santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • უნდა გიღალატო
    ავტორი: რუტა სეპეტისი სერია:Liberteens 1989 წელი. მთელ ევროპაში ერთიმეორის მიყოლებით ემხობა კომუნისტური რეჟიმები, მაგრამ კვლავ მყარად დგას რუმინეთის სისხლიანი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმი. ქვეყანაში მკაცრი კონტროლია, საყოველთაო თვალთვალი, ხალხი შიმშილობს. მას თავისუფლება სურს, მაგრამ დიქტატორის სპეცსამსახურის, სეკურიტატეს მარწუხებში მოქცეული ვერაფერს ბედავს - აკრძალულია ყოველივე ადამიანური, სულ მცირე გადაცდომისთვისაც კი ადამიანს ციხეში აგდებენ, აწამებენ, კლავენ. 17 წლის მოსაწვლემ კრისტიან ფლორესკუმ იცის, რომ მისი გაჩანაგებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ თავისუფალი სამყაროა და უნდა გადაწყვიტოს - იყოს სეკურიტატეს იძულებითი ინფორმატორი თუ შეებრძოლოს რეჟიმს.
    14.95
    უოლდენ ორი
    ავტორი:  ბ. ფ. სკინერი სერიაა: Magnum Opus ინგლისურიდან თარგმნა მედეა რუსიშვილმა     ყოვლისმომცველი აბსურდულობისა და უსაზრისობის განცდა, რომელ მაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაისადგურა, ცნობისმოყვარე ოთხეულს უბიძგებს, ექსცენტრული და იდუმალებით მოცული მეცნიერის, ფრეიზერის მიერ შექმნილ ექსპერიმენტულ საზოგადოებას ეწვიოს.   „უოლდენ ორი“, – ეს არის ბიჰევიორისტულ პრინციპებზე დაფუძნებული, სკრუპულოზურად დაგეგმარებული სამყარო, სადაც ეფექტურობა, კოოპერაცია და პირადი თავისუფლების განცდა ჰარმონიულადაა შერწყმული. აქ შრომა თანაბრადაა გადანაწილებული და თავისუფალი დრო ფასეულია, მოძველებულ და ფუჭ ღირებულებებზე დაუბრკოლებლად და უმტკივნეულოდ ამბობენ უარს, ხოლო ადამიანური ბედნიერება არა მხოლოდ იდეალი, არამედ ხელშესახები რეალობაა.   თუმცა, იბადება გარდაუვალი კითხვა – მართლაც შესაძლებელია კოლექტიური ბედნიერება ინდივიდუალობის მსხვერპლად გაღების გარეშე? და რა ხდება, როდესაც იდეალებს პირადი სურვილები და ლტოლვები უპირისპირდება?   რადიკალური ბიჰევიორიზმის ფუძემდებლის, ბ. ფ. სკინერის „უოლდენ ორი“ მკითხველს XX საუკუნის უტოპიაში ეპატიჟება.
    29.95
    უსასრულო ზღვა
    ავტორი: რიკ იანსი სერია: ლიბერთინს   როდესაც დედამიწას მეხუთე ტალღა დაატყდა, კესი სალივანი და სხვა გადარჩენილები სასოწარკვეთილების ზღვარზე აღმოჩნდნენ. ახლა? ახლა მდგომარეობა უარესდება. უცხოპლანეტელები კვლავ დედამიწაზე არიან. არავინ იცის იმ უფსკრულთა სიღრმეები, რომელსაც დედამიწის დამპყრობელელბი - უცხოპლანეტელები მისწვდებიან, რათა ჩვენი პლატენა ადამიანური ინფექციისგან გაწმინდონ. მაგრამ ასევე არავინ იცის, სად გადის ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი. კაცობრიობის სულის უსასრულობა? - ბრძოლა გრძელდება..დედამიწისთვის.
