santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ლუმპენ მილენიუმი
ავტორი: ბესო სოლომონაშვილი   ბესო სოლომანაშვილის რომანი „ლუმპენ მილენიუმი (სიმულაკრები ისტორიებისა, ისტორიები სიმულაკრებისა)” საგაა იმ ოჯახებისა, რომელთა წევრების უმეტესობაც ბოლშევიკებმა ამოწყვიტეს 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მათ სახლებში კი სხვა ოჯახები ჩაასახლეს საოკუპაციო რეჟიმის წინაშე „დამსახურების” სანაცვლოდ. ხარჯახიშვილების ძირძველი ოჯახიდან რეპრესიებს ეწირებიან იმჟამინდელი თავკაცი, ქაიხოსრო მცირე ხარჯახიშვილი და მისი უფროსი ვაჟები. ოჯახის დარჩენილი წევრები კი გადარჩენას ცდილობენ. ადამიანური ურთიერთობების ფონზე ჩანს საბჭოთა სისტემის მთელი საშინელება და ის დროდადრო გროტესკული აბსურდის სახეს იძენს. ეს მემკვიდრეობა დღემდე მოგვყვება. საქართველოს ტერიტორიებისა და ქართველთა ტვინების უზურპაციის 250-წლიანი უწყვეტი ისტორია ამ წუთებშიც გრძელდება. ამიტომაც წიგნი ადამიანების გაბრიყვების ამბავი უფროა, ვიდრე ისტორიული რომანი. ის ბოლო ასწლეულის ხელახლა გააზრების მცდელობაა და დროდადრო ათასწლეულსაც გადასწვდება. „ლუმპენ მილენიუმი” მეორე წიგნია ტრილოგიისა, რომელიც დაიწყო რომანით „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა”.
18.9
ლუნა და ციცინათელების პლანეტა
ავტორი: დათო გორგილაძე,თათია ნადარეიშვილი ილუსტრატორი: თათია ნადარეიშვილი გამომცმელობა: პალიტრა ლ
15.95
ლუჟინის დაცვა
  ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: პაატა ჩხეიძე   არასასურველი რეალობისგან გაქცევის პირველი მცდელობა და პირველი „შეხვედრა“ უცნაურ ყუთთან - ჭადრაკის გაბზარულ დაფასთან... პირველი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა... მოსაწყენი, დუნე, სრულიად უინტერესო სასკოლო ცხოვრება  - პატარა ლუჟინი საერთოდ არ ჰგავს თანაკლასელებს, პატარა ლუჟინს თანატოლები აბუჩად იგდებენ... ის ამაზე არ ლაპარაკობს. კითხვებზე მისი პასუხი არის... დუმილი. მაგრამ მის სიცოცხლეში კვლავ ჩნდება ჭადრაკი, უფრო სწორად, დეიდა, რომელიც ჭადრაკის თამაშს ასწავლის და... ალექსანდრ ლუჟინისთვის, რომელსაც უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, ჭადრაკი თავშესაფრად იქცევა. მაგრამ რამდენად საიმედოა ეს თავშესაფარი? ეს ბედისწერაა - დიდოსტატის სიმაღლეზე ასვლასთან ერთად თამაში ანადგურებს მის რეალურ სამყაროს...
12.95
ლურჯი კოჭის ძაფი
ავტორი: ენ ტაილერი მთარგმნელი: ლალი გოგაძე სერია: წლის ბესტსელერი წარმატებული, ძლიერი, მეგობრული და განსაკუთრებული ოჯახი - ასეთები ჩანან გვერდიდან უიტშენკები. მათ აქებენ, შენატრიან და შურითაც აკვირდებიან, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში, როგორ ცხოვრობენ ისინი, რა აწუხებთ, რას ვერ აპატიებენ ერთმანეთს და რა ძველ და ახალ საიდუმლოს მალავს ბალტიმორში, ბიუტონის ქუჩაზე მდებარე მათი ლამაზი სახლი.
