santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
მატილდა
ავტორი: როალდ დალი მთარგმნელი:ნინო ძამუკაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მატილდა ვუნდერკინდია – განსაკუთრებული ნიჭის მქონე გოგონა. პირველ კლასში შესვლამდე არა მარტო წერა-კითხვა და ანგარიში იცის, არამედ სქელტანიან რომანებსაც კითხულობს. მატილდას მშობლები უგულო და უყურადღებო ხალხია; არც გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვით იკლავენ თავს და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც ეჭვით უყურებენ, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ამჩნევენ… აი, როგორც იქნა, მოაფიქრდათ შვილის სკოლაში მიყვანა, მაგრამ ამ სკოლის დირექტორს – ვეება, პირქუშსა და ბრაზიან ქალს, არა მხოლოდ მატილდა, ყველა ბავშვი ჭირის დღესავით ეჯავრება. თუმცა გონიერი გოგონა, კეთილი და გულისხმიერი მეგობრების დახმარებით, მოძალადე დირექტორსაც ასწავლის ჭკუას და უსულგულო მშობლებისგანაც სამუდამოდ დაიხსნის თავს.
10.9
მატყუარა
ავტორი: ნორა რობერტსი მთარგმნელი: ია ქვაჩახია სერია: წლის ბესტსელერი   რომანის მთავარი გმირი შელბი-ენ ფომროი-ფოქსვორთი დაქვრივდა. ილუზიები გაქრა. კაცი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, არა მხოლოდ მატყუარა აღმოჩნდა, არამედ, თურმე არც არსებობდა... შელბის სიმშვიდე და ახალი ცხოვრების დაწყება სურს, ამიტომაც თავის გოგონასთან ერთად შინ, სამხრეთში ბრუნდება...მაგრამ შეძლებს კი დაივიწყოს ტკივილი, იმედგაცრუება და სიცრუე? ქმრის საიდუმლო უთუოდ უნდა ამოხსნას. შელბი მზად არის დაწყებული გამოძიება დაასრულოს, რათა წასულმა აღარასოდეს შეახსენოს თავი. თუმცა, მშობლიურ ქალაქ რანდევუ-რიჯში კვლავ საფრთხე ემუქრება.  
16.95
მატყუარა იაკობი
ავტორი: იურეკ ბეკერი გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ   „პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: იმას, რომ იურეკ ბეკერის მატყუარა იაკობი რომანად გამოქვეყნდა და სწორედ ამ სახით იქცა მეორე მსოფლიო ომისშემდგომი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად, ავტორიცა და მისი მრავალრიცხოვანი მკითხველიც აღმოსავლეთ გერმანიის „დემოკრატიულად“ წოდებულ რეპრესიულ რეჟიმს უნდა უმადლოდნენ. საქმე ის არის, რომ ფართო საზოგადოებისთვის იმხანად სრულიად უცნობმა ახალგაზრდა მწერალმა და სცენარისტმა თავისი სადებიუტო ტექსტი კინოფილმისთვის შექმნა.   იურეკ ბეკერმა თავისი რომანის დასაწყისშივე ათქმევინა მთხრობელს: „უკვე ათასჯერ ვცადე, ვინმესთვის გამეზიარებინა ეს წყეული ამბავი, ახლა რომ გიყვებით. ვფიქრობდი, გულს მომეშვება-მეთქი, მაგრამ ამაოდ – ან ის ხალხი ვერ შევარჩიე კარგად, ვისთვისაც ამბის მოყოლას ვაპირებდი, ან მე თვითონ ვუშვებდი რაღაც შეცდომებს“.   ბევრის აზრით, გდრ-ის კულტურის სფეროს ხელმძღვანელებმა ბეკერს მხოლოდ იმიტომ აპატიეს ჰეროიკული მასალის ესოდენ „არაჰეროიკული“ დამუშავება, რომ მას თავად ჰქონდა გამოცდილი ის, რასაც აღწერდა და, რაკი თავადაც ებრაელი იყო, ებრაელებზე და მათს აუტანელ ყოფაზე ხუმრობაც ეპატიებოდა.   2017 წელს იურეკ ბეკერის ორი იუბილე აღინიშნება: დაბადების მე-80 და გარდაცვალების მე-20 წლისთავი. მატყუარა იაკობი პირველი ქართული გამოცემა ორივე ამ თარიღს ეძღვნება“. (დავით კაკაბაძის ბოლოთქმიდან)
16.95
მაუგლი
