფესიონალი ფიზიკოსი, ასევე ბრწყინვალე ლიტერატორი. გამოქვეყნებული აქვს: 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია ინგლისურენოვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; 100-ზე მეტი ბეჭდური წარდგენა საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების გამოცემაში..
    14
    შრომა, გურია
    ორი მოთხრობა შრომა, გურია გუგა არჩვაძეს რეპეტიცია ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    11.9
    ჩაინა კონტრასტებიდან
    ავტორი: ნიკოლას მაჩაბელი დიდი გეგმები და დიდი მოულოდნელობები - ასე იწყებოდა თბილისელი ბიჭის კარიერა შორეულ ჩინეთში, საოცარი კონტრასტებით სავსე მხარეში. იქ, სრულიად განსხვავებულ სამყაროში იწვნია მან აღმასვლა და საკუთარ თავზე გამარჯვება, განიცადა ცდუნება და ძლიერი შოკი; ეს ყველაფერი კი ადამიანს ღირებულებების გადაფასებას აიძულებს. და შორიდანაც უკეთ ხედავ, როგორია შენი საკუთარი, მშობლიური...
    11.95
    ჩაინა კონტრასტებიდან
    ავტორი: ნიკოლას მაჩაბელი  სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L
    11.95
    ჩანაცვლება
    ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი გამომცელობა: ინტელექტი
    17.95
    ჩაძირული ქალაქი
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ჩემთან, თბილისში
    ავტორი: ზაალ სამადაშვილი სულაკაურის გამომცემლობა   მოთხრობების ეს კრებული, რომელშიც ახლებთან ერთად ძველი მოთხრობებიცაა შეტანილი, ჩვენი ქალაქის ერთგვარი ბიოგრაფიაცაა, დაწყებული ალექსანდრ დიუმას მოგზაურობის დროინდელი ტფილისიდან დღემდე, აკინძული სხვადასხვა ასაკის ადამიანების თავგადასავლებითა და თავად ავტორის მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ურბანული სურათებით.
    12.9
    ჩემი პატარა ქალაქი
    ავტორი: რეზო გაბრიაძე „რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია. იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მერე კი წავედი სამყაროში სახეტიალოდ. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის.  ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან...“, – რეზო გაბრიაძე.  წიგნი გაფორმებულია რეზო გაბრიაძის ნახატებით. კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.
    44.95
    ჩემი სიმღერა
    ავტორი:ზაზა ბურჭულაძე   ზაზა ბურჭულაძის წიგნი სავსეა მზითა და მუსიკით, საიდანაც ლურსმნებივით გამოჩრილან ნოტები. ღმერთო, დალოცე ბავშვი, ღია კარში რომ დგას წყლის პისტოლეტით, რათა შეგვიძღვეს იქ, სადაც ფეთქავს მუსიკის გული, რომ ჩვენც დავესწროთ სასწაულს, რომელიც უკვე მოხდა მომავალში. „ჩემი სიმღერა“ არ არის წიგნი მუსიკაზე, ესაა წიგნი-მუსიკა, რომლის კითხვაც მასშტაბური სიმფონიის მოსმენას ჰგავს, ვოკალური პარტიებით. „ჩემი სიმღერა“ რომანსია, რომან-სიმღერა, სადაც იბადება მუსიკა, რომელიც ანიჭებს აზრს ჩვენ სიცოცხლეს, და განსაკუთრებით – სიკვდილს.
    20.9
    ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი
    ავტორი: რატი მუჯირი ჩემი ცხოვრების ათი წელი ჟურნალისტიკას დაეთმო და იმას, რაც ამ ხნის განმავლობაში კადრს ან ტექსტს მიღმა დარჩა, წაიკითხავთ ამ წიგნში, რომელსაც „ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“ დავარქვი. ერაყი, ავღანეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, „არაბული გაზაფხული“, ყირგიზეთის რევოლუცია, ომი სირიაში და რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია უკრაინაში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „ცხელი“ მოვლენებისა, რაც კი გამიშუქებია. 2012 წელს თურქეთისა და სირიის საზღვარზე გავიცანი მაჰმუდ დობაღი – მეგზურობას და თარჯიმნობას მიწევდა. მისი დახმარებით შევხვდი იმათ, ვინც ომს გამოექცა და ვისაც ეს უამრავი რამის ფასად დაუჯდა. საკუთარი თვალით ვიხილე ერაყში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები, მათი ყოველდღიური ყოფა და განწყობა, დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლისადმი.მერე ეგვიპტეშიც მომიხდა მუშაობა – მუბარაქის მმართველობის შემდგომ პერიოდში. ამ ტექსტებს 2013-2014 წლებში ვწერდი. ვეცადე, მეჩვენებინა, თუ როგორია ომი შიგნიდან; როგორ ვმუშაობთ ჟურნალისტები ასეთი მოვლენების დროს და რა ხდება იმ კადრებს მიღმა, რომლებიც მაყურებლამდე აღწევს. რასაც აქ წაიკითხავთ, თითქმის ყველაფერი სრული სიმართლეა; შესაძლოა, ოდნავ გაბუქებული და შელამაზებული იყოს, მაგრამ გამოგონილი ამ წიგნში არაფერია.
