santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ქვიან სანაპიროზე
    ავტორი: იან მაკიუენი მთარგმნელი:  გურამ ღონღაძე სერია: რომანები სიყვარულზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
    8.9
    ქვის ანგელოზი
    ავტორი: მარგარეტ ლორენსი მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება დიოგენეს ბიბლიოთეკა   რომანი „ქვის ანგელოზი“ კანადური ლიტერატურის კლასიკოსის, მარგარეტ ლორენსის (1926-1987) ე. წ. „მენავაკის ციკლის“ პირველი და ყველაზე ცნობილი წიგნია. მენავაკა კანადის პრერიებში მდებარე გამოგონილი პატარა ქალაქია. მას ხშირად ადარებენ ფოლკნერის იოკნაპატოფას, თავად ლორენსს კი „კანადელ ფოლკნერს“ უწოდებენ. „მენავაკის ციკლის“ წიგნები XX საუკუნის კანადური ლიტერატურის ერთგვარი ნიშანსვეტია.   „ქვის ანგელოზის“ მთხრობელი, ხანში შესული ჰეიგარი, თავისი რთული, დრამატული ცხოვრების ამბავს ჰყვება. მის მონათხრობში გარდასული ცხოვრების სურათებს აწმყო ენაცვლება ხოლმე, აწმყოში კი ჰეიგარს ერთადერთი რამ სურს - არ მოხვდეს მოხუცთა თავშესაფარში...
    17.95
    სიახლე
    ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
    ავტორი: აქრამ აილისლი სერია: აკრძალული წიგნებს თარო რომანის „ქვის სიზმრები“ გამოქვეყნების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 75 წლის მწერალს, აქრამ აილისლის, „სახალხო მწერლის“ წოდება ჩამოერთვა და მოეხსნა სახელმწიფო პენსია, რამაც 2013 წელს ბიძგი მისცა მწერლის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ კამპანიას. აზერბაიჯანის ქალაქებში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო აზერბაიჯანელი მწერლისა და მოქალაქის წიგნებს მასობრივად წვავდნენ, სახელმწიფო მედიასაშუალებებმა აილისლის მიმართ აგრესიული, ცილისმწამებლური, ღირსებისა და პატივის შემლახავი პროპაგანდა აწარმოეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს მწერლის მეუღლე და ვაჟი, პარტია „ახალი მუსავატის“ თავმჯდომარემ კი ფულადი ჯილდო დააწესა მწერლის ყურის მოჭრისთვის. მწერლის ნაწარმოებები ამოიღეს სასკოლო პროგრამებიდან, თეატრებმა კი მისი წიგნების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მოხსნეს რეპერტუარიდან. საეჭვოდ გამოაცხადეს ყველა, ვინც აილისლის უჭერდა მხარს, კავკასიის მუსლიმთა მმართველმა მას რწმენისგან გამდგარი უწოდა. არაერთხელ დააკავეს და სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საბოლოოდ, მწერალს ბაქოს დატოვება აეკრძალა. 2019 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომანის ინგლისურ ენაზე გამოცემამ მწერალს კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მას სინდისის ხმა და იმ პრობლემების გამხმოვანებელი უწოდეს, რომლებსაც აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის გზაზე, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში წააწყდა. აქრამ აილისლი არის მწერალი, რომელმაც შეძლო უმძიმეს ადამიანურ მანკიერებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასიგრძეგანება და გათავისება... „ქვის სიზმრები“ კი აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რომელმაც მწერლის შემოქმედების მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალა აავსო: ბაქოში, განჯაში, მის მშობლიურ სოფელში, მოეწყო დემონსტრაციები, რომლებზეც გმობდნენ მწერალს, აუკრძალეს მას იქ ჩასვლა, წვავდნენ მის პორტრეტებსა და წიგნებს, დედაქალაქში, მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან განუწყვეტლივ თავმოყრილები იმუქრებოდნენ და სკანდირებდნენ: „სიკვდილი აქრამ აილისლის!