santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
მესამე ნაპირი
ავტორი: ლუკა ბაქანიძე   მესამე ნაპირი" უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან; სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების "ბატონ-პატრონნი", მაწანწალები, უსახლკარონი ‒ ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს ‒ საზოგადოებისთვის მიუღებელი, მისგან გარიყული, ხშირად საკუთარი ნებით განაპირებული. ეს არის მდუღარე, ველური, შლეგი ნაპირი, დიდი სიბინძურით, დაცემულობით, ბოროტებით, ცოდვით და ამავე დროს პირველქმნილი უბიწოებით, დიდი სიფაქიზით, აღმაფრენით, შემოქმედთან არნახული სიახლოვით და უწმინდესი ღირებულებ ებით. რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, თანამედროვე "მრავლისმნახველი" მკითხველის გაოცება რომ შეძლოს; ესაა სიღრმე, დინამიკურობა, აქტუალურობა, ცოცხალი სიუჟეტი, თუმცა ზემოქმედების უპირველესი იარაღი, ამ შემთხვევაში, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის სიახლეა. "მესამე ნაპირი" მოულოდნელობით გაგაოცებთ, ჩაგაფიქრებთ, გაცინებთ, დაგასევდიანებთ, სხვანაირად დაგანახვებთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც.
9.95
მეტამორფოზა
ავტორი: ნონა ხიდეშელი   ყველაზე მოაზროვნე და ყველაზე დაკარგული არსება ადამიანია. ყველაფერი, რასაც ვწერ, ჩემი ისტორიაა, ჩემი ძიება, მუდმივი წინააღმდეგობა რეალობასთან და ამის დანახვის უნარი. ყველა ავტორს, ვისი აზრებიც გამოვიყენე, შემიძლია ჩემი მასწავლებლები ვუწოდო ამ გზაზე. ჩვენ მუდამ გვეშინია სიკვდილის, თუმცა ყველაზე რთული ყოფილა იცხოვრო, იცხოვრო სტერეოტიპების, იდენტობების, იზმებისა და ისტების გარეშე. გონება მუდამ ქაოსშია და ხშირად ამ ქაოსის გადალახვის მცდელობას უფრო დიდ ქაოსში შევყავართ. ჩვენ მგზავრები ვართ, უმისამართოდ მოხეტიალე, უცებ სადღაც ვჩერდებით და ვხვდებით, რომ რასაც ვეძებთ, სინამდვილეში იმას თან დავატარებთ, ამას ვეძახი გამოღვიძებას.
13
ფასდაკლება
მეტამორფოზის სიმბოლოები
ავტორი:კარლ გუსტავ იუნგი სერია : NONFICTION   შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ ნაშრომში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. „მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის – მითებისა და სიზმრების – წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში
19.47 29.95
მეტეოროლოგი
ავტორი: ოლივიე როლენი მთარგმნელი: ცისანა ბიბილეიშვილი
11.7
მეურნის ენციკლოპედია - ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ
ავტორი:  ნიკოლოზ იოსებიძე „მეურნის ენციკლოპედია - ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ“ უნიკალური გამოცემაა, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის პრაქტიკოს მეურნეებსა და დამწყებ ფერმერებს. ავტორის პროფესიული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მკითხველი ამომწურავ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შეიძენს საკარმიდამო ნაკვეთის მოწყობის წესებსა და ნებისმიერ თავისებურებაზე. ცალკეულ თავებში აღწერილია მარცვლოვანი კულტურებისა და ვაზის მოვლის მეთოდები; სასარგებლო რჩევები შინაური პირუტყვის, ფრინველის მოშენება-მოვლის თაობაზე; ავტორი გვაწვდის დაწვრილებით ცნობებს კულტურული და დეკორატიული მცენარეების შესახებ; მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მასალები მეთევზეობასა და მეფუტკრეობაზე. წიგნში აღწერილია სამკურნალწამლო მცენარეები და მათი გამოყენების წესები; განხილულია სუნელ-სანელებლები და საღებავი მცენარეები, მათი დანიშნულება და მოკლე ისტორიული ცნობები. მკითხველს ვთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსადეგ საინტერესო და სახალისო ამბებს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროდან. მეურნის ენციკლოპედია კარგ სამსახურს გაუწევს ფერმერებს, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს, უნივერსიტეტების პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებს.ყველას, ვისაც ბუნება უყვარს. როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი? როგორ მოვუაროთ ვენახს, ბოსტნეულს, კენკროვან-ბალახოვან დაკაკლოვან კულტურებს? როგორ ვიზრუნოთ ფუტკარზე, შინაურ ფრინველებსა და ცხოველებზე? როგორ დავამშვენოთ კარ-მიდამო დეკორატიული მცენარეებით?