ავტორი: რადიარდ კიპლინგი მთარგმნელი: თამარ დიასამიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ცხოველთა სამყაროს მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულმა ინგლისელმა მწერალმა, რადიარდ კიპლინგმა „ჯუნგლის წიგნი“ თავისი შვილებისთვის დაწერა და შემდეგ მთელი მსოფლიოს ბავშვებს შეაყვარა იდუმალებითა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯუნგლები. პატარა ბიჭი მაუგლი მგლების ხროვამ გაზარდა და ახლა ის ჯუნგლების სრულფასოვანი წევრია. მამაც ბიჭუნას უამრავი საინტერესო რამ გადახდება თავს: დაუმეგობრდება დათვ ბალუს, პანტერა ბაგირასთან ერთად სახიფათო თავგადასავლების საძიებლად გაემგზავრება; მას მოიტაცებენ მაიმუნები, გველ კაას ტყვედ ჩაუვარდება და კიდევ მრავალი ფათერაკი შეემთხვევა… მაუგლის საუკეთესო მეგობრები – პანტერა ბაგირა და დათვი ბალუ ცდილობენ დაარწმუნონ ბიჭი, რომ დატოვოს ჯუნგლები და ადამიანთა სამყაროს დაუბრუნდეს, რათა კაციჭამია ვეფხვს, შერ-ხანს არ ჩაუვარდეს ბრჭყალებში.
8.9
მაუგლი ( მოძრავი ნახატებით )
ილუსტრირებული, სამგანზომილებიანი წიგნი პატარებისთვის.
11.95
მაქსისტორიები
იდეის ავტორი და ილუსტრატორი: გიორგი გამეზარდაშვილი ტექსტის ავტორი: ლაშა კოტორაშვილი მაქსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გამომგონებელია. მას განსაკუთრებით აინტერესებს: თამაში, ძილი და სიტყვები. ძილისას გამოგონება უჭირს, მაგრამ დანარჩენ ორში ნამდვილად ეკუთვნის გამომგონებლებისთვის დაწესებული რაიმე ცნობილი ჯილდო, რომელსაც ვინმე ცნობილი ადამიანი საზეიმოდ გადასცემს!
12.9
მაშენკა
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
მაშრიყით მაღრიბამდე
ავტორი: თამაზ ნატროშვილი სერია: ინტელექტი სკოლას   „სათაური მართლაც მრავლისმომცველია და წიგნის აღნაგობისა და მიზანდასახულების ყველაზე უკეთ გამომხატველი: „მაშრიყით მაღრიბამდე“ – რითაც თამაზ ნატროშვილი დაამშვენებდა თავის მრავალფეროვან სამეცნიერო-მწერლურ მოღვაწეობასაც და ქართული ლიტერატურის მდინარებასაც, აწ უკვე კლასიკურ მემკვიდრეობადაც რომ შერაცხილა და ისევე თანამდევი იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მომავლისა, როგორც ის ისტორიული პერსონაჟები, ხელმეორე სიცოცხლე რომ უპოვნიათ ამ მართლაც ხელიხელსაგოგმანებელი წიგნის ფურცლებზე, ყველა თაობის მკითხველი მისთვის სარგოსა და სასარგებლოს რომ ამოიტანს იქიდან, ყმაწვილები კი მასზეც ისევე გაიზრდებიან, როგორც სხვა ძვირფას მონაპოვარზე ქართული მწერლობისა.   პირწმინდად მეცნიერული კვლევის დასრულების შემდგომ იწყებოდა ფიქრი მოპოვებული მასალებისათვის – სხვადასხვა მატიანიდან, მოგზაურთა მემუარებიდან თუ მისიონერთა ანგარიშებიდან ამოკრებილთათვის – შესაფერისი კომპოზიციური აღნაგობის შესაქმნელად, დეტექტიურ მანერასაც რომ მოხდენილად და ეფექტურად შემოიშველებდა. შესაფერისი რიტმისა და ინტონაციის მიგნება ხომ მის ხელთ იქნებოდა და ჭეშმარიტი მთხრობელის ხელოვნებით აამეტყველებდა გაქვავებულ დეტალებსა და სურათებს, სულს ჩაუდგამდა ისტორიულ პირთ, მოულოდნელი რაკურსითაც დაგვანახებდა ჩვენთვის საყვარელ გმირებს და ... უცნობ – არადა დიდ საქმეთა აღმსრულებელ – ადამიანთაც შემოიყვანდა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში.   და ამ ყოველივეს მოიმოქმედებდა ჭეშმარიტების ძიებისა და აღდგენის წყურვილით, ოდნავადაც რომ არ მისცემოდა თავს ისტორიული სიმართლიდან რაიმე გადახვევის უფლებას და გარდასულ ჟამსაც და ისტორიულ გალერეასაც წარმოსახავდა ისე, როგორც სინამდვილეში გახლდათ, ძველი რომაელები რასაც ითხოვდნენ მემატიანეთაგან: მრისხანებისა და მიკერძოების გარეშეო...   