    9.9
    ჩემი სოფლის ტრაგდიები
    ავტორი: ჯულიანა ტაბატაძე     „ჩემი სოფლის ტრაგიკომედიები“ ჯულიანა ტაბატაძის მეორე საავტორო წიგნია. პირველი წიგნი, „ელისონი“, რომელიც 2019 წელს გამოიცა, გადმოგვცემს ემიგრაციაში მყოფი გოგონას ისტორიებს, მოგვითხრობს, რა მძიმე ცხოვრება გამოიარეს მან და მისი თაობის ადამიანებმა. „ჩემი სოფლის ტრაგიკომედიები“ კი სრულიად განსხვავებულია. მისი კითხვისას ხან გაიცინებთ, ხან გაბრაზდებით, ხან იტირებთ და ხანაც შეგეცოდებათ რომელიმე პერსონაჟი. ესაა სწორედ ამ ნაწარმოების ხიბლი. თუმცა, ავტორის მხრიდან, აქ არავითარ კრიტიკას არ აქვს ადგილი. პირიქით, ეს მისი ბავშვობაა და მას ტკივილამდე უყვარს თითოეული მათგანი. მათთან ერთად გამოირა მთელი ცხოვრებისეული გზა, მათი ნაწილია. ასევე, ჯულიანა ტაბატაძეს დაწერილი აქვს ზღაპრები და მოთხრობები ბავშვებისთვის. შექმნილია ილუსტრაციებიც და ფიქრობს, რომ სულ მალე გაახარებს პატარებსაც. ამას გარდა, დასაბეჭდად აქვს გამზადებული წიგნი, „ვირთხების ქალაქი“ და მუშაობს ნაწარმოებზე – „როგორ გავფრინდეთ ევროპაში“. ეს ბოლო წიგნი მთლიანად საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მიეძღვნება.
    16.9
    ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად
    ავტორი: გოგა ქობალია   ლეღვიანის ნიადაგი იფიტება, უნაყოფო ხდება. იქ მცხოვრები არიქიფა და მისი ოჯახის წევრები კი ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ. ბათუ დედის, ანესას მხარეს იჭერს და უნდა, რომ რაღაც შეცვალონ, არიქიფა კი სიახლეების წინააღმდეგია, რადგან მისთვის წარმოუდგენელია წინაპრების გზიდან გადახვევა.   ოჯახში დაწყებული არეულობის დროს სახლიდან მათი საუკეთესო ცხენი, ჰელიკა, უჩინარდება, რომელსაც ჩაკეტილობამ და გამუდმებით ეზოში ყოფნამ სახლიდან გაქცევა გადააწყვეტინა. ცხენი ფიქრობს, რომ მან ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს და საქვეყნოდ ცნობილი გახდეს. არიქიფა და ბათუ ცხენის ძებნას იწყებენ – ძებნისას ნელ-ნელა ეხდება ფარდა მათ მიწებსა და ოჯახში დატრიალებული ამბების ნამდვილ მიზეზებს. პარალელურად კი ომი და არეულობა იწყება და ოჯახი სულ მალე იძულებული ხდება მშობლიური სოფელი დატოვოს და გადარჩენისთვის იბრძოლოს.   გოგა ქობალიას ეს სადებიუტო რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის მაგიური რეალიზმის ელემენტების დახმარებით გადმოცემის ცდაა. ავტორი ალეგორიებისა და სხვა მხატვრული ხერხების საშუალებით ცდილობს ის დიდი ტრაგედია ასახოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაატყდა თავს.
