santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ათი ღამის სიზმრები
ავტორი: ნაცუმე სოსეკი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თამთა ბოკერია   ნაცუმე სოსეკი (1867-1916) თანამედროვე იაპონური ლიტერატურის სათავეებთან დგას.  მეიჯის ხანა (1868-1912), რომელშიც მწერალი მოღვაწეობდა, ვესტერნიზაციის ეპოქა იყო – სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გარდატეხის პერიოდი, რომელსაც, იაპონელი ხალხისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. იმ დროს განვითარებულმა პროცესებმა დიდი გავლენა  მოახდინა მწერლის შემოქმედებაზე და განსაზღვრა მისიგმირების ცხოვრება და შინაგანი სამყარო. წიგნში თავმოყრილია ნაცუმე სოსეკის რჩეული მოთხრობები, რომლებშიც იგი ერთგულების, სიყვარულის, სასოწარკვეთის, სიმამაცის, ვერაგობისა დასისასტიკის შესახებ წერს. მისტიციზმის ბურუსით გარემოცული ეს საოცარი ამბები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე და ხშირად გაოგნებულს ტოვებს მას.
15.95
ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში
ავტორი: ელიფ შაფაქი თარგმანი: ია ქვაჩახია   2019 _ ბუკერის პრემიის მოკლე სია   ქალის ბედი მეოცე საუკუნის თურქეთში. ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში. ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი _ მიძინებული თუ ყალყზე შემდგარი, მტრულად განწყობილი თუ ხალისის მომგვრელი, მოზეიმე თუ მგლოვიარე... ბოსფორის ტალღების შრიალის, თოლიების ხმაურის ფონზე განვითარებული სულისშემძვრელი დრამა და, ამავდროულად, მეგობრობისადმი მიძღვნილი დიდებული ჰიმნი! მკითხველის წინაშეა ელიფ შაფაქის დაუშრეტელი ფანტაზიის, მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, მისი მწერლური ოსტატობის მორიგი ნაყოფი.
12
აი, როგორ და რატომ
ავტორი: რადიარდ კიპლინგი მთარგმნელები: თამარ ჯაფარიძე, ნელი საყვარელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა როგორ გაუჩნდა სპილოს ხორთუმი? რატომ აქვს აქლემს კუზი ან ავაზას ლაქები? როგორ გაჩნდა ამქვეყნად არმადილი ან რატომ აქვს მარტორქას ნაოჭიანი ტყავი? კიპლინგის ზღაპართა სამყაროში ბევრ ისეთ კითხვაზე აღმოაჩენთ პასუხს, მხოლოდ ცნობისმოყვარე ბავშვებს რომ ებადებათ. ამ წიგნში მოთხრობილი ორიგინალური ამბები სახალისოცაა, უცნაურიც და ამავე დროს საოცრად დამაჯერებელი.
