santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • გენერალი თავის ლაბირინთში
    ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ   სახელოვანმა გენერალმა და პრეზიდენტმა, რომელიც თავისი მმართველობის მანძილზე სათავეში ედგა 20-წლიან ომებს სამშობლოს ერთინობისა და თავისუფლებისათვის, რომელმაც დაამხო ესპანელთა ბატონობა იმპერიაში, – გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა არამხოლოდ თანამდებობა, არამედ ქვეყანაც.   ეს ბოლომდე დაუჯერებელი ამბავი მისი ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.   გაბრიელ გარსია მარკესის ეს წიგნი იმ მმართველის ხვედრზე მოგითხრობთ,  რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სიმართლეში, გადაწყვეტილებათა და ჩადენილი ქმედებების სიზუსტეშია დარწმუნებული მაშინ, როცა ქვეყანაში მის წინააღმდეგ შეთქმულება ამბოხებებს ენაცვლება. 
    14.9
    გენიოსი
    ავტორი: მერი ლუ მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე სერია: ლიბერთინსი ჯუნისა და დე ის ფათერაკებით სავსე გზა გრძელდება და ის ვეგასისკენ მიდის! ვეგასში ბევრი საიდუმლო მჟღავნდება – ფარდა ეხდება პოლკოვნიკ აიპერისის ბურუსით მოცულ მკვლელობას, იმსხვრევა რესპუბლიკის უძლეველობის მითი. დეი და ჯუნი საიდუმლო გვირაბებით შედიან კოლონიებში და აჯანყებულ პატრიოტებთან ამყარებენ კავშირს! ჯერ არავინ იცის, რომ პატრიოტების ლიდერი რესპუბლიკის უმაღლეს მმართველობასთან მოღალატეობრივ ალიანსშია. პრიმო ელექტორი მკვდარია. გაუმარჯოს ახალ ელექტორს! სარეკლამო-საინფორმაციო ბანერები ახალ ამბავს ატყობინებს ამერიკას. რესპუბლიკისა და ხალხის ბედი ახლა ლეგენდისა და გენიოსის ხელშია! ჯუნი და დეი შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, ახლა მათ გამჭრიახობაზეა დამოკიდებული სამხედრო-პოლიტიკური შეთქმულების გამჟღავნება და ახალი ელექტორის მკვლელობის ჩაშლა.  
    12
    გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება
    ავტორი: მერი-ენ შეფერი;ენი ბეროუზი სერია:  წლის ბესტსელერი   ომის შემდგომი ლონდონი.ახალგაზრდა მწერალი ჯულიეტი ახალი წიგნისთვის სიუჟეტს ეძებს და მის პოვნაში მისი უდიდებულესობა შემთხვევა დაეხმარება-წერილს მიიღებს კუნძულ გერნზის მეღორისგან,რომელიც სთხოვს,მიასწავლოს ლონდონში წიგნის მაღაზია,სადაც საყვარელი მწერლის წიგნებს შეიძენდა.კუნძული გერმანელებს ჰქონდათ ოკუპირებული,მოსახლეობას თავშეყრას უკრძალავდნენ.მტრის თვალის ასახვევად,რამდენიმე კუნძულელმა კითხვის სიყვარული მოიმიზეზა,ასე შეიქმნა "გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება.
    12.95
    გვამი ბიბლიოთეკაში
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე პოლკოვნიკმაა ბანტრიმ საკუთარი სახლის ბიბლიოთეკაში ქერათმიანი ქალიშვილის გაგაუდული სხეული აღმოაჩინა. მეზობლებში მითქმა-მოთქმა იწყება! თუმცა მის მარპლის მოწვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება და საქმეში იმაზე მეტი ინტრიგა და სიბინძურე ჩნდება,ვიდრე ეს კეთილშობილ ბანტრებს წარმოედგინათ.პირქუში ფინანსისტი,მისი ეგოცენტრიკული მოზრდილი შვილები, სასტუმროს პრაგმატული და ჭკვიანი თანამშრომლები, დიდძალი ფული და გავლენა, ფიცხი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, განცვიფრებული ქალიშვილები, კინობიზნესი...
