santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ყინულის დრაკონი
    ავტორიჯორჯ რ. რ. მარტინი მთარგმნელიირაკლი სულაძე სერია: ლიბერთინს   ყინულის დრაკონის ძალასა და დიდებულებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.უხსოვარი დროიდან მოყოლებული,ვერავინ შეძლო მისი მოთვინიერება.და აი, საუკუნეებგამოვლილი,ბრძოლებგადატანილი შემზარავი ურჩხული ჯორჯ რ. რ. მარტინის მიერ შექმნილ სამყაროსაც დაემუქრა,გადაუფრენს მას და შიშის ზარს დასცემს ადამიანებს.ყველა ემალება მის რისხვას,ყველას ზარავს მისი დანახვა!მხოლოდ ერთი პატარა გოგონა ელოდება მოუთმენლად ურჩხულთან შეხვედრას,ეს ადარაა,იმ სოფლის მკვიდრი,რომელიც დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით იფარება...
    12
    ყირგიზი ჩამოდის ცხენიდან
    ავტორი: კაპუშცინსკი რიშარდ უამრავი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელის, ორჯერ ნობელის პრემიის ნომინანტის, პოლონელი მწერლისა და ჟურნალისტის, რიშარდ კაპუშცინსკის წიგნი დააინტერესებს მკითხველს, რომელსაც სურს, სხვისი თვალით დაინახოს გარემომცველი სამყარო. ტექსტში მოთხრობილია გასაბჭოებული ხალხების შესახებ, რომლებიც უკვე 50 წელია კომუნისტური წნეხის ქვეშ ცხოვრობენ, თუმცა მაინც ახერხებენ, შეაინარჩუნონ თვითყოფადობა.
    8.9
    ყმაწვილი
    ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: ციალა ჩხეიძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    23.95
    ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა
    ავტორი: რობერტ მუზილი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 - 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. ინტერნატში სასწავლებლად გამგზავრებულ, მარტო დარჩენილ ტერლესს ახალი საყრდენი და ემოციები სჭირდება. პირველ ვნებებს სირცხვილისა და სიამოვნების მტანჯველი შეგრძნებებიც ახლავს თან. ტერლესი აღმოაჩენს, რომ ინტერნატის ერთ-ერთი მოწაფის მიმართ აქამდე უცნობ ლტოლვას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მოზარდის მელანქოლიური, არავისკენ მიმართული უმიზნო მგრძნობიარობაა, რომელსაც საბაბი სჭირდება ჯებირების გასანგრევად. რა ბედი ეწევა ტერლესს, რომლის თვითგამორკვევის რთული პროცესი სასტიკ, ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს? რა შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს მას, როცა თანატოლ მოძალადეებს დაუპირისპირდება? და გაითავისებს თუ არა მოსაზრებას, რომ „სამყაროს დიდებულ მექანიზმში ზოგი ადამიანის არსებობა შემთხვევითი და გაუთვალისწინებელია“? 1966 წელს გერმანელმა რეჟისორმა ფოლკერ შლენდორფმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ახალგაზრდა ტერლესი“.  
    15.95
    ყოველი მათგანის ამბავი
    ავტორი: ლეონარდ  კოენი  თარგმანი: გურამ ღონღაძე   მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტული რომანი, „ყოველი მათგანის ამბავი“, კლასიკური ეროტიკული ტრაგედიაა. ის ერთდროულად სასაცილო, შემაძრწუნებელი და ამაღელვებელია. „ყოველი მათგანის ამბავი“ კოენს წარმოგვიდგენს, როგორც მისტიკურ მთხრობელს და იშვიათი წარმოსახვის მქონე მწერალს. კოენის მგზნებარე პროზა სექსუალობისა და რწმენის სარისკო კავშირზე გვიყვება, რაც არასდროს არის მოსაწყენი.
    20.9
    ყორნალი
    ავტორი:გრიგოლ აბაშიძე   ისტორიული რომანი.
    15
    ფასდაკლება
    ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
    ავტორი: მილან კუნდერა სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ - მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი - 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს.