13
ლურჯი სუფრის მოცეკვავე
ავტორი: ნატო დავითაშვილი „როდესაც ხუთი ქვა გაერთიანდება, ყინულისმფრქვეველი დრაკონების უკანასკნელი დამსხვრეული კვერცხი გამთელდება და ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები მრავალ საუკუნოვანი წყევლისგან გათავისუფლდებიან. ლურჯი სუფრის მოცეკვავე შეასრულებს ჯადოსნურ ცეკვას და აწმყო და მომავალი ერთ სუფრაზე ნახატებად გამოისახება. ეს განუმეორებელი, უცნაური და იდუმალებით სავსე სამყაროა. ამ სამყაროში დედოფალი საკუთარი ნებით იქცევა დევნილად, ამ სამყაროს ზურგს აქცევენ სტიქიონები – ძლევამოსილი ნუმიელები, ამ სამყაროში ფიგნები განსაკუთრებული საკვების გარეშე გამჭვირვალეები და ზოგჯერ უჩინარნი ხდებიან, ამ სამყაროს ნგრევა, ქაოსი და განადგურება ემუქრება, რომლის შეჩერება მას შეუძლია, ვინც წყალში ცეცხლის დანთებას შეძლებს. ვინ არის პატარა გოგონა, ვინც ლურჯ სუფრაზე გამოისახა? როგორ უნდა გადარჩეს დრაკონების მოდგმა? ეს საზარელ ამბებში გახვეული მშვენი ერი სამყაროა, რომელიც უნდა გაიცნო, რომელშიც უნდა იმოგზაურო, რომელიც უნდა შეიყვარო, რადგან ის განუმეორებელია. გაიცანი აია, ეს მისი გზის მხოლოდ დასაწყისია, ლურჯ სუფრაზე ცეკვით გამოსახული.“ 
24.95
ლურჯის ძიება
ავტორი: ლუის ლოური მთარგმნელი: დათო აკრიანი სერია: ლიბერთინს სამყაროში, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს, ლურჯი ფერი არ არსებობს. ეს ადგილი უფრთხის და თავიდან იშორებს სუსტებს. ობოლ, ხეიბარ კირას კი დიდი საფრთხე ელის. მტრად ქცეული მეზობლების იმედად ვერ იქნება. მას დახმარბეის ხელს მხოლოდ ერთი ბიჭუნა უწვდის. კირა სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს! იწყება სიმართლისა და სინათლის ძიება... გოგონა უამრავ რამეს აღმოაჩენს და სწავლობს, რას სამუდამოდ ცვლის მის ცხოვრებასაც და სამყაროსაც.
9.95
მაგდანას ლურჯა და სხვა მოთხრობები (9-11)
ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ეკატერინე გაბაშვილის უკვდავ მოთხრობებზე არაერთი თაობაა აღზრდილი. ამ კრებულში შესულია ყველასათვის საყვარელი საყმაწვილო მოთხრობები: `ჩვენი კაკლის ხე~, `ხატაურა ჩემია~, `როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელს~, `ოჯახის ბურჯი~, უსინათლო ლექსო~ და სხვა. ასევე, შესულია მოთხრობა `მაგდანას ლურჯა~, რომლის მიხედვით ფილმიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაბაშვილის მოთხრობების გმირი ბავშვები – როგორც გლეხების, ისე წარჩინებულთა შვილები, ალალ-მართალნი, მეგობრულები, გამტანები, შრომისმოყვარეები და უზომოდ გულმოწყალენი არიან. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
9.9
მაგია
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი   "მაგია" 18 ვრცელი თავისგან შედგება და ტექსტში საუბარია ტაძრის, წრის, საკურთხევლის, წმინდა მირონის, მახვილის, თასის, კვართის, ზარისა და ყველა იმ დანარჩენი ინსტრუმენტისა და იარაღის სიმბოლურ მნიშვნელობაზე, რომელსაც უმაღლეს მედიტაციურ ტექნიკებში ჯადოქარი იყენებს. აქ აღწერილია თითოეული ამ ნივთის დანიშნულება, მათი სიმბოლური დატვირთვა, რიტუალური მიზანი, გამოყენების მეთოდი და მიმართება პრიმორდიალურ ნიშნებთან და სახე-ხატებებთან. ტექსტში დეტალურადაა განხილული და გაანალიზებული ის ნაბიჯები, რომელსაც ახალი ეონის ჯადოქარი, ინიციაციის დროს, ამ მაგიური იარაღებით აღკაზმული დგამს. გარდა ინვენტარის განხილვისა, Frater Perdurabo, ნების ჩამოყალიბების, განვითარებისა და გამოვლინების პროცესზე საუბრობს.  