“, „მოღალატე!“, „აილისლი – სომეხი!“... რუსულიდან თარგმნეს სერგო წურწუმიამ და ირაკლი კაკაბაძემ
    24.95
    ქვიშის წიგნი
    ავტორი: ხორხე ლიოს ბორხესი მთარგმნელი: დოდო ყაველაშვილი სერია: ლიტოდისეა კრებული „ქვიშის წიგნი“  პირველად 1975 წელს გამოიცა და მას უკვე ასაკში შესული ავტორი  თავის საუკეთესო წიგნად მიიჩნევდა. მართლაც გასაოცარია ის ოსტატობა, დახვეწილი სტილი და ადამიანურ განცდათა ცოდნის ის უნარი, რასაც მწერალი აქ წარმოდგენილ მოთხრობებში ავლენს  
    10.9
    ქმედება
    ავტორი: სარა მანჰეიმერი მთარგმნელი: ნათია მერებაშვილი ნაწარმოებში პოეტურადაა გადმოცემული ბრძოლა ქალისა, რომელიც თავისი რეალობის დასამორჩილებლად და ცხოვრების აზრის შესაქმნელად იბრძვის. არსებობს სახლი და, რაც მთავარია ბიბლიოთეკა. მთხრობელი იუმორისტული ძიებით ცდილობს აღმოფხვრას თავისი განათლების სიმწირე, გადალახოს წიგნებისადმი გადაჭარბებული პატივისცემა და ამბივალენტური მიზიდულობა. რომანის მთავარი გმირის ცხოვრების დიდი ნაწილი „ყუების“ სამყაროს დაპყრობას ეხება.
    11.95
    ქორწინება / ზაფხული
    ავტორი: ალბერტ კამიუ მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი   "გაზაფხულზე ტიპაზაში ღმერთები ბინადრობენ და მზის გულზე, აბზინდას სურნელში დინჯად მასლაათობენ... აქ ხვდები, რომ ადამიანური დიდება სხვა არაფერია, თუ არა უფლება, გიყვარდეს თავდავიწყებით, უსაზღვროდ." ალბერ კამიუ "ქორწინება ტიპაზაში" პიესების კრებული ,,ხიდჩატეხილობა“, რომელიც ექვს სხვადასხვა დროს დაწერილ პიესას აერთიანებს. ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც თემატურად და ჟანრულად, ასევე არსობრივადაც. წიგნში წინაა წამოწეული აქტუალური თემები ქართული საზოგადოების შესახებ. ამ ნაწარმოებმა მიიღო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის პრემია "უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანისთვის" 2014 წელს.
    16.9
    ქრესი მთვარის ქრონიკა
    ავტორი:მერისა მეიერი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე სერია: ლიბერთინს   სინდერი, სკარლეტი, მგელი და კაპიტანი თორნი დევნილები არიან. ისინი ერთად აპირებენ მთვარის დედოფლის, ლევანას, დამხობას. მათი ერთადერთი იმედი ქრესია, გოგონა, რომელიც ბავშვობიდანვე უმძლავრეს სათვალთვალო აპარატურით გამოტენილ ხელოვნურ თანამგზავრზეა გამოკეტილი. ამ მისიამ ქრესი საუკეთესო ჰაკერად აქცია. სამწუხაროდ, ლევანამ მას სინდერის მოძებნა უბრძანა. სინდერი და მისი მეგობრები ქრესს ათავისუფლებენ, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. სინდერს, სკარლეტსა და ქრესს არასოდეს უოცნებიათ სამყაროს გადარჩენაზე, მაგრამ ახლა დედამიწის ბედი მათზე ჰკიდია.