7.9
აიას გზა
ავტორი: ნატო დავითაშვილი   „ყველაზე ფერადი თევზებიც კი მარტო წყალშია ლამაზი. არის ტექსტები, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაში განსაკუთრებულად აღიქმება. ნატო დავითაშვილის წიგნებს არც ნათურა უხდება, არც ქალაქის ხმაური, ღამე, სანთლის შუქზე უნდა იკითხო, არსად უნდა გეჩქარებოდეს – წინ დიდი გზაა, საუკუნეებს, ათასწლეულებს უნდა გადაახტე და იმ ადამიანებამდე მიხვიდე, რომლებიც პირველყოფილ მისტიკასთან ერთად ცხოვრობდნენ.   „აიას გზა“ ასეთი წიგნია, უკან დაბრუნების წიგნი. ძალიან ძნელია აღწერო თაობა, რომელსაც არათუ შენ, არამედ შენამდე ათი საუკუნით ადრე დაბადებული ხალხიც კი არ მოსწრებია. რანაირები იყვნენ ისინი? რას ამბობდნენ? როგორ ამბობდნენ? ზუსტად ეს არასდროს გვეცოდინება, დაახლოებით კი მხოლოდ ფენტეზის მწერალმა შეიძლება წარმოიდგინოს.   „აიას გზა“ იმ ეპოქაზეა, როდესაც ადამიანების გარშემო სამყარო ჩვეულებრივ კანონებს აღარ ემორჩილება. მოწამლული მიწის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები სტიქიას და საკუთარ ბედისწერას ებრძვიან (რა თქმა უნდა, იმარჯვებენ! რომ არ გაემარჯვათ, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით). ცეცხლოვანი ზღვა; მდინარე-მოჩვენება; ოჩოკოჩი, რომელიც ნისლებს მწყემსავს და მთიდან მთაზე მიერეკება; შებოჭილი ტყე, სადაც მონადირეებს რაღაც ძალა მშვილდის მოზიდვის საშუალებას არ აძლევს... ეს ყველაფერი დღეს არის ფენტეზი, თორემ პირველყოფილ ეპოქაში ადამიანებს არათუ სჯეროდათ მათ მიღმა არსებული სამყაროსი, არამედ მასთან ერთად თანაარსებობასაც ახერხებდნენ.   ეს წიგნი, მთელი ამ ძველი ამბებით, გულადი და კეთილი ადამიანებით ძალიან ჰგავს სულების გამოძახებას, როდესაც გინდა, რამე აკრძალულიც კი ჩაიდინო, ოღონდ ხელშესახებად იგრძნო, რომ სადღაც სხვა სამყაროც არის და იქ ის ადამიანები არიან, რომლებიც გიცნობენ.“
19.9
აივანი ტყეში
ავტორი: ჟულიენ გრაკი მთარგმნელი ლალი უნაფქოშვილი   „აივანი ტყეში“ მოგვითხრობს ფრანგი ლეიტენანტის, გრანჟის ისტორიას, რომელიც 1939 წლის შემოდგომაზე არდენების ტყეში ბეტონის ტანკსაწინააღმდეგო ბლოკშია განაწილებული და მისი მისიაა შეაჩეროს გერმანული ტანკები, თუკი თავდასხმა მოხდება. იგი სამ კაცთან ერთად ელოდება მეორე მსოფლიო ომის დაწყებას საფრანგეთის ამ მონაკვეთზე... ბრძოლისთვის მზადებაში გრანჟს დრო გაჰყავს სეზონებზე დაკვირვებაში, ტყის მიწიერი ცხოვრებისა და ბავშვობის ღრმა შეგრძნებებში... და ქვრივი ქალის, მონას სიყვარულში...
13.5
აივენჰო
ავტორი:  უოლტერ სკოტი მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერიაი: კითხე კლასიკა     ეს დაუვიწყარი ამბავი რიჩარდ ლომგულის ეპოქაში მოხდა, როცა ღირსეული რაინდები მათი გულთამპყრობელი ქალბატონების გამო საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ და სიყვარულისთვის წირავდნენ თავს. აი გამოჩნდა კეთილშობილი რაინდი აივენჰო! ახლა მთელი სამეფოს ბედი მის ხელშია - მეფე ლომგული ტყვეობიდან თუ ვერ დაიხსნა, ალბათ არც უნდა იოცნებოს მშვენიერი როვენას საპასუხო სიყვარულზე. ჯვაროსნული ლაშქრობიდან ახალდაბრუნებულ გმირს ისღა დარჩენია, შეებას მტერს, იბრძოლოს მემკვიდრეობისთვის და მოიგოს ლედი როვენას გული.
12.95
აინშტაინი, ფრანკენშტეინი და დრაკულა
ავტორი: ზურაბ ლეჟავა გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა სერია: რჩეული მოთხრობები ზურაბ ლეჟავა ავტორია ათამდე პროზაული კრებულისა, რომელთაგან წიგნმა – „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“ 2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „გალა“, ნომინაციაში „წლის წიგნი“. ზურაბ ლეჟავას მოთხრობები 1990-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში, თუმცა, მისი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა მოთხრობამ „მაცივარი სექსისა წილ“, რომელიც 2011 წელს შევიდა კრებულში „ევროპის 20 საუკეთესო მოთხრობა“, „უხურდავებელი მონეტა“ 2010 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, ხოლო „ერთი კრუშკა სისხლი“ 2017 წელს ითარგმნა გერმანულ ენაზე.  
