santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ლიტერატურული წახნაგები – გილგამეშიდან ენეასამდე #1
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი „ლიტერატურული წახნაგების“ პირველ ტომში ძველი მსოფლიოს ლიტერატურა მოხვდა. ყველაფერი იწყება გილგამეშის ეპოსით. ამ ეპოსის სახით ჩვენ წინაშეა მსოფლიოს უძველესი ლიტერატურული ძეგლი. ეს ეპოსი დაიკარგა და მეცხრამეტე საუკუნეში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. მანამდე მიიჩნეოდა, რომ პირველი დიდი ტექსტები, „ილიადას“ და „ოდისეას“ სახით, ჰომეროსმა დაგვიტოვა. ჰომეროსი უდიდესი ავტორია, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ საკითხების მთელ წყებას, რომელსაც მეცნიერები „ჰომეროსის საკითხის“ სახელით განიხილავენ, ვისაუბრეთ აქილევსის, ჰექტორის, აიასის, ოდისევსისა და აგამემნონის სახეებზე, ტროის ომზე, მის რეალობასა და ქრონოლოგიაზე, მასში ქართველების მონაწილეობაზე და ა. შ.   ჰომეროსთან ერთად ჩვენს წიგნში საუბარია ანტიკურ თეატრზე, ესქილეზე, სოფოკლეზე, ევრიპიდეზე, არისტოფანეზე, მათს ტრაგედიებსა და კომედიებზე, მათს ურთიერთობებზე, პერსონაჟებზე, დრამის წარმოშობაზე, თეატრის განვითარებაზე, ცალკეულ გრანდიოზულ პერსონაჟებზე: ოიდიპოსზე, ანტიგონეზე, მედეაზე, ორესტეზე... ტრაგედიასთან ერთად ვისაუბრეთ ძველ ანტიკურ კომედიაზე, კომედიის მამაზე, არისტოფანეზე, და მის გამორჩეულ პიესებზე: „მხედრებზე“, „ლისისტრატესა“ და „ბაყაყებზე“.   ძველი ბერძნული პროზა ჩვენს წიგნში წარმოდგენილია პლატონის უკვდავი დიალოგებით – „სოკრატეს აპოლოგიითა“ და „ნადიმით“. გენიალური ფილოსოფოსი ბრწყინვალე სტილისტი იყო, რომელიც ურთულეს ფილოსოფიურ იდეებს ფაქიზი მხატვრული ქსოვილით მოსავდა. პლატონი იწყებს თავისი უკვდავი მასწავლებლის სიკვდილით და აგრძელებს სიყვარულის უკვდავების იდეით.   ყველაფერ ამას მოსდევს საუბარი პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდაზე“, რომაულ „ილიადაზე“, რომელიც თავისი ეპოქის უდიდეს პოეტს რომის იმპერატორმა, გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანუს ავგუსტუსმა შეუკვეთა. წიგნს ასრულებს ბოლო შტრიხი – ვერგილიუსის მიერ აღწერილი ენეასის, კეთილშობილი და ღვთისმოსავი გმირის, სახე...