    11.67 17.95
    შაგი ბეინი
    ავტორი: დაგლას სტუარტი მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე   „შაგი ბეინი“ შოტლანდიელი მწერლის, დაგლას სტიუარტის სადებიუტო რომანია. ნაწარმოებმა გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა და მკითხველთა აღიარება. მას ლიტერატურის უამრავი მოყვარული მიიჩნევს თანამედროვე კლასიკად. 80-იანი წლების გლაზგოში მცხოვრები აგნეს ბეინი, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ იმჩნევს, ხვდება, ყველაფერში ხელი მოეცარა. მომხიბვლელი ქალი, რომელიც მუდამ ოცნებობდა მშვიდ და მხიარულ ცხოვრებაზე, საკუთარ, ეზოიან სახლზე, მოყვარულ ქმარ-შვილსა და მიმზიდველ ნივთებზე, სანაცვლოდ ქმარმა მიტოვებული მაღაროს გარშემო დასახლებულ პირქუშ, მიყრუებულ უბანში საცხოვრებლად წაიყვანა. მერე კი თავადაც ამ უღმერთო ადგილას მიატოვა. რუხ სიცარიელეში ჩაძირული აგნესი შვებას სასმელში პოულობს და თანდათანობით ყველაფერს კარგავს – ქმართან ერთად მშობლებს, შემდეგ ღირსებას, შემდეგ შვილებს… გარდა ნაბოლარა შაგისა, რომელსაც ალკოჰოლთან დაუსრულებელ და მომქანცველ ბრძოლაში დედის მარტო დატოვება არ შეუძლია.
    23.9
    შაგრენი ტყავი (საკოლექციო)
    ავტორი: ონორე დე ბალზაკი სერია: მინი წიგნების კოლექცია
    14.95
    შაგრენის ტყავი
    ავტორი: ონორე დე ბალზაკი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: გერონტი ქიქოძე   „შაგრენის ტყავის" იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც - დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას, რეალურსა და წარმოსახულს შორის. ამ წინააღმდეგობას რაფაელ დე ვალენტინი შაგრენის ტყავის თილისმით ებრძვის. შაგრენის თილისმამ რაფაელში გააღვიძა სატანა, რომელიც მზად არის, მთელ კაცობრიობაზე იძიოსს შური. რაფაელი სიღარიბემ, გამდიდრების დაუოკებელმა ჟინმა, ლამაზ ქალებსა და უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებამ მიიყვანა ეშმაკის საკურთხეველთან
    14.95
    შაგრენის ტყავი / მოთხრობები
    ავტორი: ონორე დე ბალზაკი მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია შაგრენის ტყავი და სხვა მოთხრობები: ვენდეტა; წითელი სასტუმრო; პიერ გრასუ; უცხო შედევრი; ფაჩინო კანე; ელვერდუგო; ძმადნაფიცი; მხედართმთავრის ცოლი; პოლკოვნიკი შაბერი;
    15.95
    შავი თმა ცისფერი თვალები
    ავტორი: მარგერიტ დიურასი   უკიდურესად გამოხატული კინოენა,თხრობის ფრაგმენტული,ვიზუალური სტილი,კლასიკური პროზისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ჩვევა,თითოეული ჟესტის,მოძრაობის,ჩრდილის აღწერისა,თავად თხრობის მეტაფორულობა და ხშირად მკვეთრად თიატრალური სცენოგრაფიულობა - მხოლოდ მცირე და ზოგადი ჩამონათვალია იმ ლიტერატურული მახასიათებლებიასა,რომელიც აცბუნებს მკითხველს და წინამდებარე რომანს დაუვიწყარს ხდის."შავი თმა,ცისფერი თვალები" არის რომანი,რომელიც თითქმის პიესაა;რომანი ეგზისტენციალური რომანი,რომელიც ეროტიკულ ფილმად ქცეულა.
    6.95
    შავი პრიზმა
    ავტორი: ბრენტ უიქსი სერია: პორტალი მთარგმნელი: გიორგი გომართელი გევინ გაილი პრიზმაა, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი მსოფლიოში, კაცი, რომლის ძალას, ჭკუასა და სახელს არეული მსოფლიოს დამშვიდება შეუძლია, თუმცა პრიზმები უკვდავნი არ არიან და გაილმაც ზუსტად იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს, სიკვდილამდე კი ყველა მიზნის ასრულება უნდა მოასწროს. მაგრამ როდესაც შეიტყობს, რომ ჰყავს ვაჟი, რომელიც შორეულ სამეფოში ომის შემდეგ დაიბადა, იძულებულია, აირჩიოს - აღიაროს სიმართლე თუ შეინახოს საიდუმლო, რომლის გამჟღავნებას მისი სამყაროს დამსხვრევა შეუძლია.
    26.95
    შავი პრინცი
    ავტორი: უკანასკნელი სამყარო მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება დიოგენეს ბიბლიოთეკა ბრიტანელი მწერალი და ფილოსოფოსი აირის მერდოკი (1919-1999) სამართლიანად ითვლება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანისტად. მას მრავალი პრესტიჟული ჯილდო და ტიტული აქვს მოპოვებული. „შავი პრინცი“ აირის მერდოკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია.     ალუზიებითა და სიმბოლოებით დატვირთულ ტექსტში ბევრი რამ წარმოაჩენს მწერლის ოსტატობას: სიუჟეტური პერიპეტიები, საინტერესო სტრუქტურა, დახვეწილი ენა... თუმცა წიგნის მთავარი ღირსება ის არის, რომ მთავარი გმირების - ასაკოვანი კაცისა და ახალგაზრდა ქალის - უცნაური ურთიერთობის ამბავს ავტორი მთლიანად ცლის ბანალურობისგან და მკითხველისთვის „შავი პრინცი“ სიყვარულის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო რომანი ხდება.
