santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • დედის ოთახი
    ავტორი: ნაირა გელაშვილი დედის ოთახი“ ნაირა გელაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომანია. ახალგაზრდა ექიმი და ბიოქიმიკოსი წარმატებით მუშაობს წამალზე, რომელსაც კიბოს განკურნება შეუძლია. საყოველთაო აღიარება შორს აღარ არის, მაგრამ ბედისწერის მოულოდნელი შემოჭრა ცხოვრებაში მეცნიერის მთელ მიღწევებსა და მსოფლმხედველობას თავდაყირა დააყენებს: საფრთხე მის უძვირფასეს ადამიანს – დედას ემუქრება. რომანის მთავარი გმირი – დედა – ქარგვის უბადლო ოსტატი და იდუმალი პიროვნებაა. დედის ოთახს სამი შვილის სამყაროსგან მისივე ხელით ნაქარგ-ნაქსოვი, ორმაგი ფარდა მიჯნავს, მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას რომ ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებსაც საიდუმლოს განცდა არ დაუკარგავთ. დედისა და შვილების ურთიერთობაში მთელი ქვეყნის, მთელი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები ირეკლება: ადამიანის გაუცხოვება ღმერთისაგან, ბუნებისა და საკუთარი თავისაგან; სიცოცხლის ერთიანი დესაკრალიზაცია; შესაბამისად, მონატრება ჰარმონიისა გარემომცველ სინამდვილესთან, ოჯახის წევრებთან, ცხოველთან თუ მცენარესთან; „დედის ოთახი“ ეს არის რომანი-იგავი, რომანი-მისტერია, რომელიც მკითხველში აღძრავს ადამიანური ყოფიერების, როგორც ერთი დიდი საიდუმლოს განცდას, საიდუმლოსი, რომლის შემადგენელი ნაწილებია ყველა და ყველაფერი, მათ შორის ოჯახი, მშობლები და შვილები; და-ძმობა და მეგობრობა; შეხვედრები და განშორებები... ამიტომ არ კარგავს მეოცე საუკუნის მიწურულს დაწერილი ეს ნაწარმოები, რომელსაც ყველა იდუმალი დედის სივრცეში შევყავართ, თავის აქტუალობას: ჩვენ ყველას ხომ დედა გვჭირდება და გვენატრება, მაშინაც კი, როცა ის გვყავს.   
    23.4
    დეტექტივობანა
    ავტორი: დავით ჩომახიძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
    11.95
    დიალოგი ცენზურაზე
    ავტორი: ლაშა ბუღაძე ცენზურა, როგორც წესი, ტოტალიტარული რეჟიმების პირმშოა. თუმცა იდეოლოგიურ ცენზორზე მკაცრი შეიძლება საზოგადოება, ან, თუნდაც, საკუთარი ეგო გამოდგეს. ამ, და ცენზურასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ საინტერესო თემას მიეძღვნა რადიოგადაცემების ციკლი “დიალოგი ცენზურაზე”, რომლის ავტორი და წამყვანი ლაშა ბუღაძე სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს, რა როლს თამაშობს ადამიანის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში ცენზურა, განვითარების რა ეტაპები განვლო ამ ფენომენმა და რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში.
    15.9
    დიდი სმა
    ავტორი: ბესიკ ხარანაული სერია: "ინტელექტი" 25 წლისაა „მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“ – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს.ქადაგ-ხუცესისგან წერად დამწყალობნების შემდეგ, ბესიკ ხარანაული ნამდვილ კარნავალს მართავს, სადაც, საიქიოსა და სააქაოს სივრცეებში, გვერდიგვერდ, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩნდებიან ბრმა ჰომეროსი და ყრუვი გიორგი, ერეკლე მეორის უბირი ქალისგან შეძენილი ვაჟი ბიჩინაგა და გომურში დაბადებული ბალღი...