    15
    ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის
    ავტორი: ნიკოს კაზანძაკისი   ნიკოს კაზანძაკისი მსოფლიო მნიშვნელობის ბერძენი მწერალია. იგი რამდენიმე რომანის ავტორია, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“. მასში აისახა ბერძნულ-თურქული ომისა (1918-1922 წწ.) და თურქების მიერ ბერძნული მოსახლეობის მცირე აზიიდან გამოდევნის რეალიები. უფლის დროინდელი იუდეის ამბები თუ ბოლშევიზმზე მითითებები მჭიდროდაა გადაჯაჭვული რომანის სიუჟეტურ ქარგასთან.   ეს თხზულება ქართველი მკითხველისთვის იმითაცაა საინტერესო, რომ რომანის ერთ-ერთი გმირი, კაპიტანი ფურტუნასი, სიკვდილის წინ ბათუმსა და იქ გატარებულ დროს იხსენებს. ეს გასაკვირი არცაა, ნიკოს კაზანძაკისი ხომ ქართველ მწერლებთან, უპირველეს ყოვლისა კი, გრიგოლ რობაქიძესთან მეგობრობდა.   1956 წელს, რეჟისორმა ჟილ დასენმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი – „ის, ვინც უნდა მოკვდეს“, 1975-1976 წლებში კი გამოვიდა ბერძნულენოვანი სერიალი, სახელწოდებით „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“.   ახალი ბერძნულიდან თარგმნა მაია კაკაშვილმა
    26.9
    ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
    „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ყველაზე სკანდალური რომანია, რომელიც ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი. ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს; „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" წინააღმდეგ ახალი ტალღა 1988 წელს აგორდა, როდესაც ეკრანზე მარტინ სკორსეზეს ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა. საბერძნეთის სასულიერო და საერო საზოგადოებამ ფილმის ბერძნული პრემიერის ჩაშლაც კი მოახერხა. ამის მიზეზი კი რომანისა და შესაბამისად, ფილმის შინაარსი გახდა.   რომანში აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო წლები და ის გზა, რომელსაც იესო გადის, რათა საკუთარ თავში ადამიანი დათრგუნოს და ღმერთი გააძლიეროს. ხეზე მომუშავე ოსტატი, რომელიც თვითონ ამზადებს ჯვრებს საიმისოდ, რომ რომაელებმა მესიის მოლოდინში მყოფი მეამბოხე ებრაელები დასაჯონ, მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია და ჯვარზეც თვითონ უნდა ავიდეს. კაცის ღმერთად ქცევის გზაზე მას უამრავი ცდუნება ელის... „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება", ისტორიულთან ერთად, ფსიქოლოგიური რომანიცაა. განსაკუთრებით საგრძნობია მასში ნიცშეანური ფილოსოფიისა და ფროიდისეული ფსიქოანალიზის გავლენა. იესოს ცხოვრების კაზანძაკისისეულმა ინტერპრეტაციამ მსოფლიო ლიტერატურაში ქრისტეს თემის ახლებურ გააზრებას დაუდო საფუძველი, რაც შემდგომში არაერთმა სხვა მწერალმა გაიზიარა, მათ შორის, ჟოზე სარამაგუმ და ერიკ-ემანუელ შმიტმა.   ახალი ბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ.
    29.95
    ღამეში მფრენნი
    ავტორი: ჯორჯ რ.რ მარტინი მთარგმელი: თამარ კოტრიკაძე სერია: პორტალი  
    17.95
    ღამის სკოლა
    ავტორი: ლი ჩაილდი მთარგმნელი: ლაშა ხეცურიანი სერია: TOP თრილერი   1996 წელი. მაიორი რიჩერი კვლავ არმიაში მსახურობს და კვლავ სახიფათო დავალება ელოდება. დილით ორდენით დააჯილდოეს, შუადღისას კი "ღამის სკოლაში" გაისტუმრეს... "კვალიფიკაციის ასამაღლებლად". კლასში, მის გარდა, კიდევ ორი "მოსწავლებელია" - გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსი. სამივეს მოსვნებას უკარგავს ერთი კითხვა - რა უნდათ "ღამის სკოლაში" პასუხსაც მალე მიიღებენ: დავალება უკიდურესად მნიშვნელოვანია - ვიღაც ამერიკელს ჰამბურგში ტერორისტები ევაჭრებიან....
