santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • სიახლე
    ვარდის სურნელი
    ავტორი: ზაზა ბურჭულაძე სულაკაურის გამომცემლობა „ვარდის სურნელი“ – ესაა სულისშემძვრელი რომანი სიტყვებზე. რომანი-ლაბირინთი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თუ ნიცშეს „ზარატუსტრა“ არის წიგნი ყველასთვის და არავისთვის, „ვარდის სურნელი“ არის წიგნი არავისთვის და ყველასთვის. და ეს არ არის სიტყვების თამაში. სიტყვების თამაშია თვითონ რომანი – წიგნი-გამოწვევა, რომლის არომატიც არასდროს არაფერში აგერევა. ავტორი თხრობის დასაწყისშივე კისრულობს შეუსრულებელ მისიას, დაწეროს წიგნი უსიტყვებოდ და უფურცლებოდ, და, რაც მთავარია, იგი ამ მისიას ასრულებს. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, იგი მართლაც წერს ასეთ წიგნს… ალუზიებით, პოეზიითა და სევდით გაჟღენთილ ამ ტექსტში გვაოცებს მოულოდნელი გადახვევები და ლაბირინთები. შეუძლებელია მიხვდე, რა გელოდება შემდეგ გვერდზე, და აქ ასეთი სამასამდე გვერდია. ეს ყველაფერი როდია: მკითხველს რომანში ელის კიდევ ერთი პატარა რომანი სახელად „სიტყვების გამოფენა“, რომელიც „ვარდის სურნელშია“ გახვეული. ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი რეალობა-ჯადოსნურობის მიჯნაზე მოარული მთხრობელის თავგადასავალში ჩაგითრევთ და ერთმანეთში არეული ათასი სურნელით თავბრუს დაგახვევთ.
    22.9
    ვინ მოკლა ჩაიკა ?
    ავტორი: ანა კორძაია - სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    ვინილომაგია ვინილომანია
    ავტორი:  თემურ ტონია   ის გასული საუკუნის 50-იან წლებში მოევლინა სამყაროს, მრავალმილიონიანი ტირაჟებით დაფარა დედამიწა და მილიონობით ადამიანს მიუტანა მუსიკა აბსოლუტურად სრულყოფილი სახით. მისი წყალობით, მუსიკა გასცდა ტრადიციულ, სახელოვნებო სივრცეს და იქცა სოციალურ ფენომენად, რომელმაც განაპირობა სრულიად ახალი კულტურული ტენდენციების, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის დამკვიდრება. რა გახდა დღეს, 21-ე საუკუნეში, „ბებერი" ვინილის ხელახალი გაცოცხლების მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხს ამოიკითხავთ ამ წიგნში ...
    12.95
    ვისთვის გალობს შაშვი
    ავტორი: ლანა ღოღობერიძე სულაკაურის გამომცემლობა ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მხატვარი ლანა ღოღობერიძე იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია საბჭოთა რეჟიმის დამთრგუნველი ძალა. ბავშვობის ტრავმებმა დიდად განსაზღვრეს მისი შემოქმედება. „ვისთვის გალობს შაშვიც“ გადატანილი ტკივილების ამოძახილია. მაგრამ მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ განსაცდელი და განსაკუთრებით საყოველთაო განსაცდელი, მხოლოდ ამძაფრებს სიცოცხლის სიყვარულს და სამყაროს მშვენიერების შეგრძნებას. პოეზიას და ბუნების სილამაზეს ძალუძს, დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს, ამისთვის კი ხანდახან ისიც საკმარისია − გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვის მოულოდნელ გალობას პანდემიით დადუმებულ ქალაქში.