    13
    უსაფრთხო თავშესაფარი
    ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: წლის ბესტსელერი ერინი ქმრის ძალადობას გაექცა და პატარა სამხრეთულ ქალაქს შეაფარა თავი.ახლა მას სახელიც სხვა აქვს - ქეთი.გველის ტყავივით გამოიცვალა სახელი და გარეგნობაც,ცდილობს,წარსული წარსულსვე ჩააბაროს და დღევანდელი დღით და უკეთესი მომავლის იმედით იცხოვროს.თითქოს ამ ცხელ ქალაქში პოვა უსაფრთხო თავშესაფარი,სიყვარულიც,მარგამ.მოძალადე ქმარს არ სურს წარსულის დავიწყება.მისი დავიწყება...მას ძველებურად უყვარს შინიდან გაქცეული ცოლი,მაგრამ სძულს კიდეც.სიყვარული და სიძულვილი მიერეკება ქალაქიდან ქალაქში მის საპოვნელად.
    14
    უსაფრთხო მანძილი
    ავტორი: სამანტა შვებლინი მთარგმნელი: თამო ლეჟავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს
    ავტორი: ჯონათან საფრან ფოერი მთარგმნელ(ებ)ი დავით ახალაძე სერიის დასახელება ET CETERA   „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ამერიკელი მწერლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) მეორე და ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნის მთავარი გმირია ცხრა წლის ოსკარ შელი, ჭკვიანი და უცნაური ბიჭი, რომელსაც 11 სექტემბერის ტრაგედიისას მამა დაეღუპა. ოსკარი ცდილობს, მამის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ებრძოლოს და ეს ბრძოლა ფსიქოთერაპიის სეანსიდან კი არ იწყება, რომელზეც დედას მიჰყავს, არამედ მამის ნივთებში ნაპოვნი კონვერტიდან, რომელშიც გასაღები დევს.     ოსკარი მთელ ნიუ-იორკში ეძებს საკეტს, რომელსაც ის მოერგება და იმედი აქვს, რომ შეიტყობს მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოს. „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ჯონათან საფრან ფოერის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს მწერლის სადებიუტო რომანი „სრული გასხივოსნება“.
    20.95
    უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი ცუკურუ ტაძაკი რკინიგზის სადგურების მშენებელი მარტოსული კაცია, რომელსაც ადგილი ვერ უპოვია სამყაროში. ის იძენს და კარგავს ადამიანებს და იმ გამოქვაბულს ადარებს თავს, რომელსაც დროებით შეეფარებიან ხოლმე ჩიტები. ცუკურუ ბავშვობაში ოთხ თანატოლს დაუმეგობრდა: აკას (წითელი), აოს (ლურჯი), შიროს (თეთრი) და კუროს (შავი). ხუთ განუყრელ მეგობარს შორის მხოლოდ ცუკურუ იყო უფერო. ერთხელაც, მოულოდნელად, ცუკურუს მეგობრებმა ზურგი აქციეს და მიატოვეს, ისე, რომ არაფერი აუხსნიათ, არაფერი განუმარტავთ. წლების შემდეგ ცუკურუ შეიყვარებს ქალს, რომელიც უბიძგებს მას, წარსულში მომხდარი განხეთქილების მიზეზი გამოარკვიოს. და აი, 16 წლის შემდეგ იგი მიდის თავისი ძველი მეგობრების სანახავად, რომ გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში…
    13.9
    უღონოთა ორკესტრი
    ავტორი: ჩიგოზი ობიომა სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტაძე 2015 წელს, გამორჩეული დებიუტისათვის, ნიგერიელი ავტორი ჩიგოზი ობიომა გლობალური მასშტაბის მოაზროვნედ დაასახელეს. მან სახელი გაითქვა რომანებით „მეთევზეები“ და „უღონოთა ორკესტრი“ _ ორივე ნაწარმოებისთვის ავტორი ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა. რომანი „უღონოთა ორკესტრი“ 2019 წელს გამოიცა. იგბოს კოსმოლოგიით საინტე- რესოდ შეზავებული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად მოაგონებს „ოდისეას“. საინტე- რესოა, როგორ ხედავს ავტორი თითოეულ ადამიანს, რამხელა ყურადღებას უთმობს შიშსა და სინდისის ქენჯნას; როგორ ხსნის საზოგადოებაში გამეფებულ სიძულვილს, გრძნობას, რომელიც ყველას დაგვაქვს კოკით ცხოვრების გზაზე და გვეღვრება კიდეც ალაგ-ალაგ. მკითხველს შეიძლება იგბოს ენის ლექსიკონში ჩახედვის სურვილიც გაუჩნდეს. ავტორსაც ეს უნდა, მანამდე კი შეგვიძლია გაგიმხილოთ _ იგბოს ენაზე ნათქვამი „ოკო კო ვა მადუ“ შეიძლება ითარგმნოს ასე: „შენ ადამიანი ხარ“.