და რადგანაც საქართველო იმთავითვე ჩართული გახლდათ საერთაშორისო მოვლენებში – აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე – თამაზ ნატროშვილის წიგნის ფურცელზე ძალდაუტანებლად და უხვად უნდა წარმოსახულიყო სხვა ქვეყნებიც და იქაური პერსონაჟებიც, და ეს ყოველივე ერთიანი თვალთახედვით გააზრებულიყო, უფრო კანთიელად რომ შეგვახედებდა ჩვენი ქვეყნის ბედისწერას...“, 
29.95
მაწანწალა რასმუსი (9-11)
ავტორი:  ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
10.9
მახინჯი სიყვარული
    ავტორი: კოლინ ჰუვერი მტარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: წლის ბესტსელერი   "მათ უცნაურ შეხვედრას არ მოჰყოლია ერთი ნახვით შეყვარება. ვერც მეგობრები გახდნენ. ამ ორს მხოლოდ ვნება აერთიანებს... ასე ჰგონიათ, ჯერჯერობით. ახალგაზრდა მამაკაცს სიყვარული არ სჭირდება, ქალს საამისოდ არ სცალია. მათი შეთანხმება იდეალური იქნება, თუ ქალი მხოლოდ და მხოლოდ ორ წესს დაიცავს: არასოდეს ჰკითხოს, რა მოხდა წარსულში და. არ ჰქონდეს მომავლის იმედი. მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ შეთანხმების დაცვა უჭირთ. თანდათან წესები ირღვევა და სიყვარული მახინჯი ხდება. "
16.95
მგელი მაჯაზე
ავტორი: ბექა ახალაია     „ქართულ პოეზიას მარადიულად დარჩა ერთი უმთავრესი მახასიათებელი – მისი „ლირიკული გმირები“ თითქოს ვერასოდეს თუ არასოდეს ტრანსფორმირდებიან იმგვარ ზეკაცებად თუ განყენებულ სიმბოლოებად, რომელთათვისაც უცხო და მიუღებელი იქნება „მწუხარება ჩვენი, ქართული“. როგორ ატარებს ამას ბექა ახალაიას პოეზია? – სახლში, ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასვლელში, ნივთსა თუ ბუნებრივ მოვლენაში ადამიანის ძიებით და სიყვარულის გამოცხადებით. პათეტიკად არ ჩათვალოთ, თუ რამეს ემსახურება ამ ლექსების ვერსიფიკაციული, მეტრულ-რიტმული, მხატვრულ-გამომსახველობითი მასტერკლასი, ერთსა და უმთავრესს – ადამიანის „არაადამიანურ“ სიყვარულს, ემპათიის უმაღლეს ხარისხს, მარად და ყველგან, – ადამიანს, მისი სიმცირიდან მის უდიდებულესობამდე.   აქ არიან ბიბლიური სახეები, მითოსური პერსონაჟები, სასაფლაოს ლოდები, მეგობრის ნაჩუქარი საფულე, ოთახში დაფენილი ხალიჩა, უცხოელი თუ აქაური ადამიანები, სოფლიდან გამოყოლილი სითბო და ტკივილი თუ ქალაქში გასული კაცი, ოჯახის წევრები, მეგობრები, ლიტერატურული თანამეინახენი, სოციალური და კულტურული კონტექსტები... ასე ერთად და უცნაური რიგით როგორ დალაგდნენ? – პოეტის კრებულს უნდა ჰკითხოთ, მას აღმოაჩნდა უნარი, არა მხოლოდ უსულო საგნებისთვის სული ჩაებერა, არამედ, თავადაც ქცეულიყო უსულო საგნად და ასეთი ფორმით ემტკიცებინა ადამიანად მოსვლის სიმძიმისგან თავის დაღწევის ვნება.   თითოეული ლექსი, ისე, როგორც, ყველა ღირებული მხატვრული ტექსტი, ერთგვარი გამოცანაა, კოდებისა და შიფრების კიდობანი, რომელსაც მკითხველმა თავისი საკუთარი გასაღები უნდა მოარგოს, თუმცა, ასევე, უარი უნდა თქვას გულუბრყვილო სურვილზე, რომ ამ გასაღებით ყველა საიდუმლოს ახდის ფარდას. სრულიად ნათელი და გასაგები ტექსტების მიღმა უკუნში გაბნეული მარგალიტები, რომელიც ყველა მკითხველს ელოდება, ვისთვისაც მაძიებლის ჟინს არ უღალატია“, – მაკო ჯანჯიბუხაშვილი.
