santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • სიკვდილი კრედიტით
    ავტორი: ლუი-ფერდინანდ სელინი მთარგმნელი: მერაბ ფიფია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა  
    25.9
    სიკვდილი მძიმე შრომაა
    ავტორი: ხალიდ ხალიფა სერია: აკრძალული წიგნების თარო   არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ    დამასკოდან სირიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ანაბიისკენ მიმავალი მიკროავტობუსი წვალებით მიიკვლევს გზას. მანქანაში გვამი, ორი კაცი და ერთი ქალია, მდუმარე, მოღუშული სახეებით. გარეთ სასტიკი ომია, რომელიც მსხვერპლით ვერ ძღება. ომში სიკვდილი ბრმაა, მსხვერპლს არ არჩევს... უამრავი საკონტროლო პუნქტისა და გამოუვალი მდგომარეობის დაძლევა უწევთ და-ძმებს მამის უკანასკნელი ანდერძის აღსასრულებლად - მისი ნეშტი მშობლიური სოფლის, ანაბიის, მიწას მიაბარონ.   ეს მხოლოდ მამის ცხედრის დასაკრძალად წამოწყებული მოგზაუძრობის ისტორია როდია, არამედ ამბავი სიკვდილის მოტივით ამქვეყნიურ ფასეულობათა გადაფასებისა და თუნდაც გაუფასურებული სიცოცხლის ძალის შესახებ და რაკი სიკვდილი მძიმე შრომაა რომანის გმირებისთვის, ეს ხუთდღიანი ურთულესი გზა დამასკოდან ანაბიამდე საკუთარი თავის აღმოჩენის გზაცაა.   2019 წელს ამერიკული National Book Award ლიტერატურული ჯილდოს თარგმნილი ლიტერატურის ნომინაციაში გამარჯვებული ამ რომანის ავტორი, ხალიდ ხალიფა, საკმაოდ წარმატებული თანამედროვე სირიელი რომანისტია, რომელსაც მანამდეც არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული. სამშობლოში ხშირად აკრძალული, ის არაბული მწერლობის საერთაშორისო პრიზის Man Booker International Prize for Arabic Fiction ნომინაციის მოკლე სიაში ორჯერ არის მოხვედრილი (2008 და 2014 წლებში), მიღებული აქვს ნაჯიბ მაჰფუზის მედალი ლიტერატურაში, თარგმნილია მსოფლიოს ბევრ ენაზე.  
    16.95
    სიკვდილი ნილოსზე
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: ლია კაკიაშვილი მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ "კარნაკით" ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი პუარო, ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღას და მიზეზსაც,მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.
    15.95
    სიკვდილი პილიგრიმთა ტაძარში
    ავტორი: ზიმონე ლუკასი მთარგმნელი: მაია ჭოლაძემ დეტექტივი
    15
    სიკვდილის წყვეტა
    ავტორი: ჟოზე სარამაგუ მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს პერიოდი, როდესაც ადამიანებს უკვდავებაზე, სიკვდილზე გამარჯვებაზე, სიკვდილის წყვეტაზე არ ეოცნებათ. ხდება სასწაული და ეს დღეც დგება. სადღაც ქვესკნელში, ზეცაში თუ აქვე, ჩვენ მეზობლად მცხოვრები სიკვდილი საქმიანობას წყვეტს, აღარავის კლავს, ადამიანებს მარადიულობით ტკბობის საშუალებას აძლევს. და რაწამს ეს უმთავრესი ბალანსი ირღვევა, მათი ყველა მანკიერება ზედაპირზე ამოტივტივდება, შიში ფარავს სიხარულს, ნადგურდება ყველაფერი, რაზეც კი აქამდე სახელმწიფო იდგა, ხოლო ფრაზა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ ცარიელ სიტყვებად იქცევა. ჟოზე სარამაგუს ეს დისტოპიურ-ფილოსოფიური ნაწარმოები ავტორისეული ცნობიერების ნაკადია. უარყოფს პუნქტუაციას, გრამატიკის ნორმებს. უსასრულო წინადადებებითა და აბზაცებით იმ პარალელურ რეალობაში მიგვიძღვება, სადაც ყველაფერი კარგადაა და სადაც ყველაფერი ცუდადაა.