    27.95
    შავი წიგნი
    ავტორი:  ორჰან ფამუქი მთარგმნელი: ნანა ჯანაშია   "ადამიანების უმრავლესობა საგ­ნების ძირითად არსს მხოლოდ იმიტომ ვერ ამჩნევს, რომ ეს არსი ცხვირწინ უდევს. ისინი მხოლოდ მეორეულ, ფარულ არსზე ამახვილებენ ყურადღებას. ამის გამო ჩემს ესეებში მთავარს პირდაპირ განგებ არ ვამბობ, მის დამალვას ვცდილობ. თავისთავად ცხადია, ვინც მოინდომებს, ამ დამალულს ბავშვივით იოლად იპოვის და დაიჯერებს. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ უმტესწილად გაზეთს ისე გადაუძახებენ ხოლმე ნაგავში, ვერც იმ აშკარა აზრს ამჩნევენ, პირდაპირ რომ წერია, და ვერც ფარულს, რომლის აღმოჩენასაც ოდნავი გონიერება და მოთმინება სჭირდება." ორჰან ფამუქი, "შავი წიგნი" ეს არის წიგნი ყველასთვის, ყველასა და ყველაფერზე. მასში ყოველი მკითხველი აღმოაჩენს რაღაცას თავისას და თავისთვის, რაზეც პასუხი მანამდე ვერსად ეპოვა. აქ ზოგი დაკარგულ სიყვარულს დაეძებს, ზოგი – საკუთარ თავს; ზოგს ეკოლოგიური პრობლემები ადარდებს, ზოგს – თვითმყოფადობის დაკარგვა; ზოგი დასავლური კინოს ძალადობას აპროტესტებს, ზოგს ოდესღაც ძლიერი ქვეყნის დაკნინება სტკენს გულს... ორჰან ფამუქის „შავი წიგნი“ ყველას ეხმიანება – ეს პრობლემები მის სამშობლოშიც ისევე აქტუალურია, როგორც ზოგადად მთელ მსოფლიოში. თუმცა ეს ის პრობლემებია, რომლებიც უბრალოდ რომანის ზედაპირზე დევს და რომელთა ამოკითხვას ზედმეტი ჩაღრმავება არ სჭირდება. სინამდვილეში ნაწარმოები არაერთი ურთულესი პლასტისგან შედგება, რომელთა აღმოჩენა და გაანალიზება მკითხველისთვის მიგვინდვია.
    15.9
    შავი წყალი
    ავტორი: ჯოის კეროლ ოუტსზე მთარგმნელ(ებ)ი: მაია გოგოლაძე სერიის დასახელება: ამერიკელები   ჯოის კეროლ ოუტსზე (1938) საუბრისას, პირველ რიგში, ამ მწერლის შემოქმედებით ნაყოფიერებას ახსენებენ ხოლმე. თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა წიგნების ხარისხი თითქმის არასდროს არის მათი რაოდენობის უკუპროპორციული - ორმოცდაათზე მეტი რომანის, მოთხრობების და ესეების ათობით კრებულის ავტორის ლიტერატურული ჯილდოების ნუსხა, მისი ბიბლიოგრაფიის მსგავსად, გრძელი და შთამბეჭდავია. რომანი ”შავი წყალი” 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. ”ჩაპაკვიდიკის ინციდენტს” ეხმიანება - 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.    
    14.95
    შავი ჭირი
    ავტორი: ალბერტ კამიუ მთარგმნელი: მზია გომელაური გამომცმელობა: აგორა ყდა: რბილი
    20
    შანტარამი
    ავტორი: გრეგორი დევიდ რობერტსი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    34.9
    შარლოტის კვალი
    ავტორი:ბრიტანი კავალარო სერია: ლიბერთინსი   ჯეიმი უოტსონს შერინგფორდში, კონექტიკუტში მდებარე მოსამზადებელ სკოლაში, გაუცხოებული მამისგან სულ ერთი საათის სავალზე, სარაგბო სტიპენდია ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს ნამდვილად არ იყო ერთადერთი სირთულე: შერინგფორდში სწავლობს შარლოტ ჰოლმსიც, ცნობილი დეტექტივის შვილთაშვილის შვილიშვილიც, რომელსაც მისი სახელგანთქმული წინაპრისგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ გენიალობა, არამედ აუტანელი ხასიათიც ერგო. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც კი ჯეიმის შარლოტზე სმენია, უმჯობესია, მისით აღფრთოვანება შორიდან გამოხატოს. ერთმანეთთან შეხვედრისას მათ შორის მუხტი იბადება. ბედისწერის მოთხოვნით, მათი მეტოქეობა ბევრად საგრძნობი უნდა ყოფილიყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი წყვილს შორის, მაგრამ როდესაც შერინგფორდელი მოსწავლე საეჭვო გარემოებებში კვდება – შერლოკ ჰოლმსის ისტორიების საუკეთესო ტრადიციების დაცვით, ჯეიმის აღარ შეუძლია განზე დგომა. ჯეიმისა და შარლოტს მკვლელობა ბრალდებათ და მისი გაბათილება მხოლოდ შარლოტს შეუძლია. საფრთხე თანდათან იზრდება, უსაფრთხო გარემო აღარსადაა და სანდოდ მხოლოდ ერთმანეთიღა რჩებათ.  
