santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (7-9) #1
    ავტორი: ანე-კატარინაე ვესტლი მთარგმნელი: ლია გოგიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამბების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, `დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა~ კი ამ სერიის პირველი წიგნია. „…დედა, მამა და მათი რვა შვილი ვეებერთელა ქალაქის შუაგულში, აგურის შენობაში ცხოვრობდნენ. ერთი ციდა ბინა ჰქონდათ – ერთადერთი ოთახი და სამზარეულო. თავად კი ათნი იყვნენ….“ – მოგვითხრობს ვესტლი. გაინტერესებს ამ პაწაწინა ბინაში მცხოვრები დიდი ოჯახის საოცარი ამბავი, სადაც რვა ბავშვთან და დიდედასთან ერთად ცხოვრობს საბარგო მანქანა და ძაღლი, სახელად – სამოვრის მილი? მაშ, წაიკითხე მათი თავგადასავალი.  
    8.9
    დესპეროს თავგადასავალი
    ავტორი: კეიტ დიკამილო მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ეს წიგნი დესპერო ტილინგის ამბავს მოგვითხრობს. დესპერო წრუწუნაა, რომელსაც მუსიკა, ზღაპრები და მეფის ასული, სახელად ცერცვა უყვარს. აქვეა ვირთხა, სახელად როსკურო. იგი სიბნელეში ცხოვრობს, მაგრამ სინათლით სავსე სამყაროზე ოცნებობს… და კიდევ მიგერი სოუ – მოახლე გოგო, რომელსაც ერთადერთი აუხდენელი ნატვრა აქვს – უნდა, რომ მეფის ასული გახდეს. ეს პერსონაჟები სადაცაა დაადგებიან გზას, რომელიც ჯერ შემზარავ მიწისქვეშეთში ჩაიყვანს მათ, შემდეგ კი გაბრწყინებულ სასახლეში შეაბრძანებს. მერე რაღა მოხდება? ამის გარკვევა თქვენთვის მოგვინდვია, მკითხველო!
    10.9
    დეტექტივი კალე ბლუმკვისტი
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა 13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია. ის შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. კალეს და მისი მეგობრების ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ქალაქს ძია ეინარი ეწვევა. დეტექტივ კალე ბლუმკვისტის მახვილი თვალი უმალვე ამჩნევს ძია ეინარის ავ ზრახვებსა და საეჭვო ქცევას, მაგრამ პატარა ბიჭს ვინ დაუჯერებს?! ამიტომაც კალე ფარულ გამოძიებას იწყებს. მიჰყევი ძიების კვალს და ნახავ, როგორ ამხელს საშიშ დამნაშავეს 13 წლის დეტექტივი.  
    8.9
    დეტექტივი სკალდაგერი
    ავტორი: დერეკ ლენდი მთარგმნელი: ნიკა სამუშია  სულაკაურის გამომცემლობა თორმეტი წლის სტეფანის მოსაწყენი ცხოვრება თავდაყირა მას მერე დგება, როცა მას ბიძამისი – მოულოდნელად გარდაცვლილი მწერალი, გორდონ ეჯლი, თავისი ქონების უდიდეს ნაწილს დაუტოვებს. თუმცა, გოგონას მემკვიდრეობით მხოლოდ სიმდიდრე როდი ერგება – იგი თავს ამოყოფს უჩვეულო, იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელშიც, საუკუნეებია, ბნელი, ჯადოქრული ძალები მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვიან, მათ შეჩერებას კი ჯიუტად ცდილობს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი და ჩონჩხად აღმდგარი ჯადოსანი, დეტექტივი სკალდაგერი
    14.9
    დეტექტივი სკალდაგერი: ცეცხლთან თამაში #2
    ავტორი: დერეკ ლენდი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი ამქვეყნად ყველაზე უჩვეულო დეტექტივისა და მისი მამაცი ასისტენტის სახიფათო და თავბრუდამხვევი თავგადასავალი გრძელდება. ვენჯესი, დასკი, სანგვინი – ქალაქში ცოცხალთა შორის სამი უსასტიკესი მკვლელია. შურისმაძიელებს განუზრახავთ, საზარელი გოლიათი გააცოცხლონ, სამყაროში უსახოები მოიხმონ და მათ მხარდასაჭერად ბოროტების არმია შეკრიბონ… ვალკირია კაენი ყველას სამიზნეა. დეტექტივების მამაცი დუეტი საფრთხეს არასდროს უშინდება, მაგრამ რა მოხდება, თუკი სისხლსმოწყურებული ვამპირი სახლთან ჩაუსაფრდება?