    13.95
    გვირაბი
    ავტორი: ერნესტო საბატო სერია: ''ინტელექტი'' 25 წლისაა მთარგმნელი: ნინო ფიფია მთავარი გმირი, მხატვარი ხუან პაბლო კასტელი ჰყვება თუ როგორ და რატომ მოკლა მარია ირიბარნე, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც „მისი ესმოდა“. ნაწარმოები გაჟღენთილია ეგზისტენციური ეჭვებით, მარტოობითა და სასოწარკვეთით, რასაც თან ერთვის კასტელის ფსიქიკური აშლილობა.წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა სამართლიანად მონათლეს, როგორც XX საუკუნის ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.
    15.95
    გზა
    ავტორი: ნაჯიბ მაჰფუზი სერია: ლიტოდისეა მთარგმნელი: გოჩა კუჭუხიძე ნაჯიბ მაჰფუზი (1911-2006) დიდი ეგვიპტელი მწერალი, კლასიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ოცზე მეტი რომანისა და უამრავი მოთხრობის ავტორია. მისი რომანი – „ჩვენი უბნის შვილები“ – „გარდიანის“ ბრიტანული ვერსიის მიერ მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნის სიაშია. რომანი „გზა” ერთ-ერთი საუკეთესოა ნაჯიბ ნაჰფუზის ნაწარმოებთა შორის და ფილოსოფიური აზროვნებითა და ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული ცოდნით გამოირჩევა; მისთვის მრავალპლანიანობაა დამახასიათებელი; ამასთან, ისე საინტერესოდ, ისეთი ექსპრესიით მოგვითხრობს მწერალი თავის პერსონაჟთა შესახებ, რომ ფილოსოფიური სათქმელი ოდნავადაც არ ამძიმებს ნაწარმოებს, ლაღად და ადვილად იკითხება და, ამავდროულად, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს აძლევს მკითხველს. ეს რომანი არაერთ ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოში კარგად არის ცნობილი, ქართულად იგი პირველად ქვეყნდება.
    13.9
    გზა საკურთხევლისკენ
    ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი სერია: წლის ბესტსელერი   "გზა საკურთხევლისკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. ლენდონი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. „წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ“ - ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს.
    14.95
    გზა შუქურისკენ
    ავტორი: ვირჯინია ვულფი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    14.9
    გიკი გოგო: თავდაყირა (5)
    ავტორი:  ჰოლი სმეილი სერია: ლიბერთინს   ჰარიეტ მანერსი თინეიჯერების საუკეთესო მეგობარი და მათი გმირია! და ის ბრუნდება! ბრუნდება, რომ თავის თანატოლებს პრობლემების დაძლევისა და წარმატების ახალი გზები უჩვენოს; ბრუნდება, რომ დასახოს გეგმები და უკან არ დაიხიოს; ბრუნდება, რომ იმედი მისცეს მათ, ვისაც მიზნისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დაუწყია... და რაკი წინსვლა მეგობრებისა და ოჯახის წევრების დაუხმარებლად თითქმის შეუძლებელია, ჰარიეტთან ერთად ბრუნ- დებიან მამა, ანაბელი, ბანტი, ნატი, ტობი, ჯასპერი და დანარჩენები!
    14
    გიკი გოგო: მოდელობისთვის შეუფერებელი (2)
    ავტორი: ჰოლი სმეილი სერია: ლიბერთინს   ჰარიეტ მანერსი უკვე წარმატებული მოდელია, მაგრამ უარს არც გიკობაზე ამბობს. როგორც ნამდვილმა გიკმა, ბევრი რამ იცის: ადამიანს დღის განმავლობაში 70 000 აზრი გაუელვებს. მუხლუხს 4 000 კუნთი აქვს. ადამიანი წელიწადში საშუალოდ 1 ტონა საკვებს მიირთმევს. გიკი + მოდელი = გამდიდრებას გრაფიტის ახალი კოლექციით მაგრამ ბიჭების არაფერი გაეგება. ეს ცხადია. ტოკიოში თავბრუდამხვევი მოგზაურობისა და სამოდელო სამუშაოს შესრულებისას, ჰარიეტს მოუწევს, მისი ინტელექტუალური რესურსი სრულად გამოიყენოს...
