santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
მე და ჩემი დრაკონები – წიგნი პირველი
  ავტორი: ენდი შეფარდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ტომასი ბაბუას ბაღ-ბოსტანში ერთ უჩვეულო მცენარეს აღმოაჩენს, რომლის ნაყოფსაც შინ გაიყოლებს. დიდი თავგადასავალიც სწორედ ამის შემდეგ იწყება. ნაყოფიდან არც მეტი, არც ნაკლები, დრაკონი გამოიჩეკება. ტომასს მოუწევს სწრაფად ისწავლოს, როგორ მოუაროს ოჯახის ახალ ბინადარს და თან იმაზეც იზრუნოს, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახოს – დრაკონთან ცხოვრება ხომ მარტივი სულაც არაა და შარშიც ბევრჯერ გაეხვევი.
9.9
მე ის ვარ
ავტორი:  ნაირა გელაშვილი   „მე ის ვარ“ - თურმე შეიძლება ძალიან დიდი ხნის შემდეგ ადამიანს ისე ძალიან მოენატროს თავისი პირველი შეყვარებული, რომ მოსვენება დაკარგოს: უკვე ასაკში მყოფი ქალი მთელი ცხოვრება ეძებს იმ კაცს, რომელიც 12 წლისას შორიდან და ისე ძლიერ უყვარდა, რომ ამ სიყვარულმა უცებ დანის პირზე სიარულს დაამსგავსა მისი ბავშვური, მანამდე უზრუნველი ცხოვრება. დიდი ხნის შემდეგ ეს „ძებნილი“ პირველი შეყვარებული მოულოდნელად, სადღაც შორიახლო ჩნდება. ამბავი კი მოულოდნელ დასასრულს პოულობს, რაც შინაგანად გამდიდრებულ მკითხველს კიდევ უფრო ღრმა ფიქრისაკენ უბიძგებს.
16.7
მე მარგარიტა
ავტორი: ანა კორძაია - სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
მე მიყვარს ჩემი დედიკო - გულის ფორმის წიგნი
ეს პატარა გულის ფორმის წიგნი დედა-შვილის სიყვარულზე მოგვითხრობს და სავსეა ამ სიყვარულის ამსახველი სურათებით. ბოლო გვერდზე დამაგრებული სარკე კი გამოავლენს, ვინ არის დედიკოს პატარა გული.
9.95
მე მიყვარს ჩემი მამიკო - გულის ფორმის წიგნი
ეს პატარა გულის ფორმის წიგნი მამა-შვილის სიყვარულზე მოგვითხრობს და სავსეა ამ სიყვარულის ამსახველი სურათებით. ბოლო გვერდზე დამაგრებული სარკე კი გამოავლენს, ვინ არის მამიკოს პატარა გული.
9.95
მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან
ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისი ლექციები მერაბ მამარდაშვილმა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან თქვენს ობლობასა და მიტოვებულობაში”. მოცემული წიგნი არის მცდელობა, რომ გავიაზროთ თუ რა მოხდა ამ შეხვედრის დროს, ვინ იყო მერაბ მამარდაშვილი და რა გამოცდილება და მემკვიდრეობა დაგვრჩა ფილოსოფოსთან შეხვედრიდან.
28
მე მომკლეს, დე...
ავტორი: სხვადასხვა სერია: ომებსა და ადამიანებზე როგორია „ომის პროზა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი მწერლები დამოუკიდებელ საქართველოში ქმნიდნენ და ქმნიან? მარტივად თუ ვიტყვით, ბევრნაირი. ამ წიგნში 14 ავტორის ამდენივე მოთხრობაა შეკრებილი და ეს არის მხოლოდ ნაწილი მრავალგვარი რეაქციისა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილმა მოვლენებმა გამოიწვია უახლეს ქართულ მწერლობაში.
16
მე მქვია არამი
ავტორი:უილიამ საროიანი მთარგმნელი: მანანა სეხნიაშვილი საბავშვო მოთხრობების კრებული „მე მქვია არამი“ საერთაშორისო ბესტსელერია. მასში გაერთიანებული მოთხრობების საერთო თემაა კონფლიქტი ადამიანებსა, რომლებიც ბუნებით არტისტულები ან პოეტები არიან, და მათ შორის, რომლებიც ასეთ სწრაფვას სისულელედ მიიჩნევენ. მწერალი უდიდესი ოსტატობით და დელიკატურად აგრძნობინებს პატარა მკითხველებს, რომ შეიძლება „პოეტები“ ყოველთვის არ იყვნენ პრაქტიკულები, მაგრამ ისინი სამყაროს ბევრად უფრო ფერად და საინტერესო ადგილად აქცევენ. მოთხრობებში ამავე დროს იგრძნობა მწერლის უდიდესი ჰუმანურობა, ადამიანებისადმი სიყვარული, რასაც პატარები აუცილებლად დაინახავენ კითხვის პროცესში.
