santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
მანიტუ
ავტორი: ოლანი ბიწაძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი "მანიტუ" წარსულის, აწმყოსა და სიზმრის (და არა მომავლის) მონაცვლეობის ფონზე მოთხრობილი ახალგაზრდა ქალის, დორას ამბავია. ბავშვობაში მშობლებისგან შემთხვევით მოსმენილი საიდუმლო დორას სიზმარ-ცხადის ზღვარზე მოხეტიალე მარტოსულ, ტრავმირებულ ადამიანად აქცევს. მთავარი გმირის განცდებითა და ეჭვებით სავსე ცხოვრება მანამდე გრძელდება, სანამ ის თავის მეგობართან, მოგვიანებით კი ქმართან, კოტესთან, ერთად სიმართლეს არ გამოძიებს იმის გასაგებად, თუ როგორ "გაცოცხლდა" ოცდასამი წლის წინ დაბადებული ჩვილი- დორა მჭედლიძე "სხვა ბავშვებშვი" სიმართლის გარკვევა ერთადერთი სწორი გზაა, რომლითაც ნაწარმოების პროტაგონისტმა სიმშვიდე უნდა მოიპოვოს, დაუბრუნდეს გაუცხოებულ საკუთარ თავსაც და ახლობელ ადამიანებსაც. ასეა: მთავარი სწორი მიმართულებით "დაყვირებაა" და თუნდაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ აუცილებლად იპოვი იმას, რისი პოვნაც გინდა, მათ შორის, პირად მფარველ სულს- მანიტუს.
12.95
მანცხვარკარი
ავტორი: ჯემალ ქირია გამომცემლობა: ინტელექტი
15.95
მარადიული მშვიდობისკენ (ფილოსოფიური მონახაზი)
იმანუელ კანტი – გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის მიმართულებებით. იმანუელ კანტის წიგნი – „მარადიული მშვიდობისკენ“ – წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომს. წიგნი შედგება რამდენიმე ძირითადი განყოფილების, დამატების და დანართებისგან, ესენია:  პირველი განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ შესავალ მუხლებს; მეორე განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ განმსაზღვრელ მუხლებს; დამატება პირველი – მარადიული მშვიდობის გარანტიის შესახებ; დამატება მეორე – საიდუმლო მუხლი მარადიული მშვიდობის შესახებ; დანართი პირველი – მორალსა და პოლიტიკას შორის არსებული შეუთავსებლობა მარადიული მშვიდობის ჭრილში; დანართი მეორე – პოლიტიკასა და მორალს შორის არსებული თავსებადობა საჯარო სამართლის ტრანსცენდენტალური ცნების საფუძველზე.
21.6
მარადიული ომი
ავტორი: ჯო ჰოლდემენი მთარგმნელი: თამარ ჩართოლანი სერია: პორტალი   ჯო ჰოლდმენი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალია. რამდენჯერმეა დაჯილდოებული ,,ჰიუგოსა" და ,,ნებულას" პრემიებით. ჯო ჰოლდემენმა, ვიეტნამის ომის მთელი საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა და ეს მძიმე შთაბეჭდილებები დაუდო საფუძვლად თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს. ფენტეზის ჟანრში ,,შეფუთვა" რომ არა, ,,მარადიული ომი" და მასში აღწერილი რეალობა, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მივიდოდა მკითხველამდე. 70-იანი წლების შეერთებული შტატების იდეოლოგია ხომ კატეგორიულად არ სცნობდა პაციფისტებს.