    13.9
    სიკომოროთა მწკრივი
    ავტორი: დინ კუცკი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სერია: TOP თრილერი   "მკვდრები არ ლაპარაკობენ, არ ვიცი, რატომ", სამაგიეროდ სწრაფი კვების რესტორნის მზარეულს ეცხადებიან. გაიცანით ოდ თომასი, თავმდაბალი ახალგაზრდა, დინ კუცკის ბრწყინვალე ბესტსელერის გმირი, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მდგომი გალანტური გუშაგი, რომელიც თქვენს გულს დაატყვევებს...
    18
    სილმარილიონი
    ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: ნიკა სამუშია "ბეჭდების მბრძანებლისა" და "ჰობიტის" ეპიკური, ლეგენდარული წინამორბედი. ...ადრეულ დღეებში შუახმელეთში პირველი ბნელი მეუფე მორგოთი სახლობდა. მას უზენაესი ელფები ეომებოდნენ, რათა წართმეული სამი ძვირფასი ქვა - სილმარილები დაებრუნებინათ. "სილმარილიონი" მოგვითხრობს ფეანორისა და მისი თანამოძმეების ღმერთთა წინააღმდეგ აჯანყებაზე, ელფთა და ადამიანთა ომზე, რომელიც მათი სიმამაცის მიუხედავად, მარცხისთვის იყო განწირული. ეს არის მატიანე შუახმელეთისა და უძველესი ამბებისა!
    19.95
    სიმართლე ჰარი კებერის საქმეზე
    ავტორი: ჯოელ დიკერი გამომცემლობა: აგორა ყდა: რბილი
    13.9
    სიმღერა აქილევსზე
    ავტორი: მადელინ მილერი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი "პატროკლოსი, არაფრით გამორჩეული განდევნილი უფლისწული, ბერძე- ნთა შორის საუკეთესო გმირის, უბადლო აქილევსის თავმდაბალი მეგო- ბარი, გვიამბობს თავისი მეგობრობისა და სიყვარულის ამბავს. აქილევსისა და პატროკლოსის ურთიერთობა ავ წინასწარმეტყველებაზე, სასტიკი მო- ქიშპე ღმერთების ნება-სურვილსა და პატივმოყვარე მეფეთა ახირებებზე იყო დამოკიდებული. ისინი ებრძოდნენ მათ ინტრიგებს, აქილევსის ქალ- ღმერთი დედის პატროკლოსისადმი სიძულვილს და ცდილობდნენ ღმერ- თებსაც არ დამორჩილებოდნენ. მადელინ მილერმა სადებიუტო რომანში ”სიმღერა აქილევსზე“ სრულიად ახლებურად წარმოგვიდგინა ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონა- ჟები, ჰომეროსის უკვდავი ”ილიადის“ გმირები, სწორედ ამიტომ დაიმსა- ხურა მკითხველთა დიდი მოწონება და ინტერესი. ეს არის ეპიკური რომანი, მაგრამ, ამასთანავე, მეტად ცოცხალი და ადამიანური."