29.95
მეფე ერეკლე
შემდგენელი: გიორგი კალანდია ეროვნული მუზეუმის გამომცემლობა ილუსტრირებული ალბომი მაგარი ყდა
115
მეფის დაბრუნება - ბეჭდების მბრძანებელი #3
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: ნიკა სამუშია ბნელი მეუფის ლაშქარი იზრდება, მისი ავი ჩრდილი უფრო ფართოვდება. ადამიანები, ჯუჯები, ელფები და ენტები წყვდიადთან საბრძოლველად ერთიანდებიან. ამასობაში, ფროდო და სემი უფრო ღრმად შედიან მორდორში თავიანთი გმირულოი მისიის შესასრულებლად - ძალაუფლების ბეჭდის გასანადგურებლად. ,,მეფის დაბრუნება'' ,,ბეჭდის საძმოსა" და ,,ორ ციხე-კოშკში" დაწყებული ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბის ბრწყინვალე დასასრულია.
25
სიახლე
მეფისტოფელი
ავტორი: კლაუს მანი მთარგმნელი: დავით კაკაბაძე სერია: 10 რომანი დიქტატურაზე მეფისტოფელი, ანუ ერთი კარიერის ამბავი“ კლაუს მანის მეექვსე რომანი და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. იგი ემიგრაციაში დაიწერა და 1936 წელს გამოქვეყნდა ამსტერდამის გამომცემლობა „კერიდოში“, რომელიც აქტიურად გამოსცემდა გერმანულენოვანი ემიგრანტების ნაწერებს. თავად გერმანიაში რომანმა დღის სინათლე პირველად მხოლოდ 1956 წელს იხილა, და ისიც მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
34.9
მეფისტოფელი და ანდროგინი
ავტორი: მირჩა ელიადე ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ „მეფისტოფელი და ანდროგინი” ელიადეს ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია. მისი სათაური კი პირობითია. „მეფისტოფელი და ანდროგინი” – მხოლოდ ნაწილობრივ თუ მოიცავს წიგნში წარმოდგენილ რელიგიურ და მითოლოგიურ პრობლემათა ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა დროსა და ადგილას, მთლიანობაში კი, XX საუკუნის 50-ან წლებში დაიწერა. თუმცა, ანდროგინია, როგორც უნივერსალური მითორელიგიური ფენომენი, როგორც ადამიანის პიროვნული განვითარების მთავარი ღერძი და საყრდენი და ელიადეს თვალსაზრისით, „მომავალი კაცობრიობის” საბოლოო მიზანიც, – ამ წიგნის ფუნდამენტური კონცეპტია.
