santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ინდოეთის დღიური
    ავტორი: არჩილ ქიქოძე   არჩილ ქიქოძის მორიგი „ნატურალისტურ-ლიტერატურული“ დღიური ინდოეთში მოგზაურობაზე გვიყვება. წიგნში ვხვდებით კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს – ქვეყნის მასპინძლებსა და სტუმრებს. მწერლის დაკვირვებული თვალი გვამოგზაურებს ფერად და სურნელოვან ჯაიპურსა და ტრივანდრუმში, ოქროსფერ ჯაისალმერსა და ტარის იდუმალ უდაბნოში, რანტამბორის ეროვნული პარკში, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ბუნებისა და ცხოველებისადმი უპრეცედენტო პატივისცემით უფრთხილდებიან. ქვეყანას, რომელსაც იგი პირველად ესტუმრა, ძალიან ცოტა აქვს საერთო მისთვის კარგად ნაცნობ კოლონიალისტურ მხატვრულ ნაწარმოებებში დახატულ ინდოეთთან. ეს წიგნი ინდოეთზეა, მაგრამ, ამავე დროს, თავად ავტორზეცაა, მის მოგონებებზე, სიცოცხლისა და სიკვდილისადმი მის დამოკიდებულებაზე.
    11.9
    ინსომნია 2022
    სხვადასხვა ავტორი რაც უფრო ქაოსური და აპოკალიფსურია რეალობა, მით უფრო დიდია ჟანრული ტექსტების მნიშვნელობა. დღეს სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის წიგნები გზამკვლევებად იქცნენ კოლაფსის პირას მყოფი სამყაროს ხალხებისთვის. ეს წიგნი სახიფათო და დაუჯერებელი სამყაროების მორიგი ენციკლოპედიაა, რომელსაც ქართული ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ გთავაზობს. ფესტივალი „ინსომნია“ 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ცდილობს ჟანრული ლიტერატურის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველთა შორის. ეს წიგნი 2022 წელს საფესტივალო უძილობისას შეიქმნა და ის, ტრადიციულად, შვიდი ფინალისტის მოთხრობასა და ფობიოგრაფიას აერთიანებს.
    12.9
    ის საწყალი, ნაბიჭვარი დროება
    ავტორი: პაატა ცანკაშვილი   „ტექსტი ჭინთვით არ იბადება"-ამბობს ერთგან პაატა ცანკაშვილის პერსონაჟი.არ ვიცი,რამდენად შეიძლება ეს ფრაზა მის მწერლურ კრედოდ აღვიქვათ,მაგრამ მისი ნაწერის ბუნებას კი ნამდვილად გვაჩვენებს.ის ცეცხლი და მგზნებარება,რაც მის ტექსტებს მოსდებია,თანაც საოცარი სტილური დახვეწილობით,სწორედ ამაზე ღაღადებს.თანაც არააა ეს ენერგია ფუყე,ცხოვრებისეული გაკვეთილების სიბრძნე მოაქვს თან და სევდა,რომელიც კიდევ უფრო მეტად იზრდება,როდესაც ავტორის ბედისწერა გახსსენდება.გახსენდება ბოლო წლების მისი კარჩაკეტილობის...