    25.95
    უჩინარი
    ავტორი:  რალფ ელისონი   მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი „უჩინარი” გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ ამერიკის ეროვნულ წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ასევე წარდგენილი იყო ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა” და სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით”. მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ჯილდო სწორედ „უჩინარმა” მოიპოვა. რომანში მწვავედ დგას რასობრივი პრობლემატიკა, რომელშიც უსახელო მთხრობელი გვიამბობს თავის სიმწარითა და უამრავი პრობლემით აღსავსე ისტორიას.სანამ 1952 წელს „უჩინარი” გამოქვეყნდებოდა, რალფ ელისონი არც თუ ცნობილი მწერალი იყო, ამ რომანის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში კი მისი სახელი მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. „უჩინარი” ბესტსელერების სიაში 16 კვირის განმავლობაში იკავებდა ადგილს, ერთი წლის შემდეგ კი ის ამერიკის ეროვნულ წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ასევე წარდგენილი იყო ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა” და სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით”. მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ჯილდო სწორედ „უჩინარმა” მოიპოვა. წიგნი პირველ პირშია დაწერილი. უსახელო მთხრობელი გვიამბობს თავის სიმწარითა და უამრავი პრობლემით აღსავსე ისტორიას, თუ როგორ იზრდებოდა ამერიკის სამხრეთის შავკანიან საზოგადოებაში, როგორ გარიცხეს შავკანიანთა კოლეჯიდან და როგორ აღმოჩნდა ნიუ-იორკში, სადაც ჰარლემელთა პრობლემების მთავარ გამჟღერებლად და პოლიტიკურ აქტივისტად იქცა. რომანის აქტუალობა და პათოსი დღესაც იმდენად ძლიერია, რომ ის რასობრივი ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში დგას.
    23.9
    უცნაური თომასი
    ავტორი: დინ კუცკი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სერია: TOP თრილერი   "მკვდრები არ ლაპარაკობენ, არ ვიცი, რატომ", სამაგიეროდ სწრაფი კვების რესტორნის მზარეულს ეცხადებიან. გაიცანით ოდ თომასი, თავმდაბალი ახალგაზრდა, დინ კუცკის ბრწყინვალე ბესტსელერის გმირი, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მდგომი გალანტური გუშაგი, რომელიც თქვენს გულს დაატყვევებს...
    13
    უცხო
    ავტორი: ალბერ კამიუ მთარგმნელი: გურანდა დათაშვილი გამომცემლობა:  აგორა რომანის მთავარი გმირი, მერსო, პრინციპული ადამიანია, უცნაურია, საზოგადოებრივ მორალს ფეხს არ უწყობს და საზოგადოება მას უცხოდ ჩათვლის. წიგნის გმირი პირველ პირში მოგვითხრობს თავის ამბავს, ოღონდ დისტანციური და ცივი ტონით მას უბრალოდ ფაქტების ჩამონათვალად წარმოადგენს. თუმცა, მერსო პოზიტიური პიროვნებაა, უარს ამბობს ტყუილზე და ფაქტებს იღებს ისე, როგორებიც ისინი არიან. თვით კამიუს თქმით, მერსო არის ადამიანი, რომელიც ყოველგვარი გმირობის გარეშე, უბრალოდ თანხმდება, მოკვდეს სიმართლის გულისთვის.