30
მაგიის თეორია და პრაქტიკა
ავტორი: ალისტერ ქროული მთარგმნელი:გიგა ბერიაშვილი   ამ წიგნში ყველაფერს შეხვდებით: კაბალას მიმოხილვას, ასტრალური განზომილების შესახებ ცნობებს, ევქარისტიას და სხვა ალქიმიურ პროცესებს, ცერემონიალურ და დრამატულ მაგიას, მისნობას, იდუმალ ჟესტებს, ოკულტურ ფორმულებს, განდობისა და ინიციაციის საკითხებს, გასული ინკარნაციების გახსენების შესახებ ინფორმაციას, ნათელხილვასა და მითითებებს წმინდა მფარველი ანგელოზის შეცნობისა და მასთან საუბრისათვის, რაც ამ სწავლების მთელი საფუძველია. ქროული ბუნებაში არსებული სხვადასხვა ძალების, ენერგიებისა და მოვლენების გამოწვევასა და მათთან გამკლავებაზე, მათ მოხვეჭასა და ჭეშმარიტი ნებისათვის მიმართვაზე საუბრობს; ასევე, მომოიხილავს თავის გამოცდილებას, გვთავაზობს თავის დაკვირვებას, გვიზიარებს ბუნებაში არსებული კანონების შესახებ თავის ცოდნას და თელემას ორდენების სწავლებას აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებად და ხელმისაწვდომად აქცევს. ხოლო ეს მსჯელობა ოკულტისტი ავტორებისთვის დამახასიათებელი ხელოვნური მისტიფიკაციის გარეშე ხდება, სპეციფიკური ჟარგონებისა და ალეგორიული ენის გარეშე, რაც მაგიის პროცესს, ნების ჩასახვიდან გამოვლინება-განხორციელებამდე, აბსოლუტურად გასაგებს ხდის და აღარ გიჩნდება განცდა, რომ რაღაც ფანტასტიკის სფეროზე გელაპარაკებიან. რაც ყველაზე მთავარია, Frater Perdurabo ამ წიგნში მაგიის 28 თეორემას აყალიბებს, რომლის დახმარებით, მაგია ყველასთვის შესაძლებელი ხდება. (ამ წიგნის დევიზია "მაგია ყველასთვის!")  