13.9
ფასდაკლება
აიხმანი იერუსალიმში
ავტორი: ჰანა არენდტი სერია : NONFICTION   ჰანა არენდტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა სონინგის პრიზით, ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. უილიამ ჯოვანოვიჩი, მისი გამომცემელი, მას „აბსოლუტურად უშიშარ ინტელექტუალად“ მოიხსენიებდა. მისი კოლეგები კი აღნიშნავდნენ, რომ ჰანა არენდტი არა მხოლოდ განსაკუთრებული ინტელექტუალი, არამედ გამორჩეული პიროვნებაც გახლდათ. მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდნენ თუ არა მას, ის, რაზეც არენდტი ლაპარაკობდა, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსმენელისთვის. „აიხმანი იერუსალიმში“ არენდტის ყველაზე საკამათო ტექსტია, რომელიც პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ესაა აიხმანის სასამართლო პროცესის ინტერპრეტაცია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. არენდტი აიხმანის შემთხვევიდან გამომდინარე იკვლევს მთელ ტოტალიტარულ სისტემას და მომხდარს ორიგინალურად და საინტერესოდ აანალიზებს.
14.92 22.95
აკადემიური წერა იურისტებისათვის
ავტორი: რუსიაშვილი გიორგი; შალიკაშვილი მორის    წიგნი წარმოადგენს აკადემიური წერის სახელმძღვანელოს და გამიზნულია როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პრაქტიკოს იურისტთათვის, ასევე სამართლით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისათვის. ნაშრომში ფართოდ არის განხილული ის მეთოდოლოგიური არსენალი, რასაც უნდა ფლობდეს როგორც პრაქტიკოსი, ისე თეორეტიკოსი იურისტი. მოყვანილია სხვადასხვა ტიპის იურიდიული ტექსტები და დეტალურად არის აღწერილი მათი შექმნისა თუ მათთან მუშაობის ტექნიკა.
16
აკაკი - 180 ამბავი #46
ავტორ-შემდგენელი: ჯული გაბოძე სერია: თან საკითხავი „საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას. ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“  წიგნის ავტორ-შემდგენლის – ჯული გაბოძის ბოლოსიტყვაობიდან
15
აკვარელი 12 ფერი CREATIVE KIDS 30MM
9.95
აკვარელი 12 ფერი CREATIVE KIDS 22,5MM
5.95
აკვარელი 12 ფერი ErichKrause
6
აკუმი
ავტორი: ნანა აბულაძე გამომცემლობა: ინტელექტი გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო, ჰო, ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევითაა დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. როგორ უნდა მოჰყვე ამ ყველაფრის შესახებ? ერთი ტექსტით? ერთ ტექსტში კიდევ სხვა ტექსტების შემოყვანით? თუ ასეც და ისეც? „აკუმი“ სწორედ ამგვარი რომანია (და რაკი ამ ბოლო წინადადებიდან საერთოდ არ ირკვევა, მაინც - როგორი, ამიტომ, გეთაყვა, გადმოაბრუნეთ წიგნი და პირველ გვერდზე გადაშალეთ. ნუთუ ის მაინც არ გაინტერესებთ, სიტყვა „აკუმი“ რას ნიშნავს?!).