    11.9
    ვცადე
    ავტორი: ივა ფეზუაშვილი     პირველი წიგნი, კაცმა რომ თქვას, დებიუტანტი ავტორის გაცნობისაა, სახელი და გვარი თუ დაგვამახსოვრა, უკვე დიდი საქმეა. ისეთი სადებიუტო კრებულებიც ვიცით, მართლა იშვიათი და საკვირველი ამბავი რომ უხარებიათ – ნამდვილი მწერლის დაბადების ამბავი. მე მგონი, არ უნდა მეშლებოდეს – ეს წიგნი ამგვარი შემთხვევაა. ამ ხუთი მოთხრობიდან ერთ-ერთი – ცა, ჩვენს ჟურნალში რომ დაიბეჭდა, მაშინ დავწერე: არილს ბევრი ახალგაზრდა გამოუყვანია ლიტერატურულ ასპარეზზე, მათგან საამაყოდ და თავის მოსაწონებლად რამდენიმე შემოგვრჩა და ისეთი ეჭვი მაქვს, ხვალ ივა ფეზუაშვილიც იმათ რიგში ჩადგება-მეთქი. ჩემდა სასიხარულოდ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიმტკიცდება ეს ეჭვი. (შადიმან შამანაძე)   „გამორჩეულია“, „ორიგინალურია“, „კარგი იუმორი აქვს“, – ასე შევაფასეთ ჟიურის წევრებმა სტუდენტურ კონკურსზე პირველ საპრიზო ადგილზე გასული ივა ფეზუაშვილის მოთხრობა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ივას ყოველი ახალი ტექსტის წაკითხვისას ვფიქრობდი, რომ ისინი წააგავდა კიბის საფეხურებს, კიბეს, რომელიც ცას უნდა მიადგა... და ცოტა ხანში ცაც გამოჩნდა, მოთხრობა, რომელმაც ტრადიციულად ჩამითრია, ჯერ ამბავს მომიყვა, დამაჯერა, მაცინა, გამაოცა და ბოლოს ისე მომიჭირა კისერში, მერე სადღაც გულთან, რომ მიწას დავხედე, ცას ავხედე და გავიფიქრე: „რა მაგარია, რომ ასე წერს!.." (თეონა დოლენჯაშვილი)
    7.25
    ვწერ მასწავლებლისთვის
    „მე მკითხველის რა მოდელზე ვფიქრობდი, როცა ვწერდი? ცხადია, თანამზრახველზე, რომელიც თამაშში ამყვებოდა… ჩემი მსხვერპლი, ანუ ტექსტის მსხვერპლი, გახდებოდა, დარწმუნებული იქნებოდა, რომ მხოლოდ ის უნდოდა, რასაც ჩემი ტექსტი სთავაზობდა და სხვა არაფერი“, − წერს უმბერტო ეკო თავისი რომანისთვის – „ვარდის სახელი“ – დაწერილ ბოლოთქმაში.   „ლიტერატურა არასოდეს მიმიჩნევია თერაპიად. ლიტერატურა ვერაფერს კურნავს და უმეტესად, ვერც კითხვებს სცემს პასუხს. ლიტერატურა ასახავს, ჰყვება, აღწერს, გვიტაცებს, გვაღელვებს, ჭრილობაში ხელს გვიფათურებს, გვიკირკიტებს, გვაფორიაქებს, გვაბრაზებს, გვეხება, მაგრამ უებარი წამალი ნამდვილად არ არის“, – ამბობს მწერალი ნინო ხარატიშვილი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში.   მაშინ რატომ ვწერთ, თან ვწერთ მასწავლებლისთვის?! ამ წიგნში თავმოყრილი მოთხრობები და მათი პერსონაჟები მკითხველის ამ შეკითხვას უპასუხოდ არ ტოვებენ.   ავტორები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ანა წულაია, ბესო პაპასქუა, ბესო ხვედელიძე, გიორგი შერვაშიძე, გურო დავითლიძე, დათო გორგილაძე, დიანა ანფიმიადი, ეთერ ქუთათელაძე, ეკა ქევანიშვილი, ზურა აბაშიძე, თამარ გეგეშიძე, თამარ ესიტაშვილი, თეა თოფურია, თინათინ ხუტურიძე, თორნიკე სიბაშვილი, თორნიკე ჭელიძე, ილია ჭანტურია, ინა არჩუაშვილი, ირმა კახურაშვილი, ირმა ტაველიძე, იუნონა გურული, ლევან ლორია, ლუკა ბაქანიძე, მარიამ კაშია, მიშა ბახსოლიანი, მიხო მოსულიშვილი, ნათია გოგიჩაიშვილი, ნათია როსტიაშვილი, ნანა აკობიძე, ნარგიზ ბუხაიძე, ნინო სადღობელაშვილი , ნინო ქადაგიძე, სოფიო კუბლაშვილი, სოფო გოგალაძე, ფიქრია ყუშიტაშვილი, ქარდა ქარდუხი, ცოტნე ავსაჯანიშვილი, ცოტნე ცხვედიანი
    36.95
    ზებულონი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე “ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა” რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის “თავგადასავალის” ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის.