18.95
ლიტერატურული წახნაგები – დოსტოევსკიდან ბორხესამდე #3
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი ლიტერატურული წახნაგების მესამე ტომი მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას ერთ-ერთი ყველაზე უხვსიტყვიანი მწერლიდან, ფიოდორ დოსტოევსკიდან ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სიტყვაძუნწ მწერლამდე, ხორხე ლუის ბორხესამდე. დოსტოევსკი და ტოლსტოი ასრულებენ კლასიკურ ლიტერატურას, მათ ბოლომდე მიიყვანეს რეალიზმის შესაძლებლობები და დასახეს ახალი, მოდერნისტული ლიტერატურის კონტურები, მათ შორის, ცნობიერების ნაკადის პირველსახეობა (ანა კარენინას სიკვდილის ეპიზოდი, დოსტოევსკის შედევრი Кроткая – „თვინიერი“).   დაიწყო მოდერნიზმი, ლიტერატურა შეიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპულსი, რომელიც ლიტერატურამ მიიღო მეოცე საუკუნეში, იყო მარსელ პრუსტის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი უზარმაზარი ნაშრომი „დაკარგული დროის ძიებაში“. „წახნაგების“ მესამე ტომში თომას მანის მხოლოდ ერთი ნოველაა განხილული, მაგრამ „სიკვდილი ვენეციაში“ ბევრი მწერლის დიდ რომანს გაუტოლდებოდა. უდიდესი მწერალი, ჰერმან ჰესე კი სწორედ თომას მანთან მიმოწერითაა წარმოდგენილი, ოღონდ უნდა ითქვას, რომ ეს მიმოწერაც ბევრი დიდი რომანის ტოლფასია.   განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ სკანდალს, რომელმაც შემდეგ კინოშიც გადაინაცვლა: იგულისხმება გენიალური ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის მრავალ ქვეყანაში აკრძალული შედევრი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. გვერდი არ ავუარეთ მეოცე საუკუნის ლიტერატურის პირმშოს, დისტოპიას, ანტიუტოპიას, რომელიც ჩვენს წიგნში ამ ჟანრის მთავარმა დიდოსტატმა, საუკუნის უდიდესმა ინტელექტუალმა, ოლდოს ჰაქსლიმ წარმოადგინა.   განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საუკუნის ლიტერატურულ კერპებს, ნობელიატებს: უილიამ ფოლკნერს, იასუნარი კავაბატასა და ალბერ კამიუს. ხოლო მეოცე საუკუნის ლიტერატურაზე საუბარი დავამთავრეთ ნობელის პრემიის ყველაზე უსამართლო გამოტოვებაზე, გენიალურ ხორხე ლუის ბორხესზე.
18.95
ლიტერატურული წახნაგები – რუსთაველიდან ნიცშემდე #2
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი   „ლიტერატურული წახნაგების“ მეორე ტომი მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას რუსთაველიდან ნიცშემდე. ანტიკურობის უკანასკნელი გრანდიოზული შედევრის, ვერგილიუსის „ენეიდის“ შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ლიტერატურამ ვერაფერი ვერ შექმნა. ქრისტიანობა ებრძოდა წარმართობას და ფიგურალურად რომ ვთქვათ, „ევლალიას წამება“, „როლანდის სიმღერა“, „ბეოვულფი“ და „ნიბელუნგები“ ებრძოდნენ „ილიადას“, „ოიდიპოს მეფეს“, „მედეასა“ და „მეტამორფოზებს“.   ბუნებრივია, ქრისტიანობამ ეს ბრძოლა ვერ მოიგო. დაიკარგა ძველი ტექსტების უდიდესი ნაწილი, მაგრამ ბრძოლას მაინც ჰომეროსი და მისი მეგობრები იგებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მოიძებნა კომპრომისი: არ ივარგა ფორმულამ „როლანდი“ „ილიადის“ წინააღმდეგ, სამაგიეროდ ივარგა ფორმულამ „დანტე და ვერგილიუსი“, ქრისტიანობამ კარი გაუღო ანტიკურობას და მსოფლიო ლიტერატურა ხელახლა იშვა. ეს მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთან დაიბადა. ამიტომ გახსნის ამ ტომს სტატია „რუსთაველი და ჰომეროსი“. რუსთაველი და ჰომეროსი, დანტე და ვერგილიუსი, რენესანსი და ახალი დრო, – აი, რაზე გვექნება საუბარი.   ეს საუბარი მოიცავს: რუსთაველს, დანტეს, რაბლეს, სერვანტესს, შექსპირს, გაივლის ფრანგულ კლასიციზმს – ჟან-ბატისტ მოლიერს, ჟან რასინსა და პიერ კორნელს და მივა გუსტავ ფლობერამდე, ედგარ პომდე, ჩარლზ დიკენსამდე, ემილი ბრონტემდე და ფრიდრიხ ნიცშემდე, ანუ მეცხრამეტე საუკუნის თითქმის დასასრულამდე...
