santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • სოფის არჩევანი
    ავტორი: უილიამ სტაირონი მთარგმნელი: ლალი გოგაძე   როგორია ქალი – საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე – რომელიც აიძულეს ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის დამღით, ნიუ-იორკის ქუჩაში ორ საყვარელთან ერთად მომავალი? დაბოლოს, როგორია ქალი, რომელიც მუდამ ირჩევს ორიდან ერთს... როგორი იქნებოდით თქვენ მის ადგილას, რას აირჩევდით?.. წაიკითხეთ „სოფის არჩევანი“, ტყუილად არ უწოდებიათ მისთვის „დალოცვილი რომანი. ღვთაებრივი რომანი. ყოვლისშემძლე რომანი“.
    24.95
    სოფის სამყარო
    ავტორი: იუსტაინ გორდერი მთარგმნელი: დავით აკრიანი; ნოდარ მანჩხაშვილი „სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და, ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.
    19.9
    სპილოებს ყველაფერი ახსოვთ
    ავტორი: აგათა კრისტი   "რომანი ”სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ აგათა კრისტიმ 1972 წელს დაწერა და გამოსცა. ეს არის უკანასკნელი დეტექტივი სახელგანთქმულ მაძებარზე, ერკიულ პუაროზე (რომანი ”ფარდა“, რომელშიც მაძებარი იღუპება, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს დაიწერა, მაგრამ მწერალმა მოგვიანებით მკითხველის საყვარელი გმირი ”გააცოცხლა“). ამჯერად პატარა ბელგიელს ორმაგი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს თავის დიდი ხნის მეგობართან, მწერალ არიადნა ოლივერთან ერთად. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ."
    15.95
    სტამბოლელი ნაბიჭვარი
    ავტორი: ელიფ შაფაქი თარგმანი: ეკატერინე მაჩიტიძე ელიფ შაფაქის რომანში "სტამბოლელი ნაბიჭვარი" მოთხრობილია ორი ოჯახის, თურქებისა და სომხების ისტორია. ჩახმახჩიანების ოჯახი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, 1915 წლის სომხების გენოციდის მსხვერპლია. იმ სისხლიანმა დროებამ ისინი დევნილად აქცია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ჯერაც არ მოშუშებიათ ჭრილობები, მაგრამ ჰგონიათ, სამუდამოდ დააღწიეს თავი თურქეთს, სტამბოლს, ჰგონიათ...
    13.95
    სტამბოლელი ნაბიჭვარი
    ავტორი: ელიფ შაფაქი სერია: წლის ბესტსელერი მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტაძე ელიფ შაფაქის რომანში "სტამბოლელი ნაბიჭვარი" მოთხრობილია ორი ოჯახის, თურქებისა და სომხების ისტორია. ჩახმახჩიანების ოჯახი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, 1915 წლის სომხების გენოციდის მსხვერპლია. იმ სისხლიანმა დროებამ ისინი დევნილად აქცია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ჯერაც არ მოშუშებიათ ჭრილობები, მაგრამ ჰგონიათ, სამუდამოდ დააღწიეს თავი თურქეთს, სტამბოლს, ჰგონიათ...
    14.95
    სტამბოლი, სტამბოლი
    ავტორი: ბურჰან სონმეზი რომანი მოგვითხრობს ორი კვადრატული მეტრის საკანში ჩამწყვდეული ოთხი პატიმრის ცხოვრებას, რომლებიც წამებიდან წამებამდე ცდილობენ ერთმანეთი სახალისო ამბების მოყოლით გაამხნევონ.