    14.99
    ღვთის გლახა
    ავტორი: ნიკოს კაზანძაკისი მთარგმნელი: მაია კაკაშვილი სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა „ღვთის გლახა“ ბიოგრაფიული რომანია, რომელიც დიდი კათოლიკე წმინდანისა და ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებლის – ფრანცისკე ასიზელის შესახებ გვიამბობს. დიდ ბერძენ მწერალს მუდამ აინტერესებდა ის პიროვნებები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით ეპოქა შექმნეს. ამდენად, გასაკვირი არ არის მისი დაინტერესება ფრანცისკე ასიზელის ცხოვრებით. რომანში სისხლსავსედ არის გადმოცემული მე-13 საუკუნის იტალია. ვეცნობით იმ დროს ახლად ჩამოყალიბებულ ბერთა ორდენებს და მათ შორის არსებულ განსხვავებებს. თხზულება გაჯერებულია როგორც ქრისტიანული, ისე აღმოსავლური სწავლებებითა და იგავებით. რომანში ვხვდებით იტალიელებსა და სარკინოზებს, დიდებულებსა და ჯვაროსნებს, რომის პაპს, სულთანსა და იერუსალიმის ქრისტიან მეფეს, მრავალ ღირსეულსა და უღირს პერსონაჟს.
    34.95
    სიახლე
    ღიმილი
    ავტორი: სიუზან კრეიგ-ვაიტოკი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი სერია: გაკვეთილების შემდეგ საკითხავი   ლიტერატურული პრემიების მფლობელმა კანადელმა მწერალმა სიუზან კრეიგ-ვაიტოკმა ცხოვრების დიდი ნაწილი საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობას მიუძღვნა და ოც წელზე მეტხანს იყო ონტარიოს უმაღლესი სასწავლებლის ინგლისური ენის პედაგოგი. ოთხი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორი კრეიგ-ვაიტოკი მთავარი რედაქტორია კანადაში დაფუძნებული ონლაინ ლიტერატურული ჟურნალის „DarkWinter”.   „ღიმილი“ მოზარდების ცხოვრებისეულ გამოწვევებზე გვიყვება. წიგნის მთავარ პერსონაჟ კას უილსონს დალხენილი ცხოვრება არ აქვს. ჯერ 16 წლის არ არის და უკვე უამრავი პასუხისმგებლობა აწევს ტვირთად. მამა ხუთი წლის წინ გარდაეცვალა და დედის დასახმარებლად გაკვეთილების შემდეგ ხან სავაჭრო ცენტრში მუშაობს, ხანაც სახლში მარტოდ დარჩენილ ძმას უვლის. პირადი პრობლემებიც არ აკლია – თანაკლასელები აწუხებენ, თანაც ვერ აურჩევია, სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესიას მოჰკიდოს ხელი.   ერთ საღამოს კასი შეიტყობს, რომ დედას შეყვარებული ჰყოლია და თავს მოტყუებულად ჩათვლის. გადაწყვეტს თავის სურვილებზე უარი აღარ თქვას. მალე კასის ცხოვრებაში ახალი ადამიანები ჩნდებიან და ეხმარებიან იმის გამორკვევაში, თუ ვინ არის თვითონ და რა ხდის ბედნიერს.  
    25
    ღიმილის მტვერი
    ავტორი: მარი მეტრაიე მთარგმნელი: დავით აკრიანი   ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს. ეს კაცი - ქალია. ალბათ რაღაც ძალაა ჩემში, რამაც შემაძლებინა, არ წავქცეულიყავი მაშინაც კი, როცა თავს დაცემულად ვგრძნობდი. აუცილებელი იყო კვლავ წელში გამართვა, თუმცა ყოველ წამს შეიძლებოდა დავმსხვრეულიყავი. არ მწამს რომელიღაც მოანგარიშე ღმერთის მიერ გამოტანილი სასჯელების. ჩვენვე ვართ საკუთარი თავის მსაჯული. ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ბედისწერის მიღება, რაც სულაც არ ნიშნავს პასიურობას, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს ჩვენი ეგოს წაშლით ჩვენივე შინაგანი კონტინენტების კვლევის კვალდაკვალ, სხეულისა და სულის მოთხოვნილებათა ჰარმონიული დაკმაყოფილებით. ჩემი ცხოვრება გაფლანგულად არ მესახება: აი, ერთადერთი უეჭველობა, რომელსაც ვფლობ. იმის სწავლით, თუ როგორ იცხოვროს თავის მოტყუებისა და ყოყოჩობის გარეშე, სრული სიწრფელის მდგომარეობაში, - ყოველი ადამიანი ჭეშმარიტებაში ივანებს. რაღაც მომენტიდან მარტომ უნდა იარო, დატოვო ყველა მშველელ-დამხმარე. ეს სიმწიფის ნიშანია, თან, სწორედაც, სულიერი სიმწიფის.   ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს. ეს კაცი - ქალია. ალბათ რაღაც ძალაა ჩემში, რამაც შემაძლებინა, არ წავქცეულიყავი მაშინაც კი, როცა თავს დაცემულად ვგრძნობდი. აუცილებელი იყო კვლავ წელში გამართვა, თუმცა ყოველ წამს შეიძლებოდა დავმსხვრეულიყავი. არ მწამს რომელიღაც მოანგარიშე ღმერთის მიერ გამოტანილი სასჯელების. ჩვენვე ვართ საკუთარი თავის მსაჯული. ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ბედისწერის მიღება, რაც სულაც არ ნიშნავს პასიურობას, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს ჩვენი ეგოს წაშლით ჩვენივე შინაგანი კონტინენტების კვლევის კვალდაკვალ, სხეულისა და სულის მოთხოვნილებათა ჰარმონიული დაკმაყოფილებით. ჩემი ცხოვრება გაფლანგულად არ მესახება: აი, ერთადერთი უეჭველობა, რომელსაც ვფლობ. იმის სწავლით, თუ როგორ იცხოვროს თავის მოტყუებისა და ყოყოჩობის გარეშე, სრული სიწრფელის მდგომარეობაში, - ყოველი ადამიანი ჭეშმარიტებაში ივანებს. რაღაც მომენტიდან მარტომ უნდა იარო, დატოვო ყველა მშველელ-დამხმარე. ეს სიმწიფის ნიშანია, თან, სწორედაც, სულიერი სიმწიფის.  
    12
    ყვავების ექვსეული
    ავტორი: ლი ბარდუგო მთარგმნელი:ბექა არაბული სერია:ლიბერთინს კეტერდამში რასაც გინდა იყიდი, თუ კარგი გადამხდელი ხარ! ყველაზე უკეთ ეს კაზ ბრეკერმა იცის. და მას ეძლევა შანსი - წარმოუდგენლად გამდიდრდეს, თუკი ქურდობას ჩაიდენს და სიკვდილს გადაურჩება. თუმცა, ყვავების ექვსეულის გარეშე, ის ვერაფერს შეძლებს. შურისძიებას მოწყურებული კატორღელი მარჯვე მსროლელი შინიდან გაქცეული ლანდად ცნობილი ჯაშუში გულმოქმედი, რომელიც გადასარჩენად მაგიას იყენებს ქურდი, რომელსაც საუკეთესოდ გამოსდის გაქცევა ყველასგან უარყოფილი ექვსი სახიფათო ადამიანი და ერთი შეუძლებელი საქმე. კაზის გუნდი შესაძლოა სამყაროსა და განადგურებას შორის აღმოჩნდეს, თუკი მანამდე ყვავები ერთმანეთს არ დახოცავენ.  
    18.95
    ყველა ბიჭს რომლებიც მყვარებია
    ავტორი: ჯენი ჰანი მთარგმნელი: ბექა არაბული სერია: ლიბერთინს   16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს _ წერილი სულ ხუთი ცალია, იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა. სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი,სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა, უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა და რომ ამქვეყნად ოჯახი ყველაფერზე მთავარია
    14.95
    ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს
    ავტორი: ჟან-პოლ დიუბუა სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ნინო თურქესტანიშვილი პოლ ჰანსენი მონრეალის პროვინციულ ციხეშია გამოკეტილი - პირქუშ და თითქოს სულიერ არსებაში. ახლა მისი ცხოვრება შმორის სუნისგან, სისასტიკისა და სასოწარკვეთილებისგან შედგება. ამიტომაც ხშირად წარსულ აფარებს თავს - იმ დროს, როცა ბედნიერი იყო თავის ლამაზ ინდიელ ცოლსა და საყვარელ ძაღლთან ერთად; იმ დროს, როცა დედა ჰყავდა, ძალიან ლამაზი, ესთეტი ქალი, და მამა, დანიელი პასტორი, რწმენის ურწმუნო ტყვე; როცა გულღია, კეთილი ადამიანი იყო და ერთ დღესაც სხვების უგულობამ დანაშაულამდე მიიყვანა.