16
მე წითელი მქვია
ავტორი: ორჰან ფამუქი  მთარგმნელი: ლია ჩლაიძე     თურქი მწერალი ორჰან ფამუქი 1952 წელს სტამბოლში დაიბადა. ის უზომოდ პოპულარულია როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მიღებული აქვს არაერთი ევროპული და ამერიკული ლიტერატურული ჯილდო, 2006 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. ფამუქის ათამდე რომანიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული, „მე წითელი მქვია”, რომელიც 30-მდე ენაზეა თარგმნილი, პირველად 1998 წელს გამოვიდა და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. რომანში 1591 წლის თოვლიან სტამბოლში ცხრა დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს. ამაზე, და ჯერ ერთი მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის მკვლელობის თაობაზე, თავად მკვლელი, მოკლულები, მათი მეგობრები და ნათესავები, ძაღლები, ხეები და ნახატებიც კი ცალ-ცალკე მოგვითხრობენ. ავტორის შეფასებით, „მე წითელი მქვია” ყველაზე ფერადოვანი და ოპტიმიზმით აღსავსე წიგნია. შესანიშნავი თარგმანის წყალობით, ქართველი მკითხველი პირველივე გვერდებიდან დარწმუნდება, რომ ეს მართლაც საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი რომანია, იმ მხატვრების ნახატებივით დიდებული და მრავალფეროვანი, რომლებსაც ამავე რომანის გმირები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ფადიშაჰის წიგნთსაცავისთვის.
15.9
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (11-12)
ავტორი: ნოდარ დუმბაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
8.9
მე, ბებია-ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე
ავტორი: ილიკო ფერაძე   ეს არის ერთი თბილისური ოჯახის ასწლიანი საგა, რომლის ცენტრში დგას მსახიობ გია ფერაძის ფიგურა. ბევრი რამ დაწერილა ამ გამორჩეული ადამიანის ცხოვრებაზე, ბედსა თუ შემოქმედებაზე, მაგრამ ვერავინ ჰყვება ისე საინტერესოდ და შთამბეჭდავად, როგორც მისი ძმა – ილიკო ფერაძე.   წიგნში მკითხველის თვალწინ ცოცხლდება გარდასული დროის სურათები და ხვდები, რომ ეს დრო სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური ურთიერთობები, რომელიც პოეზიის სიმაღლემდე ჰყავდათ აყვანილი თბილისში მცხოვრებ მეტისმეტად უბრალო, მაგრამ მაღალი სულის ადამიანებს.
13.95
მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა
ავტორი: ჯესი ენდრიუსი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს   "გრეგ გეინსი გახლავართ, ჩვიდმეტი წლის ვარ და ეს წიგნი მე დავწერე. მაინცდამაინც სასიამოვნო გარეგნობით არ გამოვირჩევი, თანაც მაგრად მიქრის. დანამდვილებით ისიც კი არ ვიცი, ადამიანი ვარ თუ არა."
12
მე, კლავდიუსი
ავტორი: რობერტ გრეივზი მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე ზაზა ჭილაძე სერია: დიოგენის ბიბლიოთეკა     „მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ყველა ჩემი წოდების ჩამოთვლითაც  არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“, „კლა-კლა-კლავდიუსი“, ანდა, მთლად უკეთეს შემთხვევაში  - „საწყალი ძია კლავდიუსი“, დღევანდელ დღეს საკუთარი, ერთობ უცნაური ცხოვრების წერად ვჯდები“... ასე იწყება ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის, რობერტ გრეივზის (1895-1985) ყველაზე ცნობილი რომანი, ისტორიული ჟანრის შედევრი და რომის იმპერიაზე დაწერილ საკითხავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი. ეს წიგნი ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები, კალიგულას მემკვიდრე და ნერონის წინამორბედი იმპერატორის, კლავდიუსის ავტობიოგრაფიაა. „მე, კლავდიუსი“ XX საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორისაა დასახელებული.