    19.9
    ზებულონი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის "თავგადასავალის" ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის. ჯემალ ქარჩხაძევისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა.
    16.95
    ზევით და ქვევით
    ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: რცეული მოთხრობები არჩილ სულაკაური (1927-1997) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერალია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და სტუდენტობიდანვე აქვეყნებდა ლექსებს ალმანახში „პირველი სხივი“.   მისი პირველი მოთხრობა, „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან“, მოგვიანებით, 1957 წელს დაიწერა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა მკითხველთა და ლიტერატორთა შორის; დაიდგა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში. მოთხრობას მოჰყვა რომანები – „ლუკა“, „გაბო“, „თეთრი ცხენი“, „ოქროს თევზი“.   პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაური, ასევე, ცნობილია, როგორც საბავშვო მწერალი. ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ზღაპრისთვის, „სალამურას თავგადასავალი“, მას 1971 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.   არჩილ სულაკაურის მოთხრობების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ერთი ცის ქვეშ“, „ზღარბი“, „ბიჭი და ძაღლი“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ხორვატულ, არაბულ, გერმანულ, ფრანგულ და იაპონურ ენებზე. 
    12.9
    ზინკა ადამიანი
    ავტორი: ანა კორძაია - სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ზნე
    ავტორი: ანდრია წყაროზია
    11.5
    ზორო
    ავტორი: ლაშა იმედაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    ზღვარზე #3.3
    ავტორი: თეა ინასარიძე  გამომცემლობა: პალიტრა L
    4
    თავის უფალი ადამიანი
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    9.9
    თავისუფალი მონები
    ავტორი: ნიკა ნოვალი ,,თავისუფალი მონები'' ფილოსოფიური ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია,რომლის პერსონაჟებიც,ძირითადად, ალეგორიულად არიან წარმოდგენილნი. წიგნში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სასიამოვნო ცოდვებს ემონებიან. სიუჟეტი ვითარდება თბილისსა და მიღმიერ სამყაროში, სადაც მთავარი გმირი, ბიზნესმენი იოანე, "კულისებიდან" აკვირდება, როგორ ერევიან ბოროტი სულიერი არსებები მისი ახლობელი ადამიანების ბედში, როგორ უნგრევენ და უშენებენ ხალხს ცხოვრებას;მათ ხშირად სიკეთეც მოაქვთ, მაგრამ მათი მიზანი უცვლელია-ადამიანის შეცდენა...
    13
    თანამედროვე ქართული პროზა მე-2 ტომი
    სერია: ცხოვრება ქალების კალმით     სერია "ქალების კალმით" აერთიანებს გამორჩეული ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს,საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ. ამ ანთოლოგიაში შესულ ტექსტებს, მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ერთი რამ აერთიანებს: ისინი ქალების გადმოსახედიდანაა დაწერილი. ქალებს კი ჯერ ისევ ხვდებათ ხილული თუ უხილავი ბარიერები ლიტერატურაში. ზუსტად ამ ბარიერების გამოა, რომ მათ ნაკლებად ვიცნობთ და ნაკლებად ვაღიარებთ. ცალკე ანთოლოგიებიც იმიტომ იქმნება, რომ ქალები მეტად გამოჩნდნენ საერთო ლიტერატურულ სურათზე და მეტად ხილვადი და შესაგრძნობი გახადონ ყველაფერი ის, რაც დომინანტური თვალთახედვიდან არ ჩანს.