    19.95
    დიდი ღამე
    ავტორი: გრიგოლ აბაშიძე
    25
    დიდი ღამე
    ავტორი: გრიგოლ აბაშიძე   გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანი „დიდი ღამე“ საქართველოს წარსულზე მოგვითხრობს. XII-XIII საუკუნეების ისტორიული მოვლენები, მტრის შემოსევები და დიდი ღამე, რომლის დროსაც არაერთი ტრაგედია გადაიტანა ქართველმა ერმა. მიუხედავად ყველაფრისა მომავლის იმედი უკვდავია – „გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.“
    15
    დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია "ისტორიული მასალის პოეტიზირებას მხოლოდ მაშინ აქვს თანადროულობისათვის რეზონე, როცა თვით აღებული ეპოქა, ან მისი გმირნი და მათი ხასიათი ეკორესპონდირება თანადროულობის იდეებს", - წერდა კონსტანტინე გამსახურდია და ეს მის ისტორიულ რომანშიც თვალსაჩინოა.  
    30
    დიოგენეს ყავარჯენი
    ავტორი: ირაკლი ბერიძე   ეს წიგნი იმ დროს დაიწერა,როცა ადამიანები ტელევიზორს მხოლოდ ცუდი ამბების მოსასმენად რთავდნენ.ისმენდნენ და,რაც უნდა მოესმინათ,მაინც ცუდი ეგონათ,რადგან მათ კარგის გაგების უნარი დიდი ხნის წინათ დაკარგეს.ეს წიგნი მათ შესახებ დაიწერა,ვინც მზად არის,თავის ნატვრას სამყაროს დასალიერამდე მიჰყვეს.ზოგი მათგანი გზიდან უხვევს და სადღაც ჩიხში ჩერდება–თავის მოსატყუებლად,რომ გზიდან გადახვევა ნატვრის ღალატს არ ნიშნავს.ზოგი აღმოაჩენს,რომ ქვეყნის დასალიერი არ არსებობს,არსებობს მხოლოდ ახდენილი ან აუხდენელი ნატვრები.
    8.4
    დიონისოს ღიმილი
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია   წიგნში შესულია რომანი "დიონისოს ღიმილი" და მწერლის რამდენიმე ნოველა.
    30
    დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z
    ავტორი: ელის დოჯსონი   როცა სიცოცხლე დასრულებული გგონია, როცა წინ მხოლოდ ტკივილი და სიბნელე გელოდება, თურმე სწორედ მაშინ შეიძლება ამქვეყნად ყველაზე ეგზოტიკური ექსპედიციის წევრად იქცე, უდიდესი აღმოჩენების ორომტრიალში ამოყო თავი და პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დაგეკისროს... დომენიკამ იპოვა ის, რასაც ვეძებთ ყველანი. რისკი, ხიფათი, მისტიკა, სიყვარული და ბოროტებასთან ჭიდილი – სწორედ ასეთი თავბრუდამხვევი თავგადასავლის მონაწილე გახდებით ავტორის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით.
    14
    დრო და მარადისობა
    ავტორი: ბაჩანა ბრეგვაძე სერია:  MAGNUM OPUS   „დრო და მარადისობა“ ბაჩანა ბრეგვაძის მიერ დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს. მრავალმხრივ ფასეული ნაშრომები და ჩანაწერები დიდი ლიტერატორის მხატვრულ-ფილოსოფიური აზროვნების, ღრმა ინტელექტუალიზმის და უზადო გემოვნების გამოძახილია. მათში ბევრი თემა იყრის თავს: მკითხველს საშუალება აქვს, თვალი შეავლოს ოსტატის მთარგმნელობით ლაბორატორიას, ნიუანსებს, რომლებიც თავად მთარგმნელს გამოაქვს სააშკარაოზე და რომლებიც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი მასალაა მთარგმნელობითი მეთოდიკისა და თეორიისთვის.   ანტიკური ლიტერატურული ძეგლები, ევროპული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები, ფილოსოფიური ტრაქტატები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „სამუშაო მასალისა“, რომელზეც აგებულია მთარგმნელის მსჯელობა, მისი ღრმა ანალიზი, მისი აქტიური დიალოგი მკითხველთან.   განსაკუთრებით საინტერესოა ამ კულტუროლოგიურ-ლიტერატურულ ჭრილში განხილული ქართული ლიტერატურა, მისი საკვანძო ნიმუშები; მკაფიოდ გამოკვეთილია მშობლიური კულ ტურის, ლიტერატურის მსოფლიო კონტექსტთან შეხვედრის, გადაკვეთის წერტილები, გავლებულია პარალელები და მკითხველს ეძლევა უწყვეტი რეფლექსიის საშუალება, თავად განსაჯოს პრობლემები, მიზეზები და შედეგები.    კრებული „დრო და მარადისობა“ ფიქრისთვის, აზროვნებისთვის განაწყობს მკითხველს, ეს კი ყოვლად საშური და სარგო საქმეა ადამიანისთვის, მით უფრო საზოგადოებისთვის, რომელსაც უამრავ ეგზისტენციურ თუ ყოფით პრობლემასთან გამკლავება უწევს. ამ ჭიდილში ინტელექტი, ფიქრი, შეუცვლელი იარაღია.   „დრო და მარადისობა“ ასეთი სანდო იარაღია მშვიდობისათვის.