16.95
მარგალიტები
ავტორი: მარიამ გურგენიშვილი გამომცემლობა: პალიტრა ლ "15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990­იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. "
12.95
მართვა მარტივად
ავტორი: ნელსონი ბობ სერია: სერია მარტივად     ადამიანების, პროექტებისა და გუნდების ეფექტური მართვის სწრაფი და მარტივი გზა მენეჯერობა შესაძლოა საშიშ და რთულ საქამიანობად მიგაჩნიათ. ეს მარტივად დაწერილი , ადვილად გასაგები სახელმძღვანელო მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს მართვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე , როგორებიცაა: მე მენეჯერი ვარ - ახლა რას ვაკეთებ  ? -  ისწავლეთ მართვის სხვადასხვა სტილის განსაზღვრა და დაეუფლეთ მენეჯმენტის მნიშვნელოვან ასპექტებს  -  ლიდერობას , სტიმულირებას და ჩართულობას.იცოდეთ თქვენი ფუნქცია -  მიიღეთ ყველაზე მინიშვნელოვანი ინფორმაცია იმ ძირითად მოვალეობებზე , რომელთაც მართვისას უნდა გაუმკლავდეთ, ახალი თანამშრომლების დაქირავებიდან და თქვენი პერსონალის ტრენინგებიდან საქმიანობის მონიტორინგამდე.დაეუფლეთ მენეჯმენტს -  მენეჯერის ყოველდღიურ საქმიანობას , როგორიცაა დელეგირება , კომუნიკაცია, ბიუჯეტის შედგენა და მრავალი სხვა.გაუმკლავდით რთულ პერსონალს -  გაიგეთ მართვის რთული მხარეების შესახებ და ისწავლეთ , როგორ გაუმკლავდეთ არასასიამოვნო , უხერხულ სიტუაციებს, როგორიცაა ცვლილებები მართვაში და თანამშრომელთა გათავისუფლება.გაუმკლავდით რთულ პერსონალს -  გაიგეთ მართვის რთული მხარეების შესახებ და ისწავლეთ , როგორ გაუმკლავდეთ არასასიამოვნო , უხერხულ სიტუაციებს, როგორიცაა ცვლილებები მართვაში და თანამშრომელთა გათავისუფლება მთარგმნელი : მაია ვასაძე
15
მარია სტიუარტი
ავტორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნონა კალანდარიშვილი სერია: იკითხე კლასიკა   ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის, ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის, მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...
13
მარია სტიუარტი
ავტორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნონა კალანდარიშვილი სერია: მინი წიგნების კოლექცია ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...
13
მარილი გემოვნებით
ავტორი: მარიამ ხუცურაული   მთელ დედამიწაზე ყველაზე გემრიელი კერძები მზადდება ოჯახში. ოჯახურ ამბებსა და კერძებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთსაც და მეორესაც აზრს აძლევს კარგი შეზავება. შავ-თეთრი ზოლებივით ცხოვრების ისტორიები ისევე უინტერესოა, როგორც უგემური, შეუზავებელი კერძი. სწორედ ამიტომ, ერთსაც და მეორესაც გემო უნდა ჩაატანო და რომ ჩაატანო, ამისათვის გემრიელად უნდა შეაზავო და ცოტა სიცხარე და   არომატიც დაუმატო.   მერე, როცა ტრადიციულ, გემრიელ, ოჯახურ სუფრასთან დაჯდები და სასიამოვნო თანამოაზრეებიც დაგეწვევიან, ენა უკვე თავისთავად მოიტანს საუბარს მარადიულ თემებზე _ რთველზე, ქართულად ღვინის დაყენებისა და თათარაობის წესზე, არყის ხდის, სააღდგომო ქადების და საუბნოდ პურის ცხობის რიტუალებზე, რასაც აუცილებლად გააგრძელებს „პილპილ-მარილით“ გემრიელად შეზავებული ამბები მამულის სიყვარულზე, დედაშვილობაზე, დაძმობაზე, მეგობრობაზე, ნათესაობაზე, ნაცნობობასა და   მეზობლობაზე... ამბები საქართველოზე.
12.95
მარკეტინგული ომები
ავტორი: რაისი ელ; ტრაუტი ჯეკ სერია: ლურჯი ოკეანე მსოფლიო ბესტსელერი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მარკეტინგული მიდგომები! მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგის სტრატეგები, ელ რაისი და ჯეკ ტრაუტი, წარმოგიდგენენ წიგნს, რომელიც მარკეტინგის ისტორიაში არსებულ უძლიერეს ტაქტიკებსა და პერსპექტივებს გაგვაცნობს. ეს სტრატეგიებით სავსე გზამკვლევი მკითხველს 4 სახის: თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული მარკეტინგული ომის წარმოების გასაღებებს სთავაზობს.