    14.9
    დიდედა და რვა ბავშვი ტყეში (წიგნი II)
    ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ჩვენი პატარა მკითხველი უკვე იცნობს ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის წიგნს „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. ეს არის წიგნი ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, რომელსაც დიდი ინტერესით კითხულობენ ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ ამ სერიის მეორე წიგნია. მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა, წრიპა მორტენი, დედა, მამა და დიდედა – ყველანი ტყის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა დიდედას საკუთარი ოთახი აქვს, სამოვრის მილს კი გაზქურასთან ახლოს სძინავს. მეორე სართულზე ბიჭებისა და გოგოების ოთახები და დედასა და მამას საძინებელია. ასე რომ, შინ თუ გარეთ, სივრცე ყველასთვის საკმარისია და ამ მხიარულ ოჯახს აქ უამრავი თავგადასავალი ელის.
    8.9
    დიდედას სახელობის გზა #5
    ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, მაგრამ ამას ჯერ არ გეტყვით, თვითონვე გაარკვევთ წიგნის ბოლოს. მხოლოდ იცოდეთ, ახლავე არ ჩაიჭყიტოთ ბოლო გვერდზე, გულდასმით წაიკითხეთ მთელი წიგნი, თუ გსურთ, რვა ბავშვთან ერთად მოიაროთ ტყე და მათი თავგადასავლები გაიზიაროთ. ბავშვებმა მორიგეობა დააწესეს და ვარდოს ყოველდღე ორ-ორი ბავშვი მიჰყვება ტყეში მწყემსად, მაგრამ ყოველ მორიგეობაზე „მწყემსები“ უცნაურ ამბებში ეხვევიან. იმასაც ნახავთ, მორტენი მარტოდმარტო როგორ დაუხვდება წინ ვეება ბულდოზერს. წრიპას დაბადების დღეზეც მოხვდებით და იქ შეიტყობთ, თუ რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, თუმცა ჯერ ნურავის გაუმჟღავნებთ ამ საიდუმლოს!
    8.9
    დიდი დაგის ორდენი
    ავტორი: ნაირა გელაშვილი ასაკი: 6-12 წლამდე დიდი ხნის წინათ დედამიწაზე ერთ-ერთი შორეული პლანეტიდან უნიკალური ხომალდით ჩამოვიდნენ უცნობი მოდგმის წარმომადგენლები, ულები. დრო გადიოდა, მფრინავი ულები ნელ-ნელა გადაგვარდნენ და ურჩხულებად იქცნენ. ურჩხულების ტყექალაქი გააშენეს და იქ დასახლდნენ. ფრენაც დაავიწყდათ და ცასაც აღარ ასცქეროდნენ _ საოცრად მიეჯაჭვნენ მიწას... მსოფლიოს ყველაზე დიდი შემრიგებელი, დიდი დაგი ულების მოდგმის გადასარჩენად საოცარ გეგმას შეადგენს... ამ წიგნში ნამდვილ სიმართლეს შეიტყობთ დიდი დაგისა და მისი მეგობრების შესახებ. მათ მტერიც ბევრი ჰყავთ და მოკეთეც, თუმცა გამარჯვების იმედი აქვთ. ეს წიგნი ყველაზე დიდ სიკეთეზე გიამბობთ! ერთად მივყვეთ იდუმალებით მოცულ გზას ულების ქვეყნისკენ...