    6.6
    სიახლე
    სტოუნერი
    ავტორი:ჯონ უილიამსი მთარგმნელი: ნინო თევზაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა    ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ ედუარდ უილიამსი (1922-1994) ლიტერატურულმა სამყარომ XXI საუკუნის დასაწყისში თითქოს თავიდან აღმოაჩინა, როდესაც ხელახლა გამოიცა მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი „სტოუნერი“. ეს უცნაური ბედის ნაწარმოები ამერიკელი მკითხველის უსაყვარლეს წიგნად იქცა, მერე კი თანდათან გაარღვია სივრცე და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ლიტერატურის მოყვარულთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა.  ეს არის წიგნი სიყვარულზე, ოცნებებზე, იმედგაცრუებაზე, რწმენაზე, პრინციპების ერთგულებაზე, მეგობრობაზე, პასუხისმგებლობაზე, მთავარი გმირის ბედს, მის გზას, ცოლთან, შვილთან, მეგობრებსა თუ მეტოქეებთან ურთიერთობას კი ლიტერატურის უდიდესი სიყვარული განსაზღვრავს.    ფერმერის ოჯახში დაბადებული უილიამ სტოუნერი უარს ამბობს მშობლიურ სახლში დაბრუნებაზე და უნივერსიტეტში რჩება მასწავლებლად. შექსპირის შემოქმედებით შთაგონებული სწორედ ლიტერატურის დახმარებით ახერხებს გაუმკლავდეს სიძნელეებს, გადადგას თამამი ნაბიჯები, იპოვოს საკუთარი თავი და არ შეუშინდეს სიკვდილს, რადგან მხოლოდ ლიტერატურას შეუძლია, ადამიანს მრუმე სამყაროში სინათლე დაანახვოს.
    24.95
    სული რომ ამომდიოდა
    ავტორი:უილიამ ფოლკნერი ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა   ამ წიგნის წერას ფოლკნერმა მხოლოდ ექვსი კვირა მოანდომა. წერდა ღამღამობით, საქვაბეში მუშაობის დროს. თავად აღნიშნავს, სანამ პირველ სიტყვას დაწერდა, უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა ბოლო წინადადება. „წერის დაწყებამდე გულში ასე ვთქვი, – ამ წიგნზე ვამყარებ მთელ ჩემს იმედს, ან გავიტან ლელოს, ან ჩავფლავდები და ჩემ დღეში საწერ-კალამს აღარ გავეკარები-მეთქი“. ეს არის რომანი სიცოცხლისა და სიკვდილის აუხსნელ ფენომენზე, კვდომისა და ხელახლა შობის უწყვეტ ციკლზე და იმ მოგზაურობაზე, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე გადის და წინაპრებთან გვაბრუნებს.
    19.95
    სულიერება ხელოვნებაში
    ავტორი: ვასილი კანდინსკი გერმანულიდან თარგმნა ლულუ დადიანმა სერია:  MAGNUM OPUS   ექსპრესიონისტი მხატვარი, გრაფიკოსი, აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელოვნების თეორეტიკოსი ვასილი კანდინსკი დაიბადა რუსეთში 1866 წელს, თუმცა სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი მან უკრაინაში, გერმანიასა და საფრანგეთში გაატარა.   სწორედ გერმანიაში, 1910 წელს დაიწერა და 1912 წელს კი გამოიცა მისი წიგნი „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“, რომელსაც. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის დაწერიდან საუკუნეზე მეტია გასული, დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა, როგორც ხელოვნებათმცოდნეობის ფუნდამენტურ ტრაქტატს.   ეს წიგნი, გარდა იმისა, რომ სახელმძღვანელო და სამაგიდო წიგნია ხელოვნებათმცოდნეებისა და მხატვრებისთვის, ხელოვნების მოყვარულ ყველა ადამიანს დააინტერესებს. ამიტომ ამ წიგნის ქართული თარგმანი დიდი საჩუქარია ქართველი მკითხველისათვის.
    15.95
    სულიერი ძმა
    ავტორი: დავიდ დიოპი   მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი რომანი „სულიერი ძმა“ მოგვითხრობს ორი მეგობრის, ორი სენეგალელი მეომრის, ალფა ნდიაისა და მადემბა დიოპის გასაოცარ თავგადასავალზე. ისინი პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ იბრძოდნენ. დავიდ დიოპი დედით ფრანგი და მამით სენეგალელი მწერალი და ფრანგულენოვანი აფრიკული ლიტერატურის სპეციალისტია. იგი 1966 წელს დაიბადა პარიზში. ხუთი წლისა საცხოვრებლად დაკარში გადაიყვანეს და ბავშვობის უდიდესი ნაწილი სენეგალში გაატარა. 18 წლისა საფრანგეთში დაბრუნდა სასწავლებლად და სორბონის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა XVIII საუკუნის ფრანგული ლიტერატურის საკითხებზე. 1998 წლიდან დღემდე დავიდ დიოპი ცხოვრობს ქალაქ პოში და ამ ქალაქის უნივერსიტეტის პროფესორია. წერა მან 1989 წლიდან დაიწყო. წინამდებარე რომანი 2018 წელს გამოქვეყნდა. 2021 წელს მან ბუკერის საერთაშორისო პრემია მიიღო და არაერთ ენაზე ითარგმნა. მწერლისთვის შთაგონების წყარო გახდა მისი ფრანგი დიდი პაპა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.  