    16.6
    უცხო მიწა
    ავტორი: ჯუმფა ლაჰირი მთარგმნელი: ია ქვაჩახია სერია: ლიტერე ინვენტე   ოსტატობის მწვერვალზე მყოფი ავტორის ბრწყინვალე მხატვრული ნამუშევარი – ასე აფასებენ ლიტერატურის კრიტიკოსები წარმოშობით ბენგალელი, ამერიკელი მწერლის ამ შესანიშნავ წიგნს. აღმოსავლური და დასავლური კულტურების შერწყმა, ტრადიციების თავსებადობა არახალი თემაა, მაგრამ ჯუმფა ლაჰირის პერსონაჟებმა სულ ახლოდან, შიგნიდან დაგვანახვეს მტკივნეული პროცესი, რომელსაც უცხო სამყაროში ინტეგრირება ჰქვია. როგორი წარმატებულებიც უნდა იყვნენ, მათ თითქოს რაღაც აკლიათ და კრიტიკულ სიტუაციაში აშკარა ხდება, რომ ისინი არა ბრიტანელები ან ამერიკელები, არამედ ბენგალელი ემიგრანტები არიან... ავტორს ამერიკის ქალაქებიდან ინდოეთსა და ტაილანდში მივყავართ და ღრმად გვახედებს ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანების ურთიერთობებში. „უცხო მიწაში“ განსაკუთრებით ჩანს ჯუმფა ლაჰირის ნიჭი, სულიერი სიბრძნე, ადამიანთა გულისთქმისა და ფიქრების ფაქიზად გადმოცემის უნარი. ჯუმფა ლაჰირის „უცხო მიწა“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.
    16.95
    ფანგოგო
    ავტორი: რეინბოუ რაუელი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერთინს   კეთი "საიმონ სნოუს" ერთგული ფანგოგოა! ბავშვობაში "საიმონ სნოუს" ახალი გამოცემებით სულდგმულობდა და სწორედ ამ წიგნებმა გადაატანინა ტკივილი დედისგან მიტოვებულს. კეთი ახლა უნივერსიტეტში სასწავლებლად მიემგზავრება! თუმცა, უცხო გარემოში რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობა აიძულებს, ისევ "საიმონ სნოუს" "შეაფაროს" თავი და ფანფიქციით დაკავდეს. მაგრამ, ერთდოულად ფიქციით, გამოგონილი ამბებითა და რეალობით ცხოვრობა, ხომ შეუძლებელია. მაგრამ, გოგონას ისევ სიყვარული დააჯერებს, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია.
    14
    ფაუსტი I
    ავტორი: იოჰან ვოლფგანგ გოეთე მთარგმნელი: დავით წერედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    14.9
    ფაუსტი II
    ავტორი: იოჰან ვოლფგანგ გოეთე მთარგმნელი: დავით წერედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    15.9
    ფაქტოტუმი
    ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი მტარგმნელი: ზაალ ჩხეიძე ფაქტოტუმი ლათინური სიტყვისგან მოდის და ნიშნავს პირს, რომელიც დავალებებს ასრულებს. ასეთია ჰენრი ჩინასკი, მწერლის ალტერეგო და რომანის ანტიგმირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ამერიკის ფსკერზე გადარჩენას ცდილობს, ერთი ქალაქიდან მეორეში გადადის და თითქოს ყველანაირ სამუშაოზე თანახმაა, ოღონდ კი თავი გაიტანოს. ცხოვრებაში უკვე ასი სამუშაო ადგილი ჰქონდა მოვლილი, თუმცა ყველას შესახებ ხომ არ დაწერდა, რამდენიმეც საკმარისი იყო, რომ ეთქვა: „ალკოჰოლური კლასის მძიმე ყოველდღიურობა აღვწერე,...
    14.95
    ფერია კარაბინით
    ავტორი: დანიელ პენაკი მალოსენების საგის მეორე ტომი, მრავალრიცხოვანი, ცოტათი შემაშფოთებელი, მაგრამ მიმზიდველი პერსონაჟებით. ამ კაფარნაუმის შუაგულში, მალოსენების ოჯახის შესანიშნავი წევრები მკითხველს კიდევ უფრო ახალისებენ. წარმოსახვითი ინტრიგის ორიგინალურობა და მრავალფეროვნება კი მოულოდნელობების მუდმივი წყაროა.
