santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • მექსიკური დღიური
    ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. „მექსიკური დღიური“ მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა – არჩილ ქიქოძე.
    12.9
    მეწამული პლანეტა მარსი
    ავტორი: ლექსო ქურხული   „მეწამული პლანეტა მარსი“ ლექსო ქურხულის მოთხრობების პირველი კრებულია. იუმორი მთავარი განწყობა და ხასიათია, რაც კრებულში შესულ მოთხრობებს აერთიანებს. უფრო მეტიც, ის სხვადასხვა ტიპის სამყაროებსაც აერთიანებს – რეალურს და ფანტასტიკურს, წარსულს და თანამედროვეს, ცხადს და სიზმრისეულს. ყველაფერს სინაღდის ნიშანი აქვს – გაუზვიადებელი, გემოვნებიანი და ნამდვილი – ასეთია ლექსო ქურხულის პროზა.     ამ ოსტატობის მთავარი საიდუმლო კი ალბათ ის მოხელთებული ზღვარია, სადაც სიცილი მოულოდნელად სევდაში გადაინაცვლებს. ასეთი სევდის ამოსახსნელად მკითხველს, კრებულთან ერთად, უკვე საკუთარი ცხოვრების გამოცდილებაც სჭირდება...
    12.95
    მეწამული ჩიტი
    ავტორი: ნათია ოსანაძე   როდესაც ქალის ცხოვრებაში წარსული გალიებში გამომწყვდეულ ჩიტებად იქცევა, ეს ნიშნავს, რომ ახალი ომის დროა. ნათია ოსანაძის „მეწამული ჩიტი“ ამ ომს ეძღვნება, რომელიც გამარჯვებას სულაც არ გულისხმობს. ნერვულ დაბოლოებებამდე დაწნეხილი და გაფაქიზებული შეგრძნებები, შიშის და ტკივილის გამუდმებული პანიკა, წარსულის გალიებიდან ვერგამოშვებული ფრინველების ამბოხი, ტრავმები და სტიგმები – ეს ყველაფერი ორ შეყვარებულ სულს აბსურდისკენ ექაჩება და სიყვარულის ადგილს არ ტოვებს...   სად სკდებიან მწვანე ბუშტები, რომლებსაც მხატვარი სიცოცხლის სიმბოლოდ ხატავს?..
    6.95
    მეხსიერების სავარჯიშო
    ავტორი: ლია თოფურია სერია: იკითხე ქართული XXI თურმე ზოგჯერ ასეც ხდება: ერთი საბედისწერო შემთხვევა ერთ წამსი ცვლის მთელ ჩვენს ცხოვრებას, ყველაფერს ყირამალა აყენებს; შეიძლება, დავკარგოთ ყველაფერი - მშობლიური სახლი, საყვარელი ადამიანები - და საერთოდ სხვა, უცხო სამყაროში აღმოჩნდეთ, იმ ახალ სამყაროში კი ვიპოვოთ ახალი სიყვარული... თუმცა შევძლებთ წინა ცხოვრების დავიწყებას?
    12.95
    მზე, მთვარე და პურის ყანა
    ავტორი: თემურ ბაბლუანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    16.9
    მზიანი მხარე
    ავტორი: ქეთი ნიჟარაძე მოთხრობების კრებული გამომცემლობა: მელანი ავტოპორტრეტი რას გვპირდება ნოემბერი? სევდიანზე სევდიანი ამბავი დედა, მამა და მე ძველი სახლი მზიანი მხარე
    17
    მთვარის მოტაცება
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია   „მთვარის მოტაცება“ ასახავს კოლექტივიზაციის პერიოდს, ძველისა და ახლის ჭიდილს, ძველი სამყაროს კვდომას, ბოლშევიკურ-ჩეკისტური ძალების გამარჯვებას. გარდა იმისა, რომ რომანს არაჩვეულებრივი მხატვრული მხარე აქვს, იგი არსებული დროების ახალ ღირებულებებსა და წარსულის ხატების რღვევას ასახავს. საქართველოს ბედი, ეპოქის სულის გამოკვეთა იყო ადამიანთა სახეებად. ამიტომაც არის "მთვარის მოტაცება" არა მხოლოდ დიდი წიგნი, არამედ სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტიც!
    30
    მთვარის შვილობილები
    ავტორი: ნატო დავიტაშვილი   დიდ თამაშში ჩართული ოცდარვა გმირი – მთვარის ოცდარვა შვილობილი იბრძვის მთვარის რჩეულის ტიტულისთვის. ყოველი მათგანი განსაკუთრებულ ძალას ფლობს, მაგრამ რჩეული მხოლოდ ერთი უნდა გახდეს, მთვარის რჩეული კი სამყაროს მბრძანებლობას შეძლებს. ვინ მიაღწევს ფინიშს, ვინ გახდება ახალი სამყაროს ახალი კანონების შემქმნელი? თამაში დაწყებულია!