    19.95
    დიკეგო
    ავტორი: როალდ დალი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა დიკეგო ერთადერთი კეთილი გოლიათია კაციჭამია გოლიათთა მხარეში. ის შუაღამისას მძინარე ბავშვებს საძინებლებში მხიარულ სიზმრებს უფრქვევს, ოღონდ არავინ არ უნდა დაინახოს, ხოლო თუ ვინმემ შეამჩნია… და აი, ერთხელ, ერთ პატარა ობოლ გოგონას, რომელსაც ძილი არ ეკარება, გოლიათი გოლიათების მხარეში გააქროლებს. პატარა სოფი და სასაცილოდ მოლაპარაკე კეთილი გოლიათი მალე დამეგობრდებიან – დიკეგო გოგონას სიზმრების ქვეყანაში წაიყვანს, ფუჰგემურ კიტრეკალას და შუშხუნათს გაასინჯებს, ბათქაპუკს ასწავლის და, რაც მთავარია, მასთან ერთად დასახავს გეგმას, როგორ იხსნან ადამიანები კაციჭამია გოლიათებისგან. როალდ დალის თავის წიგნებს შორის ყველაზე მეტად თურმე „დიკეგო – დიდი კეთილი გოლიათი“ უყვარდა.
    10.9
    დონ კიხოტე
    ავტორი: მიგელ დე სერვანტესი გამომცემლობა სულაკაური მოთხრობილი დათო ტურაშვილის მიერ
    9.9
    დროდადრო ინდიელის აბსოლუტურად მართალი დღიური
    ავტორი:  შერმან ალექსი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: გაკვეთილების შემდეგ საკითხავი გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი
    20.95
    ედრიან მოულის საიდუმლო დღიური
    ავტორი: სიუ ტაუნსენდი მთარგმნელი: ნიკა სამუშია   კვირა, 25 იანვარი 10:00. ნერვიულობისგან ცუდად გავხდი. თავს სუსტად ვგრძნობ და ბევრს ვერ ვწერ. არავის შეუმჩნევია, რომ არ მისაუზმია. 14:00. შუადღისას ორი საბავშვო ასპირინი მივიღე და ცოტათი გამოვკეთდი. როცა ცნობილი გავხდები და ჩემს დღიურს აღმოაჩენენ, შეიძლება, ხალხი მიხვდეს, რა მძიმეა,  წლის ინტელექტუალი რომ ხარ და არავინ გიცნობს.   გაიცანი 13¾ წლის ედრიან მოული – უიღბლო თინეიჯერი და „არაღიარებული ინტელექტუალი“, რომელმაც მოზარდობაში – არც მეტი, არც ნაკლები – სახეზე დიდი მუწუკით შეაბიჯა. თავის წარმოუდგენლად გულწრფელ დღიურში ედრიანი მოურიდებლად აღწერს მშობლების ცოლქმრული ცხოვრების სირთულეებს, ცვლილებებს, რომლებიც მის სხეულში ხდება; გვიყვება პირველ სიყვარულზე და დარდობს თავის მრავალგზის უარყოფილ პოეზიაზე. წიგნი, რომელიც BBC-მ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 100 რომანს შორის დაასახელა, საუკეთესო მეგზური გახდება როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც, რომელთა კრიტიკისას ედრიანი განსაკუთრებით დაუნდობელია.
    14.9
    ეზოპეს იგავები
    ეს იგავ-არაკები ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებს მოუსმენიათ. შეუერთდი მათ და წაიკითხე საინტერესოდ მოთხრობილი ბრძნული ამბები. ისინი შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაცოცხლებული და მთავრდება ისეთი რჩევა-დარიგებებით, შენ რომ გამოგადგება. მაშ, გადაშალე წიგნი და კითხვას შეუდექი!
    29.95
    ელისი საოცრებათა ქვეყანაში. ელისი სარკისმიღმეთში.
    ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გოკიელი სულაკაურის გამომცემლობა ლუის კეროლის განუმეორებელ სამყაროში მოხვედრა ნებისმიერ მკითხველს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება. ეს გამოცემა, რომელიც კეროლის ორ უკვდავ ნაწარმოებს აერთიანებს და ჯონ ტენიელის კლასიკური გრავიურებითაა დასურათებული, ყველა ასაკის ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია. „ელისი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ურთულეს სათარგმნელ წიგნად ითვლება და მთარგმნელისგან დიდ პროფესიულ ოსტატობას, ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს.  ეს წიგნი სწორედ მთარგმნელობითი ხელოვნების თვალსაზრისითაა გამორჩეული. ქართული „ელისი“, რომელიც, ლიტერატურის კრიტიკოსთა აზრით, ტოლს არ უდებს ორიგინალს, 2014 წელს დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“, როგორც წლის საუკეთესო თარგმანი
    19.9
    ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში
    ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: დავით ახალაძე   „რა კარგი იყო სახლში, – გაიფიქრა საბრალო ელისმა, – სულ ერთი სიმაღლისა ვიყავი და თაგვებისა თუ ბოცვრების ჭკუაზე არ დავდიოდი. რა ჭირი მინდოდა სოროში! ისე, მაინც მომწონს აქაურობა! ამ სამყაროში ყველაფერი ისეთი უჩვეულოა! ნეტავ მაინც რა მოხდა? ყოველთვის მეგონა, რომ რაც ზღაპრებში წერია, სინამდვილეში არასოდეს ხდება. ახლა კი თავად მოვხვდი ნამდვილ ზღაპარში! ამაზე უსათუოდ წიგნი უნდა დაიწეროს. აი, რომ გავიზრდები, აუცილებლად დავწერ“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
    8.95
    ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (9-10)
    ავტორი:  ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გოკიელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    9.9
    ემილის თავგადასავალი (7-9)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ლენებერგელი ემილი – ასე ჰქვია ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს. ეს მხიარული, ონავარი ბიჭუნა მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას შეღებავს ლურჯად; მის დაგებულ მახეში კი თაგვის ნაცვლად მამა გაებმება. თავისი სიცელქის გამო მშობლები ბიჭუნას თითქმის ყოველდღე დასასჯელად ფარდულში გამოკეტავენ ხოლმე. ჩვენი ემილი ძალიან მოუსვენარია, მაგრამ გული კეთილი აქვს და ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    10.9
    ენი გრინგეიბლიდან
    ავტორი: ლუსი მოდ მონტგომერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამოცმლობა გრინგეიბლი მწვანე სახურავიანი სახლია კანადაში, პრინს ედუარდის კუნძულზე, პატარა ქალაქ ევონლიში. ამ სახლში და-ძმა კათბერტები ცხოვრებენ, რომლებიც გადაწყვეტენ, სამეურნეო საქმეებში დასახმარებლად ბავშვთა სახლიდან ბიჭი წამოიყვანონ. თუმცა, მათ შეცდომით გოგონას ჩამოუყვანენ. გოგონა წითურთმიანი, გაჩხინკული, ჭორფლიანი ენ შირლია. მეოცნებე, სიცოცხლით სავსე ენი, რომელსაც შეუძლია სამყაროს მშვენიერება ყველგან და ყველაფერში დაინახოს, სრულიად შეცვლის მეთიუსა და მარილას ცხოვრებას…  
    12.9
    ერთგვარი ნაპერწკალი
      ავტორი: სიმან ჩაინანი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   11 წლის ედიმ კარგად იცის, ვინ არის; იცის, რომ ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ისეთს გიღებს, როგორიც ხარ იცის ისეთი სიტყვები, რომლებიც ამშვიდებს და, როგორც ხშირად ეუბნებიან, თანატოლებისგან განსხვავებულობას ავიწყებს. დიახ, ედი განსხვავებული გოგონაა _ მძაფრად აღიქვამს სინამდვილეს. ამასთან, არ ეგუება უსამართლობას და დაცინვას. ის ცდილობს, თანასოფლელებს გააგებინოს, რომ აუტიზმი არ არის განაჩენი და მიიღონ ედი და მისი აუტისტი დაიკო ისეთები, როგორებიც არიან. ედი პოულობს გზას...