11.95
მარო
ავტორი: სალომე ბენიძე   „რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე სამშობლოსათვის ანთებული გულია? რა უნდა იყოს იმაზე შთამბეჭდავი, ვიდრე სიტყვები, რომელთა მიღმა ამ გულის ძგერას გრძნობ? საქართველოს ისტორია უკვე წარმოუდგენელია მაროს – ამ მარადიული გოგოს გარეშე, მას და მის ეპოქას კი კიდევ უფრო ცოცხალს და ელვარეს ქმნის სალომე ბენიძე თავის ტექსტში, რომელსაც ამ საოცრად ლამაზ წიგნში იხილავთ. მაროს გულის ძგერას აქ სულ იგრძნობთ, მისი თავდადება და დაუვიწყარი სიტყვები „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ კიდევ ერთხელ გაგიღვიძებთ იმედს, გაგამხნევებთ და დაგარწმუნებთ, რომ ახლა, ამ დროში, ამ სიტყვების ყველაზე მეტად უნდა გვჯეროდეს.“ – თამთა მელაშვილი  
24.95
მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი (წიგნი III)
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი – თუ ამ წიგნის სათაურს რამდენჯერმე გაიმეორებთ, ჩათვალეთ, რომ ენის გასატეხში ვარჯიშის დღიური ნორმა შესრულებული გაქვთ. ხომ არ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ამ სამ ადამიანზე მოგითხრობთ? არც იფიქროთ! აქ რვავე ბავშვს შეხვდებით. მათთან ერთად იქნებიან დედა, მამა, სამოვრის მილი, თეთრი ცხენი და ყუთი-მარხილი, რომელიც ელვის სისწრაფით დაქრის… მაგრამ მეტს ამაზე აღარაფერს გეტყვით. ჰო, მართლა, ჰილდა და ჰენრიკიც გვესტუმრებიან, ხუთი ქათამიც გამოჩნდება, რომლებიც შემდეგ ისეთ უცნაურ ადგილას მოხვდებიან, ვერც წარმოიდგენთ. ამ წიგნში ნაძვის ხეებსა და მთაზე მოსრიალე ტურისტებსაც შეხვდებით, ნისლიან ამინდშიც ივლით და ძროხების კისრებზე შებმული ეჟვნების წკარუნსაც გაიგონებთ. კიდევ კარგი, რომ მოზრდილი წიგნია, თორემ შიგ ამდენი პერსონაჟი როგორ დაეტეოდა?!
8.9
მარტინ იდენი
ავტორი: ჯეკ ლონდონი სერია: 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ. ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს, ეს ოცნება რეალობად აქციოს. მოტივაციაც დიდი აქვს – უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი. გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება. დიდი მცდელობის შემდეგ, მარტინ იდენთან წარმატება მოდის – ის დიდებას მოიპოვებს, თუმცა... სად გადის ზღვარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებასა და წარმატებას შორის? რამდენის დათმობა და გაღება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად?..
16.95
მარტინ იდენი
ავტორი: ჯეკ ლონდონი სერია: იკითხე კლასიკა მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს,ეს ოცნება რეალობად აქციოს.მოტივაციაც დიდი აქვს - უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი.გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება.დიდი მცდელობის შემდეგ,მარტინ იდენთან წარმატება მოდის - ის დიდებას მოიპოვებს, თუმცა...სად გადის ზღვარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებასა და წარმატებას შორის?რამდენის დათმობა და გაღება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად?..
12.95
მარტის მამალი
ავტორი: ოთარ ჭილაძე  "ოთარ ჭილაძის რომანში - "მარტის მამალი", ასახულია ყმაწვილი კაცის ცხოვრება, რომელსაც მძიმე სულიერი ტრავმა მიაყენა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რისი მოწმეც უნებურად გახდა. ამ შემთხვევამ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დაუტოვა და აქედან დაიწყო მისი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება. მწერალი აგრძელებს თავის ჩვეულ ხელწერას - რომანი ხასიათდება ღრმა ფსიქოლოგიური წიაღსვლებითა და ექსპრესიული თხრობით".
25
მარტის რამდენიმე თვე
ავტორი: ნინა გომართელი მარგო უცხო ქვეყანაში გადაწყვეტს ცხოვრებას, სადაც მოხუცის სახლში ოთახს ქირაობს. ბინის მფლობელს, იასუს, მარტოობის ეშინია, ის არაერთხელ მიუტოვებიათ, ამიტომ ცდილობს მდგმურებს სრული კომფორტი შეუქმნას და ზრუნვას არ აკლებს. მარგო და იასუ, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ძალიან გვანან ერთმანეთს – მათ სჭირდებათ კედლებით შემოსაზღვრული სივრცე, სადაც ერთსა და იმავე საგნებისა და ადამიანების გარემოცვაში უყვართ ყოფნა.   რომანის კიდევ ერთი გმირი – მარტი – ამავე სახლის ბინადარია. ის ძალიან გულჩათხრობილია, ძირითად დროს საკუთარ ოთახში ატარებს და ღამღამობით სადღაც უჩინარდება.   ამ სახლში ცხოვრობს იუკიც, რომლის შესახებაც მარგოს ბევრი სმენია, ოთახებში მიმობნეულ მის ნივთებსაც აწყდება, მაგრამ თავად იუკი ჯერ არ უნახავს. სწორედ ეს აღძრავს მასში უკიდურეს სურვილს – გაიცნოს ის. და მარგო თავის წარმოსახვაში იუკისგან მომხიბლავ არსებას ქმნის.  ნინა გომართელის სადებიუტო წიგნის პერსონაჟები სხვადასხვა სახით განიცდიან ამა თუ იმ ადამიანის არყოფნას, რომლებმაც ისინი უსიტყვოდ მიატოვეს, ან კვლავ არსებობენ მათ ცხოვრებაში, თუმცა ემოციურად მიუწვდომელნი არიან.