48
მაგნიტური მოძრავი ანბანი – A B C
მაგნიტური მოძრავი ინგლისური ანბანის (ფერადი და ეფექტური ინგლისური ასოების ნაკრების) დახმარებით ბავშვები შეძლებენ ინგლისურ ენაზე მარტივი, საბაზისო სიტყვების შედგენასა და ამოკითხვას. შეფუთვაში დაგხვდებათ: წიგნი მაგნიტური მოძრავი ინგლისური ანბანი  
14.9
მადათოვი ტრილოგია
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
20.9
მადამ ბოვარი
ავტორი: გუსტავ ფლობერი მთარგმნელი: არისტო ჭუმბაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
17.95
მადამ გილიოტინას საყვარლები
ავტორი: ფრიდონ საყვარელიძე     „ძვირფასო მკითხველო, როგორც ყველა კარგ წიგნს, ამ წიგნსაც თავისი საიდუმლო აქვს და იგი იმ კაცს ეხება, რომლის სახელიც სიკვდილის მანქანას საუკუნოდ დაუკავშირდა, – ექიმსა და პარლამენტარს, ჟოზეფ-იგნას გილიოტენს. სხვათა შორის, წიგნის ავტორი, პარლამენტარი ფრიდონ საყვარელიძეც, განათლებით ექიმია, ოღონდ, სიკვდილთან შეწყვილებული ფრანგი კოლეგისგან განსხვავებით, ცხოვრებას ადამიანის უფლებებსა და მთავარ ღირებულებებს, სიცოცხლესა და თავისუფლებას უძღვნის“. (ლევან ბერძენიშვილი)
7.9
მადიკენი
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის   მადიკენი დიდ წითელ სახლში ცხოვრობს დედასთან, მამასთან და უმცროს დაიკო ლისაბეტთან ერთად. ლისაბეტი ყველაფერში მადიკენს ჰბაძავს და უფროს დას ყველგან  თან დასდევს. მოკლედ, ისინი განუყრელები არიან და სხვაგვარად არც შეიძლება! აბა, ლისაბეტი იქ რომ არ ყოფილიყო, ვინ გააგებინებდა ძია ნილსონს, მადიკენი სახურავიდან ქოლგით რომ გადმოფრინდა და მიწაზე დაენარცხა; ხოლო როცა ლისაბეტმა ბარდის მარცვალი შეიტენა ცხვირში,  სწორედ მადიკენი გაჰყვა მას ქალაქის ცენტრში, ექიმ ბერგლუნდთან. მადიკენს ძალიანაც უნდა, წყნარი და დამჯერი ბავშვი იყოს, მაგრამ არაფრით გამოსდის. აბა, როგორ გამოუვა, როცა ამქვეყნად ამდენი  საინტერესო გასართობია. ამიტომაცაა მისი ცხოვრება ნაირ-ნაირი თავგადასავლებით სავსე. ამათგან ზოგი მათგანი ისეთი სახიფათოა, თუ არ წაიკითხავთ, ვერც კი წარმოიდგენთ.
9.9
მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა (7-9) წელი
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ონავარი, ანცი, მაგრამ ძალიან კეთილი და გამბედავი გოგონა მადიკენი უმცროს დაიკოსთან, ოქროსფერკულულა ლისაბეტთან ერთად თავის საყვარელ იუნიბაკენში დროს მხიარულად ატარებს. აქ ხომ ყოველთვის საოცარი ამბები ხდება, ამიტომ მადიკენსა და ლისაბეტს უამრავი სახიფათო თუ სასაცილო თავგადასავალი გადახდებათ და ბოლოს ნანატრ საჩუქარსაც მიიღებენ. მათ საოცარ თავგადასავალს უფრო დაწვრილებით შეიტყობთ, თუ ამ მხიარულ, ილონ ვიკლანდის ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნს წაიკითხავთ.