    19.9
    დროა!
    ავტორი: დოქტორი ჯი გამომცემლობა: ინტელექტი
    11.95
    დღემდე აგვიანებ
    ავტორი: თამარ სილაგძე „ან მე უნდა გადმოვიდე შენს მხარეს, ან შენ უნდა გადმოხვიდე ჩემს მხარეს, ნაპრალი კი ჩვენ შორის ძალიან დიდია. არც შენ გინდა, გაბედო ნაბიჯის გადმოდგმა და არც მე. შენ გეშინია და მეც მეშინია, მე ვბრაზობ და შენც ბრაზობ. ხე კი უკვე შემოდგომის ფერებს იცვლის. ზამთარიც მალვით ეპარება.  გადმოდი რა, თითქმის ყველა ფოთოლი გასცვივდა.“   ამბავი ადამიანურ სისუსტესა და ძლიერებაზე.  სად იწყება სიყვარული? აქ თუ უფრო ადრე?
    14.9
    ელგუჯა განკიცხული მოძღვარი
    ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
    25
    ერთი თქვენგანი გამცემს
    ავტორი: რუსუდან რუხაძე   „სისხლსავსე, მოხდენილი წინადადებები ფურცელზე გადატანამდე სამგანზომილებიან სივრცეში უნდა ააგო!" – ნათქვამს ჰაერში ხელით მონიშნავს ქარის ნათლული. გიმნაზიის მასწავლებელი კი მწერლობაზე მეოცნებე მოწაფეს წიგნის ამოცნობას ასწავლის: „კარგ წიგნს ნიყვის ფირფიტებივით მოყვითალო ფურცლები აქვს, ცუდს შხამასავით თეთრი ან უკითხავობით განაცრისფრებული." კრებულში შესულ ათივე მოთხრობას თავისი ფერი, გემო, სურნელი და მელოდია აქვს. სამყაროს სინესთეტიკური შეგრძნება, სიცოცხლის გაუნელებელი სიყვარული და თამაშის დაუცხრომელი ჟინი რუსუდან რუხაძის პერსონაჟებს ერთმანეთთან აახლოებს. იმედია, თქვენც იპოვით მათთან საერთოს, არაერთხელ მიუბრუნდებით, სხვებსაც გააცნობთ და ეს კრებულიც მრავალჯერ წაკითხულ, ყვითელფურცლება წიგნებს შორის აღმოჩნდება.   ავტორს ამ კრებულისათვის 2017 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა (ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“).  
    12
    სიახლე
    ერთი კვირა ერთ ოთახში
    ავტორი: თათული ღვინიანიძე     "რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება პიროვნებისთვის და რა როლს ასრულებს მის ფორმირებაში?" _ ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად და მშობლების ჰიპერმზრუნველობისგან თავის დასაღწევად ლუკასი საფრანგეთში მიემგზავრება სასწავლებლად, თუმცა იქ ბოჰემურ ცხოვრებაში გადაეშვება: ინთქმება ხორციელ ვნებებში, ეძალება სასმელს, ნარკოტიკს და ღამის ცხოვრებას. თანამედროვე სამყაროს აურზაურში დაკარგულ ლუკასს წარსულიდან უმშვენიერესი მატილდა ეცხადება. ის მისი აკრძალული სიყვარულია. სამყარო თუ საბედისწერო შემთხვევითობა ლუკასსა და "ხორბალას" შანსს აძლევს, ერთი კვირა ერთ ოთახში გაატარონ. მატილდა და ლუკასი ერთმანეთში თავშესაფარს პოულობენ და თავიანთ სულებს აშიშვლებენ: აღიარებენ ღრმად დამალულ შიშებსა და კომპლექსებს, იხსენებენ წარსულის შეცდომებს, ფარდას ხდიან ბავშვობის ტრავმებსა და საიდუმლოებებს... მთელ ამ ამბავს ფონად მიჰყვება და მკითხველს განწყობას უქმნის წითელი ღვინის გემო, პარიზული ხედები, სულში ჩამწვდომი მუსიკა და გამაბრუებელი არომატები...