    16.95
    თანამედროვე ქართული პროზა ტომი 1
    სერია: ცხოვრება ქალების კალმით სერია ქალების კალმით აერთიანებს გამორჩეულ ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს, საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ. ორტომეული "თანამედროვე ქართული პროზა- ქალების კალმით" XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ქართულ მწერლობაში მკვეთრად გაძლიერებული ქალი ავტორების ხაზის ამსახველი კრებულია, რომელშიც 30-ზე მეტი თანამედროვე მწერლის მოთხრობაა თავმოყრილი. კრებული მეტ-ნაკლებად სრულ წარმოდგენას ქმნის იმაზე რამდენად მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი და ძლიერია ეს ლიტერატურა. თითოეული ავტორი გამოირჩევა მკაფიო ხელწერით, გულრწფელობით, სიფაქიზითა და გაბედულებით. ისინი ჰყვებიან ხშირად უჩვეულო პირდაპირობით, განსხვავებული პერსპექტივითა და სიტყვების ახლებური შეფერილობით.
    14.95
    თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი
    ავტორი: ბექა ქურხული   „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“ ბექა ქურხულის ახალი რომანია, რომელშიც მოქმედება ორ დამოუკიდებელ ხაზად, ორ სრულიად განსხვავებულ დროსა და ადგილას ვითარდება – მე-13 საუკუნის შუა აზიაში, დიდი ყივჩაღეთის ველებზე, ანუ დეშთი ყიფჩაღში და 21-ე საუკუნის დასაწყისის თბილისში.   რომანი ერთ-ერთი მთავარი გმირის – ბაბურის ამბით იწყება, როდესაც ყივჩაღეთის ველებში, უცხო მოდგმის ხალხთან შეტაკების დროს მოულოდნელად თავისივე თანამებრძოლი მათრახს გადაარტყამს სახეში და თვალს ამოთხრის. აქედან ვითარდება მთელი ეს ისტორია – სამაგიეროს გადახდის სურვილი, შიში, გაურკვევლობა, ღმერთის ძიება და უარყოფა, ჭეშმარიტების, სიცოცხლის არსისა და აზრის კვლევა, პანიკა, სიყვარული... საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.   ასევე სიყვარულით იწყება რომანის თანამედროვე თბილისური ნაწილი. გიორგი ასათიანი თავისი თაობის ბიჭების მსგავსად არეული, დამარცხებული და თითქოს დროსა და სივრცეშია დაკარგული. გალოთებული და უსასტიკეს ყოფას მიმწყდარი, ცდილობს ფეხზე წამოდგეს და რაიმე გამოსავალი ნახოს, გზას ეწიოს. და აი ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როდესაც თითქოს სიცოცხლის აზრიც და თავიც დაკარგული აქვს, დამარცხებისთვის განწირული სასოწარკვეთის დროს გიოსთვისაც ერთადერთი გამოსავალი და თავშესაფარი რჩება – ქალი და სიყვარული...
    17.95
    თოვლის გამყიდველი
    ავტორი: ინგა გოგიბერიძე გამომცემლობა: ინტელექტი
    9.95
    თუ საჭიროა, გათქმევინებთ
    ავტორი: შორენა ლებანიძე   შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანისა და მოთხრობების ეს კრებული, მეოცე საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული კლიმატის გაცოცხლების ფონზე, საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების პიროვნულ ტრაგედიას ასახავს.     ავტორი წარმოაჩენს ტოტალიტარული სისტემის გამოკვეთილ თვისებას, თავის სამსახურში ჩააყენოს, დაიმორჩილოს და, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ფიზიკურად გაანადგუროს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები, თუმცა გადის დრო და ახალი რეალობა კვლავ აღადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლთა უსამართლოდ წაშლილ კვალსა და სახელებს.     დოკუმენტურად დასაბუთებული და საარქივო მასალით გამდიდრებული ამბების აღწერით შორენა ლებანიძე ისტორიულ სინამდვილეს მნიშვნელოვან შტრიხებს მატებს. ავტორი ნაკლებად გახმაურებულ, მაგრამ ფასეულ და საყურადღებო დეტალებს ამზეურებს სახელოვანი დირიჟორის, ევგენი მიქელაძისა და მისი ოჯახის, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის, პროფესორ პეტრე გელბახიანისა და მისი კოლეგების/ოჯახის წევრების, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის ცხოვრებიდან და პროფესიული საქმიანობიდან, ასევე სიღრმისეულად წარმოაჩენს იმ მიზეზებს, რის გამოც ისინი მიუღებელნი აღმოჩნდნენ 30-იანი თუ 70-80-იანი წლების საბჭოთა სისტემისთვის.     წიგნისთვის ავტორს 2020 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ „საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის“ ნომინაციაში.