    10.9
    სულის მოთქმა / მადლობა ცეცხლისთვის
    ავტორი:  მარიო ბენედეტი მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი სერია: ლიტერე ინვენტე   „სულის მოთქმა“ შუახნის ქვრივი მამაკაცის ერთფეროვან, უსიხარულო ცხოვრებაში თითქმის დაუჯერებელი რამ ხდება_მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული, რომელიც აქამდე განუცდელი აღმაფრენით ავსებს. მაგრამ რა არის ეს - ბედის საჩუქარი თუ ბედნიერების ხანმოკლე მოლანდება, ნამდვილი ცხოვრება თუ სულის მოთქმა?.. „მადლობა ცეცხლისთვის“ როგორ იქცევა ახალგაზრდა კაცი, როდესაც ვერავინ უძლებს საკუთარი მამის უსამართლობას, მაგრამ მასთან ბრძოლის ძალა არ შესწევს; როცა მის მგრძნობიარე გულს თანაბარი ძალით გლეჯს ყოვლისმომცველი სიყვარული და გამანადგურებელი სიძულვილი; როცა იგი არ არის გმირი, მაგრამ მის ამბოხებულ სულში ცეცხლი უკვე იწყებს გაღვივებას... მწერალი უდიდესი ოსტატობით გადმოსცემს ამბავს ერთი ცნობილი ოჯახისა, სადაც ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამი თაობაა წარმოდგენილი და სადაც დამანგრეველი ძალით დუღს სიყვარულიც, სიძულვილიც , შიშიც, გამბედაობაც,ღალატიც, ერთგულებაცა და სასოწარკვეთაც.
    14.95
    სუნთქვის საქანელა
    ავტორი:  ჰერტა მიულერი სერია:  თანამედროვე კლასიკა მთარგმნელი:  დოდო თოფურია   ჰერტა მიულერი (1953) რუმინეთში დაბადებული და გაზრდილი გერმანელი მწერალი, ნობელის 2009 წლის პრემიის ლაურეატი. რომან „სუნთქვის საქანელაში“ (2009) აღწერილია მეორე მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში გერმანული წარმოშობის ტრანსილვანიელი რუმინელების ბედი საბჭოთა სტალინური რეჟიმის პირობებში, კერძოდ კი 17 წლის ბიჭის გზა საბჭოთა გულაგამდე. რომანს საფუძვლად უდევს პოეტ ოსკარ პასტიორისა და თავად ავტორის დედის ცხოვრება და გამოცდილება
    27
    სხვისი სახე
    ავტორი: კობო აბე მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი   შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს? ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს წიგნში „სხვისი სახე“. ამ რომანში მწერალს მკითხველი შეჰყავს ადამიანის სულის უძირო სამყაროში; სამყაროში, სადაც ბურუსი და უაზრო ქაოსი მეფობს. ძალიან ძნელია ამ დახლართულ და იდუმალ ლაბირინთში ხეტიალი და იქიდან გამოსავლის პოვნა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ადამიანები ერთთავად ნიღბით დადიან. ხანდახან საკუთარ რეალურ სახესთან პირისპირ დარჩენისაც ეშინიათ. დროდადრო კი ისეც ხდება, რომ ეს გამოგონილი სახე-ნიღაბი დამოუკიდებელ არსებობას იწყებს. კობო აბე ჩვეული ოსტატობით აშიშვლებს ნიღბებისა და რეალური სახეების ამ მასკარადს და ყველაფერს, რის დამალვასაც ადამიანები ყველანაირად ვცდილობთ
    13.9
    ტაძარი
    ავტორი: მედლინ რუ მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: ლიბერთინს ეს იყო ნათების, ხმებისა და სურნელების თამაში, გაბნეული კანფეტების მსგავს ტენტებში. მათთან ერთად კი ცეცხლის ალისებურად ანთებული სიცილი, რომელიც ტენტებს შორის მიმავალ გზას მოეფინებოდა. ყოველ კუთხეში იდუმალება იმალებოდა. შემაღლებულზე მდგარი კაცი პირიდან ცეცხლს უშვებდა, ჰაერში კი ზეთში შემწვარი ფუნთუშებისა და ბატიბუტის ტკბილი და მძიმე სურნელი ტრიალებდა, რომელიც თანდათან გულისამრევი ხდებოდა. სულ ბოლო ტენტის ქვეშ იჯდა გრძელწვერიანი კაცი და ის არ გვპირდებოდა სიმდიდრეს, უჩვეულო შესაძლებლობებს ან მომავლის განჭვრეტას. არა. ბოლო ტენტის ქვეშ მჯდომი კაცის დაპირება ეხებოდა იმ ერთადერთს, რაც პატარა ბიჭს ყველაზე მეტად სურდა.