18.95
ლოგიკა
ავტორი: გრემ პრისტი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სერია: ძალიან მოკლე შესავალი ლოგიკა შეიძლება განყენებულ ან რეალობისგან მოწყვეტილ მეცნიერებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ასე არაა. საგნის ფილოსოფიური საფუძვლების კვლევით გრემ პრისტი გვიჩვენებს, თანამედროვე ფილოსოფიის რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია ფორმალური ლოგიკის ფორმები; იგი ეხება სხვადასხვა პრობლემას, ღვთის არსებობითა და დროის რეალურობით დაწყებული, ალბათობისა და გადაწყვეტილების მიღების თეორიის პარადოქსებით დამთავრებული. გამოცემაში პრისტი ზოგადად მიმოიხილავს ტურინგისა და გედელის ნაშრომებსაც, რომლებიც თანამედროვე ლოგიკის საფუძვლად მიიჩნევა. წიგნი გასაგები ენით გვიხსნის ფორმალური ლოგიკის საფუძვლებს და განკუთვნილია ნებისმიერისთვის, ვინც ლოგიკითა და მისი თავსატეხებით არის დაინტერესებული. გრემ პრისტი ქალაქ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დოქტორანტურის ცენტრის ფილოსოფიის პროფესორი და მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორია. ცნობილია არაკლასიკური, განსაკუთრებით დიალეთეიზმთან დაკავშირებული ლოგიკის, ფილოსოფიის ისტორიისა და ბუდისტური ფილოსოფიის თემაზე დაწერილი ნაშრომებით. მის კალამს ეკუთვნის ასევე წიგნები „აზროვნების ზღვარს მიღმა“, „შეუსაბამობა“, „ერთი“ და „არარსებობისკენ“.  
10.9
ლოგიკა: თავსატეხები (დაწერე და წაშალე)
ასაკი: 7+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სახალისო თავსატეხებს აერთიანებს, რომელთა ამოხსნა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს გაუვარჯიშებს გონებას და განუვითარებს სხარტ, ლოგიკურ აზროვნებას.
10.9
ლოგიკური თავსატეხები საზრიანი ბავშვებისთვის
სერია ლოგიკური თავსატეხები სამ წიგნს აერთიანებს. თითოეულში 100- ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოა. ამ კრებულებში დაგხვდებათ ლოგიკური თავსატეხები, ფაზლები, მათემატიკური ამოცანები, კროსვორდები, სუდოკუები, მეხსიერების სავარჯიშოები. თითოეული სავარჯიშოს პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული. ეს წიგნები მათემატიკის პედაგოგებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც დაწყებითი (III კლასიდან), ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან.
8.9
ლოლიტა
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი მთარგმნელი: თამარ ლომიძე ნაბოკოვის ნაწარმოებებს შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას“, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. „ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება“ – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი „ჭკუამხიარული“ ამერიკის შეჯახებაა დახატული. „ლოლიტა“ სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით.
16.9
ლორდ ეჯვერის სიკვდილი
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე ლონდონელ დიდებულს, ლორდ ეჯვერს, მისსავე სახლში კლავენ. თითქოს მიზეზი იოლად მისახვედრია - მდიდარი და გავლენიანი ოჯახის მეთაური ტირანი ბრძანდებოდა, ახლობლები მისი შიშით ძრწოდნენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ლორდის სახლში ერთი ლამაზი ქალის, თანაც, როგორც გაირკვა, გადაცმულის, სტუმრობა. სახელგანთქმული მაძებარი ერიკ პუერო შემთხვევით ხდება იმ მოვლენათა მოწმე და მონაწილეც კი, რომლებიც წინ უძღვოდა მკვლელობას...
