santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
მეთხუთმეტე უბნიდან
ავტორი: მეივის გალანტი მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძე    ზაზა ჭილაძე სერიის დასახელება: დიოგენეს ბიბლიოთეკა   „მეთხუთმეტე უბნიდან“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. მოთხრობებში აღწერილი ამბები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში ხდება, თუმცა მათ უმრავლესობას მაინც ერთი საერთო თემა აქვს - მეორე მსოფლიო ომი. პერსონაჟებიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ შორისაც იკვეთება საერთო ხაზი: ისინი ან სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი ადგილი ვერ უპოვიათ ცხოვრებაში, ან ქალები და კაცები, რომელთა ცოლქმრული ცხოვრების სიმტკიცე საეჭვო გამხდარა, ან ხალხი, ვისაც უჭირს ილუზორული და ნამდვილი ცხოვრების ერთმანეთისაგან გარჩევა.  
25.95
მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში
  წარსულში მეკარე, ამჟამად კი მონტიორი იოზეფ ბლოხი მკვლელობას სჩადის და პოლიციის მოლოდინში საზღვრისპირა სოფელს აფარებს თავს. ნაწარმოები დეტექტივივით იწყება და ფსიქოლოგიურ დრამად ვითარდება – ვინც დადგენილ წესრიგს არღვევს, ის სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. ბლოხის შინაგანი განცდები, მისი გაუცხოების პროცესი, განსაკუთრებით კი ენის, საგნების და მათი აღმნიშვნელი სიტყვების მიმართ უცნაური დამოკიდებულება, სამყაროს აღქმისა და მისი ვერბალური გამოხატვის კრიზისი არის ნაწარმოების მთავარი თემა.     ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა ვიმ ვენდერსმა 1972 წელს გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი – რეჟისორისა და მწერლის მეორე ერთობლივი ნამუშევარი „ბერლინის ცის“ შემდეგ, რომლის სცენარის ავტორი ასევე პეტერ ჰანდკეა.     „მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში“ 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის პეტერ ჰანდკეს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.     გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
12.9
მეკობრეთა სკოლა
ავტორი: აგუსტინ ფერნანდეს პასი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი 9 წლის მარტა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გალისიაში ცხოვრობს. მის სოფელში ხშირად წვიმს. ერთხელაც გოგონას ძალიან მოაბეზრებს თავს გადაუღებელი წვიმა. მალე დაუჯერებელი ამბავი მოხდება: მარტას სკოლა ადგილს მოსწყდება და მდინარეს გაჰყვება… თავგადასავალიც სწორედ აქ იწყება…. წიგნის ავტორი, აგუსტინ ფერნანდეს პასი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა სკოლაში  გალისიურ ენასა და ლიტერატურას. ბავშვების ფიქრების ამოცნობა და უფროსებამდე მიტანაც პირადმა გამოცდილებამ ასწავლა. 2005 წელს `მეკობრეთა სკოლა~ ედებეს ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა საბავშვო ჟანრში.
7.9
მელაკუდა თამაშობს ტყეში
ასაკი:3-5   თავგადასავლების მოყვარულ მელაკუდას ტყეში სეირნობა და მეგობრებთან მხიარული თამაში მოსწონს; მეგობარ ღორს დაბადების დღის საჩუქარი უნდა შეურჩიოს და გასაჭირში ჩავარდნილ ციყვსაც უნდა მიეშველოს – მეგობრები ხომ იმისთვის არიან, რომ ერთმანეთს დაეხმარონ.
10.9
მელატონინი
ავტორი: ლელა კურტანიძე სამედიცინო განმარტებით, მელატონინი ჰორმონია, რომელიც ჩვენს ძილს განაპირობებს. ის მხოლოდ სიბნელეში გამოიყოფა. მკვეთრი სინათლე მის წარმოქმნას ხელს უშლის.ეს მოცემულობა მკაფიო მეტაფორაა ლელა კურტანიძის პოეტური კრებულისათვის. მასში თავმოყრილი ლექსები უკიდურესი სინათლისა და სიბნელის ზღვარზე მყოფი ცნობიერების მძლავრ ნაკადს ქმნიან, მხატვრული ნარაციის ვნებით და ენერგიით დამუხტულს. ამ პოეტურ ნარატივში მკითხველის უფლებაც გათვალისწინებულია – მას შეუძლია ზუსტად ისე ეტკინოს, როგორც ავტორს...