    10
    ფილოსოფია
    ავტორი : ილია ზდანევიჩი (ელიაზდი)   პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტის, მწერლის, პოეტის, მკვლევარის ილია ზდანევიჩის (ილიაზდი) ავტობიოგრაფიული რომანი „ფილოსოფია“. ილია ზდანევიჩი (დ. 21 აპრილი, 1894, თბილისი — გ. 25 დეკემბერი, 1975, საფრანგეთი) — პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, მწერალი, პოეტი, მკვლევარი.იზრდებოდა 1863 წლის პოლონეთის ამბოხების შემდეგ კავკასიაში გადმოსახლებულ პოლონელ ემიგრანტთა ოჯახში. მამა, მიხეილ ზდანევიჩი ქუთაისში ასწავლიდა ფრანგულ ენას, შემდეგ იყო გიმნაზიის დირექტორი; დედა, ვალენტინა გამყრელიძე, პიანისტი იყო. მალე ისინი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, სადაც მიხეილ ზდანევიჩი ფრანგულ ენას ასწავლიდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. თბილისში 1917 წელს პირველი კაფე-კლუბი „ფანტასტიკური სამიკიტნო“ გაიხსნა, — აქ ილია ზდანევიჩმა მეგობრებთან ერთად ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი დააარსა, მანვე კაფის კამარის მარჯვენა მხარე მოხატა. გრიგოლ რობაქიძე ილია ზდანევიჩისა და თბილისის ურთიერთობა ასე აღწერდა: „ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის სმერტ გაპპოს-ს კითხულობდა…“ ილია ზდანევიჩი 1975 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილ-სიურ-ორაჟის ქართულ სასაფლაოზე.
    12.5
    ფიქციები
    ავტორი: ხორხე ლუის ბორხესი მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი სერია: ლიტოდისეა „ფიქციები“  ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“.   კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და ორბის ტერციუსი“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, „პიერ მენარი – „დონ კიხოტის“ ავტორი“, „ ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“, „ფუნესი – მეხსიერების რაინდი“ და სხვ. მიუხედავად ფორმატის სიმცირისა, ეს მოთხრობები მკითხველზე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან სრულიად სცდება ლიტერატურის ტრადიციულ საზღვრებს და უზარმაზარი ქარბორბალის მსგავსად ერთი ხელის მოსმით გადაისვრის მკითხველს ფანტაზიისა და ფილოსოფიური განსჯის წარმოუდგენელ ორომტრიალში.
    12.9
    ფოკუსი სარკეებით
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე     "აგათა კრისტის დეტექტიური რომანი „ფოკუსი სარკეებით“ პირველად 1952 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა სათაურით„მკვლელობები სარკეებით“. იმავე წელს სახელწოდებით „ფოკუსი სარკეებით“ რომანი გამოიცა დიდ ბრიტანეთშიც. ვინ არის მის მარპლი - სათნო, წყნარი მოხუცი თუ გამოძიების გენიოსი? ამ კითხვაზე მისი საოცარი ლოგიკური აზროვნება გვიპასუხებს, როცა სთოუნგეითსში, სიყმაწვილის მეგობრის მამულში, ეშმაკურად ჩაფიქრებული მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნის."
    15.95
    ფოლადის გული
    ავტორი: ბრანდონ სანდერსონი მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: ლიბერთინს   ცაზე განსაცდელის გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები ეპიკებად _ სასტიკ, შეუბრალებელ, ბოროტ არსებებად _ გარდაისახნენ. შეერთებული შტატების ხელისუფლება დანებდა. ქალაქებს ეპიკები დაეპატრონნენ! ახლა ნიუკაგო ბოროტი და დაუმარცხებელი ეპიკის _ ფოლადის გულის სამფლობელოა. დიდი ტრანსმუტაციის შემდეგ მან ძველი ქალაქი ფოლადად გადააქცია, მისმა ხელქვეითებმა კი მზე დააბნელეს.