    16.95
    სინათლე ოკეანეებს შორის
    ავტორი: მ. ლ. სტედმანი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: წლის ბესტსელერი   დასავლეთის ფრონტზე გატარებული ოთხი საზარელი წლის შემდეგ ტომ შერბურნი ავსტრალიაში ბრუნდება და ცოლად ახალგაზრდა იზაბელი მოჰყავს. წყვილს წლები განმავლობაში შვილი არ ეძლევათ. ერთ მშვენიერ დღეს კი იზაბელი ბავშვის ტირილს გაიგონებს. ნავი ნაპირზეა გამორიყული, ზედ კი გარდაცვლილი კაცი და მტირალა ჩვილია. ტომს სურს დაუყოვნებლივ აცნობოს კონტინენტს ბავშვის შესახებ, მაგრამ იზაბელი დაიჟინებს, რომ ბავშვი "უფლის საჩუქარია"
    14
    სინდერი - მთვარის ქრონიკა
    ავტორი: მერისა მეიერი სერია: ლიბერთინს     მოსახლეობას სასიკვდილო სენი ემუქრება! ადამიანები და ანდროიდები ახალი პეკინის ხმაურიან ქუჩებში დაიანრებიან. კოსმოსიდან კი სხვა საფრთხე მოდის: მთვარის ვერაფი მაცხოვრებლები ჩასაფრებულად და თავდასხმისთვის ხელსაყრელ მომენტს ელიან. არავი იცი, რომ მთელი დედამიწის ბედი ერთ გოგონაზეა დამოკიდებული.
    13
    სისხლივით წითელი (1)
    ავტორი: სალა სიმუკა   მთარგმნელი: თამარ სუბელიანი, დიმიტრი გოგოლაშვილი სკოლის ფოტოლაბორატორიაში ხუთასევროიანი კუპიურები გასაშრობად ჩამოუკიდიათ. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებს. სისხლიანი ფულის პოვნა თეატრალური გიმნაზიის მოსწავლე გოგოს საერთაშორისო ნარკობიზნესის მბრუნავ მორევში ჩაითრევს. ლუმიკი კი ჯერ ცივსისხლიან მკვლელებს გაურბის, ბოლოს კი ლეგენდარული “თეთრი დათვის” წვეულებაზე ხვდება. ლუმიკი ანდერსონი ახალგაზრდა ფინელი მწერლისა და მთარგმნელის, სალა სიმუკას დეტექტიური ტრილოგიის მთავარი გმირია. ტრილოგიის წიგნები – “სისხლივით წითელი”, ” თოვლივით თეთრი” და “აბანოზის ხესავით შავი” – უკვე მსოფლიოს ბევრ ენაზე ითარგმნა. სალა სიმუკას მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდული რომანებისა და ხელოვნების დარგში პერსპექტიული გარღვევისათვის.
    10.9
    სიყვარული და პედაგოგიკა
    ავტორი:  უნამუნო მიგელ დე სერია:  თანამედროვე კლასიკა მთარგმნელი: მერი ტიტვინიძე მიგელ დე უნამუნო (1884-1936) წარმოშობით ბასკი ესპანელი მწერალი, პოეტი, ფილოსოფოსი, ეროვნული მოღვაწე. რომანი „სიყვარული და პედაგოგიკა“ უნამუნოს მხატვრულ შემოქმედებაში „გარდამავალ“ ნაწარმოებად ითვლება – წიგნად, რომელშიც მან უარი თქვა თავისივე ადრეული ნაწერების დოკუმენტურ რეალიზმზე და ჩაუღრმავდა ადამიანის შინაგან სამყაროს, ჩამოაყალიბა თავისი მსოფლმხედველობა, გამოავლინა ეგზისტენციალიზმის პირველი ნიშნები. ამ ტექსტით უნამუნომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ფსიქოლოგიური რომანის განვითარებაში.
    27
    სიყვარული ჟამიანობის დროს
    ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი მთარგმნელი: თეა გვასალია  რომანი არის სიყვარულის ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიები, რომლებიც ბავშვობაში მწერალმა მშობლებისგან მოისმინა
    25
    სიყვარულით როზი
    ავტორი: სესილია აჰერნი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: წლის ბესტსელერი როზი და ალექსი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ეს ყველამ იცის მათ გარდა... ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა, გაიზარდნენ და დამოუკიდებელ ცხოვრების გზას დაადგნენ. ალექსი დუბლინიდან ბოსტონში გადადის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. როზისაც დიდი გეგმები აქვს-ისიც ბოსტონში ისწავლის, ბავშვობის მეგობრები ისევ ერთად იქნებიან, მაგრამ... ერთი მცდარი ნაბიჯი და, ორივეს ცხოვრება იცვლება... როზი უკვე მარტოხელა დედაა, მარტოს უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა...