19.9
მელორი ტაუერსი #1
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
მელორი ტაუერსი #2
ავტორი: ენდი ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
მელორი ტაუერსი #3
ავტორი: ენდი ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წიტაძე  გამომცმელობა ; ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა
8.9
მელორი ტაუერსი #4
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე  სულაკაურის გამომცემლობა დარელი ძველ მეგობრებს მხიარულად შეეგება. თანაკლასელებმა ერთმანეთს არდადეგების შთაბეჭდილებები გაუზიარეს – ხან გულიანად იცინოდნენ, ხანაც მწარე-მწარე სიტყვებს ისროდნენ, მაგრამ მაინც ყველა ხარობდა გონდოლინას გარდა. მელორი ტაუერსში კვლავ ისმის გოგოების ჟივილ-ხივილი: მეცადინეობენ, ერთობიან და ჩუმად აწყობენ ღამის ნადიმს. ეს ნადიმი მათი საიდუმლოა, მასწავლებლებმა არ უნდა გაიგონ. და რა მოხდება, თუ გაიგებენ? ამას მეოთხე წიგნში წაიკითხავთ.
8.9
მელორი ტაუერსი #6
მთარგმნელი: მაია წითაძე ბავშვები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან – ხან გულუბრყვილოები, ხანაც ეშმაკუნები, ზოგჯერ ურჩები და ცელქები, ზოგჯერ დამჯერნი და საზრიანები; ხშირად რაღაცის ეშინიათ, უმეტესად კი გამბედაობას ამჟღავნებენ. წაიკითხე ეს წიგნი და გაიგე, როგორ დგამენ საშობაო წარმოდგენას „მელორი ტაუერსის“ გოგონები, ვინ არის დიქტატორი რეჟისორი, რა „იონს“ აწყობს ფრანგულის მასწავლებელი, როგორ გადაურჩება ერთი მოსწავლე სკოლიდან გარიცხვას და შეძლებენ თუ არა ბავშვები წარმატებული სპექტაკლის დადგმას უფროსების დახმარების გარეშე.
8.9
მემუარები - ჩემი ცხოვრების გზაზე ტ 3
ავტორი: დავით კლდიაშვილი 
25
მემფისი
ავტორი:თეონა დოლენჯაშვილი   მემფისი უძველესი და მაგიური ქალაქია, სადაც რეალობა მუდმივ განახლებას გვაიძულებს – ასე წარადგენს თეონა დოლენჯაშვილის რომანის, „მემფისის“ ერთ-ერთი გმირი საკუთარ გამოფენა-ინსტალაციას. ამ საპრეზენტაციო აზრის მეტაფორა კი, მთლიანად რომანის იდეასაც გამოხატავს – ურბანულ, ტექნოკრატიულ სამყაროში ადამიანის ადგილს თანდათან მის მიერვე შთაგონებული განახლების/გაახალგაზრდავების მომაკვდინებელი ისტერია იკავებს.   ეს ტრაგიკული სურათი ყველაზე მკაფიოდ ხელოვანთა წრეში წარმოჩნდება, იქ, სადაც ბუნებრივად ჭარბია ემოციაც, ვნებაც, ამბიციაც, ინტელექტიც... ამ წრის შუაგულშია რომანის მთავარი გმირი – ქართველი მხატვარი გოგონა, ანა, რომელიც ცხოვრების მეორე ეტაპზე ევროპაში გადასახლდება და იქ აგრძელებს შემოქმედებით თავგადასავალს. რომანის ორი შრე – თბილისური (90-იანი წლების შემზარავი, დრამატული ამბებით) და ევროპული ეპიზოდები – მემფისური სამყაროს მაღალმხატვრული ოსტატობით აღწერაში ეხმარება ავტორს; უზუსტესად და ღრმა ხედვის რაკურსებით იშლება მკითხველის წინაშე ამ სამყაროს დაუნდობლობაც და უნიკალურობაც.   თეონა დოლენჯაშვილის რომანი „მემფისი“ ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულია. რომანის იტალიურმა თარგმანმა დიდი პოპულარობა მოიპოვა იტალიელ მკითხველში.