    11.95
    ისკარიოტის ეკლები
    ავტორი: მაკა ჯოხაძე ლიტერატურის მცოდნეები მაკა ჯოხაძეს გერტრუდა სტაინს, მარგარეტ იურსენარს, ვირჯინია ვულფსა და ოსკარ უაილდს ადარებენ. თავის დროზე ფრანგებმა მისი რაფინირებული ხელწერა, ფსიქოლოგიური წვდომითა და მეტაფორულობით, ქენძაბურო ოეს შეადარეს. „ისკარიოტის ეკლებიც“ ბავშვობის მეტაფორაა, ერთი ვრცელი, სევდიანი მეტაფორა, ხშირად მთელ ჩვენს მომავალ ცხოვრებას რომ განსაზღვრავს. იუდად იბადება თუ ყალიბდება ადამიანი? თუ ღმერთის არსებობის გწამს, გწამს, რომ იუდად არ იბადებიან. თუ ეშმაკის არსებობისაც გჯერა, იცი, რომ მისი ძალისხმევით ანგელოზიც კი შეიძლება მოღალატედ იქცეს. ეს არის ამ წიგნის ძირითადი კონცეფცია. ჩვენ-ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. იუდა ისკარიოტელსაც თავისი ბავშვობა ჰქონდა, ისევე როგორც იესოსთან ერთად ჯვარცმულ ორ ავაზაკს. ვინ იყო იუდა? ვინ იყვნენ ავაზაკები? როგორი იყო მათი ბავშვობის, სიჭაბუკის წლები და გზები? დარჩათ თუ არა შთამომავლობა? სიკვდილის წინა წამებში როგორ მოახერხა ერთმა ავაზაკმა სასუფევლის მოპოვება, მეორემ კი ჯოჯოხეთის ბინადრად ქცევა?..   ისტორიულ პირებთან და ამბებთან ერთად, რომანის გამოგონილი პერსონაჟები და თავგადასავლები ერთმანეთს ისეთი ბუნებრიობით ერწყმიან, ისეთი საოცარი მხატვრული დამაჯერებლობით თანაარსებობენ, რომ მათ სიმართლეში წამითაც არ გეპარება ეჭვი. მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“ იუდას მთელი ცხოვრების ღრმა და მდიდარი წარმოსახვით შექმნილი არაორდინალური მხატვრული ვერსიაა, ის გაუნელებელი ინტერესით იკითხება და გაჯერებს, რომ იუდა ისკარიოტელმა ზუსტად ასე იცხოვრა და არა სხვაგვარად. შემეცნებით სიხარულთან ერთად, რომანის შინაგანი მუსიკითა და მხატვრული სიტყვის ზეიმით, მკითხველს წინ ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება ელოდება
    24.95
    იყო
    ავტორი: Mossy Toresa "წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათვის" ძველი ქართული წარმართული წარმოდგენების ყველაზე ადრეული ლიტერატურული ქმნილება შეიძლება იყოს და ვინაიდან ისტორიას ყოველთვის აქვს გაგრძელება აწმყოში, მასაც თავისი ბედი ექნება, რომელიც მთავარი გმირის ბედს დაუკავშირდება. ანტიკვარების ერთი ჩვეულებრივი მაღაზია შესაძლოა მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის ადგილად იქცეს, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ.
    17
    იყო და არა იყო რა
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    კაგდატა ინ ჯორჯია
    ავტორი: აკა მორჩილაძე   ცალკე გამოცემის სახით პირველად იბეჭდება თანამედროვე ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის, ესეისტური ტექსტები: »კაგდატა ინ ჯორჯია« (2008) და »პირადი ენციკლოპედია« (2007).
    10
    კაკაფონია
    ავტორი: დათო ჯიქია გამომცელობა: ინტელექტი
    15
    კამოდის 12 უჯრა
    ავტორი: მიხეილ მღებრიშვილი თვლის სისტემა სხვადასხვანაირია: ორობითი, ათობითი, თორმეტობითი... ერთი დუჟინი, ორი დუჟინი - ასე ითვლიდნენ ადრე. იმიტომ, რომ წელიწადი თორმეტ თვედ დაყვეს ადამიანებმა, საათის ციფერბლატი - თორმეტ ნიშნულად, მოციქულიც თორმეტი იყო, სკამიც - თუ ლიტერატურას გადავწვდებით. ამ რომანში კი 12 ნივთია, ძველ კომოდში შემთხვევით აღმოჩენილი და მთავარი გმირის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების აღმნიშვნელი. სწორედ ეს ერთი დუჟინი ნივთი აცოცხლებს და ხორცს ასხამს ყველაფერს...