    14.95
    ერთსა კაცსა ბლისკინელსა
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი   „ერთსა კაცსა ბლისკინელსა…“ ზაირა არსენიშვილის მეორე პროზაული კრებულია. მოთხრობების გარდა, აქ შედის მისი სხვადასხვა დროს დაწერილი პიესები, რადიო თავისუფლების დღიურები და მოგონებები თავისი ახლობლებისა და მისი  თანამედროვე საუკეთესო ადამიანების, საუკეთესო ქართველების შესახებ. თუ ზაირა არსენიშვილის სხვა ნაწარმოებებში მოქმედება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ხდება, ამ მოთხრობებში ძირითადად ასახულია მეოცე საუკუნის ბოლოს საბჭოთა სისტემის რღვევასთან ერთად საქართველოში განვითარებული მოვლენები. წიგნში ჩანს ეროვნული მოძრაობის აღორძინება, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე საზოგადოებასა და ცალკეულ ოჯახებში, ცხოვრების სიძნელეები 90-იან წლებში, ომი, ემიგრაცია, ქართული სოფლის თანდათანობით დაცლა და სხვ ყოველივე ეს დაწერილია ავტორისთვის დამახასიათებელი მდიდარი ქართული ენით და სევდანარევი იუმორით.
    18.9
    ექსპედიცია
    ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი   თეონა დოლეჯშვილმა მოთხრობების გამოქვეყნება 2004 წლიდან დაიწყო. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "იანვრის მდინარე", რომელსაც საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ლიტერატურული პოემა საბა მიიღო. 2009 წელს თეონა მეორედ გახდა საბას გამარჯვებული "მემფისი" წლის საუკეთესო რომანად დასახელდა. ახლაც საუკეთესოს გთავაზობთ_ პროზაულ კრებულს. ძველი და ახალი თხზულებებით, რომელთა შორისაა სხვადასხვა დროს ლიტეატურულ კონკურსებზე წლის საუკეთესო მოთხრობებად დასახელებული "ექსპედიცია", "აჩრდილი", "რეალური არსებები" , ასევე სხვადასხვა ენაზე თარგმნილი და უცხოურ გამომცემებში შესული რჩეული ტექსტები.
    12.95
    ვა, სოფელო
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი   მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო… “ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს… მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ. ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. „ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“ თამაზ ჭილაძე
    18.9
    ვაჟა – ქართულის რვეულები
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ვაჟა-ფშაველა ლექსები ტ-1
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა   სერია ვაჟას 160 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ ტომში შევა პოეზია, მეორე ტომში - პოემები, მესამე ტომი მიეძღვნება პროზას, ხოლო მეოთხე - პიესებსა და პუბლიცისტურ წერილებს.
    25
    ვაჟა-ფშაველა მოთხრობები (ქართულ-ინგლისურად)
    ავტორი: ვაჟა- ფშაველა გთავაზობთ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე მოთხრობის ინგლისურ თარგმანს, რათა ეს მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული ლიტერატურიდან გახდეს ინგლისურენოვანი სამყაროს კუთვნილება, იმ იმედით, რომ მკითხველი გაიზიარებს ქართველი კაცის სულის ამოძახილს, რომელიც ეძებს სულიერ სიმშვიდეს მარადისობაში, ღმერთთან.
    18
    ვაჟა-ფშაველა მოთხრობები ტ-3
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა   სერია ვაჟას 160 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ ტომში შევა პოეზია, მეორე ტომში - პოემები, მესამე ტომი მიეძღვნება პროზას, ხოლო მეოთხე - პიესებსა და პუბლიცისტურ წერილებს.
    25
    ვაჟა-ფშაველა პოემები ტ-2
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია ვაჟას 160 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ ტომში შევა პოეზია, მეორე ტომში - პოემები, მესამე ტომი მიეძღვნება პროზას, ხოლო მეოთხე - პიესებსა და პუბლიცისტურ წერილებს.
    25