21
მეფუტკრეობა სემუელ ბეკეტის მიხედვით
ავტორი: მარტენ პაჟი ფრანგულიდან თარგმნა: გიორგი ანთელავამ ეს არის წიგნი-ავანტიურა იმაზე, თუ როგორ შეხვდა ანთროპოლოგიის ახალგაზრდა დოქტორანტი სემუელ ბეკეტს პარიზში, რათა დახმარებოდა მას არქივების მოწესრიგებაში. დაუჯერებელი შეხვედრა შთააგონებს დოქტორანტს, ყოველი დღე დღიურში აღწეროს. ისინი შექმნიან საარქივო ყუთებს გამოგონილი საგნებითა და დოკუმენტებით, მკვლევარები რომ საგონებელში ჩააგდონ და შეცდომაში შეიყვანონ. ამ ჩანაფიქრის შესრულებისას კი მათ არაერთი თავგადასავალი ელით წინ. მარტენ პაჟმა საყვარელი მწერალი პერსონაჟად აქცია იმისთვის, რომ უფრო მიახლოვებოდა მას. იგი დასცინის იმ პატივსა და დიდებას, რომელსაც მხოლოდ დიდ ხელოვანებს მიაგებენ ხოლმე და რაც ხშირად აფერმკრთალებს მთავარს – ბიძგს მათი შემოქმედებისა.
8.95
მექანიკური როიალი
ავტორი: ნუგზარ ზაზანაშვილი სერიის დასახელება ET CETERA ნუგზარ ზაზანაშვილი - პოეტი, ესეისტი, ეკოლოგი - დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის სპეციალობით; პარალელურად იქვე გაიარა  ხელოვნებათმცოდნეობის ორწლიანი კურსი. ლიტერატურული წერილი პირველად 1980 წელს გამოაქვეყნა, ლექსები - 1981 წელს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1992 წელს კვლავ გამოჩნდა ლიტერატურულ სივრცეში. ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსების პირველი წიგნი „ასეთი დროა“ 1998 წელს გამოიცა; კრებული „გაუგზავნელი წერილებიდან“ „საბა 2006“-ის ნომინანტია, „ცის“ 2010 წელს გამოქვეყნდა, „მექანიკური როიალი“ კი მეოთხე კრებულია. მისი ლექსები შეტანილია მწერალ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილ წიგნში „თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია: 1990-2004“ („Link“, 2004) და პოეტ ზვიად რატიანის შედგენილ წიგნში „ქართული ლექსი: XX საუკუნე“ („დიოგენე“, 2015). ნუგზარ ზაზანაშვილი არის ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი არაერთი პუბლიცისტური და პოპულარული პუბლიკაციის ავტორიც.  
12.95
მექსიკური დღიური
ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. „მექსიკური დღიური“ მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა – არჩილ ქიქოძე.
12.9
მეც მინდა დაიკო ან ძამიკო
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი გამომცემლობა: მთარგმნელი: თამარ მაისურაძე პეტერი დაიკოს ან ძამიკოს ინატრებს და სულ მალე პატარა ლენას მოუყვანს დედა. ერთი ციცქნა არსება სულ ჩხავის, დედას და მამას კი მაინც ძალიან უყვართ. პეტერს გული სწყდება, ნეტავ, და-ძმის ნაცვლად სამთვლიანი ველოსიპედი მესურვაო. თუმცა, იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე…
12.9
მეც მინდა სკოლაში
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: თამარ მაისურაძე სულაკაურის გამომცემლობა საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას. „მეც მინდა სკოლაში“, – გაიძახის ხუთი წლის ლენა და ხშირად წარმოიდგენს ხოლმე, ვითომ მართლაც ჰყავს მასწავლებელი. თუმცა, სკოლობანას თამაში გაცილებით უკეთ გამოუვიდოდა, რომ იცოდეს, სინამდვილეში როგორია სკოლა. ერთ მშვენიერ დილას ლენას უფროსი ძმა პეტერი ეუბნება: – ჩქარა ჩაიცვი, თუ გინდა, წამომყვე და ნახო, როგორია ჩემი სკოლა…
12.9
მეცნიერება – მოკლე ისტორია
მთარგმნელი: ლაშა გველესიანი „მეცნიერების დიდი თავგადასავალი“ – ასე უწოდებენ უილიამ ბაინემის შესანიშნავ ნაშრომს, რომელიც მკითხველს ამოგზაურებს მეცნიერების ისტორიაშიმესოპოტამიის უძველესი ცივილიზაციებიდან ციფრულ რევოლუციამდე. ავტორთან ერთად შეისწავლით კოსმოსს, მოინახულებთ დედამიწის შრეებს, აღმოაჩენთ ადამიანის ორგანიზმსა თუ უმცირეს ცოცხალ არსებებს; შეიტყობთ, როგორ განვითარდა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა, როგორ შეისწავლეს ფიზიკოსებმა ელექტროენერგია, მიზიდულობის ძალა თუ ატომების სტრუქტურა… როგორ გამოიკვლიეს გენეტიკოსებმა დნმ-ის მოლეკულა და გზა გაუხსნეს აღმოჩენების ახალ წყებას. „მეცნიერების – მოკლე ისტორია“ გასაგები ენითაა დაწერილი და იოლად აღსაქმელია როგორც მოზარდებისთვის, ისე უფროსებისთვის. მასში განხილული ურთულესი და ღრმა საკითხები ყველა თაობის მკითხველისთვის საინტერესოა.