15.95
მდგმურად უაილდფელ-ჰოლში
ავტორი: ენ ბრონტე მთარგმნელი: ლევან ინასარიძე ენ ბრონტეს (1820-1849) ამ ფსიქოლოგიურ რომანს, რომელშიც მწერალი საზოგადოებაში ცრუღირებულებებსა და მორალს აუმხედრდა, დიდი სკანდალი მოჰყვა დედოფალ ვიქტორიას დროინდელ ინგლისში. ნაწარმოების თემა ყველა დროის მწვავე პრობლემაა – ქალის მდგომარეობა ოჯახში, ქმრის ტირანია, უზნეობასა და ძალადობას გაქცეული ქალის გარიყვა საზოგადოებისგან... რომანი ქარცეცხლში გაატარეს კრიტიკოსებმა, საზოგადოება აღშფოთდა და ენის დამ, შარლოტა ბრონტემ, წიგნის გამოცემა აკრძალა... საბედნიეროდ, XX საუკუნეში უსამართლოდ მივიწყებული ენ ბრონტე გაიხსენეს და რომანმა „მდგმურად უაილდფელ-ჰოლში“ კვლავ იხილა დღის სინათლე. მას ტელესერიალებიც მოჰყვა 1968 და1996 წლებში. ჩვენი მკითხველი კი ამ შესანიშნავ რომანს პირველად გაეცნობა ქართულად.
13.95
მდგმური
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე ჯემალ ქარჩხაძის პირველი რომანია. მთავარი პერსონაჟი – “მდგმური” – ახალაზრდა კაცია, რომელიც მაღალი იდეალებითა და საკუთარი თავისადმი დიდი მოთხოვნებით ცხოვრობს, მაგრამ მას არაერთი გამოცდა ელის, რომლებისთვისაც მეტ-ნაკლებად მზად აღმოჩნდება. რომანში ერთმანეთს ცვლის რეალური, წარმოსახვითი და იგავური განზომილებები, რომელთა ორგანული შერწყმა – საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი – ბრწყინვალედაა გადაჭრილი.
19.9
მდინარის ბავშვები
ავტორი: ლიზა უინგეითი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი რომანს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი - სკანდალი, რომლის მთავარი გმირი გახლდათ ჯორჯია ტანი, მემფისის გაშვილების სააგენტოს დირექტორი, სასტიკი და ხარბი ქალი, რომელიც გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ღარიბი მშობლების შვილებს იტაცებდა და მდიდარ ოჯახებში დიდი ფულის სანაცვლოდ აშვილებდა.
14.95
მდუმარე სახლი
ავტორი: ორჰან ფამუქი მთარგმნელი: ლია ჩლაიძე „მდუმარე სახლი“ ცნობილი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის, რიგით მეორე რომანია. იგი 1980-1983 წლებშია დაწერილი და ორჰან ფამუქის შემდგომი რომანების მსგავსად, დიდად პოპულარულია მისი სამშობლოს ფარგლებს გარეთაც; არაერთი უცხოური ლიტერატურული პრემიის მფლობელიცაა. რომანში წამოჭრილი პრობლემა – გაუცხოება – არახალია მსოფლიო ლიტერატურისათვის, მაგრამ ფამუქის – დიდი მწერლის ღირსება ისაა, რომ კაცობრიობის მარადიულ სატკივარს მეტ სიმძაფრეს სძენს. ამას ერთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საკითხიც, რომელიც ფამუქის შემოქმედებაში პირველად სწორედ „მდუმარე სახლში“ წამოიჭრა და შემდეგ სხვა რომანებშიც გადავიდა. პირველად ამ რომანში გაბატონდა აზრი, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ზღვარის მოშლის მცდელობა განწირულია. ამ რომანის გმირი მიხვდა, რატომ არის აღმოსავლეთი აღმოსავლეთი და დასავლეთი – დასავლეთი.
