santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ლამაზი მეგობარი
ავტორი:გი დე მოპასანი სერია: იკითხე კლასიკა   რომანი აცოცხლებს XIX საუკუნის 70-იანი წლების პარიზს, სადაც ყველა ყველაფერს ყიდის და თავადაც უსირცხვილოდ იყიდება. ვინ ქუჩის მეძავია, ვინ მდიდრული ბუდუარისა, ვინ "რელიგიას დასაკეც ქოლგასავით იყენებს". ვინ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას საკუთარ ფინანსურ მაქინაციებს უთანხმებს...
11.95
ლამბალო და ყაშა
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი „მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის. მაგრამ, რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით”. - ეს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებია, მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი მწერლის, რომელმაც თავის მოთხრობებსა თუ რომანებში, ესეისტიკასა და ლიტერატურულ წერილებში შიშისა და შენიღბვის გარეშე ასახა ტოტალიტარული საბჭოეთი, საკუთარი ისტორიის ფურცლებზე ჩაკარგული საქართველო, მისი გარე თუ შინაური მტრები, დასვა უმწვავესი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხები, ამის და არამხოლოდ ამის გამო, მწერალი საბჭოთა სისტემამ საშიშად მიიჩნია და დახვრეტა მიუსაჯა...
22
ლაყბობის გარეშე
ავტორი: მათა ბობ; ბოემი მეისი სერია: ლურჯი ოკეანე ბობ მათასა და მეისი ბოემის თხუთმეტწლიანი სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციის, მოტივაციისა და თანამშრომელთა ჩართულობის საკითხებზე ფილოსოფიად და ტექნიკურ ხერხებად ჩამოყალიბდა. თუ ხართ ხელმძღვანელი, მენეჯერი, გენერალური დირექტორი, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა თუ ადამიანური რესურსების სპეციალისტი, არაფორმალური ლიდერი ან სხვა პასუხისმგებელი პირი; თუ გსურთ, საერთო მიზნის მისაღწევად დარაზმოთ მთელი ორგანიზაცია;...
14.95
ლაშარელა
ავტორი:  გრიგოლ აბაშიძე “ლაშარელა” მოგვითხრობს მეცამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაზე – თამარის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის გამეფებიდან მონღოლთა პირველი შემოსევის ამბებამდე.
15
ლაშარელა I ტომი
ავტორი: გრიგოლ აბაშიძე "ლაშარელა" მოგვითხრობს მეცამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაზე - თამარის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის გამეფებიდან მონღოლთა პირველი შემოსევის ამბებამდე.
25
ლეას საათი
ავტორი: ირაკლი სამსონაძე სერია: 10 რომანი დიქტატურაზე „ლეას საათი“ ერთი გვარის – ბაგარების სამსაუკუნოვანი ისტორიაა. პირველი ბაგარი უნგრეთიდან ჩამოვიდა საქართველოში. აქედან იწყება მათი დამკვიდრების მცდელობა, უცხო ქვეყანაში დაეფუძნონ, კარ-მიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთამომავლობა ჰყავდეთ. მეფის რუსეთი, 1917 წლის რევოლუცია, საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ხანა, საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთისგან, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები და საბჭოთა საქართველოს, სსრკ-ს დაშლა და ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა, პოსტსაბჭოური საქართველო, სამოქალაქო ომი და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა – ბაგარები ყველგან ჩანან, ყველა სისტემის ერთგულებად რჩებიან, მაგრამ მათ გვარს ბედისწერასავით თან სდევს განგებისგან გამოტანილი საერთო სასჯელი.
24.95
ლეგენდა
ავტორი: მერი ლუ სერია: ლიბერთინს   ოდესღაც შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდ ცნობილი რესპუბლიკა დღეს ერია, რომელიც გამუდმებით ომობს მის მეზობელ კოლონიებთან. სრულიად განსხვავებული ორი სამყაროს შვილების, ჯუნისა და დეის, ცხოვრებისეული გზების გადაკვეთა წამოუდგენელია იმ დღემდე, სანამ ჯუნის ძმას, მეტიასს არ მოკლავენ და დეი პირველი ეჭვმიტანილი არ გახდება. კატათაგვობანას თამაშში ჩათრეული დეი ოჯახის გადასარჩენად იბრძვის, ჯუნი კი სასოწარკვეთილი ცდილობს, ძმის მკვლელზე შური იძიოს.