18
მენეჯერი
''მენეჯერი'' ამერიკული თამაშის ''მონოპოლი'' ქართული ვარიანტია და იდეალური გასართობია მთელი ოჯახისთვის.
28
მენსფილდ-პარკი
ავტორი: ჯეინ ოსტინი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი მორცხვი, სუსტი ფანი პრაისი „ღარიბი ნათესავის“ სრულქმნილი სახეა.ათი წლის ფანი მამისეული, ღარიბული სახლიდან მდიდარი ბიძის ოჯახში, მენსფილდ-პარკის უსულგულო ფუფუნებაში საცხოვრებლად მიჰყავთ.გოგონას გაზულუქებული,თავკერძა ნათესავები უპირისპირდებიან და მას დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევს იმ გარემოში, სადაც ფულისა და ქორწინების თემა ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ფანის თავისი დეიდაშვილი ედმუნდი უყვარდა. მენსფილდ-პარკის ტრადიციული,მშვიდი, სოფლური ცხოვრება იცვლება და უჩვეულოდ მშფოთვარე ხდება ლონდონელი და-ძმის, დახვეწილი და ბრწყინვალე კროუფორდების გამოჩენის შემდეგ. აქაურობისთვის მანამდე უცხო ქიშპობა, ეჭვიანობა და სასიყვარულო ინტრიგები მკვეთრ გავლენას ახდენს რომანის გმირთა შორის ურთიერთობებზე. „მენსფილდ-პარკი“ჯეინ ოსტინის რიგით მესამე ნაწარმოებია.
12.95
მეორე ოთახი
ავტორი: მაგდა კალანდაძე სერიის დასახელება ET CETERA „მეორე ოთახი“ მაგდა კალანდაძის პირველი რომანია, რომლის მთავარი გმირიც წარსულის მოთვინიერებულ აჩრდილებთან ერთად მარტო ცხოვრობს დიდ ბინაში. მთარგმნელისა და რედაქტორის, ელენე მახარაძის ზანტ, ერთფეროვან მყუდროებას ერთი შეხედვით საფრთხე არსაიდან ემუქრება, თუმცა მალე მის ყოველდღიურობაში ახალი ადამიანი ჩნდება, რომელზე დაკვირვებაც, რომლის ყურადღების მიპყრობაც უმთავრეს ამოცანად ექცევა. ხმამაღლა ნათქვამი ყოველი ფრაზა, დაახლოების მიზნით გადადგმული ყოველი ნაბიჯი სიფრთხილეს ითხოვს. საზოგადოება, რომელშიც რომანის გმირები ცხოვრობენ, განუსჯელად დადანაშაულებას მისჩვევია. მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ კი შესაძლოა წამში გამოგაცალოს მიწა ფეხქვეშ.   
14.95
მეორე შანსი
ავტორი: თინათინ ბერიძე   სიყვარული ზოგჯერ ან ყოველთვის სრულიად მოულოდნელად რომ დაატყდება ადამიანს თავს, ეს ყველამ იცის. არც ის არის ახალი, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, რომ გულს ვერ უბრძანებ და რომ დრო ყველაფერს კურნავს. მაგრამ რა ხდება, როცა დრო ვერ გიშუშებს იარებს, როცა მრისხანება გაბრმავებს და ირჩევ მსხვერპლს? ამაზე პასუხს ენჯი ახვლედიანისა და დემნა დადიანის დაუჯერებელი ამბიდან გაიგებთ. ჩვენი ისტორია ზღაპრის მსგავსად არ დაწყებულა, მაგრამ ზღაპარივით გაგრძელდა და... სამწუხაროდ, ისეთი დასასრული არ ჰქონდა, როგორიც ზღაპრებს აქვთ. ზუსტად ვიცი, მას რომ ეცოცხლა, ეს ზღაპარი აუცილებლად ბედნიერად დასრულდებოდა“.