13.9
მდუმარე ცოლი
ავტორი: ს. ა. ჰარისონი მთარგმნელი: დათო აკრიანი სერია: TOP თრილერი   როცა მდიდარი მამაკაცი ხარ და წარმატებული ბიზნესი გაქვს ფარულ სასიყვარულო კავშირებს უნდა უფრთხოდე. კაცმა ეს არ იცის, ამიტომ ერთ დღეს უახლოეს მეგობრის შვილთან შემთხვევითი შეხვედრისას ზღვარს გადაკვეთს. ამას იქით ვერსად წავა და უკან მობრუნებაც შეუძლებელია. ქალი ტკბება მშვენიერი სახლით ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ხედით, დილაობით დარბის. მდიდრული ცხოვრების ტიპური სურათი. და დუმული - ყველა პრობლემის წამალი. უფრო ეფექტური კი საძილე წამლები ან დაქირავებული მკვლელია, უნდა აირჩიონ ერთ-ერთი.
12
მდუმარების მეჯლისი
ავტორი: მიკა ალექსიძე     მიკა ალექსიძე (1954-1994) 80-იანელთა ლიტერატურული თაობის ერთ ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, ხოლო მისი ფსიქოლოგიური პროზა, რომელიც სულ რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს, კრიტიკამ გამოჩენისთანავე აღიარა განსაკუთრებულ მოვლენად. ლიტერატურულ პერიოდიკაში („მნათობი", „ლიტერატურული საქართველო") ქვეყნდებოდა ავტორის პოეტური შემოქმედებაც. მისი მოთხრობების ერთადერთი წიგნი პირველად 1985 წელს, განმეორებით კი 1992 წელს, ახალგაზრდა ავტორის მოულოდნელ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, დაისტამბა. 2017 წელს მიკა ალექსიძის მოთხრობები, მწერალ დათო ბარბაქაძის ინიციატივითა და რედაქტორობით, გერმანიაში გამოიცა და გერმანელი რეცენზენტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.   წიგნი თავს უყრის უსამართლოდ დავიწყებული ავტორის როგორც გამოქვეყნებულ, ისე მკითხველისთვის დღემდე უცნობ ნაწარმოებებს.
22.1
მე არ ვარ ნეონი
ავტორი: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი   ერთი მდიდარი ოჯახიდან არის, ბრწყინვალე გარეგნობისა და განსაკუთრებული უნარების მქონე დაიბადა, მეორე კი ხელმოკლე მშობლების შთამომავალი, არაფრით გამორჩეული ბავშვია, რომელსაც მუდმივად ჩაგრავს ამპარტავანი თანაკლასელი. და არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედისწერა, როგორ და სად გადაიკვეთება მატი ცხოვრების გზები... ამ საოცარი ამბების კითხვისას უნებურად წამოიჭრება მთავარი კითხვები: რამდენად მზად ვართ, ვაგოთ პასუხი საკუთარ ცოდვებზე? ან ძლიერ გრძნობას გარდაქმნა თუ შეუძლია?
11.95
მე არაფერს ვმალავ
ავტორი: პენი ჯოლსონი მთარგნელი: თამარ სუბელიანი სერია: გაკვეთილების მერე საკითხავი გამომცემლობა: ინტელექტი
20.95
მე აქ ვიყავი
ავტორი: გეილ ფორმანი მთარგმნელი: ნინო თოხაძე სერია: ლიბერთინს   ქოუდი და მეგი განუყრელი მეგობრები იყვნენ. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, სანამ განგებამ არ გაყარა. მეგი მოტელის ოთახში განმარტოებული, ძლიერი ქიმიური ხსნარით თავს იკლავს. ქოუდი გაოგნებული და განადგურებული რჩება. ის და მეგი ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ და მეგობრის დეპრესია როგორ გამოეპარა? მაგრამ, როდესაც ქოუდი მეგის ნივთების წამოსაღებად მიემგზავრება ქალაქში, სადაც იგი სწავლობდა, იგებს, რომ მეგობარი ბევრ რამეს უმალავდა. მაგალითად, არაფერი იცოდა მის მეზობლებზე, რომელთაც თავის მიყრუებულ ქალაქში ვერასდროს შეხვდებოდა, არც ბენ მაკალისტერზე – ცინიკოს გიტარისტსა და მის საიდუმლოებებზე, და არც დაშიფრულ ფაილზე, რომელსაც ქოუდი ვერ ხსნის, თუმცა, როდესაც ამას ახერხებს, ხვდება, რომ ყველაფერი, რაც თავისი საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების შესახებ იცოდა, საეჭვოა.