    14.95
    ყველაზე იღბლიანი გოგონა
    ავტორი: ჯესიკა ნოლი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: TOP თრილერი   ანი ფანელი წარმატებული გოგონაა. თავს იწონებს პრესტიჟული სამსახურით, მდიდრული გარდერობითა და სიმპათიური, არისტოკრატი საქმროთი. თუმცა არსებობს წარსული: ანი ბრედლის სკოლის მოსწავლეა − ლაღი და ბედნიერი, მაგრამ განგებამ დიდი განსაცდელი მოუმზადა − საქვეყნო შეურაცხყოფა და დამცირება! თუმცა გოგონამ იმ წარსულშივე გადაწყვიტა და მოახერხა კიდეც საკუთარი თავისა და ცხოვრების შეცვლა და ახლა სულ ახლოსაა იმ იდეალურ ცხოვრებასთან, რომლისთვისაც ბევრი იშრომა. მაგრამ საიდუმლო არ გამქრალა, ის პირადული და მტკივნეულია და თუ გამჟღავნდა, ყველაფერს წალეკავს და გაანადგურებს!  
    13
    ყველაფერი იწყება ჩვენით
    ავტორი: კოლინ ჰუვერი მთარგმნელი:ნათია ჩუბინიძე სერია: წლის ბესტსელერი "ყველაფერი მთავრდება განქორწინებით, თუ ქალის მეხსიერება და დღიური ასეთ შემთხვევათა სიას ინახავს: სილა გამაწნა სიცილის გამო; კიბიდან დამაგორა; ისე მცემა, რომ ნაკერები დამადეს; ჩემზე ძალადობა სცადა... მაგრამ განქორწინებით ყოველთვის როდი მთავრდება ქალისთვის განსაცდელი: ერთ მხარეს დგას მოძალადისგან საფრთხის მოლოდინი, მეორე მხარეს _ ახლებურად ცხოვრების წყურვილი; ორივე შემთხვევის ფონი კი შიშია. ...და როცა ლილი რისკავს და, ამ შიშის მიუხედავად, ირჩევს თავისუფლებასა და სიყვარულს, ეს მისი მხრიდან არის გაბედული და თამამი გზავნილი ყველა ქალისთვის, რომ ყველაფერი იწყება ჩვენით! "
    16.95
    ყველაფერი მთავრდება ჩვენით
    ავტორი:  კოლინ ჰუვერი მთარგმნელი:  ნათია ჩუბინიძე სერია: წლის ბესტსელერი   "როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი! "
    16.95
    ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
    ავტორი: ჩინუა აჩებე სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ   „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ ეპოქალური ნიგერიელი მწერლის, ჩინუა აჩებეს მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი რომანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი აღიარება ხვდა წილად. ეს ნაწარმოები დღემდე აუცილებელ სასწავლო ტექსტადაა მიჩნეული როგორც აფრიკის კონტინენტის, ისე ინგლისურენოვანი ქვეყნების სკოლებსა და უნივერსიტეტებში. წიგნი თარგმნილია ორმოცდაჩვიდმეტ ენაზე და ამ დრომდე გაყიდულია ოც მილიონზე მეტი ეგზემპლარი.   რომანში პირუთვნელად, შეულამაზებლადაა აღწერილი ნიგერიული ტომის ცხოვრება მე-19 საუკუნის მიწურულს, კოლონიზაციამდე, და მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელებმა ამ მხარეში დადგეს ფეხი. წიგნი, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა – ორი წლით ადრე, ვიდრე ნიგერია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა – სრულადაა დაცლილი კოლონიამდელი ეპოქის გაიდიალებისგან და გვიხატავს სამყაროს, რომლისთვისაც ძალადობა, ომი და გაჭირვება უცხო არ არის, თუმცა ამასთან, გაჯერებულია ტრადიციების, რიტუალების, რწმენა-წარმოდგენებისა და სოციალური ურთიერთგაგების ძლიერი განცდით. რომანში აღწერილია ერთი ადამიანის, იბოს ტომის წარჩინებული, ძლევამოსილი და უშიშარი მებრძოლის – ოკონკვოს ქარიშხლიანი, ტრაგიკული ცხოვრება და ბრძოლა იბოს ტომის ტრადიციების გაუფასურებათა ყოველი მცდელობის წინააღმდეგ – მათ შორის გაორებულ თანატომელთა წინააღმდეგაც.     „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ კოლონიზაციის პროცესის მუქი საღებავებით დახატვის გამო მალაიზიისა და ნიგერიის მთავრობებმა აკრძალეს. მართალია, აშშ-ში წიგნი ოფიციალურად არასდროს აკრძალულა, თუმცა 2012 წელს გასაჩივრდა წიგნში შესული რასისტული ელემენტების გამო.