12.95
მეორედ მოსვლა
ავტორი: ოლანი ბიწაძე სერია: იკითხე ქართული   ოლანი ბიწაძის „მეორედ მოსვლა“ მოთხრობების კრებულია და ავტორმა ის ორიგინალური კლასიფიკაციით – 2 და 1 ნაწილად – შემოგვთავაზა. ასეთი დაყოფა მოთხრობების თემატურ და კონ- ცეპტუალურ ხაზს გამოკვეთს.   პირველ ნაწილს (2) მუდმივად ორი პროტაგონისტი ჰყავს, იქნე- ბიან ეს ჩრდილის თეორიით შეპყრობილი ქალი და მამაკაცი, გა- მოგონილ სოფელში მცხოვრები შეყვარებული წყვილი, პარა- ნორმალურ მოვლენაზე მომუშავე ჟურნალისტი და ოპერატორი თუ მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთს საკუთარი ბავშვობაც კი აღარ ახსოვს. და მთავარი კითხვა: პირდაპირ აწმყოთი არაფერი იწყება. მაგ- რამ აწმყო წარსული როგორ უნდა გახდეს, თუ ის არასოდეს ყო- ფილა?   მეორე ნაწილის (1) მოთხრობების პერსონაჟები კი – დაკარგული ნივთების კლუბის წევრები, ილუზიონისტობაზე მეოცნებე ბიჭი. ატრაქციონების პარკის დირექტორი თუ ოთხი ქალიშვილისა და ოთხი ცხენის პატრონი გლეხი – დამოუკიდებლად, მარტოები უნ- და გაუმკლავდნენ იმ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რომლებიც მათ მაგიური რეალიზმით გაჟღენთილ პარადოქსულ თუ აბსურ- დულ სიტუაციებში აყენებს. და მთავარი დასკვნა: შეიძლება ყველაზე ნამდვილი ზუსტად ის არის, რაც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ხდება.  
12.95
მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა
„მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კვლევითი პუბლიკაციაა, რომელიც ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი პირადი წერილები, მდიდარი ფოტომასალა და სხვადასხვა საარქივო დოკუმენტი. გამოცემა აერთიანებს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებს, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ მასალებს. მერაბ კოსტავას შესახებ მსგავსი მასშტაბის კვლევითი პუბლიკაცია პირველად გამოიცა. პუბლიკაცია ორენოვანი გამოცემაა, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა თუ მნიშვნელობით, საეტაპო კვლევას წარმოადგენს. გამოცემაში შესულია კონსტანტინე გამსახურდიას, ციცინო მაღლაფერიძის, რუსუდან ქუთათელაძის, მანანა ტაბიძის, ნინი სანადირაძის სტატიები და სხვა მნიშვნელოვანი უცნობი მასალები. გამოცემა მიზნად ისახავს მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობის გააზრებასა და უახლესი ისტორიის იმ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის გახსენებას, რომელიც სამუზეუმო ფონდებსა და საარქივო მასალებშია დაცული.