    12
    გიკი გოგო: სამუდამოდ გიკი (6)
    ავტორი: ჰოლი სმეილი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს   გიკი გოგო ჩვენგან მიდის და გვიტოვებს ფანტასტიკურ მოგონებებს ერთ მშიშარა, კომპლექსებით სავსე, თანატოლებისაგან დაჩაგრულ ჰარიეტ მანერსზე, რომელიც მკითხველის თვალწინ სუპერპოპულარულ მოდელად იქცა! მიდის და გვიტოვებს იმედს, რომ თურმე ყოველ ჩვენგანს შეუძლია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, გადალახოს წინააღმდეგობები და რაც მტავარია, საკუთარ თავს სძლიოს. და როცა მთავარ ბრძოლას მოიგებ - როცა აიძულებ თავს, სხვა თვალით შეხედო სამყაროს, მაშინ ისიც დაგინახავს და ცხოვრება კიდევ უფრო
    11.95
    გიკი გოგო: ყველაზე ფოტოგენური (3)
    ავტორი: ჰოლი სმეილი   ჰარიეტ მანერსმა ბევრი რამ იცის, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება შტატების სამოდელო ბიზნესში, არც სიყვარულის გაეგება რამე, თორემ დიდი გაუგებრობაში ხომ არ ამოჰყოფდა თავს, ინტრიგის მსხვერპლი არ გახდებოდა და ნიუ-იორკში - წარმატებებისა და წინსვლის ქალაქში ყველასგან მიტოვებულადაც არ იგრძნობდა თავს. თუმცა, ის ხომ ჰარიეტია, - გამოსავალს მოძებნის და კიდევ ერთხელ გაგვაკვირვებს. დაუვიწყარი ნიუ-იორკული თავგადასავალი იწყება!
    12
    გიკი გოგო: ყველაფერი ბრწყინავს (4)
    ავტორი: სმეილი ჰოლი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს   ჰარიეტ მანერსმა ბევრი რამ იცის, თუნდაც ის, რომ ტუალეტის ქაღალდის რულონი 600 წელს, ჩინეთში გამოიგონეს. იცის, რომ კომეტის კუდი ყოველთვის მზის საპირისპიროდაა მიმართული; ისიც მოეხსენება, რომ ადამიანს გული წუთში საშუალოდ, 70-ჯერ უცემს. - მაშინაც კი, თუ კი ის გატეხილია. თუმცა არაფერი გაეგება, როგორ შეიძინოს ახალი მეგობრები და წარმოდგენა არ აქვს, როგორ იქცეს თვალისმომჭრელ და წარმატებულ სუპერმოდელად. არადა ფაქტია, რომ ახლა ასეთია.
    12
    გიო
    ავტორი: თამარ ფხაკაძე   ბიჭი გიო ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს, ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს და გემის კაპიტნობაზე ოცნებობს. მეზღვაური მამა, მრავლისმნახველი ბაბუ და ბედნიერი გარემო გამუდმებით კვებავს მის ფანტაზიას და ბიჭს დედასავით უყვარს დედასთვალებისფერი, უსაზღვროდ ლურჯი ზღვა.მაგრამ გიოს ყმაწვილურ იდილიაში ნელა და შეუმჩნევლად ერევა ღრუბელი - სულ უფრო ხშირად მოჰყვება ნიავს ცეცხლისა და დენთის სუნი. გარშემო შიშნარევი მოლოდინი ისადგურებს და სულ უფრო მეტი კითხვა რჩება უპასუხოდ: რა ხდება? რატომ ხდება? რატომ მოეკიდნენ ერთმანეთს მტრად გუშინდელი მეგობრები?..ეს შიშის, სიმამაცის, თავგანწირვისა და უზრუნველი ბიჭის ერთ წამში დაკაცების სულისშემძვრელი ამბავია, რომელიც ასობით და ათასობით მის თანატოლს გადახდა. გიოს ამბავი ყველას ამბავია, ვინც გამოცადა ომის ელდა, უძვირფასესი ადამიანების დაკარგვა და მშობლიური სახლიდან გამოძევება; ყველას ამბავია, ვინც იმედიან თვალს არ აშორებს მომავალს და ჯიუტად ამბობს: „მე დავბრუნდები“.