13.95
ალ-ჯავშან ალ-ქაბირ
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი   “ალ-ჯავშან ალ-ქაბირ” წინასწარმეტყველმა მუჰამედმა (კურთხეულ იყოს იგი) მთავარანგელოზი გაბრიელისგან (უფალმა დალოცოს იგი) მიიღო და ზეპირსიტყვიერი გადაცემის გზით, მის შვილთაშვილს, მეოთხე თაობის იმამს, ალი იბნ ალ-ჰუსეინ ზაინ ალ-აბიდინს (უფალმა წყალობა მოიღოს მასზე), გადაეცა, რომელმაც ეს ლოცვა წიგნად შეკრა. ამ წიგნში მოცემული ლოცვა რამადანის თვეში, მარხვის პარალელურად იკითხება. ნათქვამია, რომ მორწმუნე, რომელიც რამადანის თვეში ამ წიგნს სამჯერ მაინც წაიკითხავს, ალლაჰი მასზე წყალობას მოიღებს, ცოდვებს მიუტევებს და აცხონებს.
35
ალაჰი ჩემი მეგობარია
ავტორი: ვახტანგ ვახტანგაძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა    ახალგაზრდა თბილისელი კაცი საკუთარი თავის, ადგილის, დანიშნულებისა და, რაც მთავარია, მეტი თავისუფლების ძიებაში სხვა ქვეყანაში და სულ სხვა ხალხში ხვდება. განსხვავებებთან ერთად, ბევრ მსგავსებასაც აღმოაჩენს მასსა და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა შორის. ამ ძიებაში ის უახლოვდება ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს, რომლებთან შეხვედრა მის სულიერ ფორმირებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. რა ელის მთავარ გმირს? იპოვის თუ არა იმას, რასაც ეძებს? - ამ კითხვებზე პასუხს მთავარ გმირთან ერთად მოგზაურობისას იპოვით. „კინოკადრები და მოულოდნელი ეპიზოდები ერთმანეთს ენაცვლებიან და საინტერესო საკითხავს ქმნიან. ახალგაზრდა მწერალი ვახო ვახტანგაძე მოგვითხრობს დინამიკურად, ჩამთრევად, საინტერესოდ.“ - დიანა ანფიმიადი. „ერთადერთი რამ უნდა გააკეთოს მკითხველმა: არ გადაახტეს ცალკეულ პასაჟებს და წიგნი გულდასმით წაიკითხოს ბოლომდე." - რამაზ ჭილაია
11.95
ალბათ ესთერი
ავტორი: კატია პეტროვსკაია მთარგმნელი: მაია ბადრიძე კატია პეტროვსკაიას ისტორიების თითოეული თავიდან მოზრდილი რომანი დაიწერებოდა. მწერალი წინაპრების კვალზე მოგზაურობს გერმანიიდან პოლონეთში, ავსტრიაში, მშობლიურ უკრაინაში, რუსეთში და გვიყვება დავიწყებული თუ ოჯახის ისტორიიდან ამოშლილი, საოჯახო მეხსიერებაში ჩაკარგული ადამიანების ისტორიებს. ეს ტექსტი, დიდი სიზუსტით არჩეული სიტყვებით, ზედმეტი ტრაგიზმის, ისტორიული ტვირთით დამძიმების გარეშე, დოკუმენტურობის მიუხედავად დიდი ლიტერატურაა, ავტორისთვის იმ უცხო ენაზე დაწერილი, რომელსაც მის მშობლიურ ენაზე მუნჯებისას უწოდებენ, „ნემეც“ ხომ მუნჯისგან მოდის, მაგრამ მწერლისგან, რომლის წინაპრებმაც მეცხრამეტე საუკუნეში ყრუ-მუნჯთათვის სკოლა დაარსეს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ამ ენაზე ითქვა გერმანულენოვანი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ჯილდოს, ინგებორგ ბახმანის პრიზის კატია პეტროვსკაიასთვის გადაცემისას, რომ ეს არის „დიდებული საჩუქარი გერმანული ენისთვის“. ლაშა ბაქრაძე  
13.9
ალბომი-ვატი დავითაშვილი
ალბომი ალბომი გაგაცნობთ მხატვარ ვატი დავითაშვილის შემომედებას. წიგნი ორენოვანია.  