12
მე ახლა არავის ველოდები
ავტორი: ინა არჩუაშვილი     „ეს წიგნი იმ გზაზე გვიყვება, რომელსაც ადამიანი მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე გადის და მხოლოდ პროფესიას კი არა, მთელ მის ცხოვრებას მოიცავს. ამიტომ, აქ არავინ არავის ჭკუას არ არიგებს, არც აქებს ან უბრაზდება. ინა არჩუაშვილი ერთმანეთზე ბასრ, ცინცხალ და დაუვიწყარ ამბებს ყვება, სადაც ყველა თავის თავს იპოვის, მერე რა, თუ ამ ამბავთან ახლოსაც არ ჩაუვლია. მოყოლაც ცალკე ამბავია ამ კრებულში – ღონიერი სტილისტური პასაჟებით, მოულოდნელი აქცენტებით, ზოგჯერ დინჯი და მშვიდი, ზოგჯერ კი ექსპრესიული და ტკივილის საბედისწერო ზღვარზე შეყოვნებული რიტმით, ინა არჩუაშვილი სინამდვილეს ისეთ რეალობად აქცევს, როგორიც მხოლოდ ენის უკიდეგანო შესაძლებლობების ოსტატს, ღრმად მოაზროვნე და ზნეობრივი პასუხისმგებლობით გამსჭვალულ მწერალს ახასიათებს. ამ წიგნს თანალმობის, განმკურნებელი სიყვარულის უნარიც შესწევს, აქ ხომ გასავლელი მანძილი – ცხოვრება – გულიდა იზომება.“(ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან)
12.95
სიახლე
მე გაჩუქებ მზეს
ავტორი: ჯენდი ნელსონი სერია: ლიბერთინსი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე თავიდან ჯუდი და მისი ტყუპი ძმა ნოადაჯუდი არიან, განუყრელნი. ნოა გამუდმებით ხატავს და მეზობლად მცხოვრებ ქარიზმატულ ბიჭს უმეგობრდება, მამაცი ჯუდი კი ხასხასა წითელ ტუჩსაცხს ისვამს, კლდიდან წყალში ხტება და ორივეს მაგივრად ლაპარაკობს. წლების შემდეგ ისინი ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან. რაღაც მოხდა, რის გამოც ტყუპმა განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად დამანგრეველი ცვლილებები განიცადა...მაგრამ მერე ჯუდი საინტერესო, მომხიბლავ ბიჭსა და იდუმალებით მოცულ ახალ მასწავლებელს ხვდება. ადრეულ წლებზე ნოა მოგვითხრობს, შემდეგ წლებზე ჯუდი გვიყვება, მაგრამ მათ, ორივეს, ამბის ნახევარი ეკუთვნით, და თუ ერთმანეთისკენ დასაბრუნებელ გზას იპოვიან, სამყაროს შეცვლის შანსი მიეცემათ.
13
მე და შენ
ავტორი: ნიკოლო ამანიტი მთარგმნელი: თეა ნიკობაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
სიახლე
მე და ჩემი დრაკონები – წიგნი მეორე
მთარგმნელი: შოთა ფუტკარაძე   მეგობრებმა სასწრაფოდ უნდა მოიფიქრონ, როგორ გაწვრთნან ციმცი, მზისა, ბროლა და ცმუკია, რომ ამ ონავარ არსებებთან ერთად ცხოვრება ჯიბით ვულკანის ტარებას არ ჰგავდეს. თუმცა, მოულოდნელად დრაკონის ხე ავად შეიქნება და ტომასის, კეტის, კაის და ტედის მთავარი საფიქრალი მისი გადარჩენა და დრაკონების საიდუმლოდ შენახვა რჩება. გაინტერესებთ, როგორ გადაარჩინეს ხე და როგორ დააღწიეს “შარის მეფის” ხრიკებს თავი მეგობრებმა? სწორედ ამას გიამბობთ ბიჭისა და დრაკონების თავგადასავალის ახალ წიგნში და არ გამოტოვოთ.
9.9