    12.95
    ტერი ფლინი
    ავტორი: პატრიკ კავანა მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი რა უნდა ქნას ტერი ფლინმა – ახალგაზრდა პოეტმა და ფერმერმა, როცა მისი მოვალეობები ოჯახისა და საქმის მიმართ, მისი პოეტური შთაგონებები, ლტოლვა ნორჩი ქალწულებისადმი და დაუოკებელი სურვილები გაუსაძლის ტვირთად იქცევა? შეიძლება გამოსავალი ამ ყველაფერზე ამაღლებაა, ან თუნდაც გაქცევა. – ირლანდიელი პოეტისა და რომანისტის, პატრიკ კავანას ეს რომანი საუკუნის წინანდელი ირლანდიის იდილიური ყოფის ფონზე ვითარდება და ადამიანის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე მოგვითხრობს.
    9.9
    ტკბილი ფორთოხლის ხე
    ავტორი: ჟოზე მაურო დე ვასკონსელოსი მთარგმნელი: თათია ახალაია    რომანი „ტკბილი ფორთოხლის ხე“ პირველად 1968 წელს დაიბეჭდა. ის წარმოადგენს ბრაზილიურ კლასიკასა და ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად რომანს. არსებობს როგორც წიგნის ეკრანიზაცია, ასევე სასცენო ვერსია. რომანი ითარგმნა ბევრ ენაზე და დღესაც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მოქმედება მიმდინარეობს ბანგუში, რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში, სადაც ავტორი ჟოზე მაურო დე ვასკონსელოსი გაიზარდა. წიგნში აღწერილია ხუთი წლის ბავშვის ისტორია, რომელმაც ერთ დღეს ტკივილი აღმოაჩინა. თხრობა მიმდინარეობს პირველ პირში. სიუჟეტი, როგორც ცნობილია, ავტობიოგრაფიას წარმოადგენს და მკითხველს აცნობს ჟოზე მაურო დე ვასკონსელოსის მძიმე ბავშვობას.
    18
    ტოლსტოი დოსტოევსკი ჩეხოვი - მოთხრობები
    ავტორი:  ტოლსტოი ლევ ;დოსტოევსკი ფიოდორ ; ჩეხოვი ანტონ მთარგმნელი:  ლილი მჭედლიშვილი სერია: იკითხე კლასიკა   წიგნში შესულია რუსული ლიტერატურის ,,ოქროს ხანის" სამი თვალსაჩინო წარმომადგენლის, სამი ბუმბერაზის - ლევ ტოლსტოის, ფიოდორ დოსტოევსკისა და ანტონ ჩეხოვის თითო-თითო მოთხრობა: ,,კრეიცერის სონატა", ,,ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან'' და ,,სამი წელიწადი".
    13.95
    ტომ სოიერის თავგადასავალი
    ავტორი: მარტინ იდენი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წ0აიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   "ტომ სოიერის თავგადასავალს" ბავშვებიც და დიდებიც ინტერესით კითხულობენ. მკითხველი კი არა, თურმე თავად მარკ ტვენიც დიდხანს ფიქრობდა, ვერ "დაედგინა", ვისთვის დაწერა "ტომ სოიერი" - დიდებისთვის თუ პატარებისთვის. ბოლოს კი ასეთი დასკვნა გამოიტანა: ეს წიგნი უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისთვის მაქვს დაწერილი, მაგრამ ვიმედოვნებ, დიდებიც წაიკითხავენო.