15.9
მეწამული პლანეტა მარსი
ავტორი: ლექსო ქურხული   „მეწამული პლანეტა მარსი“ ლექსო ქურხულის მოთხრობების პირველი კრებულია. იუმორი მთავარი განწყობა და ხასიათია, რაც კრებულში შესულ მოთხრობებს აერთიანებს. უფრო მეტიც, ის სხვადასხვა ტიპის სამყაროებსაც აერთიანებს – რეალურს და ფანტასტიკურს, წარსულს და თანამედროვეს, ცხადს და სიზმრისეულს. ყველაფერს სინაღდის ნიშანი აქვს – გაუზვიადებელი, გემოვნებიანი და ნამდვილი – ასეთია ლექსო ქურხულის პროზა.     ამ ოსტატობის მთავარი საიდუმლო კი ალბათ ის მოხელთებული ზღვარია, სადაც სიცილი მოულოდნელად სევდაში გადაინაცვლებს. ასეთი სევდის ამოსახსნელად მკითხველს, კრებულთან ერთად, უკვე საკუთარი ცხოვრების გამოცდილებაც სჭირდება...
12.95
მეწამული ჩიტი
ავტორი: ნათია ოსანაძე   როდესაც ქალის ცხოვრებაში წარსული გალიებში გამომწყვდეულ ჩიტებად იქცევა, ეს ნიშნავს, რომ ახალი ომის დროა. ნათია ოსანაძის „მეწამული ჩიტი“ ამ ომს ეძღვნება, რომელიც გამარჯვებას სულაც არ გულისხმობს. ნერვულ დაბოლოებებამდე დაწნეხილი და გაფაქიზებული შეგრძნებები, შიშის და ტკივილის გამუდმებული პანიკა, წარსულის გალიებიდან ვერგამოშვებული ფრინველების ამბოხი, ტრავმები და სტიგმები – ეს ყველაფერი ორ შეყვარებულ სულს აბსურდისკენ ექაჩება და სიყვარულის ადგილს არ ტოვებს...   სად სკდებიან მწვანე ბუშტები, რომლებსაც მხატვარი სიცოცხლის სიმბოლოდ ხატავს?..
6.95
მეხსიერების სავარჯიშო
ავტორი: ლია თოფურია სერია: იკითხე ქართული XXI თურმე ზოგჯერ ასეც ხდება: ერთი საბედისწერო შემთხვევა ერთ წამსი ცვლის მთელ ჩვენს ცხოვრებას, ყველაფერს ყირამალა აყენებს; შეიძლება, დავკარგოთ ყველაფერი - მშობლიური სახლი, საყვარელი ადამიანები - და საერთოდ სხვა, უცხო სამყაროში აღმოჩნდეთ, იმ ახალ სამყაროში კი ვიპოვოთ ახალი სიყვარული... თუმცა შევძლებთ წინა ცხოვრების დავიწყებას?