    11.95
    კანვოი
      ავტორი: ირაკლი მახარაძე კანვოის – რჩეული მეომრებისაგან შემდგარ ქვეგანაყოფს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის საიმპერატორო სახლის მშვიდობიან ცხოვრებაში. მათი აღჭურვილობა, თავაწყვეტილი ჯირითი, საუკეთესო სამხედრო წვრთნა და აღკაზმულობა უელსისა და დანიის უფლისწულების, სპარსეთის შაჰის, ნასრ-ედ-დინის, გერმანიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის, ვილჰელმ I-ის აღფრთოვანებას იწვევდა. წიგნი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით მოგვითხრობს კანვოის ისტორიასა და კანვოელ ქართველ მეომრებზე, რომლებიც მსახურობდნენ საიმპერატორო კარზე 1811 წლიდან 1917 წლამდე, ანუ ნიკოლოზ II-ის გადადგომამდე. კანვოელთა სიაში ირიცხებოდნენ: სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟები – ნიკო და ანდრია დადიანები; გიორგი XII-ის შთამომავალი ალექსანდრე ამილახვარი; დავით (უჩა) დადიანი და სხვა დიდგვაროვანი ქართველები. ავტორი საინტერესოდ აღწერს ცხენზე მოჯირითე ქართველ კანვოელთა ისტორიებს; გვიამბობს, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი, რატომ ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება იმპერატორთან ან რატომ ჩუქნიდნენ დედოფლები ხელმანდილებს
    10.9
    კანიბალიადა
    ავტორი: მიშა ბახსოლიანი გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა „კანიბალიადაში“ მოქმედება მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება. „ეს არ არის წიგნი ომზე, ესაა წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ომს გამოექცნენ“, – გვეუბნება ავტორი. მართლაც, აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიციური ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს. ეს წიგნი არც გმირებზეა. ყოველი პერსონაჟი იმდენად გადაგვარებულია მორალურად, რომ მათი შეყვარება ძნელია. უცნაურია, მაგრამ სიძულვილს თანაგრძნობა გადაწონის.
    11.9
    კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება
    ავტორი: რეზო თაბუკაშილი სერია:იკითხე ქართული XXI   " ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო - ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც... გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა. საკუთარი აწვალებს გოგიას, ყოველ დილას წარსულის დაბრედვა უწევს მომავალზე ალესილი დანით, ახალ მუღამებს ეძებს ძველის დახმარებით. „მოულოდნელი ბედნიერების“ მოლოდინის სურნელი ახსოვს და გული მიუწევს ახლის საძებნელად... „რომელიც კაი ძველია, მაგრამ მუდამ საპოვნელად დამძახებელი“, ოღონდ ვერც ადრინდელი „კარგად მობერილი განწყობილებები“ და თითქმის ოცდაათი წელი ერთად ნაცხოვრები თავისი ქეთო ეთმობა, შვილების წინაშეც დანაშაულს გრძნობს... გამჩენი რომ არ ასვენებს, ის კაცია გოგია, ან თვითონ რომ ვერ ისვენებს, მაგრამ კარგი კაცია, ჩვენსას ამბობს, ჩვენსას გრძნობს, ამ ქვეყნისას, ამ ქალაქისას. იმ პლედში გახვეულმა უსახლკარო ქალმაც იცის, გოგია რომ კარგია. იმან კიდევ ბევრი რამე იცის, დაეჯერება. ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო - ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც... გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა. საკუთარი აწვალებს გოგიას, ყოველ დილას წარსულის დაბრედვა უწევს მომავალზე ალესილი დანით, ახალ მუღამებს ეძებს ძველის დახმარებით. „მოულოდნელი ბედნიერების“ მოლოდინის სურნელი ახსოვს და გული მიუწევს ახლის საძებნელად... „რომელიც კაი ძველია, მაგრამ მუდამ საპოვნელად დამძახებელი“, ოღონდ ვერც ადრინდელი „კარგად მობერილი განწყობილებები“ და თითქმის ოცდაათი წელი ერთად ნაცხოვრები თავისი ქეთო ეთმობა, შვილების წინაშეც დანაშაულს გრძნობს... გამჩენი რომ არ ასვენებს, ის კაცია გოგია, ან თვითონ რომ ვერ ისვენებს, მაგრამ კარგი კაცია, ჩვენსას ამბობს, ჩვენსას გრძნობს, ამ ქვეყნისას, ამ ქალაქისას. იმ პლედში გახვეულმა უსახლკარო ქალმაც იცის, გოგია რომ კარგია. იმან კიდევ ბევრი რამე იცის, დაეჯერება"
    12.95
    კატა, რომელიც ქალს უსმენდა
    ავტორი: მარტოხელა   თუ წერის სტილთან და ტექნიკასთან ერთად ავტორი გაგრძნობინებს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი სიმართლეა... რომ ეს ამბავი შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, ისევე როგორც სხვების ცხოვრებაში, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველამდე. მკითხველმაც უნდა იგრძნოს, რომ მასავით სხვებსაც სტკენია, სხვების ცხოვრებაშიც იყო უიმედობა, დაცემა, აღდგომა, კათარზისი და, რაც მთავარია, სიყვარული. ეს პროცესი, მკითხველისთვის შვების მომგვრელია - ის იღებს გამოცდილებას და, ასევე, შვებისმომგვრელია - ავტორისთვისაც, ის ხომ უშურველად გასცემს ამ გამოცდილებას...