100
მერვე სიცოცხლე (ბრილკას)
ავტორი: ნინო ხარატიშვილი მთარგმნელი: ნინო ბურდული საქართველო, 1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება...   გერმანია 2006: ბერლინის კედლის დამხობისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში არეულობაა. სტასიას უნიჭიერესი შვილთაშვილი ნიცა საცხოვრებლად ბერლინში გადადის. როდესაც ნიცას თორმეტი წლის დისშვილი ბრილკა დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს, ნიცა მას მოძებნის. სწორედ ბრილკას უამბობს ჯაშების ოჯახის მთელ ისტორიას – უყვება რვა ცხოვრებისა და იმ წითელი საუკუნის შესახებ, რომელშიც ყველანი ისე არიან ჩაქსოვილნი, როგორც ძაფები ხალიჩაში.   „წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს. 31 წლის ავტორის ხმა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია დღევანდელ გერმანულ ლიტერატურაში: ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რეოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისაგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება“. ნორბერტ კრონი, „სათაურები, თეზისები, ტემპერამენტები“.   „ნინო ხარატიშვილმა ევროპის ისტორია ოჯახის ისტორიის სახით ხელახლა მოგვითხრო. წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“ ფოლკერ ვაიდერმანი    
49.95
მერმისის ჭაღარა მთვარეები
ავტორი: გელა ჩარკვიანი გამომცემლობა: არტანუჯი
15
მერსისაიდუმლო დღიური
ავტორი: ნუგზარ ღვალაძე   ბიჭი,რომლისთვისას ცხოვრების აზრი ფეხბურთია,ხოლო სათაყვანებელი გუნდი „ლივერპული“, გულში ინახავს თავის დიდ და, ერთი შეხედვით, მიუწვდომელ ოცნებას. მისთვის „ლივერპულში“ თამაში კი არა, ქალაქ ლივერპულში მოხვედრაც კი თითქოს აუხდენელი ოცნებაა  მანამ, სანამ სასკოლო გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვებს. თუ გაინტერესებთ,როგორია გზა უბნის საფეხბურთო მოედნიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებსა და ასობით ათასი გულშემატკივრის აღტაცებულ ყიჟინამდე, ეს წიგნი წაიკითხეთ.
8.95
მერძევე
ავტორი: ანა ბერნსი   მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი ანა ბერნსი ირლანდიელი მწერალია, რომელიც 1962 წელს ბელფასტში დაიბადა, 1987 წელს კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. პირველი რომანი No Bones 2001 წელს გამოაქვეყნა, რაშიც უინიფრედ ჰოლტბის მემორიალური პრიზი მიიღო, 2018 წელს კი მისი ყველაზე ცნობილი რომანი „მერძევე” გამოვიდა, რომელმაც ოთხი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ბუკერის პრემია დაიმსახურა. ნაწარმოების სიუჟეტი ერთ უსახელო ქალაქში ვითარდება, სადაც უსაფრთხოდ რომ იყო, არაფრით უნდა გამოირჩეოდე. რომანის მთავარი გმირი 18 წლის გოგონაა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება და სწორედ აქედან იწყება მისი პრობლემები. როდესაც საინტერესო ხარ, ესე იგი გამჩნევენ და თუ გამჩნევენ, შენი ცხოვრება იცვლება.
17.9
მესაიდუმლის ქამარი
ავტორი: აკა მორჩილაძე სანტა ესპერანსას საკურორტო ქალაქ სანტა სიტიში უცნაური, განგსტერული გარჩევების მსგავსი ამბები ხდება, ლამისაა მოახლოებული საკურორტო სეზონი ჩაიშალოს. ქალაქის მთავარი ინსპექტორი დიქსლი სიმწრის ოფლს იწურავს და დუმს. ყველაფრის თავიდათავი კი მესაიდუმლის ქამარია, რომელშიც თითქოს საქართველოდან გამოტაცებული ძვირფასი ქვები უნდა იყოს დამალული. აკა მორჩილაძის რომანი „მესაიდუმლის ქამარი“ სანტა ესპერანსას ძველი და ახალი მცხოვრებლების ახალ თავგადასავლებს გვაცნობს.
15.9
მესამე გოგონა
ავტორი:  აგათა კრისტი ლონდონში,ნაქირავებ ბინაში სამი გოგონა ცხოვრობს.ერთი მდივანია,მეორე მხატვარი,მესამე კი,ნორმა რესტარიკი,ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს.სწორედ ის მიმართავს პუაროს დახმარებისათვის - ამ,ერთი შეხედვით,ნერვიულ,გონებადაფანტულ გოგონას ჰგონია,რომ ადამიანი მოკლა,მაგრამ არ იცის,ვინ,როდის,სად.და ასპარეზზე კვლავ პატარა ბელგიელი,სახელგანთქმული მაძებარი გამოდის.ამჯერად მეტისმეტად ჩახლართული საქმე უნდა გამოიძიოს - მართლა მოხდა თუ არა მკვლელობა და ვინ არის ნამდვილი მკვლელი - მესამე გოგონა თუ ვიღაც სხვა, რომელსაც..
11.95