12.95
მეხუთე სეზონი
ავტორი: ნ. კ. ჯემისინი ასერია: პორტალი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე ეს სამყაროს დასასრულია. კიდევ ერთი დასასრული. ერთი დღე სამ საზარელ ამბავს იტევს: პატარა, წყნარ ქალაქში მცხოვრები ესუნი აღმოაჩენს, რომ მისმა ქმარმა მათი ერთადერთი ვაჟი მოკლა და ქალიშვილი გაიტაცა. ამასობაში, ყოვლისშემძლე სანზის იმპერია ერთი ხელის მოსმით ნადგურდება.და უარესი - დედამიწის ერთადერთი კონტინენტის - სიმშვიდის - შუაგულში გაჩენილი დიდი ნაპრალი ფერფლს აფრქვევს და ცას მრავალი წლით სრულად აბნელებს. ამან შესაძლოა, საუკუნეებს გასტანოს. ესუნმა ოჯახისთვის უნდა იბრძოლოს განწირულ მიწაზე...
17.95
მეხუთე ტალღა
ავტორი: რიკ იანსი მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე სერია: ლიბერთინს პირველი ტალღის შემდეგ დედამიწაზე წყვდიადმა დაისადგურა მეორეს მხოლოდ იღბლიანები გაექცნენ მესამეს მხოლოდ უიღბლონი გადაურჩნენ მეოთხემ კი ერთადერთი წესი დატოვა: არავის ენდო! ახლა მეხუთე ტალღის განთიადია! რას მოიტანს ის? მარტო დარჩენილმა კესიმ უკვე იცის, რომ ისინი ‒ უცხოპლანეტელები ‒ ჩვენ შორის არიან და გადარჩენილებს ხოცავენ. რომ გადარჩეს, მარტო უნდა იყოს! მარტოობა! ‒ იქნებ უკანასკნელი ადამიანი ვარ დედამიწაზე? ‒ ასეც ფიქრობს, მაგრამ გადარჩენის იმედს არ კარგავს! იმედი! იმედი ის იარაღია, რომლის წინააღმდეგ უცხოპლანეტელებს ხუთივე ტალღა არ ეყოფათ! თუმცა, ვინ იცის?!. აგერ მაცდური და იდუმალი ევან უოკერი გამოჩნდება და კესი არღვევს წესს: არავის ენდო! ... და, გოგონა ევანს ენდობა! არჩევანი! კესიმ არჩევანი უნდა გააკეთოს ნდობასა და სასოწარკვეთილებას, დაუმორჩილებლობასა და დანებებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. დიახ, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის!
14
მზე და მისი ყვავილები
ავტორი: რუპი კაური   მზე და მისი ყვავილები არის კრებული მწუხარების საკუთარი თავის უარყოფის ფესვეების პატივისცემის სიყვარულის და ფეხებზე დადგომის შესახებ ის ხუთ ნაწილადაა დაყოფილი ჭკნობა. ვარდნა. დაფესვიანება. ზრდა. ყვავილობა.
17.95
მზე, მთვარე და პურის ყანა
ავტორი: თემურ ბაბლუანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
16.9
მზეო დაბრუნდი, დაბრუნდი
ნოდარ დუმბაძის ლექსების კრებული
14.95
მზიანი დღის სიტყვების წიგნი
  ასაკი: 2+ როტრაუტ სუზან ბერნერის ილუსტრაციებით დეტალიზებულ, ფერად ილუსტრაციებზე პატარა ფიგურების პოვნა, არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო თავსატეხია, რომლითაც პატარები სიამოვნებით გაერთობიან. წიგნში მოცემულ 100-ზე მეტ ფიგურას თავისი სახელი აქვს მიწერილი, რაც ბავშვებს სიტყვების შესწავლას გაუადვილებს, ნახატების პოვნა კი ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება.
16.9