12
ლეგენდები ქრისტეზე
ავტორი: სელმა ლაგერლოფი მთარგმნელი: მალიკო ხელაშვილი   „ლეგენდები ქრისტეზე“ არის საუკეთესო ლიტერატურა მოზარდებისთვის, რომლებსაც სურთ, მოხვდნენ ბიბლიურ სამყაროში და გაიგონ უფრო მეტი ქრისტიანობის, სიყვარულის, კაცთმოყვარეობის შესახებ. ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატი, შვედი მწერალი სელმა ლაგერლოფი 1904 წელს დაწერილ ამ წიგნში არაჩვეულებრივი ოსტატობით გადმოსცემს იესოს შობის, ბავშვობისა და შემდგომი წლების მოვლენებს; წმინდა მიწაზე განვითარებულ ისტორიებს, რომლებიც იესოს მიწიერი ცხოვრების ტრაგედიას და ზეციურ საიდუმლოს გვაზიარებს. წიგნი გამოიცემა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით. გაყიდვიდან მიღებული თანხა მოხმარდება ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს – ვინც ებრძვის მძიმე სენს და სჭირდება რწმენა, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც არსებობს ღმერთი ჩვენს გულებში და კეთილი ადამიანები ჩვენ გარშემო.
29.9
ლეკვების სამოთხე
ავტორი: დათია ბადალაშვილი   „დათია ბადალაშვილი მინიატურებიდან უაღრესად საინტერესო სამყაროს ქმნის, ჩვეულებრივი სოფლური ყოფიდან მკითხველამდე სევდით, იუმორით, მძაფრი ტკივილით გაჯერებული სინამდვილე მოაქვს; ამ წიგნში ყველაფერი ცოცხალი და დამაჯერებელია.    აქ ქართული სიტყვის მადლი იგრძნობა, ხარისხიან ლიტერატურასთან ზიარების განცდა გეუფლება და მიჰყვები ახალ პლანეტაზე მოგზაურობის მომნუსხველ თავგადასავალს, რომელშიც ავტორი გითრევს, თავადაც განიცდის და შენც განგაცდევინებს, იღიმის და შენც გაღიმებს, სტკივა და ამ ტკივილით კათარსისში გაჰყავხარ...“, – ირაკლი სამსონაძე.
11.95
ლექსები / წერილები და ჩანაწერები / თანამედროვეთა მოგონებები
ავტორი: გრანელი ტერენტი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
24.95
ლექსები პროზად
ავტორი: შარლ ბოდლერი სერია: სხვა კლასიკა გენიალური „ბოროტების ყვავილების“ შემდეგ ბოდლერს სურვილი უჩნდება კალამი პროზაში მოსინჯოს არა იმ მიზეზით, რომ ეს ჟანრი უფრო გაუადვილებს სათქმელის გამოხატვას. მას ეს ფორმა უფრო შთამბეჭდავ ინსტრუმენტად ესახება, რომელსაც ზემოქმედების დიდი ძალა ექნება.   ამ მარგალიტების ასხმულას, რომელსაც ბოდლერმა „პარიზის სევდა“ უწოდა, გამომცემლები სკეპტიკურად შეხვდნენ და თავიდან უარიც უთხრეს წიგნად დაბეჭდვაზე, იმ დროს, როდესაც მალარმემ და შემდგომ პრუსტმაც შთაგონების წყაროდ, აზრის გამოხატვის თავისებურ ფორმად აღიარეს, და მათთვის მიბაძვის საგნადაც იქცა.   „ჩემო ძვირფასო, გიგზავნი მცირე ნაშრომს, რომელსაც, უსამართლობა იქნებოდა არ გვეთქვა, რომ არც თავი აქვს და არც ბოლო, – წერდა შარლ ბოდლერი კრიტიკოსსა და ლიტერატორის ისტორიკოსს არსენ უსეის, – თუმცა ეს თქვენთვის, ჩემთვის და მკითხველისთვისაც მოსახერხებელია. სადაც მოვისურვებთ იქ შევწყვეტთ მე ჩემს წარმოსახვას, თქვენ შეკვეცავთ დედანს, მკითხველი შეწყვეტს კითხვას. მოაცილეთ ამ კრებულს ხერხემალი; ორადგაყოფილი ამ დაუდგომელი ფანტაზიის ნაწილები უმალ შეუერთდებიან ერთმანეთს. თუგინდ დაჩეხეთ ის მრავალ ნამსხვრევებად, და დაინახავთ, რომ თითოეულ ნაწილს ცალკე არსებობა შესწევს...“    ფრანგულიდან თარგმნა მარინე ჭილაშვილმა
19.95
ლექსები ყველაზე პატარებისთვის 3+
ავტორი: კრებული სერია: საბავშვო ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი  
10.9
ლექსები/ პოემები/ საბავშვო ლექსები/ თარგმანები
ავტორი: ლადო ასათიანი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია ლადო ასათიანის: ლექსები/ პოემები/ საბავშვო ლექსები/ თარგმანები.