    16.95
    სიყვარულის ორმოცი წესი
    ავტორი: ელიფ შაფაქი   თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ... აღმოსავლეთი!
    13.95
    სიცილიელი
    ავტორი: მარიო პიუზო სერია: იკითხე კლასიკა 1950 წელია. მაიკლ კორლეონეს გადასახლების პერიოდი სიცილიაში დასასრულს უახლოვდება. ნათლიამ მაიკლს უბრძანა, ახალგაზრდა ბანდიტი სალვატორე ჯულიანო ამერიკაში დაებრუნებინა, მაგრამ ჯულიანო ძალადობის სისხლიან ქსელშია გახვეული. აქ, სიცილიაში, ჯულიანო თანამედროვე რობინ ჰუდია, რომელიც კორუფციას აუმხედრდა. ახლა მაიკლ კორლეონეს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან საშიში სიცილიელის ლეგენდის, სალვატორე ჯულიანოს, ჩრდილქვეშაა დარჩენილი
    13.95
    სიცოცხლის ნაპერწკალი
    ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: დავით კირკიტაძე   გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი საუკეთესო მთხრობელია. მის ანტინაცისტურ წიგნებს ფაშისტები კოცონზე წვავდნენ, სამშობლოდან გაქცეული მწერალი კი შვეიცარიაში ატარებდა ემიგრანტულ წლებს. ომის გასაოცრად რეალისტური აღწერა `გერმანელ ოფიცერთა კავშირმა~ მათი არმიის შეურაცხყოფად ჩაუთვალა მწერალს და ნობელის კომიტეტს მოსთხოვა, არც კი განეხილა უმაღლეს ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილი ავტორის ნომინანტობის საკითხი. `სიცოცხლის ნაპერწკალი~ რემარკის ერთ-ერთი წიგნია მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე, იქაურ წესებზე, დაუჯერებელ სისასტიკეზე, ფანატიზმზე, დიდ შიშზე, დიდ უიმედობასა და იმგვარ განსაცდელზე, ადამიანს ადამიანის სახეს რომ აკარგვინებს. მაგრამ როცა ზღვარზე ხარ, როცა კიდეც გადასცდები ზღვარს, მაშინაც კი არ მთავრდება თურმე ყველაფერი... ეს წიგნი ამაზეცაა. ერიხ მარია რემარკის "სიცოცხლის ნაპერწკალი" ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა.
    14.95
    სკანდალის ანატომია
    ავტორი: სარა ვონი სერია: TOP თრილერი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე წიგნის მიხედვით, 2022 წელს "ნეტფლიქსმა" ამავე სახელწოდების მინისერიალი გადაიღო, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.ჯეიმზ უაითჰაუსს, სანიმუშო ქმარსა და მამას, წარჩინებულ პოლიტიკოსს საშინელ დანაშაულში სდებენ ბრალს. ცოლი დარწმუნებულია, რომ ქმარი უდანაშაულოა. დაზარალებულის ადვოკატ ქალს კი სჯერა, რომ პოლიტიკოსი დამნაშავეა, მითუმეტეს, რომ კარგად იცის, რას ნიშნავს იყო მსხვერპლი.ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ჯეიმზ უაითჰაუსი - გარემოებათა მსხვერპლი თუ დამნაშავე?    