10.95
მარტოობის ასი წელიწადი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი „მარტოობის ას წელიწადში“, გამოგონილ სამყაროში, მაკონდო XIX საუკუნის 40-იან წლებში იბადება და XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ანუ მთელ საუკუნეს ძლებს. ამ საუკუნის განმავლობაში დასახლებაში ექვსი თაობა შეიცვლება. ექვსი თაობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. ბერძნულ მითოლოგიას თუ გადავხედავთ, აქ არის ოთხი თაობა: ქაოსიდან ჩნდება წესრიგი, შემდეგ მოდის ურანოსი, კრონოსი და ბოლოს ზევსი. ადამიანები მეხუთე თაობაში ჩნდებიან, ხოლო ოქროს ადამიანების გადაგვარება და დაცემა, მათი რკინის ადამიანებად ქცევა მეექვსე თაობაში ხდება. აი ეს იცის მარკესმა!   მას შეეძლო ნებისმიერი ქალაქი აეღო და გაენადგურებინა ისე, როგორც რომი დაანგრია და მოსპო ლუიჯი პირანდელომ. ეს ცალკე ხელოვნებაა. თუმცა მაკონდო გაბოს ერთი მთავარი რამის სათქმელად დასჭირდა – ექვსი თაობა, განვითარებაც და გადაგვარებაც, თუმცა უკანასკნელი მათგანიც რომ გადარჩენილიყო, სამყარო უკეთესი იქნებოდა. აი ამ ტრაგიკული აზრის თქმა სურდა მარკესს. პატარა მაკონდოს ისტორია კოლუმბიის ისტორიის ერთ-ერთი საუკუნე არ გეგონოთ – ეს მთელი სამყაროს ისტორიაა.“ – ლევან ბერძენიშვილი   ბევრისთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს, რატომ შეიძლებოდა გაბრიელ გარსია მარკესის ეს გენიალური რომანი ოდესმე აკრძალულიყო. `მარტოობის ას წელიწადს" კი წლების განმავლობაში ასაჩივრებდნენ და კრძალავდნენ უხამსი ენის, წიგნში აღწერილი ძალადობისა და მკრეხელობის, დაუფარავი სექსუალური სცენებისა და ემოციურად ამაღელვებელი თემების გამო, როგორიცაა ომი, სიკვდილი, ინცესტი, ოკულტიზმში თანამონაწილეობა, უპატივცემულოდ მოხსენიებული რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლება. 1986 წელს რომანი შეეწირა ვასკოში, კალიფორნიის უმაღლესი სკოლების გაერთიანების წიგნების სიის წმენდას, რადგან ნობელის პრემიის ლაურეატის ნაწარმოები მიიჩნიეს, `ნაგვად, რომელიც ლიტერატურად საღდებოდა". ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, გაზეთ „სემანას" ცნობით, „მარტოობის ასი წელიწადი“ კოლუმბიაშიც კი აიკრძალა. ბოლო წლებში კი წიგნი ცენზურას ემსხვერპლა რუსეთში, ირანსა და ქუვეითში. რუსეთში ცენზურა სექსუალური შინაარსის სცენების ამოღებით ან მოდიფიკაციით შემოიფარგლა. ირანმა და ქუვეითმა კი `მარტოობის ასი წელიწადი" ძალადობრივი მორალის გამო აკრძალა.  