    11.95
    გოგონა ობობას ქსელში
    ავტორი: დევიდ ლაგერკრანცი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ჰაკერ ლიზბეთ სალანდერს (“გოგონა დრაკონის ტატუთი”, „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“, „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“). ჟურნალისტმა ბლუმკვისტმა უნდა გაარკვიოს, სად არის ლიზბეთი და დაეხმარება თუ არა ისევ, ლიზბეთმა კი უნდა გამოიკვლიოს, რა დარჩა მამამისის შექმნილი კრიმინალური იმპერიისგან. მთავარი გმირები აღმოჩნდებიან ობობას ქსელში, რომელსაც ჯაშუშები, ათასი ჯურის დამნაშავეები, სხვადასხვა ქვეყნის კორუმპირებული თანამდებობის პირები ქმნიან. თავიანთი საიდუმლოს დასაცავად ისინი არც მკვლელობას ერიდებიან… 2004 წლის 9 ნოემბერს ჟურნალისტი სტიგ ლარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო საკუთარი რომანების არნახულ წარმატებას მსოფლიო მასშტაბით – დაიბეჭდა 75 მლნ ეგზემპლარზე მეტი. შვედმა ჟურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლაგერკრანცმა ისე გააგრძელა მილიონობით მკითხველისთვის საყვარელი პერსონაჟების თავგადასავალი, რომ ავტორის სტილი დაიცვა და თან არც მის ფანტაზიას უღალატა. რომანი ისეთ გასაიდუმლოებულ პირობებში იწერებოდა, რომ ლიზბეთ სალანდერსაც კი შეშურდებოდა. წიგნი ერთდროულად გამოსცა მსოფლიოს 25-მა გამომცემლობამ და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა.
    14.9
    გოგონა, რომელიც სამაგიეროს ყველას უხდის
    ავტორი: დევიდ ლაგერკრანცი მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი დრაკონის ტატუთი დამშვენებულ გოგონას არაფერი ავიწყდება და არავის არაფერს პატიობს. ის ციხეშიც კი სამართლიანობას იცავს. სხვე ბისთვის თითქოს შეუმჩნეველი რასობრივი და რელიგიური შეხლა- შემოხლა მას არ გამოეპარება. მიქაელ ბლუმკვისტი ყოველ კვირას დიდ გზას გადის ლიზბეთის მოსანახულებლად და მისგან მითითებებსაც იღებს. დეტექტივისთვის ეს თავგადასავალი რიგითი გამოძიებაა, ლიზბეთისთვის – მისი ბავშვობის საიდუმლოების გასაღები. თუმცა, სიმართლის გამჟღავნება იოლი როდია: სახიფათო ექსპერიმენტის ინიციატორი მეცნიერები ყველაფერს იკადრებენ, რათა წარსული ხელუხლებელი დარჩეს. სალანდერმა იცის, რომ სადაცაა, კვანძი გაიხსნება და ტყუპისცალი დის საბედისწერო ზეგავლენისგანაც მალე დააღწევს თავს. ლიზბეთი არ დანებდება… გოგონა დრაკონის ტატუთი შურს ნებისმიერ ფასად იძიებს… ამ წიგნის დაძაბულობა და დაუცხრომელი ენერგია დევიდ ლაგერკრანცს სტიგ ლარსონის „მილენიუმის ტრილოგიამ“ შთააგონა. სალანდერი და ბლუმკვისტი აგრძელებენ სამართლიანობისთვის ბრძოლას და კიდევ ერთხელ ეცდებიან ქართველი მკითხველის გულის დაპყრობას.  
    17.9
    გოგონა, რომელიც უნდა მომკვდარიყო
    ავტორი: დევიდ ლაგერკრანცი სტიგ ლარსონის "მილონიუმის ტრილოგიის" გაგრძელება მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა    
    18.9
    გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია
    ავტორი; სტიგ ლარსონი მთარგმნელი: ნიკა სამუშია   პოლიციის მიერ სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სალანდერი, რომელიც საკუთარმა მამამ თავში დაჭრა, პოლიციისავე განკარგულებით, სოლგრენსკას საავადმყოფოში სრულ კარანტინშია. ჰაკერ გოგონას „კრაზანების ბუდესთან“ საბრძოლველად ერთადერთი იარაღი აქვს – საკუთარი პალმტოპი.
    13.9
    გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ასანთი
    ავტორი: გაეტან სუსი მთარგმნელი: ირინა ლაბაძე   ორი ბავშვი მარტო მათ ავტორიტარ მამასთან ერთად თვალუწვდენელ მამულში ცხოვრობს, სადაც დრო გაჩერებულია. მათ მიერ შექმნილი სამყარო შემოფარგლულია წაკითხული ფილოსოფიითა და ზღაპრებით რაინდობის შესახებ. როდესაც მათი მამა კვდება, ისინი გადაწყვეტენ მის დამარხვას და მოულოდნელად შეეჯახებიან მეზობელი სოფლის მცხოვრებლებს, რის შედეგადაც მათი რომანტიული და ცრუ საბურველი იცვლება მათივე არსებობის საშინელი სინამდვილით. შესანიშნავი, ოსტატური რომანი, რომელშიც არაფერია იმის მსგავსი, რაც პირველად წარმოგიდგენიათ...