10.9
მათემატიკა 3 კლასი 1 ნაწილი მოსწავლის წიგნი
თ.ბექაური,ა.საგინაშივლი გამომცემელი ავთანდილ საგინაშვილი 
11
მათემატიკა 5 კლასი 1 ნაწილი
გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ია მებონია, ლ. ქურჩიშვილი გამომცემლობა ინტელექტი
10
მათემატიკა 5კლასი 2 ნაწილი
გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ია მებონია, ლ. ქურჩიშვილი გამომცემლობა ინტელექტი
9
მათემატიკა 6კლასი 1 ნაწილი
გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ია მებონია, ლ. ქურჩიშვილი გამომცემლობა ინტელექტი
10
მათემატიკა 1 ნაწ. 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  ბ. სულაკაური, ს. ცხვედიანი, მ. ტატიშვილი, მ. მახათაძე, დ. ხუროშვილი, მ. რამინაშვილი მოსწავლის რვეულში მოცემული მრავალფეროვანი დავალებები გაახალისებს სასწავლო პროცესს,  ხოლო  მარტივად აღსაქმელი ლოგიკური სავარჯიშოები და სქემები მოსწავლეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზეა მორგებული. რვეული ზუსტად მიჰყვება მოსწავლის წიგნის სტრუქტურას. მოსწავლის რვეულშიც იმდენივე პარაგრაფია, რამდენიც მოსწავლის წიგნში. სათაურებიც იდენტურია, თუმცა, მოსწავლის წიგნისგან განსხვავებით, რვეულში თითოეულ პარაგრაფს ორი გვერდი ეთმობა. რვეულის თითოეული პარაგრაფის დასაწყისში მოცემულია რუბრიკა „ჭიაყელა“ ზეპირი ანგარიშის განმტკიცებისა და რეფლექსიისათვის. პარაგრაფების  ბოლოს მოცემულია საშინაო დავალება. დავალებაზე დართული „სახლი“ ცარიელი ფანჯრით მოსწავლეს ეხმარება შესრულებული დავალების მონიშვნაში, რაც მას მოტივაციას უმაღლებს და  თვითკონტროლის, ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ დავალების შესასრულებლად, მას ახლავს „სახლი“ ცარიელი ფანჯრით, რომელსაც მოსწავლე დავალების შესრულების შემდეგ ავსებს. თითოეულ პარაგრაფს ერთვის შემაჯამებელი დავალებების ნაწილი, და  თვითშეფასების რუბრიკა, რაც ეხმარება მოსწავლეს  სწავლის პროცესის მართვის და მიღწევების ანალიზის პროცესში.
10
მათემატიკა 1 ნაწ. 2 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  ბ. სულაკაური, ს. ცხვედიანი, მ. ტატიშვილი, მ. მახათაძე, დ. ხუროშვილი, მ. რამინაშვილი   მოსწავლის რვეულში მოცემული მრავალფეროვანი დავალებები გაახალისებს სასწავლო პროცესს,  ხოლო  მარტივად აღსაქმელი ლოგიკური სავარჯიშოები და სქემები მოსწავლეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზეა მორგებული. რვეული ზუსტად მიჰყვება მოსწავლის წიგნის სტრუქტურას. მოსწავლის რვეულშიც იმდენივე პარაგრაფია, რამდენიც მოსწავლის წიგნში. სათაურებიც იდენტურია, თუმცა, მოსწავლის წიგნისგან განსხვავებით, რვეულში თითოეულ პარაგრაფს ორი გვერდი ეთმობა. რვეულის თითოეული პარაგრაფის დასაწყისში მოცემულია რუბრიკა „ჭიაყელა“ ზეპირი ანგარიშის განმტკიცებისა და რეფლექსიისათვის. პარაგრაფების  ბოლოს მოცემულია საშინაო დავალება. დავალებაზე დართული „სახლი“ ცარიელი ფანჯრით მოსწავლეს ეხმარება შესრულებული დავალების მონიშვნაში, რაც მას მოტივაციას უმაღლებს და  თვითკონტროლის, ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ დავალების შესასრულებლად, მას ახლავს „სახლი“ ცარიელი ფანჯრით, რომელსაც მოსწავლე დავალების შესრულების შემდეგ ავსებს. თითოეულ პარაგრაფს ერთვის შემაჯამებელი დავალებების ნაწილი, და  თვითშეფასების რუბრიკა, რაც ეხმარება მოსწავლეს  სწავლის პროცესის მართვის და მიღწევების ანალიზის პროცესში.
10
მათემატიკა 10 კლასი (მოსწავლის წიგნი)
ავტორი: მ.წილოსანი, ნ.ჯაფარიძე, ნ.წულაია გამოცემის წელი:  
18
მათემატიკა 10 კლასი მოსწავლის წიგნი
გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ. ჭელიძე გამომცემლობა ინტელექტი
10
მათემატიკა 12 კლასი მოსწავლის წიგნი
გ.გოგიშვილი,  თ. ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე გამომცემლობა ინტელექტი
10