17.95
ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში
ავტორის მიერ წაკითხული „ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში“ არ წარმოადგენს წარსულის ფილოსოფიის შესახებ აკადემიურ, ისტორიულ მონათხრობს. მასში არ გვხვდება ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსების ნააზრევის სტანდარტული „ინფორმაციული აღწერა“, არამედ წიგნში ნაჩვენებია ანტიკურ ეპოქაში წამოჭრილი ფილოსოფიური საკითხების „აზრის ცოცხალი მხარის“ გამოვლენა. რამეთუ, სამყაროში არსებული საზრისები არ შეიძლება იყოს ზღვრულ მდგომარეობაში და მათი გამიჯვნა არ უნდა ხდებოდეს დროის გარემოების მიხედვით, რადგან ყოფიერების თვისებიდან გამომდინარე, არ შეიძლება განხორციელებული ცხოვრებისეული აქტები იყოს წარსულში. საზრისები, რომელთა საშუალებითაც ფილოსოფოსობენ, ვერ იქნება დროზე დამოკიდებული, რადგან ტექსტის წარსულში შექმნის მიუხედავად მასში განხორციელებული აქტები, რომლებსაც საზრისების საშუალებით ვეცნობით, ჩვენი თანამედროვეა. ამიტომაც არ კარგავენ აქტუალობას ისეთი ფილოსოფოსები, როგორებიც არიან პლატონი, სოკრატე, არისტოტელე, და ა.შ., რომელთა მიერ განსჯის შედეგად მიღებული საზრისები არა ისტორიის საგანი და წარსულის შედეგია, არამედ ყოფიერების.
28
ლექციები ლიტერატურაზე
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე „ნაბოკოვის, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსის რეპუტაცია, რომელიც ინგლისურენოვან სამყაროში პუშკინზე მონუმენტური ნაშრომითა და ფროიდის, ფოლკნერისა და მანის შესახებ ქედმაღლური კომენტარებით შემოიფარგლებოდა, ერთიორად გაიზარდა ამ სალექციო კურსში მოქცეული სიღრმისეული და თანმიმდევრული შეფასებების მთელი სპექტრით, იქნება ეს ჯეინ ოსტინის „ჩაღიმებული“ სტილის არაჩვეულებრივი პორტრეტი, დიკენსის ხატოვანების გულთბილი მიმოხილვა, ფლობერის კონტრაპუნქტების მოწიწებით აღსავსე ანალიზი, თუ ჯოისის მოწიკწიკე სინქრონიზაციის რთული მექანიზმის კრძალვითა და რიდით გაშიშვლება, როგორც ბავშვი შლის თავის პირველ მაჯის საათს, რომ მისი შიგთავსი ნახოს”, — ჯონ აპდაიკი.
30
ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე
ავტორი:ფრიდრიხ ჰეგელი  „ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე“ მიზანია გაარკვიოს რელიგიის ცნება და მისი განვითარების პროცესი ანუ, როგორ აღმოცენდება რელიგია, რა გზით აღწევს სუბსტანციური სული ხალხის ცნობიერებას. ჰეგელის მიზანია აჩვენოს, რომ თუმცა არსებობენ რწმენის სხვადასხვა ფორმები, რელიგიის უმაღლესი ფორმა არის ქრისტიანობა. ესაა აბსოლუტური რელიგია, სადაც რელიგიის ცნება სრულყოფილადაა წარმოდგენილი, ანუ ღმერთი აღარაა რაღაც მიღმური, უცნობი, ის ეცხადება ცნობიერებას, ის თვითცნობიერებაა, რომელსაც საგნად თავისი თავი აქვს.
55
ლია ბებია და გურული სამზარეულო / Grandma Lia s Gurian Cookbook
ავტორი: დოლიძე ლია / Dolidze Lia ენა: ქართულ-ინგლისური ,,ამ კერძს ბებიაც ამზადებდა"-ვინ იცის, რამდენჯერ მითქვამს ეს ფრაზა და თვალწინ დამდგომია წინსაფრიანი,ქურასთან მოფუსფუსე ჩემი ბებია.ფრაზა რომელიც ინახასვს ბავშვობის განუმეორებელ სითბოს,სიყვარულსა და იმ ყველაზე მთავარს, უხილავ და ფაქიზ ძაფს,რომელსაც ,,თაობებს შორის კავშირი" ჰქვია.,,ლია ბებია და გურული სამზარეულო" გახდება ის წიგნი,რომელიც თქვენს ოჯახებს გურული სამზარეულოს განუმეორებელ გემოებთან ერთად, ბებიას სითბოთიც აავსებს.