    17.95
    სიახლე
    ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი
    ავტორი: გაბრიელ ტანიე   „ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი“ გაბრიელ ტანიეს მცირე რომანია საინტერესო ფორმით: მისი მთავარი გმირი – მწერალი, რომელსაც ცხოვრების რთული პერიოდი აქვს გადასალახი, ბოლო დროს თავს გადამხდარ ამბებს დიქტოფონზე წერს მეგობართან გასაგზავნად, თან გამომცემლებისგან დაწუნებულ მოთხრობას უკითხავს და იმ უცნაური გადაწყვეტილების შესახებაც უამბობს, ცოტა ხნით ადრე რომ მიიღო.   „მოკლედ, ყველანაირად ვეცდები, დავიცვა აბესალომის საფლავი, ვინც დამიჯერებს, დამიჯერებს, ვინც არა – მასაც გაუმარჯოს ღმერთმა და თავისი სიმართლით იაროს... ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შვება ვიგრძენი, ახლა, როცა ამ გზას ვადგავარ, ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე ადამიანი არ მეგულება“. – უყვება პროფესორ მეგობარს მწერალი საკუთარი თავისთვის მიჩენილი ახალი მისიის შესახებ.   რატომ უჩნდება რომანის გმირს ისრაელში წასვლისა და აბესალომის საფლავის დაცვის სურვილი? რატომ ებრალება ამბოხებული, მამის წინააღმდეგ ამხედრებული შვილი? მკითხველის თვალწინ, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს რომანის ტექსტიდან მიიღებს, დავითისა და აბესალომის ბიბლიური ამბავი სხვა პერსპექტივით იშლება, რადგან მწერალს აბესალომის ამბოხების მოტივსა და მის სიკვდილზე განსხვავებული შეხედულება აქვს.
    24.95
    ჩინური დღიური
    ავტორი: კოკა არჩვაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    ჩიტი არ გამოფრინდება
    ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი გამომცმელობა: ინტელექტი ყდა: რბილი  
    15.95
    ჩრდილი გზაზე
    აკა მორჩილაძის ახალი წიგნი ჟანრობრივად დოკუმენტურ პროზას მიეკუთვნება, რადგან აქ არაფერია გამოგონილი. მწერალი საბჭოთა ეპოქის საქართველოზე წერს – დაწყებული სტალინის დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე. იგი ძალიან საინტერესოდ მიმოიხილავს ათწლეულებად დაყოფილ პერიოდებს და იმ ცვლილებებს, რაც მათ ახლდა. მკითხველის წინაშე ცოცხლდება მთელი ეპოქა თავისი ჩრდილში ცხოვრების გზითა და ბევრი უცნობი, “ჩრდილს იქით გასული” ამბით.    
    13.9
    ცაზე მთვარე მიცურავდა
    ავტორი: ლეილა ბეროშვილი „ცაზე მთვარე მიცურავდა“ ლეილა ბეროშვილის მოთხრობების სრული კრებულია. „ლეილა ბეროშვილი ნამდვილი მწერალი-მხატვარია, მწერალი-ფერმწერი, მწერალი-კინემატოგრაფისტი – შემქმნელი სულიერ თუ უსულო საგანთა დაუვიწყარი პორტრეტების მთელი გალერეისა უმდიდრესი ენობრივი პალიტრით. მწერლის ნამდვილ საფიქრალს წარმოადგენდა ადამიანობა, ადამიანად ყოფნის სევდა და საიდუმლო. ამ საიდუმლოს ის თითქოს სულს უბერავდა, მის ირგვლივ თითქოს ფეხის წვერებზე დადიოდა იმ კითხვებით სავსე, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა და რომლებიც თან გაიყოლა. ლეილა ბეროშვილს ბევრი არა აქვს დაწერილი, მაგრამ რაც დაწერა, ყველაფერი ნამდვილია, რადგან მისია, განსხვავებით იმათგან, რომლებიც ბევრს და დიდის ამბით წერენ თუ იღებენ, მაგრამ მათი ნაღვაწის გროვაში ციცქნა ოქროს ძარღვსაც ვერ აღმოაჩენ“, – ნაირა გელაშვილი.
    10.95
    ცდუნება
    ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის - საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას... „ეს არის წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, ურთიერთობებზე, ვნებასა და საკუთარი თავის ძიებაზე... წიგნში სადავო და რთული საკითხებია წამოჭრილი - როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ მოულოდნელად ძველ სიყვარულს შეხვდები? შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? რა უფრო ძლიერია - ვნება თუ სიყვარული?“ - თეა ინასარიძე.  
    12.95