9.95
ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი
ავტორი: ჯეიმზ ელროი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: TOP თრილერი   გასული საუკუნის 50-იანი წლების ლოს-ანჯელესი... ერთ-ერთ ღამის კაფეში მასობრივი მკვლელობა ხდება და ამ სისხლიანი დანაშაულის გამოძიება სამ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დეტექტივს დაავალეს: პატიოსან, მაგრამ ფიცხ ბადის, ჩუმ, პირფერ ედის და ექსცენტრიკულ და მხდალ ჯეკს. დანაშაულის კვალი „გამოძახებით მეძავების“ ქსელთან მიდის... გოგონებს ქალაქის გავლენიანი პირებისა და პოლიტიკოსების დასაშანტაჟებლად იყენებენ, ამ ყველაფრის უკან კი პოლიციის თანამშრომელი დგას, მაგრამ რომელ დეტექტივს ეყოფა გამბედაობა ამის დასამტკიცებლად?!. – ჯეიმზ ელროი კრიმინალური დეტექტივების ავტორია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ამერიკის ლიტერატურის ისტორიაში. ელროი დაიბადა ლოს-ანჯელესში, 1948 წელს. იგი ედგარ ალან პოსა და ენტონის სახელობის პრემიების ნომინანტია. „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანის“ მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი, სადაც მთავარ როლს კევინ სპეისი, რასელ ქროუ, დენი დევიტო და გაი პირსი ასრულებენ.  
15
ლოტ 49-ის გამოცხადება
ავტორი: თომას პინჩონი მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება: ამერიკელები   ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. პინჩონის არცერთ წიგნს - ავტორის ნების შესაბამისად - არ ახლავს მისი ფოტო. უკვე წლებია, ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ მისგან ინტერვიუს აღებას ან მის პირად ცხოვრებაზე მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაციის მოპოვებას. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი.      „ლოტ 49-ის გამოცხადება“ - რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია - პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.
14.95
ლოტა აურზაურის ქუჩიდან
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა პატარა ლოტა თავის და-ძმასთან და მშობლებთან ერთად სინამდვილეში აურზაურის კი არა, მექოთნეების ქუჩაზე ცხოვრობს. ამ ქუჩას ასე ლოტას მამა ეძახის, რადგან მიაჩნია, რომ თავისი შვილების გამო აქ სულ აურზაურია. ლოტა მართლაც რომ ერთი `აურზაურა~ გოგოა – ჯერ სკოლაშიც არ დადის, მაგრამ უკვე მარტო ცხოვრებაზე ფიქრობს და ბინასაც კი პოულობს. გაიცანით ჯიუტი და ონავარი ლოტა, რომელიც ხშირად და-ძმასაც და დედიკოსაც აბრაზებს, მაგრამ მაინც ძალიან გულკეთილი და საყვარელი გოგოა.
9.9
ლოტა აურზაურის ქუჩიდან (7-8)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ლოტას დღიური - ბაჭიებით სავსე სახლი
ავტორი: ალის პანტერმილერი     მე ლოტა მქვია. ათის ვარ, თანაც - საკმაოდ ნორმალური, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ორ ძმასთან შედარებით ნამდვილად ასეა . ჰოდა, მართლა ვერ გამიგია, ამ ბოლო დროს რატომ ხდება ჩემს თავს ამდენი უცნაურობა . მაგალითად, სკოლაში დაფაზე ისეთი სისულელე დავწერეეე!...და კიდევ, ჩემი საყვარელი ბლინები მოულოდნელად ისე გამწარდაააა!...ვაიმე! იქნებ, ეს სულაც დედაჩემის ნაჩუქარი ფლეიტის ბრალია? ეს ფლეიტა გულზე ნამდვილად არ მეხატება! ფლეიტაზე დაკვრას მირჩევნია, ბატკანს მოვუარო... მოკლედ, ასეთი გეგმა მოვიფიქრე...