49.95
ლიდერობა
ლიდერობის შესახებ თუ სხვა არაფერი წაგიკითხავთ, გაეცანით ამ 10 ნაშრომს ექსპერტებისგან. თქვენთვის ჰარვარდ ბიზნეს რევიუს არქივის ასეულობით სტატიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შევარჩიეთ თქვენი და თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის. "HBR-ის 10 აუცილებელი საკითხავი ლიდერობის შესახებ" დაგეხმარებათ: მისცეთ სხვებს მოტივაცია წარმატებას მიაღწიონ შესძინოთ თქვენს გუნდს თავდაჯერებულობა გამოიწვიოთ პოზიტიური ცვლილებები დაისახოთ სწორი მიმართულება წაახალისოთ გონივრული რისკი იყოთ ემპათიური მმართველი დააფასოთ სხვების წვლილი თქვენს წარმატებაში განივითაროთ თვითცნობიერება
19.9
ლიდერობა
ავტორი: ბრაიან თრეისი მთარგმნელი: ინგა ჭილაშვილი სერია: ლურჯი ოკეანე წარმატებული ლიდერი რომ გახდეთ, აუცილებელია უნარები, რომელთა სწავლაც შესაძლებელია. ეს შეუცვლელი გზამკვლევი, რომელშიც პრაქტიკული და გამოცდილი მეთოდებია გადმოცემული, ლიდერობის პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ. ამ პატარა, ბრწყინვალე წიგნში ავტორი გაგაცნობთ წარმატების მიღწევის გზებს...
11.95
ლიდერობის მანიფესტი: გახდი ლიდერობის გურუ
სერია: ლურჯი ოკეანე     თუ გაინტერესებთ, ხომ არ არსებობს უფრო ეფექტური გზა თქვენი ხედვისა და მიზნების, საკუთარი თუ ორგანიზაციის კეთილდღეობის მისაღწევად, ეს წიგნი თქვენთვის შეუცვლელი იქნება. „ლიდერობის მანიფესტის“ კითხვისას მანამდე თითქოს გაბნეული ინფორმაციებით, ემოციებით, გამოცდილებითა და ფიქრებით აღელვებული ზღვა ცხრება: ყველაფერი ლაგდება; ჩნდება სტრუქტურა და სისტება, გასაგები და ადვილად დასანახი ხდება ძალიან რთული თემა, საკუთარი გამოცდილების გააზრებაც ახალ შინაარს იძენს. ავტორების მიერ მრავალწლიან გამოცდილებასა და კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული ლიდერთა შეფასებისა და თვითშეფასების უნივერსალური მოდელი უნიკალური შესაძლებლობაა დაადგინოთ, სწორ გზას ადგახართ თუ საკუთარი და კომპანიის ტრანსფორმაციისთვის რადიკალური ზომების მიღება გმართებთ...
19.95
ლილის თავგადასავალი გუბურასთან
ბაყაყი ლილი გუბურის გარშემო საინტერესო თავგადასავლის გმირი გახდა. ვის ან რას შეხვდება გზად? ამას ამ საყვარელი წიგნიდან შეიტყობთ.
16.95
ლიონელ მესი
ავტორი:ვაჟა სიმონიშვილი სერია: ლეგენდები   მსოფლიო ჩემპიონის ოქროს თასი, კოპა ამერიკის თასი, ოთხი ჩემპიონთა თასი, რვა ოქროს ბურთი... კარიერის დასრულების შემდეგ ლიონელ მესის სახლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად მუზეუმად იქცევა, მაგრამ როსარიოელ ვარსკვლავს სხვა სურვილი აქვს:   „ფეხბურთის თამაშს რომ დავამთავრებ, ძალიან მინდა, ხალხს დავამახსოვრდე, როგორც მისაბაძი სპორტსმენი და უბრალოდ კარგი ბიჭი“.   კარგი ბიჭი, რომელმაც დიდი ტკივილისა და ცრემლის ფასად არგენტინას დიდი ხნის ოცნება აუსრულა.
11.95
ლისაბონის ღამე
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერიაი: კითხე კლასიკა   ევროპა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს და მთელ ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელ - პატივს და ღირსებას - აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადასახლდნენ. რომანის გმირების სულიერი სამყარო და დატირალებული უბედურება საბედისწროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი თითქოს თავად გვევლინება მთხრობელის როლში და გვიამობობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე,რომლებიც ცდილობენ ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე,არამედ ადამიანური სახე.
13.95
ლიტერატურული ექსპრესი
ავტორი: ლაშა ბუღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
11.9