    9.95
    იანუსი
    ავტორი: ნუგზარ აფხაზავა დოქტორი სპააკი ოქროსხელება ქირურგია. მას ისე შეუძლია შეუცვალოს ადამიანს გარეგნობა და იერი, რომ შეიძლება დედამ შვილი ვეღარ იცნოს და ცოლმა — ქმარი. ექიმის გარშემო განვითარებულ იდუმალ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან ვაკვირდებით და მათთან ერთად ნელ-ნელა ვიგებთ შემზარავ სიმართლეს. სიმართლე კი კომპანია "სპააკ ენდ სტიქსის" უკან იმალება, რომელსაც მსურველები იმ ქვეყნად უმტკივნეულოდ და მყისიერად, კლიენტის მიერ ერთი მარტივი ბლანკის შევსებისა და შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიჰყავს.
    11.9
    იგი
    ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე პრეისტორიული ხანის უნიკალური რეკონსტრუქცია, პირველი ადამიანების აღქმა, ჭვრეტა და შთაგონება. სოციუმისა და პიროვნების დაპირისპირების მარადიული თემა. ჯემალ ქარჩხაძის დღეს უკვე კლასიკად ქცეული ნაწარმოების განახლებული გამოცემა, კოტე სულაბერიძის ასევე კლასიკად ქცეული ილუსტრაციებით.
    14.9
    იეროფანტის ყოვლად უნიჭო წარმოდგენა
    ავტორი: ქვიშის კატა (ნინა ჩაგანავა)   „ძაღლები ადამიანებს ჰგვანან. მათი მეგობრები და მოკავშირეები არიან. იერარქიის ნაწილად ქცეული, სოციალური შინაური ცხოველები ოჯახური პირამიდის ძირს თავს ბედნიერად გრძნობენ. ყურადღების გამოჩენაზე ერთგულებით, აღტაცებითა და სიყვარულით გვპასუხობენ. ძაღლები არაჩვეულებრივი არსებები არიან.   აი, კატები პირიქით, თავისთვის ცხოვრობენ. იერარქიის სოციალურ ნაწილს არ წარმოადგენენ (ან იქ მხოლოდ „გავლით არიან“). ისინი ნახევრად შინაურ ცხოველებად შეიძლება მივიჩნიოთ. ილეთებსაც არ ასრულებენ. მეგობრულები კი არიან, მაგრამ – საკუთარ ყაიდაზე. ძაღლები ჩვენ მოვათვინიერეთ, ხოლო კატებმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს. რაღაც იდუმალი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, მათ ხალხთან ურთიერთობა მოეპრიანათ. პირადად ჩემთვის კატა ბუნების სახე და მისი არსის თითქმის ზუსტი გამოვლინებაა. კატები ის ცოცხალი არსებები არიან, რომლებიც ადამიანს უყურებენ და წყვეტენ, მოსწონთ თუ – არა“.   კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტი – ჯორდან ბ. პეტერსონი
    7.9
    ილია ჭავჭავაძე
    კრებული სარჩევი: პროზა:  გლახის ნაამბობი კაცია ადამიანი?! ოთარაანთ ქვრივი მგზავრის წერილები სარჩობელაზედ ნიკოლოზ გოსტაბაშვილი წერილები:  ქვათა ღაღადი ერი და ისტორია რა გითხრათ? რით გაგახაროთ? კატკოვის პასუხად მეცხრამეტე საუკუნე სიტყვა წინამძღვარიანთ-კარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე პოეზია:
    15