    14
    შემოდგომა
    ავტორი: ალი სმითი მთარგმნელი:ლელა დუმბაძე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
    11.9
    შენ
    მთარგმნელი:  ანა ჭიჭინაძე სერია: TOP თრილერი ამერიკელმა მწერალმა კეროლაინ კეპნესმა 2014 წელს გამოაქვეყნა რომანი სახელწოდებით You, რომელიც მალევე ბესტსელერი გახდა და მისი მიხედვით ნეტფლიქსმა ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია გადაიღო. წიგნისა და სერიალის მთავარი გმირი ფსიქოპატი ჯო გოლდბერგია, რომელმაც მრავალი მკითხველისა მაყურებლის   ყურადღებით იყავით! უცნობებს არ დაელაპარაკოთ. ახალგაცნობილ სიმპათიურ ახალგაზრდას სახლში ნუ გაჰყვებით. სასიყვარულო სამკუთხედს ერიდეთ. მეგობრის უცნაურ შეყვარებულს ნუ გამოიწვევთ. თქვენი შეყვარებულის ბინის ჩხრეკას ნუ დაიწყებთ. სხვის დღიურებსა და წერილებს ნუ წაიკითხავთ. მათ ეს რჩევები არ გაითვალისწინეს, ისე შეაბიჯეს წიგნის მაღაზიაში... დიახ, ამ წიგნში ყველა საშინელება წიგნის მაღაზიიდან იწყება, მაგრამ თქვენ იქ მაინც იარეთ... დიახ, წიგნის მაღაზიებში აუცილებლად იარეთ! ეს წიგნი ხომ იქ გელოდებათ!
    15.95
    შენ
    ავტორი: კეროლაინ კეპნესი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: TOP თრილერი   ყურადღებით იყავით! უცნობებს არ დაელაპარაკოთ. ახალგაცნობილ სიმპათიურ ახალგაზრდას სახლში ნუ გაჰყვებით. სასიყვარულო სამკუთხედს ერიდეთ. მეგობრის უცნაურ შეყვარებულს ნუ გამოიწვევთ. თქვენი შეყვარებულის ბინის ჩხრეკას ნუ დაიწყებთ. სხვის დღიურებსა და წერილებს ნუ წაიკითხავთ. მათ ეს რჩევები არ გაითვალისწინეს, ისე შეაბიჯეს წიგნის მაღაზიაში... დიახ, ამ წიგნში ყველა საშინელება წიგნის მაღაზიიდან იწყება, მაგრამ თქვენ იქ მაინც იარეთ... დიახ, წიგნის მაღაზიებში აუცილებლად იარეთ! ეს წიგნი ხომ იქ გელოდებათ!
    15.95
    შენი სახელი დამიძახე
    ავტორი: ანდრე ასიმანი მთარგმნელი: გურამ ღონღაძე სერია: რომანები სიყვარულზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    12.9
    შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი
    ავტორი: ართურ კონან დოილი სერია: იკითხე კლასიკა   "მსოფლიოს უყვარს ის! 1887 წელს, პირველად რომ ახსენეს, იმ დროიდან მოყოლებული უყვარს! მკითხველები დღემდე სწერენ წერილებს, მწერლები მისი თავგადასავლის გაგრძელებას ცდილობენ, კინორეჟისორები დღემდე ახალ-ახალი სახით აცოცხლებენ ეკრანზე, არტისტები კი ისევ ხატავენ და აქანდაკებენ! მის სახელზე მუზეუმები, ”საზოგადოებები“ და ”კლუბები“ იქმნება, გინესის რეკორდების წიგნში კი წერია, რომ ერთადერთი ლიტერატურული პერსონაჟია, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე უცვლელად მკვიდრობს მსოფლიოს ხალხთა ცხოვრებასა და ენაში. ასე რომ, შერლოკი ცოცხალია! მიჰყევით დანაშაულის კვალს მასთან ერთად და გახსენით გაუხსნელი საქმეები! თავგადასავალი გრძელდება! "
    13.95