    25
    კაცი წნეხის ქვეშ
    ავტორი: საბა სავანელი გამომცელობა: ინტელექტი
    20
    კაცია ადამიანი ?!
    ავტორი: ილია ჭავჭავაძე
    22
    კახეთის მატარებელი
    ავტორი: არჩილ ქიქოძე სერია: რჩეული მოთხრობები გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
    13.9
    კედელზე ამოკაწრული ამბები
    ეს პატარა მოთხრობები, ჩანაწერები, ავტორის აღსარებაა და ნამდვილი, გულწრფელი აღსარების მსგავსად, მათ შვება მოუტანეს მას. "ახალი არაფერი გამიკეთებია - იმ ამბებსა და დემონებზე, რომელთა შესახებაც ვეცადე დამეწერა, უკვე ძალიან ბევრი დაწერილა და ძალიან ბევრიც კიდევ დაიწერება, რადგან ისინი მუდმივად ჩვენი თანმდევნი არიან: აბსურდი, ფატალიზმი, თვითმკვლელობასთან შეთამაშება, გარდაუვალი სიკვდილისთვის თვალის გასწორების მცდელობა, სინანული, დარდი და იმედი... რომელიც, როგორც ვიცით, უკანასკნელი კვდება."
    12
    კენჭები
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი სერია: რჩეული მოთხრობები ქართველმა მკითხველმა უკვე გაიცნო ზაირა არსენიშვილის რომანი „ვა, სოფელო“, ამ პროზაულ.კრებულში კი, რომელსაც „კენჭები“ ჰქვია, შევიდა მისი სამი მოთხრობა, რომლებსაც ისევ ერთი თემა აერთიანებს – უმძიმესი.წლები მე-20 საუკუნის საქართველოში, დიდი ტერორი და რიგითი ადამიანების ბედი ამ.ისტორიული მოვლენების ფონზე. „კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული.  აქ ისევ 1930-იანი წლების საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში. ამ წიგნშიც ავტორი ყვება იმას, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ყველაზე.მიჩქმალულია, გაუაზრებელი და სახელდაურქმეველი. აქაც იმ ტრავმას ეხება, რომლისგანაც ბოლომდე თაობები ვერ.გავთავისუფლდით. თითქოს გვაქვს წარმოდგენა რეპრესიების და მსხვერპლის მასშტაბზე, მაგრამ მწერალი, როგორც.ყოველთვის, იმაზე მეტს გვიჩვენებს, ვიდრე უბრალო სტატისტიკაა. მის ტექსტებში რეპრესიების უკან  ადამიანები დგანან თავიანთი ტკივილით, ტრაგედიებით და ტრაგედიასთან.გამკლავების მეთოდებით. აქ რეპრესიების „ზურგში“ დარჩენილ ქალებს ვხედავთ, მათ შიშს  და ძრწოლას, მათ თავზარდაცემას.და მღელვარებას ვეხებით.  ეს ქალები ახერხებენ გადარჩნენ. უფრო მეტიც, გადარჩენისთვის.ბრძოლაში ერთმანეთს გვერდში უდგანან, ერთმანეთს თავდაუზოგავად ეხმარებიან, ერთმანეთზე ზრუნავენ. მათთვის საზიაროა გრძელი.უთავბოლო რიგები პროდუქტების მაღაზიებთან. საზიაროა უსასრულო რიგები ციხეებთანაც, სადაც ტყუილი იმედით.დგანან, რომ თავიანთ დაპატიმრებულ ოჯახის წევრებს გაჭირვებით ნაშოვნ თბილ ტანსაცმელს და საკვებს.შეუგზავნიან.კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული.  აქ ისევ 1930-იანი წლების.საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში.შეუგზავნიან.