34.95
მარტოობის ჩუმი ედემი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   წიგნში პირველად ქვეყნდება ჯემალ ქარჩხაძის “უბის წიგნაკის ჩანაწერები”. ეს ჩანაწერები სხვადასხვა დროსაა დაწერილი და რამდენიმე ბლოკნოტშია გაბნეული. ჩვენ ამოვკრიბეთ გარკვეული ნაწილი, რომელთა გამოქვეყნებაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ეტაპზე და დავაჯგუფეთ სამ ნაწილად. ესენია: რომან “განზომილებისთვის” განკუთვნილი ჩანაწერები, პუბლიცისტური წერილებისათვის გაკეთებული მონახაზები, და სხვადასხვა ხასიათის მცირე ტექსტები – მხატვრული სახეები, მოსაზრებები, და ზოგჯერ მთელი სიუჟეტებიც კი. უბის წიგნაკის ჩანაწერებთან ერთად, წიგნს დავურთეთ ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტიკიდან და პროზიდან. წიგნი დავაბოლოვეთ სტატიით “რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის”, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის ერთადერთ კონცეპტუალურ ესეს წარმოადგენს. ვფიქრობთ, ასეთი სახით მოწოდებული მწერლის შინაგანი სამყარო დამატებით არხს გაუხსნის და ხედვის ახალ კუთხეს შემატებს ქარჩხაძის ერთგულ მკითხველს.
17.9
მარწუხებში, ასპერნის წერილები
ავტორი: ჰენრი ჯეიმზი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
18.9
მასების ამბოხი
ავტორი: ხოსე ორტეგა ი გასეტი მთარგმნელი : ბაჩანა ბრეგვაძე   ე ორტეგა ი გასეტი (1883-1955) კულტურის, ისტორიის ფილოსოფიის, კერძოდ, მისი რადიკალურ-არისტოკრატიული მიმართულების კოლორიტული წარმომადგენელია. ყველა საკითხი, რასაც ის განიხილავს, უშუალოდ ადამიანის ცხოვრებას ეხმაურება, მის ფოკუსშია გადატეხილი. ისტორიაც მისი ძირითადი სააზროვნო ობიექტია და ადამიანის მოღვაწეობად არის განხილული. ძირითადი ცნება, რითაც გასეტი ახასიათებს ადამიანისა და ისტორიის თანამედროვე ვითარებას, არის კრიზისის ცნება.
32
მასების ფსიქოლოგია
ავტორი: გუსტავ ლე ბონ მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი ყდა: რბილი
22
მასკარაფონე
ავტორი:ივა ფეზუაშვილი   „მასკარაფონე“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის („ფსკერის სახარება“, 2019 წ.; „ბუნკერი“, 2020 წ.) მესამე, ფინალური რომანია. მკითხველი ბევრ საერთოს იპოვის წინა ტექსტებთან და გააგრძელებს საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მოვლენებზე დაკვირვებას, ამ წიგნში კი შეხვდება მთელ თაობას, რომელსაც მშობლებისგან ზრუნვასთან და სიყვარულთან ერთად მძიმე ტრავმებიც გადმოეცა. „მასკარაფონე“ არის ამბავი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც არასდროს ყოფილან ბავშვები. თინეიჯერობისას ისინი ყოველდღიურად იბრძვიან უდარდელობის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის. ამ ბრძოლაში ძნელად ნებდებიან, თუმცა ზრდასრულ ასაკში ბავშვურად ცხოვრების სურვილმა ისინი ტრაგიკულ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს.
19.95
მასწავლებელი
ავტორი: შარლოტა ბრონტე მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: ქალების კალმით წიგნი აღწერს ახალგაზრდა მამაკაცის, უილიამ ქრიმსვორთის ამბავს, ცხოვრებაში ადგილის საპოვნელად მის ძიებებს, ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, პრინციპულ მამაკაცად, რომლისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი სიმდიდრე, ვიდრე გარეგნული ბრწყინვალება - გონიერი ახალგაზრდა მასწავლებელი მალევე მიხვდა, რომ რაც ბრწყინავს, ყოველთვის ოქრო არ არის.  
12.95
მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ
ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. ამბის მთხრობელი რკინიგზის სადგურის 22 წლის მორიგე მილოშ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობს. მის ნაამბობში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ოკუპაციის თანმდევი და პიროვნული ტრაგედიები, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს კიდეც საკუთარი თავის ძიების გზაზე დამდგარი გმირის ბედისწერას. რა ხდება მაშინ, როდესაც ისტორიის ბობოქარ პერიოდში ადამიანი საკუთარ განსაცდელსაა შეჭიდებული, როგორ განსაზღვრავს სამშობლოს ბედი უბრალო მოქალაქის ცხოვრებასაც კი და რა ზემოქმედებას ახდენს პერსონაჟის ცნობიერებაზე მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ამის შესახებ მილოშ ჰრმა ჰრაბალის გმირებისთვის დამახასიათებელი მონდომებით გვიამბობს... წიგნის მიხედვით 1966 წელს რეჟისორმა ირჟი მენცელმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“
12.95