    10.7
    გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი
    ავტორი: ბერნარდინ ევარისტო მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე სერია: ლიტერე ინვენტე პირველად ქართველი მკითხველისთვის - თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ლიტერატურული პრემია ბუკერის 2019 წლის ლაურეატის, ბერნარდინ ევარისტოს რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“. ამა ბონზუ - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელი რეჟისორი - თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება და ღელვისგან გული უსკდება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში. ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი.... ეს გულის ამაჩუყებელია, შთამაგონებელი, დამთრგუნველი და ზოგჯერ შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. ეს წიგნი მათზეც არის.
    25.95
    გოდოლი
    ავტორი: ფრანც კაფკა თარგმნა რუსუდან კანჯიანომ რომანს ,,გოდოლი'' შეიძლება ეწოდოს ხორცშესხმული თეოლოგია, თუმცა, ეს არის უწინარესად, ხსნის მაძიებელი კაცის ობოლი სულის უგზოუკვლო ფარფატისა, რომელიც ცდილობს, ქვეყნიერების საგნებში ჩასწვდეს უზენაეს საიდუმლოს, ხოლო  ქალებში - იპოვოს უფლის ბეჭედი, რომელიც მათშია შთასახული.
    20
    გონდოლინის დაცემა
    ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: გიორგი გომართელი "ღმერთების შუღლის ქარტეხილში მოქცეულა გონდოლინი, თვალწარმტაცი ქალაქი, რომლის მდებარეობა მტრისთვის ჯერჯერობით უცნობია. მორგოთს, ბოროტების განსახიერებას, გამორჩეულად სძულს გონდოლინის მეფე, ტურგონი, და ამაოდ ცდილობს საგულდაგულოდ დამალული ქალაქის აღმოჩენას. ამ დროს ღმერთებს ცხარე კამათი გაუმართავთ და უმრავლესობა მორგოთთან დაპირისპირებული ულმოს მხარდაჭერაზე უარს ამბობს. ულმოს ერთადერთი იმედი ტუორია _ სწორედ მას ავალებს გონდოლინის დაცვას! დაპირისპირების დასასრული შემზარავია. მორგოთი ქალაქზე ყველაფერს შეიტყობს და მის გასანადგურებლად ბალროგების, დრაკონებისა და ურიცხვი ორკის ლაშქარს გაგზავნის."
    24.95
    გონება და გრძნობა
    ავტორი:ჯეინ ოსტინი მთარგმნელი:გია ბერაძე ორი და, ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი: ერთი მხრივ, მშვიდი და წინდახედული ელინორი, რომლის ხვედრი სხვათა ნუგეშისცემაა, მეორე მხრივ კი, მგრძნობიარე და იმპულსური მარიანა. დიდი ტკივილისა და მრავალი განსაცდელის შემდეგ რწმუნდებიან დები, რომ გრძნობა მხოლოდ საღ აზრთან ერთად იძლევა ბედნიერების შანსს საზოგადოებაში, რომელშიც ფული და სოციალური სტატუსი ბატონობს. სწორედ ორი დის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს ჯეინ ოსტინის პოპულარული რომანი "გონება და გრძნობა".
    14.95
    გონების ხმა
    ავტორი:ჯეინ ოსტინი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე რა ხდება, როცა მამა შვილებს ერთმანეთისგან განასხვავებს - ერთ ქალიშვილს აღმერთებს, ხოლო მეორეს უგულებელყოფს? რა ხდება, როცა დედას სიკვდილის შემდეგ დიასახლისობა უფროს ქალიშვილს ერგება, ის კი მამის გამფლანგველობას წაახალისებს და უმცროს დაზე მბრძანებლობს? რა ხდება, როცა ენ ელიოტი ხარ და, მიუხედავად იმისა, რო, თავდავიწყებით გიყვარდება ფრედერიკ უენტუორთი, იძულებული ხარ გონების ხმას მოუსმინო და უარი თქვა შენს რჩეულზე? და რა მოხდება, თუ სიყვარული დროს გაუძლებს და ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა?
    12.95