11.9
ლოტას დღიური - ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის
ავტორი: ალის პანტერმილერი მე ლოტა ვარ, ათი წლის. ალბათ უკვე წაიკითხე ჩემი დღიური N-1 და უდნავ მაინც გამიცანი. ჰო, ცოტა ქაოსური ცხოვრება მაქვს, შეიძლება - სასაცილოც და უცნაურიც, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დედამ ფლეიტა მაჩუქა! მაგრამ, მომწონს თუ არ მომწონს, ასეთია ჩემი ცხოვრება და მის აღწერას კვლავ ვაგრძელებ. ამ დღიურში მოგიყვებით. როგორ შევქმენით მე და შაიენამ ველური-ბაჭიების ბანდა:
11.9
ლოტე ვაიმარში
ავტორი: თომას მანი მთარგმნელი: შალვა პაპუაშვილი სერია: იკითხე კლასიკა რა რჩებათ სათქმელი მოხუცებულ მწერალსა და მის მუზას? სიყვარული მხოლოდ წიგნის ფურცლებზეა მარადიული თუ ცხოვრებაშიც? რას შეიძლება გრძნობდეს უკვე ასაკში შესული ქვრივი ქალი, რომელიც მწერლის უდიდესი სიყვარულის ობიექტი იყო და მარადიულობა მის რომანში მოიპოვა? თომას მანის „ლოტე ვაიმარში“ ლიტერატურული მოგზაურობაა ცნობილი მწერლისა და მისი მუზის ცხოვრების, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ მონაკვეთში....
16.95
ლოტო - ანბანი
გამომცემლობა: პალიტრა L ანბანის ლოტო საუკეთესოა ქართული ანბანის სწრაფად, ხალისითა და თამაშ-თამაშით შესასწავლად!
27.95
ლოტო - მსოფლიოს დროშები
გამომცემლობა: პალიტრა L ლოტოს თამაში კიდევ უფრო სახალისოა, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და მათ დედაქალაქებს აღმოაჩენ!
27.95
ლოტო ანბანი და ციფრები
(გონების განსავითარებელი თამაში 3 წლიდან ბავშვებისათვის) წესები ძვირფასო მშობლებო! ლოტო გთავაზობთ უამრავი სხვადასხვა სათამაშო სიტუაციების მოდელირებას. სათამაშო პროცესი ანვითარებს ლოგიკურ აზროვნებას, განვითარებას, დაკვირვებულობას, კონცენტრაციის უნარს, მეხსიერებას, მოტორიკის განვითარებას. თამაში ყინ არის პირველი?“ კოჭებს ვყრით ტომსიკაში და მოვურევთ კანგად, მოთამაშეებს ურიგდებათ ბარათები, წამყვანი იღებს ტომსიკიდან ერთ კოჭს ასახელებს და აჩვენებს მოთამაშეებს (თუ გავართულებთ თამაში წამყვანი ან აჩვენებს კოჭს, უბრალოდ ასახელებს მოთამაშე, რომლის ბარათზეც აღმოჩნდება დასახელებული კოჭი, იღებს ამ კოჭს და ანთავსებს შესაბამის ნახატზე. მოგებულია ის ვინც პირველი შეავსებს ყველა გრაფას თავის ბარათზე. თამაში, რა შეიცვალა?" წამყვანი არიგებს 3-დან 6 მდეე კოჭს ნახატით ზემოთ მოთამაშეებმა მოცემულ დროში უნდა დაიმახსოვრონ გამოსახულებები კოჭებზე. შემდეგ მოთამაშეები შეტრიალდებიან და წამყვანი ცვლის კოჭებს მაგ იღებს ან ამატებს რამოდენიმეს, ან გადააადგილებს, მოთამაშეები მოტრიალდებიან და შეეცდებიან გამოიცნონ რა შეიცვალა? ვინც პირველი გამოიცნობს მოგებულად ის ჩაითვლება. - თამაში „შეარჩიე კოჭი წამყვანი მაგიდაზე არიგებს კოჭებს ნახატით ზემოთ და სთავაზობს მოთამაშეებს აარჩიონ კოჭები შემდეგი გამოსახულებებით: 1. ა) ცხოველის 2. ბ)მცენარის 3 გ)საკვების 4 დ)ტრანსპორტის და ა. შ. მოთამაშეები ირჩევენ კოჭებს, შემდეგ ამოწმებენ სისწორეს და ითვლიან კოჭების რაოდენობას. იმარჯვებს ის ვინც უფრო მეტ კოჭს შეაგროვებს მოცემული დავალებით. თამაში რაა საერთო?“ წამყვანი არიგებს მაგიდაზე სამ კოჭს ნანატით ზემოთ. ნანატზე გამოსახულებებს უნდა ქონდეს ერთი საერთო შინაარსი. მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ რა საერთო აქვს ამ კოჭებს და დამატებით იპოვონ საერთო მნიშვნელობის სხვა კოჭებიც. იგებს ის ვინც უფრო მეტ საექთო მნიშვნელობის მქონე კოჭებს დააგროვებს და ხდება წამყვანი. თამაში რომელია ზედმეტი?“ წამყვანი მაგიდაზე არიგებს ერთი საერთო შინაარსის მქონე კოჭებს ნახატით ზემოთ და ერთ განსხვავებულ კოჭს. მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ, თუ რა საერთო აქვთ ამ კოჭებს და რომელია ზედმეტი? მოგებულია ის ვინც პირველი გამოიცნობს.