    14.95
    სიახლე
    სკანდარი და ცალრქის ქურდი
    ავტორი: ა.ფ სტედმენი მთარგმნელი: ნიკა სამუშია დაივიწყე, რაც აქამდე უწყინარ ცალრქებზე გაგეგო. ჯადოსნურ კუნძულზე სახიფათო, სტიქიური ძალებით დამუხტული ცალრქები ბინადრობენ, რომელთა სამართავად გამოცდილი მხედრებია საჭირო. მაგრამ ეს ყველას როდი შეუძლია – ცალრქისა და მისი მხედრის ბედი დაბადებისთანავე ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ასეთ იღბლიანებს ინკუბატორიუმში მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კვერცხი ელით. კონტინენტზე მცხოვრები სკანდარ სმიტიც საკუთარ ცალრქაზე ოცნებობს, მაგრამ სანამ სანატრელი ინკუბატორიუმის კარი მისთვის გაიღება, როგორმე კუნძულამდე უნდა მიაღწიოს, ამაში კი ვიღაც დაჟინებით უშლის ხელს. ამასობაში კუნძულს იდუმალი ბოროტმოქმედი, მეტსახელად „მქსოველი“ ემუქრება, რომელიც მხედრებს თავს ესხმის და მათ ცალრქებს იტაცებს.
    19.9
    სკანდინავიური მითები და ლეგენდები
    თარგმნა გიორგი კაკაბაძემ   სკანდინავიური მითოლოგია გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომლის ჩამოყალიბებაც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში დაიწყო და ქრისტიანობის გავრცელებამდე გრძელდებოდა. თავად გერმანიკული ტომების მითოლოგიის შესახებ შემონახული ცნობები ძალიან მცირე და ფრაგმენტულია, იმ დროს, როდესაც სკანდინავიური მითოლოგია – ღმერთები, არსებები, კოსმოგონია, სამყაროს მოდელი და ესქატოლოგია – დაწვრილებითაა აღწერილი შუა საუკუნეების ლიტერატურულ წყაროებსა და ძველ ისლანდიურ ტექსტებში, რომლებიც XIII საუკუნეშია ჩაწერილი და ედები ეწოდება. სკანდინავიური მითოლოგიის ძლიერმა ტრადიციებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ფენტეზის ჟანრის განვითარებაზე და კერძოდ, ისეთი ცნობილი მწერლების შემოქმედებაზე, როგორებიცაა: ჯონ რონალდ ტოლკინი, ჯორჯ მარტინი, ჯოან როულინგი და სხვები. სკანდინავიური მითები ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი მკითხველიც დიდი ინტერესით გაეცნობა ამ მშვენიერ სამყაროს და წიგნში მისთვის უამრავ საინტერესო და ნაცნობ სიუჟეტს აღმოაჩენს არა მხოლოდ მსოფლიო ლიტერატურიდან, არამედ ქართული ფოლკლორიდანაც.  
    22
    სკარლეტი მთვარის ქრონიკა
    ავტორი: მერისა მეიერი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე სერია: ლიბერთინს   სინდერი ბრუნდება და საპყრობილიდან გაქცევას ცდილობს, არადა, თუკი ამას შეძლებს, ის აღმოსავლეთ ფედერაციის ყველაზე საშიშ დამნაშავედ გამოცხადდება. დედამიწის სულ სხვა ნაწილში კი სკარლეტ ბენუას ბებია გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, სკარლეტს ძალზე ბევრი რამ არ სცოდნია თავისი ბებიისა და იმ შემზარავი საფრთხის შესახებ, რომლის ჩრდილშიც სიყმაწვილიდან უცხოვრია. სკარლეტი ხვდება მგელს, ქუჩის მოკრივეს. მათ კი სასკტიკი დედოფლის ლივინას, წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.  
    13
    ფასდაკლება
    სკოლის სევდა
    ავტორი: დანიელ პენიაკი სერია: NONEFICTION   ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის (1944) ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ – როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. „სკოლის სევდა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში.
    11.05 16.95
    სკოლის სევდა
    ავტორი: დანიელ პენაკი მთაგმნელი: მერაბ ფიფია სერია: ET CETERA გამომცემლობა: დიოგენე ყდა: რბილი
    16.95