    14
    მიბრუნება
    ავტორი: მიხეილ იოჰანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    მივიწყებულნი
    ავტორი: მათე სარალიშვილი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
    12.9
    მიმქრალი შარავანდედი
    ავტორი: ვასილ ბარნოვი   სერია – ისტორიული რომანი   საგანგებო ფორმატის – ე. წ. ჯიბის წიგნი, რომლის ტარება და გაცნობა მკითხველს ნებისმიერ ადგილზე შეუძლია. გამოჩენილი ქართველი მწერლების თვალით დანახული წარსული – ორიგინალურად წარმოდგენილი ისტორიული რეალიები, ლიტერატურულ პერსონაჟებად გარდაქმნილი რეალური პიროვნებები, მათი საოცარი თავგადასავლები და მიმზიდველი სიუჟეტები, რაც გულგრილს არავის დატოვებს
    5.6
    მინერალური ჯაზი
    ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
    12.9
    მკვდრების ქალაქი
    ავტორი: ბესო ხვედელიძე გამომცემლობა:სულაკაურის გამომცემლობა „მეოცე საუკუნის 90-იანებმა საქართველოს მძიმე კვალი დაატყო. თავს დატეხილმა სამხედრო კონფლიქტებმა და სოციალურმა კოლაფსმა ქვეყანაში ბევრ ოჯახს შეაცვლევინა ცხოვრების წესი და კურსი. ნაწილმა ემიგრაციაში გაქცევით უშველა თავს, ქვეყანაში დარჩენილები კი თითქოს რაღაც უზნეო ექსპერიმენტების მსხვერპლად იქცნენ. მათგან ბევრი სწორედ ამ ცვლილებების ხანაში ტრანსფორმირდა მუტანტების ოჯახად.
    11.9
    მოგზაურობა ევროპაში - UNTERGANG
    ავტორი: ზურაბ ქარუმიძე ზურაბ ქარუმიძის რომანი ორი დიდი წიგნის ერთგვარი ანარეკლია. ეს წიგნებია: ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში.“რომანის მთავარი პერსონაჟი, არა-ზეკაცი სახელად ზეროტუსტრა, იგივე — ზერო, ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობს: ბრიუსელში, რომში, პარიზში, ლონდონში, სტოკჰოლმსა და ბერლინში. მის ამ მოგზაურობას თავისებურად წარმართავს შავწვერა თეთრი ბოცვერი, რომელიც მოულოდნელად გამოხტება ხოლმე და თავს იფეთქებს, შეძახილებით.ევროპას კრიზისი უდგას, ცნობილ მოვლენათა გამო.
    14.95
    მოგზაურობა ყარაბაღში
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    11.9
    მოთხრობები
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  წიგნში შესულია ვაჟა-ფშაველას მოთხრობები და პოემები: გიგლია, გოგოთურ და აფშინა; ალუდა ქეთელაური, ბახტრიონი, სტუმარ-მასპინძელი, ივანე კოტორაშვილის ამბავი, გველისმჭამელი.
    18
    მოთხრობები #2 - გურამ დოჩანაშვილი
    ავტორი: გურამ დოჩანაშვილი   წიგნში შესულია მოთხრობები: შილდელი მევენახე; ყველაზე კარგი პაპა; ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება; ანუ მესამე ძმა კეჟერაძე; იოჰან სებასტიან ბახი; მიწა და ვანო და წიფელი, ხე; ვატერ (პო) ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები; ძნელი; განსმდომი შუაკაცი; ბახვას გუმლა რეჩხი უყო; ცალ-ცალკე და ერთად; მხოლოდ ერთი კაცი; ზღაპარი შედევრისა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი.
    29
    მოთხრობები #3 - გურამ დოჩანაშვილი
    ავტორი: გურამ დოჩანაშვილი    წიგნში შესულია მოთხრობები: მერომელიღაზე მიხეი, და სხვანიც კიდევ ორ-ორნი; დედინაცვალი; რასაც სხვა ვერ იზამდა; ორნი აქა,იქა; ჩვეული ბედნიერებანი; დაეძებდა; ძმისავ.
    29
    მოთხრობები / პოემები / ლექსები
    ავტორი: ილია ჭავჭავაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია: კაცია - ადამიანი?!; მგზავრის წერილები; გლახის ნაამბობი; ოთარაანთ ქვრივი; სარჩობელაზედ; ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი; ამბავად გაგონილნი; აჩრდილი; ქართვლის დედა; რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან; მეფე დიმიტრი თავდადებული; განდეგილი
    18
    მოთხრობები ლიტერატურაზე
    ავტორი: ლევან ბრეგაძე   ეს წიგნი მოგვითხრობს მოთხრობებზე, ნოველებზე, რომანებზე, ლექსებზე; მათი ავტორების მწერლურ ოსტატობაზე; მხატვრული ტექსტების, მხატვრული შემოქმედების თავისებურებათა შესახებ… დიახაც, მოთხრობაზეც შეიძლება დაიწეროს მოთხრობა, რომანზეც, ლექსზეც, ესეისტურ თხზულებაზეც…
    15.9
    მოთხრობები სიყვარულზე
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი  სულაკაურის გამომცემლობა „მოთხრობები სიყვარულზე” აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, თუმცა წიგნში ერმანეთს სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები ენაცვლება და ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი, ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.  
    12.9
    მოთხრობები ტ1 დავით კლდიაშვილი
    ავტორი:დავით კლდიაშვილი
    25
    მოთხრობები ქალებზე
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი გამოომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    12.9
    მოთხრობები ქართლიდან
    ავტორი:  რევაზ-გიორგი არველაძე წიგნის ენა: ქართული-ინგლისური
    17.95