53
ალეფი
მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი მოთხრობების ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალი ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და კლასიკოსის, XX საუკუნის სრულიად გამორჩეული მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში. მწერლის შთაგონების წყარო, რამაც განაპირობა ამ კრებულის შექმნა, გახდა ბორხესის დიდი სიყვარული, ესტელ კანტო და, მიუხედავად იმისა, რომ ქალმა უარი უთხრა მწერალს ცოლობაზე, მსოფლიო ლიტერატურამ სწორედ ამ სიყვარულის წყალობით შეიძინა მწერლის შემოქმედების მეტაფიზიკითა და პოეზიით გაჯერებული კიდევ ერთი საოცარი ნაყოფი. ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986)  ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი ბრწყინვალე წარმომადგენლის სახელი უკვე დიდი ხანია გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს და მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივი ინოვაციებით. ბორხესის შემოქმედება მკითხველს აზროვნებისა და ფანტაზიის სრულიად ახალ, უკიდეგანო საზღვრებს უხსნის და სამუდამოდ ასამარებს აქამდე არსებული ტრადიციების ჩარჩოებს.
14.9
ალექსანდრე მაკედონელი - 120 ამბავი #2
გამოსაცემად მოამზადა ნატო გორდელაძემ სერია: თან საკითხავი  
10
ალექსანდრე ორბელიანი - 150 ამბავი #52
ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ორსაუკუნოვან ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად გვევლინება ალექსანდრე ორბელიანი. მისი სახელი 1832 წლის შეთქმულებას უკავშირდება. სწორედ ის იყო შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ისევე, როგორც თავის ეპოქაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთების გამღვივებელი და სიკვდილამდე ამ იდეის ერთგული. 150 ამბავში ცოცხლდება მე-19 საუკუნის დრამატული ისტორია – პერსონაჟებით, იმედითა და უიმედობით, ღალატითა და თავგანწირვით. ცოცხლდება ტრაგიკული გმირის სახე, რომელიც ფატალური ცხოვრებით, დაუცხრომელი ბრძოლის ჟინით და ღირსებით ძალიან ჰგავს თავისივე ქვეყანას. ეს ქვეყანა დღემდე იბრძვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოჩენილ გმირთა დავიწყება დამარცხებასაც ნიშნავს.
17.9
ალექსანდრე ყაზბეგი
სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია ალექსანდრე ყაზბეგის რომანი და მოთხრობები: "ელგუჯა", "მამის მკვლელი", მოძღვარი"
19.95
ალექსანდრე ყაზბეგი - 100 ამბავი
შემდგენლები: ლევან ბებურიშვილი და ანა პაპოშვილი   XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა შორის  ალექსანდრე ყაზბეგი თავისი ცხოვრებისეული დრამატიზმით სრულიად გამორჩეული ფიგურაა. ხევის უმდიდრესი მებატონის შვილმა ტრაგიკული გზა განვლო, ფუფუნებიდან – უკიდურეს სიღატაკემდე.   მედუქნე, მეცხვარე, მსახიობი, ჟურნალისტი, მწერალი  –  ეს ყაზბეგის „პროფესიათა“ არასრული ჩამონათვალია. მისი არაორდინარული ცხოვრების წესი მწერლის სიცოცხლეშივე იქცა დიდი მითქმა-მოთქმის საგნად. სანდრომ მრავალჯერ იწვნია დაუმსახურებელი გულისტკენა ახლობლებისა და უცხოების მხრიდანაც კი. როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, „ქართველი საზოგადოება ცოტა პირშავად არის მასთან“.   წიგნში მკითხველი გაეცნობა ბავშვივით მგრძნობიარე, ფაქიზი სულიერი სამყაროს მქონე, საკუთარი ქვეყნისა და მწერლობის სიყვარულით სავსე შემოქმედს.
15.95
ფასდაკლება
ალექსის ზორბასის ცხოვრება
ავტორი: ნიკოს კაზანძაკი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა დიდ ბერძენ მწერალ ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, „ალექსის ზორბასის ცხოვრების“ ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია – კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.
12.97 19.95