    16.95
    ტორტილა ფლეტი
    ავტორი: ჯონ სტაინბეკი მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე   ჯონ სტაინბეკის „ტორტილა ფლეტი“ იმ სასოწარკვეთაზეა, რომელიც ომს სიკვდილის შემდეგ მოსდევს; იმ ადამიანების ერთი პატარა ამბავია, რომლებსაც მხოლოდ მშვიდი ცხოვრება, უბრალოდ, ცხოვრება უნდოდათ, მაგრამ იარაღის ხელში აღების შემდეგ ყველაფრის დავიწყება ამჯობინეს. დენისა და მისი მეგობრების მთავარი საზრუნავი ახლა მხოლოდ ღვინის შოვნა, ღვინის დალევა, ღვინის მონელება და ისევ ღვინის შოვნაა, თუმცა არც მზის გულზე ნებივრობაზე ამბობენ უარს. და სწორედ მაშინ, როდესაც მკითხველი სასმელით უგონოდ გაბრუებული და უსაქმური პერსონაჟებისთვის ზურგის შექცევასა და წასვლას გადაწყვეტს, ხვდება, რომ სინამდვილეში საოცარი იუმორით მოყოლილ ყველაზე კეთილ ამბავს კითხულობს.    
    34.9
    ტორტილა ფლეტი
    ავტორი: ჯონ სტაინბეკი გმთარგმნელი:ვახტანგ ჭელიძე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: რბილი
    13.95
    ტრაგედია სამ აქტად
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე ცნობილი მსახიობის დიდებულ სახლში, წვეულებაზე, ტრაგედია დატრიალდა - უეცრად მოკვდა ცნობილი ექიმი... ერთი ყლუპი კოქტეილის მოსმის შემდეგ სტუმრებს შორის სახელგანთქმული მაძებარი ერკიულ პუაროც იყო და, რა თქმა უნდა, გამოძიებაც დაიწყო. ბოკალში ექსპერტიზამ შხამის კვალი ვერ აღმოაჩინა, არც მკვლელობის მოტივი ჩანს, მაგრამ პუარო დარწმუნებულია, რომ ეს უბედური შემთხვევა არ არის გაუმკლავდება თუ ვერა პატარა ბელგიელი მზაკვრულად ჩახლართულ საქმეს და ამჯერადაც მიიყვანს თუ ვერა თავისი უტყუარი ალღო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებამდე? წიგნშია ამ კითხვებზე პასუხი
    15.95
    ტრაგედიები
    ავტორი: უილიამ შექსპირი მთარგმნელი: ივანე მაჩაბელი; ილია ჭავჭავაძე; ვახტანგ ჭელიძე; სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L ანოტაცია: კრებულში შესულია: „ჰამლეტი"; „მეფე ლირი"; „რომეო და ჯულიეტა"; რიჩარდ მესამე";
    27.95
    ტრაგედიები ტომი 2
    ავტორი: ევრიპიდე   ევრიპიდეს შემოქმედებაში თავი იჩინეს ძვ.წ. V საუკუნეში აღმოცენებულმა სოფისტურმა წარმოდგენებმა, რომლებისთვისაც ნიშანდობლივი იყო ძველი ფასეულობებისადმი ახლებური დამოკიდებულება. ევრიპიდეს ტრაგედიათა გმირები ათენის სცენაზე მსჯელობდნენ სამყაროსეული წესრიგის სამართლიანობის, ამ წესრიგის შემეცნების პრობლემებზე; მათი მონოლოგები იყო ჩაფიქრება მითოლოგიური ტრადიციისა თუ რელიგიის განცდაზე; ისინი საუბრობდნენ ადათ-წესებსა და მორალზე, სამშობლოს სიყვარულზე, ყოველივე იმაზე, რაც აღელვებდა და აინტერესებდა თეატრში მისულ მოქალაქეს.
    25
    ტრამალის მგელი
    ავტორი: ჰერმან ჰესე მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერია: მსოფლიო კლასიკა 1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე.ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც.ადამიანური და მგლური მარტოსუ­ლობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს.გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და.სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიყვარს. კარლ გუსტავ იუნგის მოძღვრებების მიხედვით.შექმნილი ეს ნაწარმოები დაწერიდან თითქმის ერთი.საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მკითხველს.რომანში შექმნილი სამყაროს თანამონაწილედ.აგრძნობინებს თავს.
    19.9