29.95
მე, კოსმო
ავტორი: ქარლი სოროსიაკი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „მე კოსმო ვარ. სამხრეთ კაროლინაში დავიბადე. ლეკვობის დღეები კარგად აღარც მახსოვს. ბუნდოვნად ვხედავ მუყაოს ყუთებს, რომლებშიც ვცხოვრობდი. ის დღე კი კარგად მახსოვს, დედასა და მამას რომ შევხვდი. ადრეული გაზაფხულის სუსხიანი ლურჯი დილა იდგა… მერე მაქსი გაჩნდა. დევიდმა, პატარა მაქსით ხელში, ჩაიმუხლა და მითხრა: – უფროსი ძმა ხარ, კოსმო. ხომ კარგად გაართმევ თავს? მაქსმა რომ თავისი კრიალა თვალები ნელა გაახილა და კმაყოფილმა შემომხედა, მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა. რა მშვენიერი ბავშვი იყო! მაშინვე შემიყვარდა… თავდაჯერება მოკლე და მტკიცე ყეფით გამოვხატე… მე პირობა დავდე, რომ მაქსსა და ჩემს ოჯახს სიცოცხლის ბოლომდე ძაღლურად დავიცავდი“. მას მერე 13 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, ოქროსფერ რეტრივერს, სახელად კოსმოს, არ ავიწყდება მთავარი ს- ის უფროსი ძმაა; მისი თავგანწირვა და უპირობო, ძაღლური სიყვარული გადამწყვეტია სწორედ ახლა, როცა ოჯახი დაშლის საფრთხის წინაშე დგას.  
12.9
მე, ტიტუბა… შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან
ავტორი: მარის კონდე   თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა „მე, ტიტუბა… შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან“ მარის კონდეს 1968 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც ისტორიის ფურცლებზე მხოლოდ ორიოდე სიტყვით შემორჩენილი შავკანიანი მონის, ტიტუბას ცხოვრებას გვიყვება. კონდე მწერლის ფანტაზიით ავრცობს მე-17 საუკუნეში, მასაჩუსეტსის შტატის სოფელ სეილემში ალქაჯებზე ნადირობის ისტორიულ მოვლენებს და ძალაუფლების თემებს ისე აანალიზებს, რომ დღესაც აქტუალურ საკითხებს კრიტიკულად ეხმიანება. ავტორის შესახებ: „მე კვლავაც მარის კონდე ვარ: შავკანიანი, ქალი, კარიბელი და მუდამ ასეთად დავრჩები“. 89 წლის მწერლის ეს სიტყვები საუკეთესოდ აღწერს არა მხოლოდ მის პიროვნებას, არამედ შემოქმედებასაც. კარიბის ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულ გვადალუპაზე დაბადებული მარის კონდე ყოველთვის ინტერესდებოდა რასიზმის, სექსიზმისა და კოლონიალიზმის გავლენის შედეგებით, რაც, საბოლოოდ, თავის შემოქმედებაში გააცოცხლა და მსოფლიო ლიტერატურაში წარუშლელი კვალიც დატოვა. მწერლობისა და პოლიტიკური აქტივიზმის გვერდით შთამბეჭდავია კონდეს სამეცნიერო კარიერაც კოლუმბიის, კალიფორნიის, ბერკლის, სორბონის, ვირჯინიისა და მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით.
20.9
მეათე მოწმე და სხვა ...
ავტორი: ვოვა სიხარულიძე „მეათე მოწმე და სხვა...“ – ესაა ვოვა სიხარულიძის სრული შემოქმედება ერთ წიგნში.   „1969-1970 წლები. ქართველებს სცალიათ წიგნისთვის. სცალიათ ქართული მწერლობისთვის. ახალი სახელები... მახვშები ოსტატობიდან დიდოსტატობის სარბიელზე გადიან. სუფრაზე პოლიტიკის ნაცვლად ლიტერატურაზეა საუბარი...  და თითქოს ცა ჩამოიქცაო და ბევრს აღმოხდა – მოვიდა! დაბრუნდა საპყრობილიდან გამოსული, ერთ ღამეში გაჭაღარავებული ახალგაზრდა კაცი – ვოვა სიხარულიძე. მოვიდა მოთხრობებით: „მაცგი“, „უხამსი“ და XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი შედევრით „მეათე მოწმე“. მოვიდა და ერთ დღეში გახდა ჩვენთვის, მათთვის, ვინც პირველად შეჰბედეს კალამს, სენსეი! სენსეი, რომელიც წაკითხვისთანავე შემიყვარდა.    როცა 14 წლის წინ „მეათე მოწმე“ ჩვენს ჟურნალში – „XX საუკუნეში“ დავბეჭდე, უამრავი ახალგაზრდა ჩამეკითხა, ვინ იყო ეს ფანტასტიკური მწერალიო. გული მეტკინა, ნუთუ ასე მოკლეა შედევრის წუთისოფელი? თვითონ ვოვას სწორედ სიტყვის წინაშე უზარმაზარმა პასუხისმგებლობამ დააწერინა ასე ცოტა...“, – ლაშა თაბუკაშვილი.