    12.95
    ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე
    ავტორი: თეა თოფურია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   გრინკო ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, უბრალოდ თანატოლებზე მეტად აინტერესებს კოსმოსი და პლანეტებს ტელესკოპით აკვირდება. თუმცა, ვერასდროს წარმოიდგენს, რომ თავად შეიძლება ამოყოს თავი რომელიმე პლანეტაზე. არადა ზუსტად ასე მოხდება. ჯერ ორასსართულიანი სახლის ლიფტში აღმოჩნდება, შემდეგ კი სხვა დატყვევებულ დედამიწელებთან ერთად გამოკეტავენ. ამ წიგნში, გრინკოს გარდა, გაიცნობთ პიას, მარიონს, ტულას, სურიენს, ფრიდას და სხვებს; გაიგებთ, ვინ ცხოვრობდა გაბრტყელებულ პლანეტაზე და საიდან მოვიდნენ ტუცები; რატომ იყო სულ ღამე ან სულ დღე. რაც მთავარია, შეიტყობთ, მოახერხა თუ არა გრინკომ ბოლოს და ბოლოს უკან დაბრუნება. მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
    9.9
    ექიმ დულიტლის თავგადასავალი (7-9 წლიდან)
    ავტორი: ჰიუ ლოფტინგი მთარგმნელი:მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა       დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, რომელსაც გუბისპირეთი ერქვა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი, სახელად – ჯონ დულიტლი. ექიმ დულიტლს უზომოდ უყვარდა ცხოველები და მრავლადაც ჰყავდა სახლსა თუ ეზოში. რა ცხოველსა და ფრინველს აღარ შეხვდებოდით მასთან, მაგრამ იხვი დებ-დები, ძაღლი ჯიპი, გოჭი გაბ-გაბი, თუთიყუში პოლინეზია და ბუ ტუ-ტუ მაინც განსაკუთრებულად უყვარდა. ჯონ დულიტლი მართალია, ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი იყო, მაგრამ ცხოველთა სიმრავლის გამო ხალხი თანდათან ერიდებოდა მასთან გასასინჯად მისვლას, პაციენტთა რიცხვი თანდათან კლებულობდა, ბოლოს კი თითქმის აღარავინ მიდიოდა… წაიკითხეთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს შესანიშნავი წიგნი და გაიგებთ, რა უცნაური და საინტერესო ამბები გადახდა ექიმ ჯონ დულიტლს მას შემდეგ, რაც ცხოველთა ენა ისწავლა და მათი ექიმი გახდა! მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.  
    8.9
    ექიმი კოდალა
    ავორი: ირმა მალაციძე   თერაპიული ზღაპრები   ზღაპრების პერსონაჟების სახალისო თავგადასავლები მიახვედრებს პატარა მკითხველს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, თხილის კბილით გატეხვა საზიანოა, ჯანსაღად თუ იკვებები, უფრო მარდი ხარ, ნემსის ჩხვლეტა მხოლოდ წამიერია და სიბნელე სულაც არაა საშიში, რადგან ღამით ლამაზი ციცინათელები დაფრინავენ.   ირმა მალაციძის ზღაპრების ეს წიგნი შიშების დაძლევაზეა. იმ პრობლემების გადალახვაზე, რაც ბავშვებს ხშირად აწუხებთ. თერაპიული ზღაპრები თქვენს პატარებს დაეხმარება თანატოლებთან კონფლიქტების მოგვარებაში, თვითშეფასების ამაღლებაში, ყოველდღიური ჩვევების გამომუშავებაში; ასწავლის განსხვავებულის მიმღებლობას და სიზარმაცის დაძლევას.
    24.95
    ვარსკვლავების მდინარე
    ავტორი: ელისო ჩუბინაშვილი სერია: მოსწალის ბიბლიოთეკა   ჩიტისკუდა გოგონა დოდორა ფრინველ გუგულასთან ერთად მაღალ ხეზე მოწყობილ ბუდეში ცხოვრობს, ტყის მცენარეებს უვლის და თავის მეგობრებთან: ჩაჩალასთან, დარისთან, ლელისთან და ომბლთან ერთად დროს მხიარულად ატარებს. ერთ დღეს ჩაჩალა მთაში გამგზავრებას და იქ გადამალული ხელშეუხებელი განძის პოვნას გადაწყვეტს. ის მთის სახიფათო ბილიკებსა და კლდეში გამოკვეთილ გვირაბებს მიჰყვება, ტყეში დარჩენილი დოდორა კი მონატრებულ მეგობარს ელის…
    8.9
    ვაფლის გულები
    ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ…
    9.9