    11.9
    კინო "ყაზბეგი"
    ავტორი: გაგა ნახუცრიშვილი   „კინო „ყაზბეგი“ პოეტის მხატვრულად მოთხრობილ ნამდვილ ამბებს აერთიანებს. სამოცდაათამდე ნოველა მკითხველს თბილისსა და სხვა ადგილებში ამოგზაურებს. იქ, სადაც დროის დინებამ ყველაფერი შეცვალა ან საერთოდ გააქრო, მაგრამ მეხსიერებამ შეინარჩუნა და ჩანაწერებში გააცოცხლა. მინიატურული ჟანრი თხრობას თავისებურ დინამიურობასა და მრავალფეროვნებას მატებს. შევხვდებით საინტერესო, განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებმაც თავისი ცხოვრებითა და ურთიერთობის გამორჩეული უნარით, თბილისის დაუვიწყარი სახე შექმნეს და ქალაქსაც სული შთაბერეს. კოლორიტები, სხვანაირი სითბო და ელფერი რომ დაუტოვეს ქალაქს, რომლის შეგრძნებაც მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ გვახსოვდეს.
    19.95
    კოლაჟი მთვარის შუქზე
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი სულაკაურის გამომცემლობა ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ზაირა არსენიშვილის (1933-2015) კლასიკად ქცეულ რომანებს – „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ და „ვა, სოფელო“. „კოლაჟი მთვარის შუქზე“ მწერლის მესამე რომანია. წიგნში მოქმედება ხდება XX საუკუნის მეორე ნახევრის თელავში და მკითხველს ცოცხლად წარმოუდგენს არა მხოლოდ იმდროინდელ თელავს, არამედ ზოგადად საქართველოს გასული საუკუნის 60-იანიდან 90-იან წლებამდე. რომანის მთავარი გმირი თიკო თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც წიგნს წერს მეფე ერეკლეზე. თიკოს თავისზე ბევრად უფროსი კაცი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის… უაღრესად საინტერესო პერსონაჟების მთელი გალერეა, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე იშლება და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესანიშნავი ლიტერატურული ინტერპრეტაციაა, ზაირა არსენიშვილის ამ რომანსაც ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ქართულ კლასიკურ მწერლობაში.   ყდა: რბილი
    17.9
    კომპლექტი - დავით აღმაშენებელი (1-2ტ)
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანის ორტომეული.
    60
    კონა / რჩეული მოთხრობები
    ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი სერია: ქალების კალმით
    14.95
    კორექტურა
    ავტორი: ლაშა ბუღაძე   ლაშა ბუღაძის ახალი კრებული 2010-2015 წლებში დაწერილ ათ მოთხრობას აერთიანებს. მათგან რამდენიმე უკვე დაიბეჭდა ქართულ და ევროპულ გამოცემებში: „მგლის ცოდვა“ შესულია კრებულში – Best Europian Fiction 2013 და გარდა ამისა, 2013 წლის „15 საუკეთესო მოთხრობის“ პირველი ადგილის მფლობელიცაა.
    9.9
    კუბოკრული პერანგი
    ავტორი: ნინო ლილუაშვილი  ,,ჩემი გონება ვერ ახერხებს იმის აღქმას, თუ სად იწყება ილუზია და მთავრდება რეალობა"
    19.95