    21.95
    ყველგან ხანძრის კერებია
    ავტორი: სელესტ ინგი მთარგმნელი: ანა ნემსიწვერიძე სერია: წლის ბესტსელერი   ”ყველგან ხანძრის კერებია“ მოგვითხრობს საიდუმლოების წონაზე, ხელოვნებისა თუ იდენტობის ბუნებაზე, დედობის ძალასა და იმ საფრთხეზე, რომელიც ახლავს რწმენას, რომ წესებით ცხოვრება კატასტროფას აგარიდებს. გადაღებულია სერიალი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით.
    16.95
    ყვითელი ველოსიპედი
    ავტორი: გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო   გაბრიელ ნაპოლეონ ელბანოს ,,ყვითელი ველოსიპედი" ერთგვარი კინო-რომანია, გამოკვეთილი და დასამახსოვრებელი კინო-გმირებით. რომანის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მწერალი, ალესანდრო ბონარდი პოლიტიკური ვითარებისა და დევნის გამო ტოვებს ქვეყანას და ემიგრაციაში მიდის. მოქმედება იტალიაში ხდება, თუმცა ქართველი მკითხველი ბევრ ნაცნობსა და ახლობელს აღმოაჩენს, უახლოესი ისტორიიდან. გარდა პოლიტიკური ხაზისა, მნიშვნელოვანია დიდი სიყვარულის ამბავი, რომელსაც ეძღვნება წიგნი. რომანში გამოყენებულია რეალური სასიყვარულო წერილები, რომელიც ერთ-ერთი პერსონაჟის პირადი არქივიდანაა. წერილების მსგავსად პერსონაჟებიცა და ამბებიც რეალურია და ავტორის ფანტაზიის ერთ მთლიანობად ქცეული.
    12
    სიახლე
    ყვითელი ნახევარმზე
    ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი მთარგმნელი: ანი კოპალიანი სერია: აკრძალული წიგნების თარო გამომცემლობა: ინტელექტი „მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით“ – ასე ჰქვია რომანს, რომელსაც ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი წერს. მთელი განვითარებული მსოფლიო, ცივილიზებული დასავლეთი შეთანხმებულად არიდებდა თვალს, როგორ იხოცებოდნენ ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა 1967-70 წლებში, ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს, იხოცებოდნენ კოლონიზატორი სახელმწიფოების ბომბდამშენებით, ნაღმებით, ტყვიებით, შიმშილით... ეს არის რომანი ომისეული და ცხოვრებისეული ბრძოლების შესახებ. ცნობილი ნიგერიელი მწერალი, ჩინუა აჩებე, წიგნის ახალგაზრდა ავტორს გრძნეული ორაკულების შთამომავალს უწოდებს, მართლაც, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი დიდი ოსტატობით ხატავს ომისა და მშვიდობის მონუმენტურ სურათს და დაგვიანებით, მაგრამ მაინც ახერხებს მრავალწლიანი გულგრილობის შერყევას, მსოფლიოს წინაშე ბიაფრის – სამწლიანი ოცნებისა და ეფემერის სახელმწიფოს – გამოსარჩლებას. ბიაფრა, რომლის სიმბოლოც ყვითელი ნახევარმზე გახლდათ, ერთიანმა ნიგერიამ „გადაყლაპა“, ხოლო „ყვითელი ნახევარმზის“ მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი კი 2013 წელს აკრძალა ნიგერიის მთავრობამ.
    36.95