16
ლოტო ანბანი და ციფრები ინგლისურად
წესები (გონების განსავითარებელი თამაშე 3 წლიდან ბავშვებისათვის) ძვირფასო მშობლებო! ლოტო გთავაზობთ უამრავი სხვადასხვა სათამაშო სიტუაციების მოდელირებას, სათამაშო პროცესი ანვითარებს ლოგიკურ აზროვნებას, დაკვირვებულობის კონცენტრაციის უნარს, მეხსიერებას, მოტორიკის განვითარებას. თამაში, ვინ არის პირველი" კოვზებს ვყრით ტომსიკაში და მოვურევთ კარგად. მოთამაშეებს ურიგდებათ ბარათები, წამყვანი იღებს ტოქსიკიდან ერთ კოდს ასახელებს და აჩვენება მოთამაშეებს (თუ გაართულებთ თამაშს წამყვანი არ აჩვენება კოჭს, უბრალოდ ასახელებს) მოთამაშე, რომლის ბარათზეც აღმოჩნდება დასახელებული კოჭი, იღებს ამ კოჭს და ანთავსებს შესაბამის ნახატზე, მოგებულია ის, ვინც პირველი შეავსებს ყველა გრაფას თავის ბარათზე. თამაში, რა შეიცვალა?“ წამყვანი არიგებს 3 დან 6-მლე კოჭს ნახატით ზემოთ. მოთამაშეებმა მოცემულ დროში უნდა დაიმახსოვრონ გამოსახულებები კოჭებზე. შემდეგ: მოთამაშეები შეტრიალდებიან და წამყვანი ცვლის კოჭებს, მაგ იღებს ან ამატებს რამოდენიმეს, ან გადააადგილებს. მოთამაშეები მოტრიალდებიან და შეეცდებიან გამოიცნონ რა შეიცვალა? ვინც პირველი გამოიცნობს მოგებულად ის ჩაითვლება. თამაში ,შეარჩიე კოჯი: წამყვანი მაგიდაზე არიგებს კოჭებს ნახატით ზემოთ და სთავაზობს მოთამაშეებს აარჩიონ კოჭები შემდეგი გამოსახულებებით: 1. ა) ცხოველის. 2 ბ)მცენარის 3. საკვების 4. ტრანსპორტის და ა, შ, მოთამაშეები ირჩევენ კოჭებს, შემდეგ ამოწმებენ სისწორეს და თვლიან კოჭების რაოდენობას. იმარჯვებს ის ვინც უფრო შეტ კოჭს შეაგროვებს მოცემული დავალებით, თამაში „ჩაა საერთო?” წამყვანი: არაგებს მაგიდაზე სამ კოჭს ნახაჯათ მემოთ. ნახატზე გამოსახულებებს უნდა ქონდეს ერთი საერთო შინაარსი მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ რა საერთო აქვს ამ კოჭებს და დამატებით იპოვონ საერთო მნიშვნელობის სხვა კოჭებაც. იგებს ის ვინც უფრო მეტ საერთო მნიშვნელობის მქონე კოჭებს დააგროვებს და ხდება წამყვანი თამაში „რომელია ზედმეტი“ წამყვანი მაგიდაზე არიგებს ერთი საერთო შინაარსის მქონე კოჭებს ნახატით ზემოთ და ერთ განსხვავებულ კოჯს. მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ, თუ რა საერთო აქვთ ამ კოჭებს და რომელია ზედმეტი? მოგებულია ის ვინც პირველი გამოიცნობს
16
ლოტო: ნახატი და სიტყვა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა კლასი: I-II ყუთში დაგხვდებათ: წიგნი 8 დაფა 40 სიტყვა „ლოტო: ნახატი და სიტყვა“ შექმნილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით. ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 4 წითელი დაფა, 4 ლურჯი დაფა და სიტყვების მარაგი 40 ბარათით ოთხი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი: ნახატი და სიტყვა სიტყვების დაჯგუფება სიტყვის მარცვლები მინიშნებით სიტყვის პოვნა თამაშში ჩართვა ორ, სამ ან ოთხ მოთამაშეს შეუძლია. შეიძლება ითამაშოს მეხუთე წევრმაც – ის „სიტყვების მკითხველი“ იქნება. ოთხივე თამაშის ინსტრუქცია პატარა წიგნშია მოცემული. ამავე წიგნის ბოლოს ნახავთ სწორ პასუხებსაც. ლოტო: ნახატი და სიტყვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა თამაშით აღმოაჩინოს ახალი სიტყვები, დაუკავშიროს თავის ყოველდღიურობას, ადვილად დაიმახსოვროს ისინი და, ამგვარად, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი.
27.9
ლოტო: რიცხვები და შეკრება-გამოკლება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა კლასი: I-II ყუთში დაგხვდებათ: ბუკლეტი თამაშის ინსტრუქციით 12 ორმხრივი დაფა რიცხვების 3 გროვა ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 3 სხვადასხვა სტილის 12 ორმხრივი დაფა და რიცხვების 3 გროვა სამი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი: დათვალე რაოდენობები 20-ის ფარგლებში შეკრება და გამოკლება 20-ის ფარგლებში შეკრება და გამოკლება 100-ის ფარგლებში თითოეულ თამაშში ჩართვა 2-4 მოთამაშეს შეუძლია. ბავშვებს დამატებით დასჭირდებათ თამაშის კიდევ ერთი წევრი – რიცხვების წამკითხველი. სამივე თამაშის ინსტრუქცია პატარა ბუკლეტშია მოცემული. ლოტო: რიცხვები და შეკრება-გამოკლება ბავშვებს გაუადვილებს პირველი მათემატიკური მოქმედებების შესრულებას. მხიარული თამაშებით მოსწავლეები რაოდენობის სწრაფად დათვლასა და შეკრება-გამოკლებაში გაიწაფებიან.
30.9
ლოტო: ჩვენი ბუნება
ავტორი: ნ. გორდელაძე, ნ. ილაშვილი სერია: ჩემი სკოლა კლასი: III-IV ყუთში დაგხვდებათ: წიგნი 8 ორმხრივი დაფა 8 ორმხრივი ბარათი 144 სიტყვა შემეცნებითი ლოტო „ჩვენი ბუნება“ უკეთ გაგაცნობთ საქართველოს მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნას. შეგიძლიათ ითამაშოთ ტრადიციული ლოტოს პრინციპით ან ლოტო-ვიქტორინის პრინციპით (მინიშნებებზე/კითხვებზე პასუხი). ამ პატარა წიგნაკში თითოეული თამაშის დეტალური აღწერა და ბარათებზე მოცემული შეკითხვების სწორი პასუხებია მოცემული. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, გაინაწილეთ სათამაშო დაფები, შეარჩიეთ „სიტყვების წამკითხველი“ და გაატარეთ თავისუფალი დრო საინტერესოდ!
34.9
ლუდი - 130 ამბავი #4
გამოსაცემად მოამზადა ვლადიმერ პერანიძემ წიგნში გამოყენებულია აგრეთვე ლევან ტავლალიშვილის, ნიკა შონიასა და ნიკა ხოფერიას მიერ მომზადებული მასალები სერია:თან საკითხავი ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის საზოგადოებრივ განვითარებასა და მატერიალური კულტურის განვითარებას დაუდო სათავე.
12
ლუკა წიგნი პაზლი
სერია: Disney
22.95