14.95
მებრძოლი ქალები
ავტორი: მართა ბრეენი. იენი იურდალი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
16.9
მეგაპოლისი და ფიზიკური პირები
ავტორი: დავით ქართველიშვილი   ერთმა დიდმა ლიტერატორმა (ბორხესმა) ბრძანა: მხატვრულ ტექსტად სულ ოთხი ამბავი იწერება და ეს ამბებიაო: ამბავი წასვლის, ამბავი მოსვლის, ამბავი შეხლა-შემოხლის (მოსვლის მერე), და ამბავი დასჯისო. რომ გადახედოთ აქადე წაკითხულ მხატვრულ ლიტერატურას, ამ დასკვნამდე ნებისმიერი მიხვალთ. დავით ქართველიშვილის ეს რომანი-ბმულიც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხოლოდ იმ წასვლაზე, გარიდებაზე, გაქცევაზეა(ოჯახი, ქალაქი, კონტინენტი+ენა, მამული, სარწმუნოება), საიდანაც ალბათ იწყება ყოველი ადამიანის ნამდვილი გზა და ჭეშმარიტი ცხოვრება... სრულიად უცხო გარემოში (შორეულ კალიფორნიაში) მოხვედრილ მთავარ გმირს თუ რა რეალური და შინაგანი აღამართ-დაღმართების დალაშქვრა უწევს, ეს მაღალ-ოსტატურადაა მოთხრობილი ამ ყოველხმრივ დაქსესილ რომანში. ბმულები ტექსტს უამრავი აქვს, იქნება ეს - მწვავე-ემოციური ბმები შორეულ და არცთუ შორიახლო წარსულთან, რომლის გარეშეც ეს აწმყო არ შედგებოდა, თუ ამ აწმყოს სამომავლო მეტაფიზიკური ბმულ-გრადაციები. ერთი შეხედვით, პარალელური ისტორიების დაშლილ ფაზლს, ერთ დიდ მონუმენტურ ეპისტოლარულ ამბავზე ამყნობს ავტორი სკრუპულოზური სიზუსტით და ტექსტიც შიგნიდან გამუდმებით ვიბრირებს - როგორც ბრწყინვალე საგა-შედევრი წასვლაზე, საკუთარ თავში მოსვლაზე, დიდ შინაგან აყალმაყალზე და საბოლოო გადარჩენაზე!
14.95
მედეა
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი   მედეა, ცნობილი მითოლოგიური გმირი, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე უფრო შთამბეჭდავ მხატვრულ სახედაა აღიარებული. ის დღესაც აგრძელებს თავის ლიტერატურულ სიცოცხლეს და მართლაც, რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული მხატვრული კულტურის სხვადასხვა სფეროში მსოფლიოს მასშტაბით მედეას არაერთი გამორჩეული სახე იქმნება.   ფართოდ გაზიარებული მოსაზრებით, მედეას ასეთი ყავლგაუსვლელი პოპულარობა განპირობებულია მისი მითოსური ფიგურის კომპლექსურობით, ფიგურისა, რომელიც თავის თავში ურთიერთგამომრიცხავ თვისებებს შეიცავს. მედეას ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული რეპრეზენტაცია, როგორც წესი, კოლხი ასულის პოლარიზებულ ხასიათს წარმოგვიდგენს, რომელიც ისეთ დიამეტრულად საპირისპირო კატეგორიათა შორის ირყევა, როგორებიცაა შვილების მოყვარული და შვილთამკვლელი დედა, „კარგი“ და „ცუდი“ ქალი, ძლევამოსილი ჯადოქარი და ე. წ. პუელლა სიმპლიცა და ა. შ.   მედეას მხატვრულ ფენომენში ჩასაწვდომად, აწმყოსა და მომავლის მედეათა გასაგებად, დაგვეხმარება ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი და ერთ კრებულში წარმოდგენილი ავტორების პიესები – ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე.   წიგნში შესულია მედეასა და არგონავტების მითისადმი მიძღვნილი ტრაგედიები, პოემები, ოდები და ფრაგმენტები (ჰომეროსი, ჰესიოდოსი, პინდაროსი, ჰეროდოტოსი, ევრიპიდე, ნეოფრონი, პუბლიუს ოვიდიუს ნასო, ლუკიუს ანეუს სენეკა, პიერ კორნელი, ჟან ანუი).   ძველი ბერძნული, ლათინური და ფრანგული ენებიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა
24.95
მედიტაცია
ავტორი : ჯიდუ კრიშნამურტი   ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.  ავტორის წიგნი – მედიტაცია – შედგება მისი სხვადასხვა ნაწარმოებებიდან აღებული ტექსტებისგან. აღნიშნული გამოცემით ერთ წიგნად გამოიცა ავტორის შეხედულებები მედიტაციის შესახებ. 