    14.95
    ფოსტა
    ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი სერია:  დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი:ქეთი ქანთარია ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სი, ჩარლზ ბუ­კოვ­სკი (1920-1994) მრა­ვა­ლი რო­მა­ნის, მოთ­ხრო­ბი­სა და ლექ­სის ავ­ტო­რია, მაგ­რამ „ფოსტა“ – მწერ­ლის პირ­ვე­ლი ავ­ტო­ბიოგ­რა­ფიუ­ლი ნა­წარ­მოე­ბი, რო­მე­ლიც სამ კვი­რა­ში დაი­წე­რა და რომ­ლის მიძ­ღვნა­შიც ავ­ტო­რი აც­ხა­დებს: „ვა­სა­ღებ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რად და არა­ვი­საც არ ვუძ­ღვნი“ – მაინც გა­მორ­ჩეულია. წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ბუ­კოვ­სკის ალ­ტერ ეგო, ჰენ­რი ჩი­ნას­კია, რომე­ლიც ფოს­ტა­ში მუ შაობს. რო­მან­მა მწე­რალს დი­დი წარ­მა­ტე­ბა მოუ­ტა­ნა და ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ დაუმ­კვიდ­რა სა­პა­ტიო ად­გი­ლი ე. წ. „ბინ­ძუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის“ ჟან­რში. მიუ­ხე­და­ვად თხრო­ბის ხაზ­გას­მუ­ლად ნა­ტუ­რალის­ტუ­რი, ზოგ­ჯერ შო­კის მომ­გვრე­ლი მა­ნე­რი­სა, მწერ­ლის იუ­მო­რი და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ უაღ­რე­სად სა­ღი და ირო­ნიუ­ლი და­მო­კი­დე­ბულე­ბა ამ რო­მანს დაუ­ვიწ­ყარ სა­კით­ხა­ვად აქ­ცევს
    16.95
    ფოტოგრაფია
    ავტორი: სიუზენ ზონტაგი მთარგმნელი: გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება: NONFICTION   „ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა, ასე ვთქვათ, ბინდბუნდის... ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდუვალობის შეხსენებაა, memento mori. სურათის გადაღება სხვა ადამიანის (ან საგნის) მოკვდაობასთან, მოწყვლადობასთან, ცვალებადობასთან თანაზიარობაა. ამა თუ იმ ცხოვრებისეული მომენტის შერჩევითა და მისი გაქვავებით ნებისმიერი ფოტო დროის შეუქცევად დნობას ადასტურებს“.   ამერიკელი ფილოსოფოსისა და მწერლის, სიუზენ ზონტაგის (1933 – 2004) ესეების კრებული „ფოტოგრაფია“, გამოცემიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ამ თემაზე დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია (ისევე, როგორც ავტორის ბიბლიოგრაფიაში). კრებულში შესული ექვსი ესე 1973-დან 1977 წლამდე New York Review of Books-ში ქვეყნდებოდა, 1977-ში კი წიგნად გამოიცა. ეს არ არის მხოლოდ ფოტოგრაფიაზე შექმნილი თეორიული ნაშრომი, ზონტაგის თვალსაწიერი, როგორც ყოველთვის, გაცილებით ფართოა, მისი ნააზრევის სიღრმე და ორიგინალობა კი მკითხველის ხედვას სამუდამოდ ცვლის.    წიგნი გამოცემულია პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფინანსური მხარდაჭერით.
    19.95
    ფრანგული რომანი
    ავტორი:  ფრედერიკ ბეგბედერი ავტორი საკუთარი ცხოვრების რეალური დეტალებს გვიმხელს.რომანის გმირს,პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ნარკოტიკის მიღების დროს აკავებენ და მერვე რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ.ბნელ საკანში გამოკეტილს,თავს ახსენებს ფიქრები წარსულზე,თუმცა ბავშვობისდროინდელი მოგონებები არც ისე ტკბილია.ამიტომ ცდილობს,თავი დააღწიოს ამ ფიქრებს,მაგრამ..მეხსიერებაში მაინც ჯიუტად ცოცხლდება წარსული,ოჯახი,მშობლების წარმომავლობა.მიჰყვება ოჯახის გენიალოგიურ ხეს და თითქოს პირველად შლის თავისი ოჯახის ისტორიის ფურცლებს...
    14.95