18
მედიტაცია - ექსტაზის ხელოვნება
ავტორი: ოშო წიგნში შესულია 1970 წლის დისკუსიები, რომლებშიც თქვენ გაეცნობით მედიტაციისა და ექსტაზის ხელოვნებას.
20
მედიტაცია და მისი მეთოდები
ავტორი: სვამი ვივიკანანდა სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ – წერდა რაბინდრანათ თაგორი. ავტორის მცირე ზომის წიგნი – „მედიტაცია და მისი მეთოდები“ რომელიც ორ ნაწილად იყოფა, შედგება უამრავი მცირე ზომის საუბრებისგან. პირველი ნაწილი – მედიტაცია იოგას მიხედვით – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: რა არის მედიტაცია?, გარემო მედიტაციისთვის, პირობები მედიტაციისთვის, დრო მედიტაციისთვის, გონება და მისი მოთოკვა, გარდასახვა მედიტაციის საშუალებით, მედიტაციის სამი ეტაპი, მედიტაციის უნარი, პრაქტიკული რჩევები მედიტაციის შესახებ, აზროვნების ძალა, მედიტაციის შედეგები, ემოციები და მედიტაცია, იოგას რვა საფეხური და სხვა. მეორე ნაწილი – მედიტაცია ვედანტას შესაბამისად – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: ღმერთის ვედანტური კონცეფცია, გაცნობიერების მიზანი და მეთოდები, ლოცვა გასხივოსნებისთვის, დე-ჰიპნოტიზაცია, მარტოსულობიდან საზოგადოებისკენ, რას ნიშნავს მიღმა?, სული და მისი ბორკილები, ზნეობა და რელიგია, ვედანტას კვინტესენცია, მაიას მახე, სულიერი სიმამაცე, ადამიანი – თავისი ბედის შემქმნელი, უშიშრობის სახარება, გურუს საჭიროება, მოწაფის თვისებები, ჩვენ ვხდებით ის, რაზეც ვფიქრობთ, ენერგიის გარდასახვა, როგორ გახდეთ გასხივოსნებული?, თავშეკავების საიდუმლო, გონება: სამყაროს ბიბლიოთეკა, მადლი და ძალისხმევა, მიზანი და საშუალებები, მაია და თავისუფლება და სხვა.
13
მედროშე სტოლის ნაამბობი
ავტორი: იოჰან ლუდვიგ რუნებერგი მთარგმნელი: ნათია მერებაშვილი „მედროშე სტოლის ნაამბობი “ პირველად ითარგმნა შვედურიდან ქართულ ენაზე. ნაწარმოები, რომელშიც მწერალმა ლიტერატურული პერსონაჟების საინტერესო პორტრეტები დახატა, სავსეა პატრიოტული გზნებითა და იუმორით. მასში ძირითადად ასახულია 1808-1809 წლების შვედეთის ომი რუსეთთან. ნაწარმოებში მრავალფეროვნადაა გადმოცემული გამარჯვებებისა და გმირობების ისტორია და შვედეთის აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია. ნაწარმოები ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია.
19.95
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში
ავტორი: ივანე ჯავახიშვილი   ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები – „მევენახეობა“ და „მეღვინეობა“ – მისივე მონოგრაფიის, „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის“ ნაწილებია.   ნაშრომში დეტალურადაა მიმოხილული მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა სფერო: ტერმინოლოგიური და თეორიული საკითხები, ვაზის ჯიშების სახეობები და მათი გავრცელების არეალი, მოვლა-პატრონობისა და ღვინის დაყენების სხვადასხვა პრაქტიკული ნიუანსი და სხვ. ამას გარდა, საისტორიო წყაროების შეჯერების საფუძველზე, წარმოდგენილია მეტად საინტერესო და ამ დრომდე აქტუალური საკითხი – „ტერმინი ღვინო, მისი რაობა და წარმოშობის ისტორია“.   გამოცემას დართული აქვს საძიებლები და მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, აგრეთვე, ძველი საილუსტრაციო მასალის გარდა, წიგნში წარმოდგენილია სფეროსთან დაკავშირებული თანამედროვე ფოტოები.
49.95